ანტაზოლი 0.05% 15მლ #1ფლ
გააზიარე:
ანტაზოლი 0.05%
შემადგენლობა
ანტაზოლი 0.1% მოზრდილებისთვის:
თითოეული მლ შეიცავს ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს USP 1მგ.
ანტაზოლი 0.05% ბავშვებისთვის:
თითოეული მლ შეიცავს ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს USP 0.5მგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ანტაზოლი (ქსილომეტაზონი) არის სიმპათომიმეტიკური საშუალება გამოხატული ალფა-ადრენერგული აქტივობით და გამოიყენება ცხვირში ჩასაწვეთებლად. იგი ავიწროებს ცხვირის სისხლძარღვებს, ხსნის შეგუბებული ცხვირის ლორწოვანს და მიმდებარე ხახის მიდამოს. გაციებულ პაციენტს აძლევს საშუალებას ცხვირიდან უფრო მარტივად ისუნთქოს. ანტაზოლი მოქმედებას იწყებს მოხმარებიდან რამდენიმე წუთში, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათი. ზოგადად, ანტაზოლი კარგად გადაიტანება და არ აზიანებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას. ქსილომეტაზონის ცხვირში ჩაწვეთებისას სისტემური აბსორბაცია დაბალია.
ჩვენება
ცხვირის შეგუბების სიმპტომების მოხსნა, მრავალწლიანი ალერგიული რინიტი (მათ შორი,ს თივის ცხელება) სინუსიტი.
დოზადამიღებისწესი
მოზრდილებში: 2 ან 3 წვეთი ანტაზოლი მოზრდილების ფორმულა (0.1%) 2-3-ჯერ დღეში. ანტაზოლი მოზრდილების ფორმულა არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 ან 2 წვეთი ანტაზოლი ბავშვების ფორმულა (0.05%) თითოეულ ნესტოში, ერთჯერ ან ორჯერ დღეში. არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ჩვილებში.
უკუჩვენება დასიფრთხილისზომები
ანტაზოლის ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თავის ტვინთან დაკავშირებული ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები. იგი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვი,ს რომლებსაც აქვთ ქსილომეტაზონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ანტაზოლის თითოეული შეფუთვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ, რათა თავიდან აიცილოთ ჯვარედინი ინფექცია.
პაციენტებმა შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდაგამოიყენონ შვიდ დღეზე მეტი ხანგრძლივობით.
გვერდითიმოვლენები
იშვიათად თავს იჩენს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცხვირში და ყელში წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება, გულისრევა, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
გავლენაგულ-სისხლძარღვთასისტემაზე
ანტაზოლის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში გამოყენებისას.
წამალთშორისიურთიერთქმედება
წამალთშორისი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
გამოყენებაორსულობისდალაქტაციისდროს
ემბრიონული ტოქსიკურობა ან ფერტილობის კვლევები არ არის ჩატარებული ცხოველებში. მისი პოტენციური სისტემური სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის გათვალისწინებით, ანტაზოლის მიღება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
ფარმაცევტულისიფრთხილე
მოარიდეთ სითბოს.
ჰიგიენური მიზეზის გამო არ გამოიყენოთ ბოთლი გახსნიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.
შენახვისპირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
პრეპარატი ვარგისია წარმოების თარიღიდან 36 თვე.
გამოშვების ფორმა
ანტაზოლი 0.1% ცხვირისწვეთები (მოზრდილებისთვის): 15მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში.
ანტაზოლი 0.05% ცხვირისწვეთები (ბავშვებისთვის): 15მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში.
გაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
SQUARE PHARMACEUTICALS LTD Pabna Unit, Salgaria, Pabna
ბანგლადეში.