Olea Color

“ოლეა ქოლორი” თმის უამიაკო საღებავია. ის დამზადებულია იტალიაში და შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ზეთებს:

  • მზესუმზირას ზეთი – მდიდარია მინერალებით, აძლიერებს და ელასტიკურობას სძენს თმის ღერებს;
  • კამელიის ზეთი – აქვს დამამშვიდებელი და დამარბილებელი ზემოქმედება;
  • მონოის ზეთი – გამოირჩევა აღმდგენი ფუნქციით და ატენიანებს თმას.

ბუნებრივი ზეთებით მდიდარი საღებავის პიგმენტი ღრმად აღწევს თმის ღერში და ინტენსიურ ფერს სძენს მას.

“ოლეა ქოლორი” 100%-ით ღებავს ჭაღარას. ფერი 6-8 კვირა ძლებს.