ნოდოლი #60კაფს

ნოდოლი #60კაფს

135.00 ლარი 97.21 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა:
მწარმოებელი: ESI S.r.l
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლუკოზამინი,ქონდროიტინი,მსმ,ალოე,მანგანუმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 137721
გააზიარე:

ნოდოლ კაფსულა

Nodol capsule

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.

 

მოქმედება

ნოდოლი კაფსულა სახსარს ამარაგებს 6 აუცილებელი კომპონენტით :

გლუკოზამინ ჰიდროქლორიდი 500 მგ,

ქონდროიტინ სულფატი 200 მგ,

მეთილ სულფო მეთანი (MSM) 200 მგ,

ეშმაკის ბრჭყალები 200 მგ,

ალოე ვერა 30 მ,გ

მანგანუმი 10 მგ.

გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი და ეშმაკის კლანჭები სასარგებლოა სახსრების მოქნილობისა და მობილობის გასაუმჯობესებლად. მანგანუმი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების ნორმალურ ფორმირებას და ძვლების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას. ალოე ვერა სასარგებლოა ანტიოქსიდანტური მოქმედებით და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.

არშეიცავს: რძის წარმოებულებს, შაქარს, კონსერვანტებს,ხელოვნურ არომატებს, გმო-ს.

 

ჩვენებები

ასაკის, ჭარბი წონის, ფიზიკური დატვირთვის, ოსტეოპოროზის, ანთებითი პროცესის, ტრავმის, მოტეხილობების და სხვა მიზეზით გამოწვეული  სახსრების  პათოლოგიისას სახსრის ხრტილის განლევა, გათხელება.

ნოდოლი არ ახდენს გავლენას სისხლში  გლუკოზის დონეზე და უსაფრთხოა მისი გამოყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

 

უკუჩვენება

ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით ინიშნება რომელიმე კომპონენტის მიმართ აუტანლობის დროს.

 

მიღებისწესი

2  კაფსულა დღეში, კვების შემდეგ,  დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

 

შენახვის წესი

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში მოთავსებულია 60კაფსულა.

 

გაცემის რეჟიმი

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოადგენსბიოლოგიურადაქტიურდანამატს.

 

მწარმოებელი

ESI s.p.a, იტალია.