კამელინი ფლუ 120დოზა სპრეი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
CAMELINUM
კამელინფლუ
სავაჭრო დასახელება: „კამელინფლუ“
წამლის ფორმა:სპრეი, ადგილობრივი მოქმედების.
10 მლ. ფლაკონში. შესხურების 120 დოზა.
1 დოზა შეიცავს 85 მკგ ხსნარს.
შემადგენლობა: „კამელინი - М“ - 1,5 მლ.
დამხმარე ნივთიერებები - 8,5 მლ.
(პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი).
აღწერა: გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.
ფარმაკოლოგიური თვისებები: „კამელინფლუ”- ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარალური ანგინა, სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი.
როგორც დამხმარე საშუალება - ქრონიკული ტონზილიტის დროს.
მიღების წესი: ფლაკონს იკავებენ ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევენ პირის ღრუში/ყელში.
მოზრდილებში, 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში, 2-3 გაფრქვევა 3-6 ჯერ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5 - 7 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.
გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: „კამელინფლუ“ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის შესწავლილი.
ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს: არ ახდენს გავლენას.
ჭარბი დოზირება: გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
გამოშვების ფორმა: „კამელინფლუ“ 10 მლ. მინის ფლაკონში, მოხუფული თავსახურით და ტუმბოთი, უჟანგავი ფოლადის ბურთულით და პოლიპროპილენის შემაფრქვევლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელის დასახელება და მისამართი:
შ.პ.ს. „კამელინი“.
საქართველო, თბილისი, ქინძმარაულის ქ N7.