გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

13.06.2018
შეხვედრა 25 წლის შემდეგ...

Lanofil Colour Mahogany 465 – მაკაგონი

ესპანური თმის საღებავი ლანოფილი, 16 სხვადასხვა ფერი 
ტკბილი ნუშის ზეთის და შეას ხის ზეთის ექსტრაქტით
• მკვეთრი,ინტენსიური ფერი
• ჭაღარის 100% შეღებვა და ფერის ხანგრძლივი შენარჩუნება
• თმის ღერის ინტენსიური კვება

მომზადების წესი:
ჩაიცვით ხელთათმანები, მოათავსეთ ტუბის შიგთავსი გამხსნელის ბოთლში, დაახურეთ თავი და შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული ნარევი წაისვით ჯერ თმის ძირებზე, შემდეგ ბოლოებზე ფენა–ფენა. გაანაწილეთ საღებავი მთელ თმაზე მასაჟისებური მოძრაობით. გააჩერეთ საღებავი თმაზე 30 წუთი და დამატებით კიდევ 5 წუთი, თუ თქვენი თმა ძალიან მუქია. საღებავი ამ პერიოდის განმავლობაში შეიცვლის ფერს. 30-35 წუთის შემდეგ საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თმა გამდინარე წყლით. წაისვით თმაზე მკვებავი ნიღაბი გაიჩერეთ 3 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თუ თმას იღებავთ თქვენი თმის ფერი საღებავით:
წაისვით საღებავი თმის ძირებზე და გაიჩერეთ 20-25 წუთი, შემდეგ წაისვით საღებავი მთელ თმაზე, გაიჩერეთ 10 წუთი და გულდასმით ჩამოიბანეთ. წაისვით თმაზე მკვებავი ნიღაბი გაიჩერეთ 3 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კოლოფის შიგთავსი: 
ხელთათმანები, საღებავის ტუბი, გამხსნელი (გამამჟღავნებელი), მკვებავი ნიღაბი.

მწარმოებელი სპირალიუმ გრუპი ესპანეთი. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ავერსი–www.aversi.ge
შენახვის ვადა იხ. შეფუთვაზე

 
 
 
ზემოთ