ავენი-მზისგან დამცავი ემულსია SPF50+ ცხიმიანი კანის 50მლ

ავენი-მზისგან დამცავი ემულსია SPF50+ ცხიმიანი კანის 50მლ

81.00 ლარი
კოდი: 124528
გააზიარე:

ავენი - ULTRA-BROAD SPECTRUM Very high protection SPF 50+ Cleanance for oily, blemish-prone skin

ულტრა ფართო სპექტრის ძალიან მაღალი დაცვა მდფ 50+ ქლინანსი, ცხიმიანი, კომედონებისკენ მიდრეკილი კანისთვის  50მლ. ავენის ეს განახლებული პროდუქტი შეიცავს ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავ ფილტრს - ტრიასორბს (TriAsorB ™), რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი და დაბერების პროცესის გამომწვევი ლურჯი გამოსხივებისგან (მაღალი სიხშირის ხილული გამოსხივება). ეს არის უაღრესად უსაფრთხო ფილტრაციის სისტემა, რომელიც ასევე იცავს საზღვაო ბიომრავალფეროვნებას. მრავალრიცხოვანმა ტესტებმა დაამტკიცა მისი არატოქსიკურობა საზღვაო ბიომრავალფეროვნების სამი ძირითადი სახეობისთვის: მარჯანი, ფიტოპლანქტონი და ზოოპლანქტონი. მზისგან დამცავი ქლინანსი ყოველდღიური ბაზაა სახის ცხიმიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის. ის შეიცავს ცხიმის მარეგულირბელ ინგრედიენტს მონოლაურინს. კრემი შესამჩნევად ამცირებს გამონაყარს და ხელს უშლის მზისგან გამოწვეული ლაქების გაჩენას. მისი მსუბუქი ტექსტურა შეიწოვება ძალიან სწრაფად,  არ ტოვებს ლაქებს.  არ პრიალებს კანზე წასმისას  და საუკეთესო  ბაზაა ყოველდღიური მაკიაჟისთვის. მისი ფორმულა არის ძლიერი წყალგამძლე. გამოყენება: გამოუშვით ფლუიდი ტუბიდან 1 თითის სიგრძის ოდენობით და დაიტანეთ კანზე მზეზე გასვლის წინ რამდენიმე წუთით ადრე. პერიოდულად განაახლეთ მისი წასმა განსაკუთრებით ცურვის, ოფლიანობის და პირსახოცით კანის შემშრალების შემთხვევაში. არ გაჩერდეთ დიდხანს მზეზე მზისგან დამცავის გამოყენების შემთხვევაშიც კი.მოერიდეთ მზეს 11:00 დან 16:00 საათამდე. შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (19 აფთიაქი)