ბებლი თხევადი სარეცხი საშუალება 1300მლ

თხევადი სარეცხი საშუალება განკუთვნილია დაბადებიდან 3 წლამდე ასაკისთვის. იგი შეიცავს ბუნებრივ საპონს, რაც ხელს უწყობს, სარეცხის უნაკლოდ წმენდას, მათ შორის 30°C–ზე. სარეცხი საშუალების ნაზი ფორმულა შეიცავს 100%–ით ბიო პროდუქტებს. გარეცხვის შემდეგ არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე. მასში შემავალი ალოე ვერას ექსტრაქტი არ აღიზიანებს ჩვილის ნაზ კანს. არ შეიცავს ფოსფატს და საღებავებს. რეკომენდირებულია, როგორც ფერადი, ასევე  თეთრი ფერის ტანისამოსის გასარეცხად.

გაფრთხილება: ხელით რეცხვის შემთხვევაში  იხელმძღვანელეთ მხოლოდ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.  ხელით რეცხვამ  შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. მოერიდეთ  სარეცხი საშუალების თვალში მოხვედრას. გარეცხვის შემდეგ, ხელები კარგად დაიბანეთ. გამოიყენეთ ხელთათმანები და თვალის დამცავი სათვალე. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, კარგად დაიბანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში.

მწარმოებელი ქვეყანა ბულგარეთი. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ავერსი-ფარმა. შენახვის ვადა იხ. შეფუთვაზე.