გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

კორპორაციული წვეულება ქუთაისში დასავლეთი საქართველოს აფთიაქების თანამშრომლებმა 2017 წელი საზეიმოდ გააცილეს

„ავერსის“ დასავლეთი საქართველოს რეგიონული სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებისთვის 2017 წლის შემაჯამებელი წვეულება სამ თებერვალს ქუთაისში, რესტორან „ქალაქურში“ გაიმართა. ღონისძიების წამყვანებად მსახიობები ნანუკა გულუა და ზურა ნიჟარაძე იყვნენ მიწვეულები.

მხიარულ, ლამაზ საღამოზე შეკრებილი „ავერსელები“ ნომინაციების გამოცხადებას განსაკუთრებული ოვაციებით ხვდებოდნენ. გამარჯვებულები ფულადი პრემიებით და საზღვარგარეთ მოგზაურობით დააჯილდოეს.

2017 წლის ყველაზე მოღიმარი ფარმაცევტის ნომინაციაში გაიმარჯვეს თამილა ბერაიამ ოზურგეთის პირველი აფთიაქიდან, ნინო ღურწკაიამ ზუგდიდის მესამე აფთიაქიდან და სალომე ასათიანმა ქუთაისის პირველი აფთიაქიდან. ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტები აღმოჩდნენ სოფიო ნიკურაძე „ქუთაისი N10“-დან, ეკატერინე სილაგაძე „ქუთაისი N18“-დან და ელენე გეგეჭკორი მარტვილის პირველი აფთიაქიდან. ყველაზე პროფესიონალი ფარმაცევტების ტიტული წილად ხვდათ ვაჟა კოჩალიძეს „ბათუმი N1“-დან, ნანა ჯიქიას „ქუთაისი N5“-დან და ნათია ცუცქირიძეს „საჩხერე N2“-დან.

საუკეთესო გამგის ნომინაციაში გაიმარჯვეს ნანა მაჩიტიძემ ზესტაფონის პირველი აფთიაქიდან, ლაურა ყიფშიძემ ჭიათურის მეორე აფთიაქიდან და მზია მეგრელიძემ „ქობულეთიდან“.

ყველაზე მიზანსწრაფულ გუნდად ბათუმის მეორე აფთიაქის გუნდი დაასახელეს, საუკეთესო აფთიაქებად კი - სენაკის პირველი, წყალტუბოსა და წალენჯიხის აფთიაქები.

როგორც აღმოჩნდა, 2017 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მომხმარებელი ქუთაისის მეექვსე აფთიაქს ჰყავდა.

პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტებად დასახელდნენ ნანული ცაგარეიშვილი „ზესტაფონი N4“-დან, ლია ხურცია „ქუთაისი N6“-დან და დარიკო ვეკუა „ჩხოროწყუდან“.

საუკეთესო ოპერატორი ქუთაისის აფთიაქ „ბაზის“ თანამშრომელი თამაზ ყანთელაძე აღმოჩნდა, საწყობის საუკეთესო თანამშრომელი კი - ფირუზა ბერიშვილი ზუგდიდის პირველი აფთიაქიდან.

მომხმარებელთა იმედად დაასახელეს ნადია კაციტაძე „ბაღდათიდან“, ქეთევან მაჭარაშვილი „სამტრედია N2“-დან, მაია კენჭოშვილი „თერჯოლიდან“, ალექსანდრე მდევაძე „ქუთაისი N12“-დან, გელა ბერაძე „ქუთაისი N1“-დან და ლია სხულუხია „ოზურგეთი N3“-დან.

„ავერსის“ წინსვალში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო ირინა დოღონაძემ, გიორგი ფურცხვანიძემ, თამაზ ყანთელაძემ, ეკა ჯაბუამ და აზა პაპავამ მიიღეს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი აღმოჩნდა მზეჭაბუკი არაბიძე ქუთაისიდან, რეგიონის საუკეთესო მეურნე – მამუკა გოგიძე ქუთაისიდან, საუკეთესო დიასახლისად კი დაასახელეს თინათინ სანებლიძე ქუთაისის აფთიაქებიდან („ბაზა“ და N2).

ყველაზე ელეგანტურ ავერსელად ქუთაისის მეოთხე აფთიაქის თანამშრომელი ეკატერინა შალამბერიძე აღიარეს, ხოლო „მის ავერსი 2017“- ის ტიტული მიენიჭა ანა გვალიას ქუთაისის მეშვიდე აფთიაქიდან.

შთამბეჭდავი იყო აფთიაქის მაკეტის ფორმის ტორტი (ისევე როგორც შარშან, გიორგი ფურცხვანიძის დიზაინით გაფორმებული).

წვეულებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა მერაბ სეფაშვილისა და ინდირა ჯგერენაიას სიმღერებმა.

ზემოთ