ფრანგული დღეები

ფრანგული დღეები "ავერსში"

  • 2018-07-16

კომპანია "ავერსმა" საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული სპეციალური აქციით აღნიშნა - ფრანგული წარმოების მედიკამენტებსა და კოსმეტიკურ ნაწარმზე 25-დან 45 პროცენტამდე ფასდაკლება გამოაცხადა.

1789 წლის 14 ივლისს აჯანყებულებმა ბასტილიის ციხე აიღეს. ეს საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. მას შემდეგ ბასტილია - თავისუფლების სიმბოლოდ, ხოლო მისი აღების დღე საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

ამ თარიღთან დაკავშირებით 16 ივლისს "ავერსში" ოფიციალური მიღება გაიმართა. "ავერსის" დელისის აფთიაქმა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიეს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა. კომპანიის ხელმძღვანელებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ფრანგული პროდუქცია, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის სწორედ "ავერსის" წყალობით გახდა ხელმისაწვდომი, მიულოცეს ეროვნული დღესასწაული და მსოფლიო ჩემპიონატში საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება.

ბატონმა ელჩმა მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ ივლისი ფრანგი ხალხისთვის მართლაც გამორჩეულად სასიამოვნო იყო.

- საფრანგეთის სახელი ოდითგანვე სილამაზის ინდუსტრიასთან ასოცირდება. გარდა ამისა, ფრანგები იდგნენ მედიცინასა და ფარმაციაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევის სათავესთან, - დასძინა მან, - ასე რომ, "ავერსის" ინიციატივა თემატურად ძალიან თანწყობილი აღმოჩნდა: პროდუქცია, რომელსაც "ავერსი" გვთავაზობს, სწორედ ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება.

"ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ გვითხრა, რომ საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ფრანგული ნაწარმი "ავერსის" ყველა აფთიაქში ფასდაკლებით იყიდება:

- ფასდაკლება ეხება ისეთ გაყიდვად და ცნობილ მედიკამენტებს, როგორებიც არის ენტეროლი, ოტიპაქსი, ვაგოსტაბილი... 50-მდე დასახელების წამალს ფასის 25-40 პროცენტი აკლდება. ასევე შეღავათიან ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ფრანგული წარმოების თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა, მათ შორის - "სოსკინის", "ისისფარმას" ნაწარმი. "Pascal Morabito-ს" ქალისა და მამაკაცის სუნამოებს 20%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ. ასე რომ, ფრანგული ბრენდების მოყვარულებს საუკეთესო წინადადებებით ველოდებით.

"ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ შეგვახსენა, რომ აქციების სერია "ავერსში" 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო:

- ამ თარიღთან დაკავშირებით მაისში ქართული წარმოების მედიკამენტები "ავერსის" სააფთიაქო ქსელში უპრეცედენტო ფასდაკლებით იყიდებოდა. ივნისში კომპანიამ იტალიის დამოუკიდებლობის დღე იტალიური წარმოების მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე ფასდაკლებით აღნიშნა, ივლისში კი "ავერსში" ფრანგული დღეებია, რომლებიც თვის ბოლომდე გაგრძელდება.

"ავერსი" ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ.

გააზიარე: