ბებლი მზისგან დამცავი კრემი SPF50 75მლ

მზისგან დამცავი კრემი განკუთვნილია 1 წლიდან 3 წლამდე ასაკისთვის. იგი იცავს კანს UVA და UVB სხივებისგან. რეკომენდირებულია გამოიყენეთ როგორც სახეზე, ასევე ტანზეც. მასში შემავალი ვიტამინების კომპლექსი კვებავს კანს.

გამოყენების წესი: წაისვით  სახისა და ტანის არეში მზის აბაზანამდე 20 წუთით ადრე, გაიმეორეთ პროცესი ყოველი დასველების შემდეგ. მწველი და პირდაპირი მზის სხივების დროს წაისვით ყოველ 2 საათში. მოერიდეთ კრემის თვალში მოხვედრას. ბავშვები და ჩვილები მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს 10 დან 16 საათამდე.

მწარმოებელი ქვეყანა ბულგარეთი. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ავერსი-ფარმა. შენახვის ვადა იხ. შეფუთვაზე.