ადაზალ ნეო 400მგ #1ტ

ადაზალ ნეო 400მგ #1ტ

11.02 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური პრეპარატები
ქვეყანა: უზბეკეთი
მწარმოებელი: რემედი გრუპი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალბენდაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 72317
გააზიარე:

ადაზალ ნეო 400მგ 1 ტაბლეტი

სავაჭრო დასახელება:ადაზალი, adazal.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ალბენდაზოლი, Albendazole.

 

წამლის ფორმა

შიგნით მისაღები შემოგარსული ტაბლეტები. ერთი ტაბლეტი შეიცავს – ალბენდაზოლი 200 მგ და 400 მგ.

 

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.

 

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 200 მგ და ალბენდაზოლი 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, პოლიპლასიდონი XL, პოლივინილპირალიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 20000, ტიტანიუმის დიოქსიდი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიპარაზიტული პრეპარატები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადაზალი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ და ანტიპროტოზოულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების დროს. ადაზალის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების - ალბენდაზოლის მოქმედებით, რომელიც განეკუთვნება კარბამატბენზიმიდაზოლების ჯგუფს.

მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ჰელმინთის უჯრედში ბეტატუბულინის პოლიმერიზაციის ინჰიბირებასთან. ადაზალი არღვევს ბიოქიმიური პროცესების (გლუკოზის უტილიზაცია) მიმდინარეობას, აბლოკირებს სეკრეტორული გრანულებისა და სხვა ორგანელების ტრანსპორტირებას, რაც განაპირობებს პარაზიტის სიკვდილს.

 

ფარმაკოკინეტიკა

ადაზალი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (<5%). მისი ბიოშეღწევადობა დაბალია. ცხიმიანი საკვების მიღება პრეპარატის შეწოვას და მაქსიმალურ კონცენტრაციას 5-ჯერ ზრდის. ალბენდაზოლი ღვიძლში სწრაფად გარდაიქმნება პირველად მეტაბოლიტად –ალბენდაზოლის სულფოქსიდად, რომელიც ასევე ხასიათდება ანტიჰელმინთური აქტივობით. ალბენდაზოლის სულფოქსიდი მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში აღწევს პრეპარატის მიღებიდან 2-5 საათში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 70%-ია. ალბენდაზოლი მნიშვნელოვანი რაოდენობით აღწევს ნაღველში, ღვიძლში, თავზურგტვინის სითხეში, შარდში, ჰელმინთის ცისტის კედელსა და სითხეში. 

 

ჩვენებები

ადაზალი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ:

ნემატოდოზები:

– ასკარიდოზი, გამომწვევი Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია);

– ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი Trichocephalus trichiurus (თავგარსა);

– ენტერობიოზი, გამომწვევი Enterobius vermicularis (მახვილა);

– ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Ancylostoma duodenale და Necator americanus;

– ტრიქინელოზი, გამომწვევი Trichinella spiralis;

– ტოქსოკაროზი, გამომწვევი Toxocara canis;

– სტრონგილოიდოზი, გამომწვევი Strongiloides stercoralis (ნაწლავის ჭია);

ქსოვილოვანი ცესტოდოზები:

– ცისტიცერკოზი, გამომწვევი Taenia solium-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია;

– ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Echinococus granulosus-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია);

– დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურნალობის დროს;

– შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით;

– ლამბლიოზი, გამომწვევი Giardia lamblia.

 

უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;

– თვალის ბადურის პათოლოგიები;

– ორსულობა;

– ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).

 

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბუსრხვევა.

დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები.

სხვა: არტერიული წნევის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები.

 

მიღებისწესიდადოზები

პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის.

პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 800 მგ.

ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს 60 კგ და მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებს ადაზალი  ენიშნებათ დოზით 400 მგ დღე-ღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებს – 15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად.

ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით.

სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზით.

ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.

ტოქსოკაროზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 14-30 დღიანი ინტერვალით.

ჰიდატიდური ექინოკოკოზის დროს მკურნალობა მიმდინარეობს ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.

ცისტიცერკოზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.

ლამბლიოზის დროს ადაზალი ინიშნება 400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დექსამეტაზონი და ციმეტიდინი ზრდის სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციას.

 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ადაზალი  სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს.

რეპროდუქციული ასაკის ქალებს, მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე.

 

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ იწვევს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითებას.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ადაზალი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში.

 

გამოშვების ფორმა

ადაზალი 200 მგ #2

შემოგარსული ტაბლეტი 200 მგ.

ადაზალი 400 მგ #1

შემოგარსული ტაბლეტი 400 მგ.

 

შენახვის პირობები

ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (11 აფთიაქი)

რეგიონი (12 აფთიაქი)