BETER

"ბეტერი" არის თმისა და ფრჩხილის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია ესპანეთიდან. ბრენდი გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და აწარმოებს ყველა ტრენდულ და მოთხოვნად პროდუქტს. კომპანია დაარსდა 1936 წელს და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანასთან.

ბრენდის ასორტიმენტში შედის:

  • თმის მოვლის საშუალებები (კერამიკული სავარცხლები, სტანდარტული სავარცხლები და სხვა);
  • ფრჩხილის მოვლის საშუალებები (ლაქი, ფრჩხილის საპრიალებელი, ქლიბი, მაკრატელი, საკვნეტელა და სხვა);
  • ბავშვის ხაზი (საბავშვო დამცავი მაკრატელი, საბავშვო ქლიბი);
  • სხვადასხვა დანიშნულების აქსესუარები (წარბის პინცეტი, სარკე, წარბის დანა და სხვა).