გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

დედების კლუბის იუბილე კლუბის წევრებთან ერთად

22–23 დეკემბერს ავერსის ,,დედების კლუბმა’’ წინასაახალწლოდ, 1 წლის იუბილე დედების კლუბის ყველაზე აქტიურ წევრებთან ერთად,  ბორჯომის სასტუმრო რიქსოსში აღნიშნა.

იმისათვის, რომ დედები შვილებთან ერთად ამ ღონიძიებაზე მოხვედრილიყვნენ, მათ მონაწილეობა მიიღეს ავერსის მიერ ორგანიზებულ სახალისო კონკურსში და ხალხისა და კომპანიის რჩეული ოჯახები ორგანიზატორებთან ერთად ბორჯომში გაემგზავრნენ.

შედეგმა მოსალოდნელს გადააჭარბა. პატარები ჯერ საცურაო აუზზე გაერთნენ, შემდეგ საბავშვო ოთახს მიაშურეს და არც სუფთა ჰაერზე სერინობას გამოაკლდნენ. გალა ვახშამზე მოწვეულმა ილუზიონისტ – ანიმატორმა ნიკომ დედები შესანიშნავად გაართო და ბავშვებთან ერთად არაჩვეულებრივი პროგრამა შესთავაზა.

მაია დობორჯგინიძე:

,,დიდი  სიამოვნება იყო თქვენთან დროის გატარება! მადლობა ამ დასამახსოვრებელი დღეებისთვის, მადლობა იმისათვის, რომ ასეთი კარგი დედები გავიცანი!

მაია ცხაკაია:

,,შესანიშნავი დღეები იყო. გმადლობთ ასეთი ბედნიერი წუთებისთვის ავერსს და დედების კლუბს’’.

ელენე მურმანიშვილი:

,,დედების კლუბს ვულოცავ იუბილეს და მადლობას ვუხდი ავერსს ასეთი ლამაზი საჩუქრისთვის!’’

 

თათა დგებუაძე – ,,დედების კლუბის’’ პროექტის ხელმძღვანელი / მარკეტინგის მენეჯერი:

,,ავერსის დედების კლუბის საიუბილეო ღონისძიების აღნიშვნა განსხვავებულად გვინდოდა. ეს პროექტი დედებისა და მათი პატარების კომფორტისთვის შეიქმნა, შესაბამისად იუბილეც მათთან ერთად გავატარეთ. რთული იყო  70 000 დედისგან, ვინც დღეისათვის ფლობს დედის ბარათს, გამოგვერჩია მხოლოდ 10 მათგანი, სწორედ ამიტომ კონკურსის გზით წავედით და გამოვლინდა ყველაზე აქტიური მონაწილეები, ვისთან ერთადაც გავემგზავრეთ ბორჯომში. იქ მათ განსხვავებული გარემო და  სპეციალური პროგრამა დავახვედრეთ. დედების დადებითი ემოციისა და განწყობის ფონზე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და ჩვენც სწორედ ის ემოცია მივიღეთ კლუბის წევრებისგან, რასაც ველოდით. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს ჩვენთან ერთად გატარებული დღეებისათვის და რა თქმა უნდა ავერსს, რომ გვაძლევს საშუალებას ჩვენი მომხარებლები ასე გავახაროთ. ‘’

ზემოთ