მატერნეას კერტების დამამშვიდებელი კრემი

საუკეთესო საშუალებაა ძუძუთი კვების დროს კერტების კანის აღსადგენად და დასაცავად.
კრემს აქვს სქელი, მკვრივი სტრუქტურა, მასში შემავალი კაკაოს ნატურალური ცხიმის ბუნებრივი, მსუბუქი არომატი აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვისთვის, ამიტომაც კრემი არ საჭიროებს ჩამობანას.

გასუფთავებული ლანოლინი კანს ხდის ელასტიურს;
კაკაოს და შეას ზეთები ატენიანებს, ამშვიდებს, არბილებს კანს და უნარჩუნებს მას ჯანმრთელობას;
ვიტამინი E იცავს ნაზ კანს;
D პანთენოლი და ბისაბოლოლი აჩქარებს დაზიანებული კანის აღდგენის პროცესს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამსუბუქებს კანის გაღიზიანებისას წარმოქმნილ ტკივილს.