როგორ მოვუაროთ ტყუპებს

გააზიარე:

...ან მეტისთვის, თუმცა სტატისტიკურად ტყუპთა 95% წყვილად იბადება. კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი: უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში 
ტყუპების რიცხვმა აშშ-ში 74%-ით (!) მოიმატა. თურმე ყოველი მესამე ამერიკელი იდენტურ დასთან ან ძმასთან ერთად ევლინება ქვეყნიერებას. ქართველებს არ დაგვითვლია, თორემ შესაძლოა, დიდად არც ჩვენ ჩამოვრჩებოდეთ. ასეა თუ ისე, ტყუპის მოვლა რომ ორმაგ (ზოგ შემთხვევაში – სამმაგ, ოთხმაგ...) ძალისხმევას მოითხოვს, მთელი მსოფლიოს დედები და მამები ერთხმად აღიარებენ.


ორმაგი სტანდარტი

ტყუპის კვება ბევრს გმირობად მიაჩნია და არც ცდება. წარმოიდგინეთ დედა, რომელიც ერთდროულად ორ პაწიას აწოვებს ძუძუს. მესამე კი შესაძლოა ამ დროს საწოლში იწვეს და ტირილით იკლებდეს იქაურობას. მოდი და ნუ დაიწყებ ხელოვნურ კვებაზე ფიქრს... მაგრამ პედიატრები დაჟინებით მოითხოვენ, როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, პაწიას ძუძუს წოვის სიხარულს ნუ მოაკლებთო. პატარა მშიერი არსება მოხერხებულად დაისკუპეთ ძუძუსთან, მისი ასლი კი დროებით მამიკოს გადაულოცეთ და მშვიდად, რიგრიგობით გამოკვებეთ ღორმუცელები.
ორი პაწიას ძუძუთი კვებასაც აქვს დადებითი მხარე: ლაქტაციის კანონის თანახმად, რაც უფრო მეტს მოწოვს ჩვილი, მით უფრო მეტი რძე ექნება დედას. ასე რომ, ორის ძუძუთი კვება ორჯერ მეტი რძის გარანტიაა!

ვბანაობთ, ვიცვამთ, ვიძინებთ

ორი თოთოს ერთად დაბანა, თვითონაც ხვდებით, უდიდესი გმირობაა, მაგრამ საკმარისია, ტყუპი წამოიზარდოს, რომ ჭყუმპალაობა ნამდვილ სიამოვნებად იქცევა.
 რაც შეეხება ტანსაცმელს, თუ ბავშვები სხვადასხვა სქესისანი არიან, სავარაუდოდ, განსხვავებულ ტანსაცმელს ჩაიცვამენ, თუმცა თავდაპირველად არც ამგვარი ფერ-კოდირებაა აუცილებელი – ყვითელ, ნარინჯისფერ და თეთრ სამოსს ხომ გოგონაც და ბიჭუნაც ერთნაირად მოიხდენენ. შესაბამისად, არც იმის გარჩევაა საჭირო, რომელი ბოდი რომლისაა. მაგრამ წამოიჩიტებიან თუ არა ტყუპისცალები, თუნდაც ერთი და იმავე სქესისანი იყვნენ, აუცილებლად ერთმანეთისგან განსხვავებული ტანსაცმელი უნდა ჩააცვათ.
ყველაზე დიდი პრობლემა უძილობაა: ჯერ ერთი იღვიძებს, შემდეგ – მეორე, თანაც გაღვიძებასაც გააჩნია: რაც შეიძლება ხმამაღლაააა…
უძილობით გათანგულ მშობლებს ვურჩევთ, პაწიები ერთდროულად დააძინონ ანუ მათი ძილის რეჟიმი ერთმანეთს დაამთხვიონ. ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. ერთ რჩევას მოგცემთ (შესაძლოა, ბედმა გაგიღიმოთ და გამოგადგეთ): როდესაც ერთი გაიღვიძებს და ჭამას მოგთხოვთ, მეორეც შეაღვიძეთ და აჭამეთ. ერთდროულად გამოუცვალეთ საფენიც.

იდენტური მეტრიკა, განსხვავებული ადამიანები

ბევრი ტყუპებს ერთმანეთის მსგავს სახელებს არქმევს, ერთნაირად აცმევს, ვარცხნის... ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ: ბავშვები დამოუკიდებელ,  სრულფასოვან პიროვნებებად რომ ჩამოყალიბდნენ, მათ ინდივიდუალობას პამპერსებიდანვე (წინათ “აკვნიდანვეო”, – ვიტყოდით) უნდა გავუსვათ ხაზი:
. დაარქვით პაწიებს განსხვავებული სახელები (და არა “ანდრო-სანდრო” ან “ანა-ნანა”).
. ყოველთვის სახელით მიმართეთ. ნუ დაუძახებთ: “ტყუპებო!”
. წამოიზრდებიან თუ არა, უყიდეთ განსხვავებული ტანსაცმელი.
. მათი ტანსაცმელი სხვადასხვა თაროზე დააწყვეთ.
. ეცადეთ, განსხვავებული სათამაშოები უყიდოთ, მით უმეტეს, თუ პაწიები სხვადასხვა სქესისანი არიან.
. დაბადების დღეზე განსხვავებული საჩუქრები გაუკეთეთ.
. რაც მთავარია, ეცადეთ, მათში განსხვავებული ინტერესები და შესაძლებლობანი გამოარჩიოთ და მათ განვითარებაში დაეხმაროთ.

გააზიარე: