ბიოლანდი კალც.მაგნ.თუთია#30ტ
გააზიარე:
ბიოლანდ კალციუმი მაგნიუმი თუთია
საკვები დანამატი ჯანსაღი ძვლებისთვის
ბიოლანდ კალციუმი მაგნიუმი თუთია ორგანიზმს აწვდის 3 აუცილებელ მინერალს კუნთოვანი და ჩონჩხის სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ასევე, ბიოლანდ კალციუმი მაგნიუმი თუთია-ს შემადგენლობაში შემავალი 3 მინერალი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ პარამეტრებში შენარჩუნებას და, შესაბამისად, ორგანიზმის სიჯანსაღეს.
ინგრედიენტები
ერთი ტაბლეტი შეიცავს კალციუმის კარბონატს (334 მგ კალციუმის ეკვივალენტი), მაგნიუმის ჰიდროქსიდს (134 მგ მაგნიუმის ეკვივალენტი), შემავსებელ საშუალებას (მიკროკრისტალური ცელულოზა 101 (E 460(i)), გამამკვრივებელ საშუალებას (პოლივინილპიროლიდონი 5 მგ თუთია ქვივალენტი), თუთიას, გამაძლიერებელ საშუალებას (ნატრიუმის კარბოქსი მეთილის ცელულოზა (E466)), შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b)).
მოქმედება
კალციუმი ფართოდ წარმოდგენილი მინერალია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი სისტემისა და კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლურ ცვლას და ნორმალურ ნერვული იმპულსების გადაცემას, ასევე სისხლის ნორმალურ კოაგულაციას, კუნთოვანი სისტემის და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნორმალურ ფუნქციონირებას. ის ასევე ხელს უწყობს უჯრედების დაყოფისა და დიფერენციაციის პროცესს. კალციუმის ადეკვატური მიღება მნიშვნელოვანია ყველა ასაკში, განსაკუთრებით ზრდის პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და ხანდაზმულებში.
მაგნიუმი შეუცვლელი მინერალია სასიცოცხლო უჯრედებისთვის. ორგანიზმში არსებული მაგნიუმის დაახლოებით ნახევარი უჯრედების შიგნით მდებარეობს. დანარჩენი გვხვდება ძვლოვან ქსოვილში, კალციუმთან და ფოსფორთან ერთად. მაგნიუმი ორგანიზმში 300-ზე მეტი ბიოქიმიური რეაქციისთვის აუცილებელი ელემენტია, ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, უჯრედების დაყოფის პროცესს, ცილების ნორმალურ სინთეზს, ელექტროლიტურ ბალანსს და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია მისი როლი ძვლოვანი სისტემის და კბილებისათვის, ასევე დაღლილობისა და დაძაბულობის შემცირებისათვის.
თუთია მიკროელემენტია, რომელიც შედის დაახლოებით 60 ფერმენტის შემადგენლობაში და ხელს უწყობს ნორმალურ მჟავა-ტუტოვან მეტაბოლიზმს, ასევე ნახშირწყლების, მაკროელემენტების, ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების ნორმალურ მეტაბოლიზმს. თუთია ხელს უწყობს ცილებისა და დნმ-ის ნორმალურ სინთეზს, ჩონჩხის სისტემის, კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას; იგი უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას, სისხლში ტესტოსტერონის ნორმალურ კონცენტრაციას, ნორმალურ ნაყოფიერებასა და რეპროდუქციას. ის ასევე ხელს უწყობს ნორმალურ კოგნიტურ ფუნქციას.
გამოყენება
მოზრდილებში და 9 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
გაფრთხილებები
საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.
გამოიყენეთ პროდუქტის შეფუთვაზე დაწერილი ვარგისობის ვადის გასვლამდე.
შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ ყოველდღიური მოხმარებისთვის რეკომენდებულ დოზას.
საკვები დანამატი არ გადაყაროთ წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ საკვები დანამატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შენახვის პირობები
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში.
შეფუთვა
3 ბლისტერული შეფუთვა 10 ტაბლეტით თითოეული.
მწარმოებელი
BIOFARM S.A.
99 Logofătul Tăutu Street, District 3, Bucharest, Romania.
ტელეფონი: 021.30.10.600.