Nestle

ნესტლე საკვები პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელი უდიდესი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში ეწევა ბიზნესს. ჩვენი პროდუქციის ჩამონათვალში შედის 2000-ზე მეტი ბრენდი - ლეგენდარული, მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდებით დაწყებული, ადგილობრივით დამთავრებული.

ჩვენს ფასეულობათა სათავეშია სამართლიანობა და კანონი, თანამშრომლების, მათთან ურთიერთობის პატივისცემა. ჩვენი მიზანი კი ცხოვრების ხარისხის ამაღლება და ჯანსაღი მომავლის შექმნაა. ამ მიზნისა და ღირებულებების შესაბამისად, ვცდილობთ დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრებისა და სწორი კვების კულტურა – ასე შევუწყოთ ხელი საზოგადოების განვითარებას და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი კომპანიის გრძელვადიანი წარმატება.