Maternea

„მატერნეა“ ბულგარული ბრენდია, რომლის პროდუქციაც განკუთვნილია კანზე საგანგებო ზრუნვისთვის ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ორსულობის დროს კანის სტრუქტურა და ორგანიზმის ჰორმონული ფონი ბევრ ცვლილებას განიცდის. ეს პროცესები გავლენას ახდენს კანის რეგენერაციაზე. ორსულობისას კანი უფრო მგრძნობიარე ხდება, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. იმისთვის, რომ კანმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმკვრივე და ტონუსი, საჭიროა მისი სწორი მოვლა და საჭირო საკვები ნივთიერებებით მომარაგება.

„მატერნეას“ პროდუქტები სასიამოვნო და ნაზია, ადვილად შეიწოვება და მარტივი გამოსაყენებელია. მათ შემადგენლობაში შედის მხოლოდ ხარისხიანი ინგრედიენტები. არ შეიცავს არომატიზატორებს. ჰიპოალერგიული და დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

ასორტიმენტი:

  • სტრიების საწინააღმდეგო კრემი
  • კანის გამამკვრივებელი კრემი
  • მკერდის გამამკვრივებელი კრემი
  • ფეხის გამაგრილებელი კრემი
  • ინტიმ-გელი
  • კერტების დამამშვიდებელი კრემი
  • შხაპ/ზეთი
  • ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი