გვემუქრება თუ არა გლობალური დათბობა

გააზიარე:



     ადამიანია ის ერთადერთი არსება, რომელმაც მშვიდი ცხოვრება არ იკმარა და თავისი საქმიანობისა თუ უსაქმურობის გამო გარესამყაროს ვეებერთელა დაღს ასვამს. ახლა კი, როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, სულ უფრო და უფრო ახლოვდება წუთი, როცა შედეგებს ვიწვნევთ და შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის საკითხიც კი ეჭვქვეშ დადგეს.
გვესაუბრება კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორი მარინა შვანგირაძე.
     ჯანმრთელობაზე გლობალური დათბობის გავლენის შესწავლა ბოლო წლებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მეცნიერებმა კლიმატდამოკიდებული დაავადებებიც კი გამოყვეს. ამ ჩამონათვალში მოხვდა სისხლის მიმოქცევის სისტემის, სასუნთქი სისტემის, ალერგიული, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები. ცხელ პერიოდში მკვეთრად იმატებს მათი გამოვლინებებიც და სიმძიმეც. თანაც აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ადეკვატური ღონისძიებების გატარებით მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელია. ასე მაგალითად, 2003 წელს ე.წ. სიცხის ტალღებს (რამდენიმედღიან ანომალურად მაღალ ტემპერატურას) ევროპაში ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათგან მხოლოდ საფრანგეთში – 15 000-მდე, შარშან ზაფხულში კი ჯანდაცვის სიტემა უკვე მზად დახვდა ცხელი ტალღების შემოტევებს – ჩამოყალიბდა წინასწარი შეტყობინების სამსახური, რომელიც ანომალურად მაღალი ტემპერატურის პერიოდში მოწყვლად კონტინგენტზე განსაკუთრებული ზედამხედველობის დაწესებას, ადეკვატური რეკომენდაციების გაცემას გულისხმობს.  ამ საადაპტაციო ღონისძიებების წყალობით ყველაზე ცხელი ზაფხული საფრანგეთში ბევრად უმტკივნეულოდ გადაიტანეს. მეტად სასურველია, ასეთივე სამსახური საქართველოშიც არსებობდეს. ეს ნამდვილად გაგვიადვილებს სიცხის ტალღების შემოტევათა გადატანას.
     ბოლო პერიოდში მეტად აქტუალური გახდა ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის თემა. წელს კი, ჰადლეის ცენტრის პროგნოზით, უკანასკნელი 200 
    წლის მანძილზე ყველაზე ცხელ ზაფხულს უნდა ველოდეთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ მოსახლეობა მომზადებული შეხვდება მას და გაიხსენებს, რომ სიცხესთან ხუმრობა არ ღირს.
     მკვლევართა აზრით, სიცხეს ყველაზე ძნელად იტანენ
. მოხუცები
. ქრონიკული ავადმყოფები;
. ბავშვები;
. დაბალი შემოსავლის მქონე პირები;
. უსახლკარონი, მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი;
. მაღალ სართულებზე მცხოვრები პირები და ისინი, ვისაც ბინაში კონდიციონერი არ აქვს დამონტაჟებული.

    რეკომენდაციები მარტივია: ეცადეთ, თავი არიდოთ მზეს და სიცხეში მუშაობას (საზოგადოდ, ფიზიკურ დატვირთვას); სახლში, სადაც ჰაერის კონდიცირება არ ხდება, ყველაზე გრილი ქვედა სართულებია; სვით ბევრი სითხე (უმჯობესია წყალი);

გააზიარე: