სტუგერონი 25მგ #50ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სტუგერონი
STUGERON
გენერიული დასახელება:
Cinnarizine
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ცინარიზინი-25მგ
ფორმა:
ტაბლეტები 25მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კალციუმის არხების ბლოკატორი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
სტუგერონი წარმოადგენს თავის ტვინის სისხლძარღვებზე გამოხატული მოქმედების მქონე კალციუმის არხების სელექტიურ ბლოკატორს. იგი ამცირებს კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში, იწვევს მათ გაფართოვებას, აქვეითებს არტერიების კუნთების ტონუსს, ამცირებს რეაქციას სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ბიოგენურ ამინებზე (ნორეპინეფრინი და სეროტონინი). ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტიჰისტამინური მოქმედებით. იგი აგრეთვე აქვეითებს ვესტიბულური აპარატის და ლაბირინთის აგზნებადობას. ცინარიზინი ზრდის ქსოვილთა მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
სისხლის პლაზმაში ცინარიზინის კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 1-3სთ-ის შემდეგ მისი პერორალური მიღებისას. პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 4სთ-ს. ცინარიზინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ორგანიზმში. ცინარიზინი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად პრეპარატის დაახლოვებით 13, ხოლო 23-განავალთან ერთად.
ცინარიზინის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოვებით 91%-ს.
ჩვენება:
ლაბირინთული დარღვევების მკურნალობა, მათ შორის: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ნისტაგმი, გულისრევა, ღებინება;
კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა;
ცერებროვასკულური წარმოშობის სიმპტომების მკურნალობა, მათ შორის; თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ვასკულური გენეზის თავის ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა.
პერიფერიული ვასკულური დარღვევების სიმპტომების მკურნალობა, მათ შორის: რეინოს დაავადება, აკროციანოზი, ხანგამოშვებითი კოჭლობა, ტროფიკული დარღვევები, ტროფიკული და ვარიკოზული წყლულები, პარესთეზია, კიდურების სპაზმები ღამით, ცივი კიდურის შეგრძნება.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის (კლინიკური კვლევების არ არსებობის გამო).
სიფრთხილე:
ისევე როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები ცინარიზინი იწვევს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.
პარკინსონის დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში ცინარიზინის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს მისი მოქმედებით გამოწვეულ პოტენციურ რისკს.
სტუგერონი იწვევს მკვეთრად გამოხატულ სედაციურ ეფექტს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ამიტომ საჭიროა ალკოჰოლური სასმელების და ც.ნ.ს დამთრგუნველად მოქმედი პრეპარატების მიღებისაგან თავის შეკავება.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ცინარიზინის და ც.ნ.ს დამთრგუნველად მოქმედი პრეპარატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კომბინაციით ძლიერდება ცინარიზინის მოქმედების ეფექტი.
ალკოჰოლი აძლიერებს ცინარიზინის დამთრგუნველ მოქმედებას ც.ნ.ს-ზე.
სტუგერონის ანტიჰისტამინური ეფექტის გამო მისი მიღება კანის სინჯის ჩატარებამდე 4 დღით ადრე ხელს უშლის კანის დადებითი რეაქციების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითებას.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ძილიანობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები გადაღლილობა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, აგრეთვე-ოფლიანობა, სხეულის წონაში მომატება. ალერგიული რეაქციები. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ დოზებში შესაძლებელია მგლურას მსგავსი ან წითელი ბრტყელი ლიქენის სინდრომის განვითარება.
ერთეულ შემთხვევებში ნაღვლის შეგუბებით მიმდინარე სიყვითლე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები სტუგერონის დოზის შემცირებით მალევე გაივლის.
იშვიათად, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია ექსტრაპირამიდული დარღვევები ან პარკინსონის მსგავსი სინდრომი. სტუგერონის მიღებით გამოწვეული ნევროლოგიური და ფსიქიური დაავადებების დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მიღების წესი და დოზირება:
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს ინიშნება 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს-2-3 ტაბ. 3-ჯერ დღეში.
ვესტიბულური დარღვევების და მენიერის სინდრომის დროს პერორალურად იღებენ 1 ტაბ. ყოველ 6სთ-ში.
ბავშვებში რეკომენდებულია მოზრდილთა ნახევარი დოზების მიღება.
სტუგერონის მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 225მგ-ს (9 ტაბ.) დღეში. ვინაიდან თავბრუსხვევაზე მოქმედება დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე, საჭიროა მისი თანდათანობით გაზრდა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, ღებინება, კუნთების სისუსტე, ჰიპოტონია, კომა, ტრემორი.
მკურნალობა: სიმპტომატური. საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და სხვა აბსორბენტების მიღება.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
შენახვის ვადა:
5 წელი
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 15-30ºC ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
N50 ტაბ.
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი