
ბრონქოდილი 15მგ/5მლ100მლ სიროფ
გააზიარე:
ბრონქოდილი 15მგ/5მლ100მლ სიროფი
შემადგენლობა
სიროფის 100 გრ შეიცავს 0,3 გ ან 0,6 გ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზოის მჟავა, ღვინის მჟავა, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, სორბიტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის საქარინი, ხენდროს არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
აღწერა: გამჭირვალე ხსნარი, ოდნავ ბლანტი, უფერო ან მოყვითალო ელფერით, მექანიკური მინარევების გარეშე, ხენდროს სურნელით.
ფარმაკოლოგიურითვისებები
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი ეფექტით. ბრონქოდილი ათხელებს ნახველს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულირების ხარჯზე. ზრდის ლორწოვანი სეკრეციის შედგენილობას, ცვლის ნახველის სეროზული და ლორწოვანი კომპონენტების თანაფარდობას. ამ დროს აქტიურდებიან მაჰიდროლიზირებელი ფერმენტები და ძლიერდება ლიზოსომების გამოთავისუფლება კლარკის უჯრედებიდან, რაც იწვევს ნახველის სიბლანტის შემცირებას. ბრონქოდილი ზრდის სურფაქტანტის შემცველობას ფილტვებში, რაც დაკავშირებულია, მისი სინთეზის და სეკრეციის გაძლიერებასთან ალვეოლარულ პნევმოციდებში, რის შედეგადაც ხდება მისი დაშლის თავიდან აცილება. უმნიშვნელოდ ითრგუნება ხველა.
ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ნახველის გამოყოფა.
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი.
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
- ბრონქული ასთმა ნახველის ამოღების გართულებით.
- პნევმონია.
- ბრონქოექტაზიური დაავადება.
მიღებისწესებიდადოზები
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. 15 მგ/5 მლ ბრონქოდილის ხსნარი ინიშნება შემდეგი რეჟიმით:
ასაკი |
რეკომენდებულიდოზა |
მიღებისსიხშირე |
ზრდასრულებს და ბავშვებს 12 წლის ზემოთ |
10 მლ ( 2 ჩაის კოვზი) |
3-ჯერ დღე-ღამეში |
ბავშვებს 6-დან 12 წლამდე |
5 მლ ( 1 ჩაის კოცზი) |
2-3-ჯერ დღე-ღამეში |
ბავშვებს 2-დან 6 წლამდე |
2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) |
3-ჯერ დღე-ღამეში |
ბავშვებს 1-დან 2 წლამდე |
2,5 მლ ( ½ ჩაის კოვზი) |
2-ჯერ დღე-ღამეში |
მკურნალობის ხანგრძლივობა 14 დღე. 14 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ შემცირება.
გვერდითიმოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიდი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას - გულისრევა, დიარეა, ტკივილები მუცლის არეში.
იშვიათად - სისუსტე, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
- მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.
- ფეხმძიმობა (I ტრიმესტრი)
სიფრთხილით ხდება მიღება ფეხმძიმობისას (II-III ტრიმესტრებში) და ლაქტაციის დროს, თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობისას, კრუნჩხვის სინდრომის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
ორსულობადალაქტაცია
ბრონქოდილი უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში მიღების აუცილებლობის შემთხვევაში და ლაქტაციის პერიოდში უნდა შეფასდეს თერაპიის სარგებლობა დედისთვის და შესაძლებელი რისკი ნაყოფისათვის.
ტრანსპორტისმართვისადასპეციალურდანადგარებთანმუშაობისუნარზეზემოქმედება
პრეპარატის მიღება რეკომენდებული დოზებით ზეგავლენას არ ახდენს ისეთი საქმიანობის დროს, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.
განსაკუთრებულიმითითებები
პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს კლინიკურ სურათზე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.
ჭარბიდოზირება
პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიკურ დოზებს შორის დიაპაზონი ძალზე ფართოა, ამიტომ დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.
სხვაწამლებთანურთიერთქმედება
ბრონქოდილის მიღება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად იწვევს ნახველის ამოღების გართულებას შემცირებული ხველების ფონზე. ბრონქოდილისა და ანტიბიოტიკების ერთდროული დანიშვნა (ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის, რიფამპიცინის) ფილტვის ქსოვილში იწვევს ანტიბიოტიკების კონცენტრაციის გაზრდას.
შენახვისპირობებიდავადები
ვარგისობისვადა 3 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.
აფთიაქშიგაცემისწესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი).