პრედნოვა(პრედნიზოლონი)5მგ#100ტ

პრედნოვა(პრედნიზოლონი)5მგ#100ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პრედნიზოლონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 95016
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გამოყენების ინსტრუქცია

პრედნოვა 5 / 10 / 20

Prednova 5 / 10 / 20

პრედნიზოლონის ტაბლეტებიBP5 მგ / 10 მგ / 20 მგ

შემადგენლობა:

ერთი შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

პრედნიზოლონს BP - 5 მგ-ს / l0 მგ-ს / 20 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები -Q.S.

თერაპიული ჯგუფი:

სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკაპრედნიზოლონის ძირითადი თერაპიული გამოყენება ეფუძნება გლუკოკორტიკოიდების ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესულ მოქმედებას. ანთებითი რეაქციის ჩახშობა არ არის დამოკიდებულიმაინიცირებელ სტიმულზე და მოქმედება ძირითადად ადგილობრივია.

კორტიკოსტეროიდების ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმის ძირითადი  კომპონენტია:

(i) კაპილარების ენდოთელურ უჯრედებზე ნეიტროფილების და მონოციტები-მაკროფაგების ადჰეზიის ინჰიბირება;

(ii) მაკროფაგების მიგრაციის მაინჰიბირებელი ფაქტორის ეფექტის ბლოკირება;

(iii) პლაზმინოგენის აქტივობის შემცირებაპლაზმინამდე;

(iv) ფოსფოლიპაზა A-ს ინჰიბირება, რაც ამცირებს პროსტაგლანდინების, ლეიკოტრიანებისა და მასთან დაკავშირებული ნაერთების ფორმირებას.

კორტიკოსტეროიდების მიერ ანთებითი რეაქციების სუპრესია განაპირობებს მათ უნარს შეეწინააღმდეგონ გართულებებს, რომლებიც ვითარდება უჯრედული იმუნური რეაქციის შედეგად. სტეროიდების ეფექტი განპირობებულია სისხლიდან ლიმფოციტების სეკვესტრაციის უნარით, თუმცა შესაძლებელია ქსოვილების,  მათ შორის, ლიმფური ავთვისებიანიწარმონაქმნების, ლიზისიც. თერაპიულ დოზებში კორტიკოსტეროიდები არ მოქმედებენ მოცირკულირე ანტისხეულებზე ან კომპლემენტის მეტაბოლიზმზე. გლუკოკორტიკოიდების, მათ შორის, პრედნიზოლონის ორ ძირითად სამიზნეს წარმოადგენენ ღვიძლი (ფერმენტების ინდუქცია, მათ შორის, გლუკონეოგენეზში და ამინომჟავების დეგრადაციაში მონაწილე ფერმენტები) და ლიმფური სისტემა (უჯრედების ზრდის ინჰიბირება, რამაც შეიძლება უჯრედების სიკვდილი გამოიწვიოს). ამ ჰორმონალურ მოქმედებას საფუძვლად უდევს სტეროიდის უჯრედშიდა რეცეპტორთან კომპლემენტობა, რაც რეცეპტორის დომენის დნმ-ის კონსტრუქციულ ცვლილებებს იწვევს.

გარკვეული თანმიმდევრობის სტეროიდული რეცეპტორების კომპლექსის წარმოქმნა, რაც ჰორმონალური პასუხის ელემენტს წარმოადგენს, იწვევს სპეციფიკურიგენებისტრანსკრიპციისაქტივაციასანრეპრესიას.

ფარმაკოკინეტიკა: პრედნიზოლონი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1-2 სთ-ში მიიღწევა, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდიარის 2-4 სთ.

პირველადი აბსორბცია, მაგრამ არა საერთო ბიოშეღწევადობა, დამოკიდებულია საკვების მიღებაზე. პრედნიზოლონი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს, თუმცა ნაკლები ხარისხით, ვიდრე ჰიდროკორტიზონი (კორტიზოლი).

პრედნიზოლონი გამოიყოფა შარდით,მეტ წილად უცვლელად, ასევე თავისუფალი და კონიუგირებული მეტაბოლიტების სახით. პრედნიზოლონი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. პრედნიზოლონის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც შეადგენს რამდენიმე საათს, არის შუალედური ჰიდროკორტიზონსა (კორტიზოლი) და უფრო ხანგრძლივად მოქმედ გლუკოკორტიკოიდებს, მაგ., დექსამეტაზონს, შორის. სწორედ ეს შუალედური მოქმედება საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ პრედნიზოლონი ალტერნატიული დოზირების რეჟიმით, რომელიც ამცირებს ადრენოკორტიკალური უკმარისობის რისკს, მაგრამ საკმარისია კორტიკოსტეროიდების დეფიციტის დასაფარად.

 

ჩვენებები:

პრედნიზოლონი გამოიყენება კორტიკოსტეროიდული თერაპიის აუცილებლობისას, მაგ., მწვავე ჰემოლიზური დარღვევების, ალერგიების, ასთმის, ლეიკემიის, თრომბოციტოპენიური პურპურას, ცელიაკიის, ინსულინრეზისტენტული შაქრიანი დიაბეტის (იმუნოსეპრესიისათვის), ღვიძლის დარღვევების და წყლულოვანი კოლიტის დროს.

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სისტემურიინფექციები, თუ არ ტარდება ინფექციისსაწინააღმდეგოსპეციფიკური თერაპია. თვალისჰერპესიპერფორაციისშესაძლებლობისგამო.

 

გვერდითი ეფექტები:

გვერდითიმოვლენებიმოიცავსსითხისადაელექტროლიტებისდისბალანსს, ძვალ-კუნთოვან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, დერმატოლოგიურ, ნევროლოგიურ, ენდოკრინულ, ოფთალმოლოგიურ, მეტაბოლურდაფსიქიკისდარღვევებს, ზრდის ინჰიბირებასდაიმუნოსუპრესიას.ფსიქიკის მხრივ მოსალოდნელიააფექტური რეაქციები  (როგორიცააგაღიზიანება, ეიფორია, დეპრესია,ლაბილურიგანწყობადასუიციდურიაზრები), ფსიქოზურირეაქციები (მათ შორის, მანია, ბოდვა, ჰალუცინაციები და შიზოფრენიისგამწვავება), ქცევითი დარღვევები,გაღიზიანება, შფოთვა, ძილისდარღვევადაკოგნიტიურიდისფუნქცია, მათშორის, დაბნეულობადაამნეზია. რეაქციებიშეიძლებაგანვითარდესროგორცმოზრდილებში, ისებავშვებში. მოზრდილებშიმძიმერეაქციებისსიხშირე 5-6%-ს შეადგენს.კორტიკოსტერიდების მოხსნის შემდეგ აღინიშნებოდა ფსიქოლოგიური ეფექტები, რომელთა სიხშირე უცნობია.

პროგნოზირებადიარასასურველიეფექტები, მათშორის,ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური ადრენოსუპრესია, კორელირებსპრეპარატის ეფექტურობის,დოზის, მიღებისდროსადამკურნალობისხანგრძლივობასთან.

ორგანიზმი მთლიანად:ლეიკოციტოზი, ჰიპერმგრძნობელობა, მათშორის,ანაფილაქსია, თრომბოემბოლია, დაღლილობა, სისუსტე.

მოხსნის სიმპტომები:ხანგრძლივიმკურნალობისშემდეგკორტიკოსტეროიდებისდოზისსწრაფმა შემცირებამ შეიძლებაგამოიწვიოსთირკმლისმწვავეუკმარისობა, ჰიპოტენზიადასიკვდილი.

 

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

სისტემური სტეროიდების გამოყენებისას პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ ფსიქიკის მხრივ გვერდითი რეაქციების შესალო განვითარების შესახებ. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. რისკები გაზრდილია მაღალი დოზებით სისტემური გამოყენებისას, თუმცა დოზირების მიხედვით შეუძლებელია რეაქციების დაწყების, მათი ტიპის, სიმძიმის ან ხანგრძლივობის პროგნოზირება. რეაქციების უმეტესობა მცირდება დოზის შემცირებასას ან მოხსნისას, თუმცა შეიძლება აუცილებელი იყოს სპეციფიკური მკურნალობის ჩატარება.

სისტემური კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება ან აღენიშნებოდა ანამნეზში მძიმეაფექტური დარღვევები ან ეს დარღვევები აღინიშნებოდა ამ პაციენტების პირველი რიგის ნათესავებში.

საჭიროა სიფრთხილე და მონიტორინგი, როდესაც კორტიკოსტეროიდები, მათ შორის, პრედნიზოლონი, ინიშნება პაციენტებში შემდეგი მგდომარეობების დროს: დიაბეტი, მათ შორის, ოჯახის წევრებში; შაქრიანი დიაბეტი; გლაუკომა,მათ შორის, ოჯახის წევრებში;  ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა; ღვიძლის უკმარისობა; ეპილეფსია; ოსტეოპოროზი; მძიმე აფექტური დარღვევების მქონე პაციენტები, განსაკუთრებით  ანამნეზში კორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე; პეპტიკური წყლული; სტეროიდული მიოპათია.

გლუკოკორტიკოიდები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მიასთენიას და გამოიყენებენ ანტიქოლინესტერაზას.

კორტიზონებმა შეიძლებაგაზარდონ სისხლის შედედების უნარი, რის გამოც პრეპარატი სიფრთხილით ინიშნებათრომბოემბოლური დარღვევების მქონე პაციენტებშითრომბოზის, თრომბოემბოლიების და თრომბოფლებიტების განვითარების რისკის გამო, ასევე თირკმლის უკმარისობის; ტუბერკულოზის; მიოკარდიუმის ინფარქტის (რუპტურა); ჩუთყვავილას; წითელას დროს. ანთებითი რეაქციების სუპრესიამ და იმუნური ფუნქციის გაზრდამ შეიძლება გაზარდოს ინფექციების მიმართმგრძნობელობა და მათი სიმძიმის ხარისხი. კორტიკოსტეროიდების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ჰიპოთირეოზის დროსღვიძლის ქრონიკული დაავადების ფონზე. ცოცხალი ვაქცინები არ გამოიყენება იმუნური პასუხის დარღვევის მქონე პაციენტებში. შეიძლება შემცირდესანტისხეულების რეაქცია სხვა ვაქცინების მიმართ. ხანგრძლივი მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდესთირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია, რომელიც შეიძლება გაგრძელდესმკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში.

პრეპარატის მოქხსნა:თუ პაციენტებში დანიშნულია სისტემურიკორტიკოსტეროიდებისმაღალი ფიზიოლოგიური დოზები(დაახლოებით 7.5 მგ პრედნიზოლონი ან მისი ეკვივალენტი)3 კვირაზე მეტი ხნისგანმავლობაში, პრეპარატის უეცარი მოხსნა არ შეიძლება. შემდეგი ჯგუფებისპაციენტებში, სისტემურიკორტიკოსტეროიდების მოხსნა ასევე ეტაპობრივად უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ თერაპია შეიძლება 3 კვირის ან ნაკლები ხსნის განმავლობაში გაგრძელდა.

  • ·           პაციენტები, რომლებშიც სისტემურიკორტიკოსტეროიდებიინიშნებოდა განმეორებითიკურსებით, განსაკუთრებით 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
  • ·           პაციენტები, რომლებშიც კორტიკოსტეროიდების ხანმოკლე კურსი ინიშნება ხანგრძლივი (თვეებისანწლების განმავლობაში) მკურნალობის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში.
  • ·           პაციენტები, რომლებშიც დღეში ინიშნება 40 მგ პრედნიზოლონიან მისი ეკვივალენტი.
  • ·           თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პაციენტები, როდესაც უკმარისობის მიზეზი არ არის კორტიკოსტეროიდებისეგზოგენურიმიღება.
  • ·           პაციენტები, რომლებიც იღებენ საღამოს დოზებს.

ხანგრძლივითერაპიის დროსნებისმიერიინტერკულტურულიდაავადებები, ტრავმები ანქირურგიულიპროცედურებისაჭიროებსდოზისდროებითგაზრდას; ხანგრძლივითერაპიისშემდეგ კორტიკოსტეროიდების გამოყენების შეწყვეტისას, შეიძლება კვლავ საჭირო გახდეს მათი დანიშვნა.

ბავშვებიკორტიკოსტეროიდებიიწვევენბავშვებისა დამოზარდებისზრდის შეფერხებას, რაცშეიძლებაშეუქცევადიიყოს, რის გამოც ფარმაკოლოგიური დოზები არ უნდა იყოს გამოყენებული ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხანგრძლივი თერაპიის აუცილებლობისას მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს ჰიპოფიზურ-ჰიპოთალამური სისტემის და ზრდის მინიმალური დათრგუნვით. საჭიროა ბავშვების ზრდის და განვითარების მკაცრი მონიტორინგი. შესაძლებლობისამებრ მკურნალობა უნდა დაინიშნოს ერთჯერადი დოზებით და ალტერნატიულ დღეებში.

ხანდაზმული პაციენტებიხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას გასათვალისწინებელია კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, მათ შორის, ოსტეოპოროზი, დიაბეტი, ჰიპერტენზია, ჰიპოკალემია, ინფექციებისადმი მგრძნობელობა და კანის შეშუპება.სიცოცხლისათვის საშიში რეაქციებისთავიდან ასაცილებლად აუცილებელია მკაცრი კლინიკური კონტროლი.

ორსულობა: სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების დანიშვნის აუცილებლობისას უნდა შეფასდეს დედისათვის მიღებული სარგებელისა და ბავშვისათვის მიყენებული ზიანის თანაფარდობა. ორსულებში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისასდოზირების რეჟიმი არ იცვლება. პრეეკლამპსიისანსითხისშეკავების დროს საჭიროა პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

ძუძუთიკვებისპერიოდი:კორტიკოსტეროიდებიმცირერაოდენობითგადადიან დედის რძეში. 40 მგ-მდეპრედნიზოლონისგამოყენებისას ნაკლებადშესაძლებელიაჩვილებშისისტემური გვერდითიეფექტებისგანვითარება. თუ დედა გამოიყენებს 40 მგ-ზემეტდოზას, ჩვილებში საჭიროათირკმელზედაჯირკვლისდათრგუნვის სიმპტომების კონტროლი, თუმცაძუძუთიკვებისსარგებელმა შეიძლება გადაფაროსნებისმიერითეორიულირისკი.

 

დოზირება და გამოყენების წესი

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.

მოზრდილები ხანდაზმულების ჩათვლით:მინიმალური ეფექტური დოზა ინიშნება მინიმალური დროის განმავლობაში.

საწყისი დოზა:სადღეღამისო დოზაა 5 მგ-დან 60 მგ-მდე, რომელიც შეიძლება რამდენიმე მიღებაზე გაიყოს ან დაინიშნოსერთჯერადიდოზის სახითდილით,საუზმისშემდეგ; ალტერნატიულდღეებში შესაძლებელიაგაორმაგებულიდოზისმიღება. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.რამდენიმე დღეში დოზა შეიძლება შემცირდეს, თუმცა შესაძლებელია საწყისი დოზით მკურნალობა გაგრძელდეს რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში.

შემანარჩუნებელი დოზა:სადღეღამისო დოზაა 2.5 მგ-დან 15 მგ-მდე, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების გამოყენება. ყოველდღიურად7.5 მგ-ის გამოყენებისას მოსალოდნელია კუშინგის სინდრომის განვითარება.

ბავშვები: პრედნიზოლონი გამოიყენება მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზებითმინიმალურიდროის განმავლობაში.

ალერგიულირექციები დადარღვევები კანის მხრივ:საწყისი სადღეღამისო დოზაა 5-15 მგ.

კოლაგენოზი: საწყისი სადღეღამისო დოზაა 20-30 მგ.მძიმესიმპტომებისარსებობისას შეიძლება საჭირო გახდეს მაღალი დოზების დანიშვნა.

რევმატოიდულიართრიტი:საწყისისადღეღამისო დოზაარის10-15 მგ.რეკომენდებულიამინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნა სიმპტომების შესამცირებლად.

სისხლისდარღვევები დალიმფომა:საწყისი სადღეღამისო დოზაა 15-60 მგ, რომლის შემცირება შესაძლებელია ადეკვატურიკლინიკურიანჰემატოლოგიურიპასუხისშემდეგ. მაღალიდოზებიშეიძლებასაჭიროგახდესმწვაველეიკემიის დროსრემისიისსტიმულაციისათვის.

პრედნიზოლონიუნდამოიხსნასეტაპობრივად. კურსიდამოკიდებულიაპაციენტისპასუხზე, დოზასა და მკურნალობისხანგრძლივობაზე. პრეპარატის მოხსნის პერიოდში აუცილებელიათირკმელზედაჯირკვლისფუნქციის მონიტორინგი. მოხსნის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში შეიძლება კვლავ საჭირო გახდეს პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენება და დოზირების უფრო ნელი ტემპებით შემცირება.

 

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშულებები, მაგ.,ფენობარბიტალი, ფენიტოინიდარიფამპინი, ზრდიან კორტიკოსტეროიდებისკლირენსს, რამაცშეიძლებამოითხოვოსკორტიკოსტეროიდებისდოზისგაზრდა. ტროლეანდომიცინმადაკეტოკონაზოლმა შეიძლება შეაფერხონკორტიკოსტეროიდებისმეტაბოლიზმიდაშეამცირონმათიკლირენსი. ამის გამო სტეროიდების ტოქსიკურობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კორტიკოსტეროიდებისდოზის ტიტრაცია.

ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები:კორტიკოსტეროიდებმა შეიძლებაგაზარდონასპირინისკლირენსი. ამანშეიძლებაგამოიწვიოს შრატშისალიცილატებისდონისშემცირებაანგაზარდოსსალიცილატებისტოქსიკურობის რისკიკორტიკოსტეროიდების მოხსნისას. ასპირინისიფრთხილითგამოიყენებაკორტიკოსტეროიდებთანერთადჰიპოპროთრომბინემიისმქონეპაციენტებში.

ანტიკოაგულანტები: კორტიკოსტეროიდებისზემოქმედებაპერორალური გამოყენების ანტიკოაგულანტებზეცვალებადია.არსებობსმონაცემები ანტიკოაგულანტებისეფექტის გაძლიერების ან შემცირების შესახებ კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას. რის გამოც სასურველიანტიკოაგულაციური ეფექტისშენარჩუნებისმიზნით საჭიროა კოაგულაციისმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

ანტიბაქტერიული საშუალებები:რიფამიცინებიაძლიერებენკორტიკოსტეროიდებისმეტაბოლიზმსდაამცირებენმათეფექტს. ერითრომიცინიაინჰიბირებსმეთილპრედნიზოლონისდასხვაკორტიკოსტეროიდებისმეტაბოლიზმს.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები:კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინიდაპრიმიდონიაძლიერებენ კორტიკოსტეროიდებისმეტაბოლიზმსდაშეიძლება შეამცირონ მათი ეფექტები.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები:ამფოტერიცინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლებაგაიზარდოს ჰიპოკალემიისრისკი, რის გამოც საჭიროა ამ კომბინაციის გამოყენებისაგან თავის არიდება.

ანტივირუსული საშუალებები:რიტონავირმაშესაძლოაგაზარდოსპრედნიზოლონისდასხვაკორტიკოსტეროიდებისკონცენტრაციებიპლაზმაში.

საგულეგლიკოზიდები:ტოქსიკურობის გაზრდაჰიპოკალემიის ფონზე.

ციკლოსპორინი:ციკლოსპრორინისდაპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პრედნიზოლონის კლირენსის შემცირება, რაც დოზის კორექციას მოითხოვს.

ციტოტოქსიკური საშუალებები:მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰემატოლოგიურიტოქსიკურობისრისკი.

მიფეპრისტონი: კორტიკოსტეროიდებისეფექტიშეიძლებაშემცირდეს 3-4 დღისგანმავლობაშიმიფეპრისტონის გამოყენებისშემდეგ.

ვაქცინები: დარღვეული იმუნური პასუხისმქონეპაციენტებში ცოცხალივაქცინებიარინიშნება. შესაძლებელია სხვავაქცინებზეანტისხეულებისრეაქციის შემცირება.

ესტროგენები: ესტროგენებმა შეიძლება გააძლიერონ გლუკოკორტიკოიდებისეფექტები, რაც დოზის კორექციას მოითხოვს.

სომატოტროპინი: ზრდისსტიმულირების დათრგუნვა.

სიმპატომიმეტური საშუალებები:ჰიპოკალემიისრისკისგაზრდაკორტიკოსტეროიდებისდა ბამბუტეროლის, ფენოტეროლის, ფორმოტერალის, რიტოდრინის, სალბუტამოლის, სალმეტეროლისდატერბუტალინის მაღალიდოზებით ერთდროული გამოყენებისას.

სხვა:ჰიპოგლიკემიური (ინსულინისჩათვლით), ანტიჰიპერტენზიული დადიურეზული საშუალებებისეფექტებიკორტიკოსტეროიდებისანტაგონისტურია; აცეტაზოლამიდის, მარყუჟოვანი დათიაზიდურიდიურეზული საშუალებების, კარბენოქსოლონისდათეოფილინის ჰიპოკალემიურიეფექტების გაზრდა.

 

ჭარბი დოზირება:

გლუკოკორტიკოიდების ჭარბი დოზირებისას იშვიათია მონაცემები  მწვავე ტოქსიკურობის ან/და სიკვდილის შესახებ. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპია. შრატში ელექტროლიტების კონტროლი.

 

შეფუთვა:

ბლისტერის შეფუთვა.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

 

შენახვის პირობები:

36 თვე.

გაცემისწესი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი II, გაიცემაფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელიდახმარებისასგაიცემარეცეპტისგარეშე)

 

პუბლიკაციის თარიღი:

01.05.2017

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

BioMatrix Healthcare Pvt. Ltd.

26, ბაგირასინდასტრიალესტეტ,

ამრაივადი, აჰამაბადი -380 026

ნაკვეთი # P-2. სავლიბიოტეკპარკი, ატ. მანჯუსარი.

ტალ-სავლი, დისტ. - ვადოდარა, გუჯარალი - ინდოეთი.