Bebble

„ბებლი“ საბავშვო კოსმეტიკის ბულგარული ბრენდია. მისი პროდუქცია განკუთვნილია პირველი დღიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

„ბებლის“ პროდუქცია:

  • ჰიპოალერგიულია;
  • ეფუძნება „მწვანე ფორმულას“, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული;
  • დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს პარაბენებს, საღებავებს, არომატიზატორებს.

„ბებლის“ ასორტიმენტი მოიცავს ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც ჩვილისთვის სიცოცხლის პირველივე დღიდანვე აუცილებელია:

  • ტანის დასაბან საშუალებებს;
  • ტანის მოვლის საშუალებებს;
  • სახის მოვლის საშუალებებს;
  • სარეცხ საშუალებებს;
  • კბილის პასტას;
  • მზისგან დამცავ საშუალებებს.