ცისტიტი, ნეფრიტი და შარდკენჭოვანი დაავადება

გააზიარე:

როდის იჩენს თავს საშარდე სისტემის პრობლემები, არავინ იცის. ამიტომ გირჩევთ, თადარიგი დაიჭიროთ და სამკურნალო მცენარეები მოიმარაგოთ.

ცისტიტის (შარდის ბუშტის ანთების) დროს:
. აიღეთ 25-25 გრამი არყის ხის ფოთოლი, სიმინდის ულვაში და ძირტკბილას ფესვი. 10 გ ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 15 წუთით წყლის ორთქლზე შედგით, გადმოდგმის შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე (ამას დაახლოებით 45 წუთი 
დასჭირდება), გაწურეთ და კვლავ წამოადუღეთ. სვით ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.
. აიღეთ არყის ხის ფოთლები და შვიტას ბალახი თანაბარი რაოდენობით, დააქუცმაცეთ, ერთ სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, 15 წუთს დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ნაყენი არ არის რეკომენდებული ორსულთათვის.
. აიღეთ 3-4 ჩ.კ. წითელი მოცვის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ს.კ. მდუღარე, ადუღეთ მომინანქრებულ ჭურჭელში წყლის ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, გაფილტრეთ რამდენიმეკეც დოლბანდში და კვლავ წამოადუღეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში 3-4-ჯერ, ჭამის შემდეგ. 
. აიღეთ 1 ჩ.კ. ღიღილოს გამომშრალი ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს ნაყენი, გარდა იმისა, რომ ეფექტური შარდმდენია, ანტიმიკრობულ თვისებასაც ფლობს.

შარდკენჭოვანი დაავადების დროს:
. აიღეთ 5 წილი ანისულის ნაყოფი, 5 წილი ოხრახუშის თესლი, 1,5 წილი ბაბუაწვერას ნაყოფი. 1 ს.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. დალიეთ დილით, საუზმის დროს, ასევე საღამოს თითო ჭიქა.
. აიღეთ 30 გ კოწახურის დაქუცმაცებული ფესვი, 40 გ მარწყვის ფოთოლი, 50 გ ალთეს დაქუცმაცებული ფესვი, 30 გ სიმინდის ულვაში, 20 გ არყის ხის ფოთოლი. ნახევარ ჭიქა ნარევს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე, შეფუთეთ და 10-12 საათით დააყენეთ. სვით 200 მლ, შემთბარი, მიაყოლეთ თაფლი.
. აიღეთ 1 ს.კ. მანანის დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე, მთელი ღამით დააყენეთ, დილით გაფილტრეთ. მიიღეთ 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ნეფრიტის (თირკმლის ქსოვილის ანთების) დროს: 
. აიღეთ 1 ჩ.კ. ღიღილოს განაპირა ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ, დააყენეთ ერთი საათით. სვით 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
. აიღეთ 1 ს.კ. ქაფუნას ფოთოლი და ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 3-5 წუთი, გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 4-5-ჯერ, ჭამის შემდეგ.
. აიღეთ ჭინჭრის ფოთლები, შვიტას ბალახი  და თირკმლის ჩაი თანაბარი რაოდენობით, 1 ს.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 5 წუთს, მერე კი 4 საათს სითბოში გააჩერეთ. სვით ნახევარი ჭიქა ყოველ ჭამამდე 15 წუთით ადრე. 
. ძალზე სასარგებლოა ყურძნის, მარწყვისა და ალუბლის წვენიც. 

გააზიარე: