"ავერსი" სკოლებს ესტუმრა

  • 2017-10-04

4 ოქტომბერს კომპანია "ავერსი" სკოლებს ესტუმრა და კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს საჩუქრები გადასცა.

კომპანიის მიერ ორგანიზებულ კონკურსს "მოსწავლე და მასწავლებელი" ერქვა. მონაწილეობის მსურველმა ბავშვებმა და მათმა მასწავლებლებმა გადაიღეს ერთობლივი ფოტოები, რომლებიც "ავერსის" ფეისბუქგვერდზე განთავსდა. მნახველთა ხმების უმრავლესობით მათ შორის სამი საუკეთესო გამოვლინდა.

ყველაზე მეტი მოწონება თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლე მარიამ არჩაიამ და მისმა მასწავლებელმა, ნათია ქარქაშაძემ დაიმსახურეს. "ავერსმა" ისინი პლანშეტებით დაასაჩუქრა. პატარა მარიამი ძალიან გაახარა საჩუქარმა და გვითხრა, რომ მას საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად და ზღაპრების საკითხავად გამოიყენებს.

მარიამის მასწავლებელი, ნათია ქარქაშაძე, გამოგვიტყდა, რომ ეს მისი პირველი კონკურსი იყო და გამარჯვებამ ძალიან გაახარა:

– ჩვენი ფოტო კონკურსის გვერდზე მარიამის დედამ განათავსა. გამარჯვებას არ ველოდი, რადგან კონკურსებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, თუმცა დროდადრო მაინც ვამოწმებდი ხმების რაოდენობას და ვხვდებოდი, რომ გამარჯვების შანსი გვქონდა, გუშინ კი აღმოვაჩინე, რომ ყველას ვაჯობეთ და ძალიან გამიხარდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "ავერსს" ასეთი საჩუქრისთვის და ჩემი და მარიამის გახარებისთვის. იმედია, მომავალშიც იქნება მსგავსი კონკურსები და ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, კვლავ გამარჯვებულები ვიყოთ.

მეორე ადგილი იუ-ჯი სკოლის მოსწავლე ელენე კუბლაშვილმა და მისმა მასწავლებელმა ჯემა მურღულიამ დაიკავეს და "ავერსისგან" სასაჩუქრე ბარათები მიიღეს.

– კონკურსის შესახებ ელენეს დედისგან გავიგე და გადავწყვიტეთ, გადაგვეღო თბილი ფოტო არასასკოლო გარემოში, – გვითხრა ჯემა მურღულიამ, – ჩვენმა ფოტომ ბევრი მოწონება დაიმსახურა, გამარჯვებულთა შორის აღმოვჩნდით და ძალიან სასიამოვნო საჩუქრები მივიღეთ. დიდი მადლობა "ავერსს" ჩემი, ელენეს და ყველა ჩვენი მეგობრის სახელით, ვინც ჩვენს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

კონკურსის შესახებ გვესაუბრა "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე:

–  "ავერსის" ფოტოკონკურსში ძალიან ბევრი სკოლა ჩაერთო, რომელთაგანაც სამი საუკეთესო გამოვავლინეთ. ძალიან მახარებს ჩვენი ფეისბუქ აუდიტორიის ასეთი აქტიურობა, განსაკუთრებით კი – მოსწავლეებსა და მასწავლებელებს შორის არსებული სითბო და სიყვარული, ამ ფოტოებიდან რომ მოედინება. "ავერსი" ულოცავს სამივე გამარჯვებულს და ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.

აქვე დავძენ, რომ "ავერსში" არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ბავშვის მოვლის, ჰიგიენის, კვების პროდუქტების ფართო არჩევანიცაა. ჩვენთან ყველა მომხმარებელს ღიმილით ხვდებიან და მზრუნველად ემსახურებიან, ასე რომ, მობრძანდით "ავერსში", მე კი ჩვენი კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და მუდამ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე.

 

გააზიარე: