ვაგიფლორი მიკომედ200მგ #3ტ ვაგ

ვაგიფლორი მიკომედ200მგ #3ტ ვაგ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კლოტრიმაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 124230
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed) 200მგ ვაგინალური ტაბლეტები

კლოტრიმაზოლი

ყურადღების წაიკითხეთ მთლიანი ბროშურა, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის გამოყენებას,

რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ამ ბროშურაშია აღწერილი ან ზუსტად ისე, როგორც აგიხსნით თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.

-         ეს ბროშურა შეინახეთ. მოგვიანებით შეიძლება ისევ მოგინდეთ წაკითხვა.

-         შეეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ კიდევ რაიმე ინფორმაცია ან რჩევა გჭირდებათ.

-         თუ გვერდით მოვლენებს შეამჩნევთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდითი მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ბროშურაში. იხილეთ ნაწილი 4.

-         თუ თქვენ კარგად არ გრძნობთ თავს ან თუ ძალიან ცუდათ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რა არის ამ ბროშურაში?

1. რა არის ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed)  200 მგ ვაგინალური ტაბლეტები და

რისთვის გამოიყენება ის?

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებამდე?

3. როგორ ხდება ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენება?

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

5. როგორ უნდა შეინახოთ ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები?

6. შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed)  200 მგ ვაგინალური ტაბლეტები და

რისთვის გამოიყენება ის?

ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. კლოტრიმაზოლი არის აქტიური ნივთიერება ეგრეთ წოდებული ფართო სპექტრის ანტიმიკოტიკების ჯგუფიდან და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (მიკოზები).

გამოყენების სფეროები: სოკოთი გამოწვეული გამონადენი (უმეტესად კანდიდა); სოკოსგან გამოწვეული საშოს ანთება, სუპერინფექცია კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებამდე?

ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები არ უნდა გამოიყენოთ, თუ თქვენ ხართ ალერგიული კლოტრიმაზოლის ან სხვა სამკურნალო საშუალების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე -6 ნაწილში.

ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებამდე გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბროთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ აპირებთ ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებას სხვა მედიკამენტებთან ერთად შეატყობიეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ / იყენებთ, ახლახანს მიიღეთ / გამოიყენეთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას / გამოყენებას.

კლოტრიმაზოლი ამცირებს ამფოტერიცინის და სხვა პოლიენური ანტიმიკოტიკების ეფექტურობას (მაგ: ნისტატინი, ნატამიცინი). შესაძლოა  დექსამეტაზონის  მაღალმა დოზამ კლიტრიმაზოლი ნაკლებად ეფექტური გახადოს.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვების პერიოდში, თუ ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვაგინალური ტაბლეტები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ორსულობის პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებული სიფრთხილით და სხვა სამკურნალო ნივთიერებების წინასწარი გათვალისწინებით. საშოში სოკოს დადასტურებული დაავადების შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს სამშობიარო არხების რეაბილიტაციას სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 4-6 კვირის განმავლობაში.

თუ მკურნალობა აუცილებელია ორსულობის დროს, ვაგინალური ტაბლეტებით მკურნალობა უნდა მოხდეს აპლიკატორის გარეშე ან ექიმის მიერ.

თუ ორსულობის დროს მკურნალობისა იქნება გამოყენებული აპლიკატორი, შეიძლება დააზიანოს ნაყოფის საშარდე ბუშტი ან ზიანი მიაყენოს ბავშვს.

პრეპარატის გამოყენება მანქანის მართვის დროს.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, მანქანის მართვის დროს შესაძლებელია აღნიშნული პრეპარატის გამოყენება.

3. როგორ ხდება ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენება?

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ამ ბროშურაშია აღწერილი, ან ზუსტად ისე, როგორც აგიხსნით თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი. თუ თქვენ რაიმე შეკითხვა გექნებათ აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ექიმის მიერ სხვა რამე არ არის დადგენილი, ჩვეულებრივი დოზაა: დღეში ერთხელ - საღამოს - ზედიზედ 3 დღე, ვაგინალური ტაბლეტი რაც შეიძლება ღრმად მოათავსეთ საშოში. ეს საუკეთესოდ კეთდება მწოლიარე მდგომარეობაში ფეხების ოდნავ წამოწევით (იხ. აგრეთვე "ინსტრუქცია აპლიკატორის გამოყენების შესახებ").

ზოგადად, ვაგინალური ინფექცია გამოწვეულია განსაკუთრებით საფუარისმაგვარი სოკოთი, 3-დღიანი მკურნალობა საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს მეორე მკურნალობა 3 დღის განმავლობაში.

გთხოვთ ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებამდე მიაქციოთ ყურადღება მითითებებს. მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი მენსტრუაციის დროს, მკურნალობა უნდა მოხდეს მის დაწყებამდე ან დასწულების შემდეგ.

მკურნალობის დროს სქესობრივი კავშირი უნდა მოხდეს პრეზერვატივის საშუალებით.

თუ საშო და მისი მოსაზღვრე ადგილები ერთდროულად ინფიცირებულია, ან თუ პარტნიორის პენისის თავი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დაინფიცირებულია, ამ შემთხვევაში ორივე წყვილს უნდა ჩაუტარდეს დამატებითი  მკურნალობა მედიკამენტის გამოყენების შესაფერისი ფორმებით (Vagiflor® mykomed 1% მალამო).

ინსტრუქცია მრავალი აპლიკატორის გამოსაყენებლად:

1)      გაიყვანეთ აპლიკატორის ჯოხი აპლიკატორის მილიდან, სანამ გაჩერდება.

2)      ტაბლეტი მოათავსეთ აპლიკატორის ფართე ბოლოში და მოათავსეთ აპლიკატორი საშოში რაც შეიძლება ღრმად (უმჯობესია გააკეთოთ მწოლიარე მდგომარეობაში).

3)      ახლა ფრთხილად დააჭირეთ აპლიკატორის ჯოხს მილში, სანამ არ გაჩერდება და ამასობაში ტაბლეტი საშოში მოთავსდება. შემდეგ ამოიღეთ აპლიკატორი.

4)      იმისათვის, რომ ტაბლეტი მთლიანად დაიშალოს, სასურველია 15 წუთის განმავლობაში მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა.

5)      აპლიკატორის გამოყენების შემდეგ  სისუფთავის მიზნით საჭიროა კარგად ჩაიბანოთ თბილი (არა ცხელი) წყლით. ამის გასაკეთებლად საჭიროა აპლიკატორის ჯოხი გაიყვანოთ მთლიანად მილიდან.

6)      თქვენი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დამატებითი მკურნალობა 1%-იანი mykomed კრემით. იგი გამოიყენება გარედან დღეში 2-3-ჯერ.

7)      მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას.

თუ თქვენ ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები დიდი რაოდენობით გამოიყენეთ, ვიდრე საჭიროა

ან თუ ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტებს იყენებთ ხშირად, ზოგადად არ არსებობს გვერდითი მოვლენები.

თუ თქვენ ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები დაგავიწყდათ,

არ მიიღოთ ორმაგი რაოდენობა, თუ თქვენ დაგავიწყდათ მისი გამოყენება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენება, ჩვეულებრივ გააგრძელეთ ტაბლეტების გამოყენება, როგორც ექიმმა განსაზღვრა მისი მიღება.

თუ თქვენ აპირებთ შეწყვიტოთ ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების განოყენება

არ შეწყვიტოთ ვაგიფლორ მიკომედის (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების გამოყენება დამოუკიდებლად, თუ არ გაქვთ ეჭვი სერიოზულ გვერდით მოვლენაზე. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

როგორც ყველა მედიკამენტს, ამ მედიკამენტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს.

გვერდითი მოვლენების სიხშირე ეფუძნება შემდეგ კატეგორიებს:

ძალიან ხშირად

შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე მეტი

ხშირად

შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანამდე

ზოგჯერ

შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანამდე

იშვიათად

შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანამდე

ძალიან იშვიათად

შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან  1 ადამიანამდე

უცნობია

სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით

კანის დაავადებები

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს კანის რეაქციები (მაგ. წვა, ჩხვლეტა).

იშვიათ შემთხვევებში არსებობს კანის სიმპტომები, როგორიცაა ერითემა (სიწითლე), გამონაყარი, ბუშტუკები, პილინგი, ქავილი, ჭინჭრის ციება და ქსოვილებში წყლის დაგროვება (შეშუპება).

იმუნური სისტემის დარღვევები

დაფიქსირდა კონტაქტური ალერგია, მაგრამ ძალიან იშვიათია.

სასქესო ორგანოს დაავადებები

საშოში ზოგჯერ შეიძლება იგრძნოთ მცირედი წვა.

სექუალურმა პარტნიორმა შეიძლება ზოგჯერ იგრძნოს პენისის ან შარდსადინარის გაღიზიანება.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან იშვიათად აქვს სპაზმი მუცლის არეში და მომატებული შარდვა.

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გვერდით მოვლენებს შეამჩნევთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს ასევე ეხება გვერდითი მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ბროშურაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს.

კურტ-ჯორჯ-კისინგერის ხეივანი 3

53175 ბონი / გერმანია                    www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შესახებ  და ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებაზე შეგიძლიათ  მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

5. როგორ უნდა შეინახოთ ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები?

ეს წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა მთავრდება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 30 ° C ტემპერატურაზე ზემოთ.

6. შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები?

აქტიური ნივთიერება: კლოტრიმაზოლი

1 ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 200 მგ კლოტრიმაზოლს.

სხვა კომპონენტები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოლისორბატი 80,

მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ადიპინის მჟავა, სტეარინის მჟავა, სიცილიუმის ქლორიდი.

როგორია ვაგიფლორ მიკომედი (Vagiflor mykomed) 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები და შეფუთვის შინაარსი

OP 3 ვაგინალური ტაბლეტით 200 მგ და კლოტრიმაზოლით (N1)

ფარმაცევტული საწარმო:

შპს WALTER RITTER + Co. KG

შპალდინგის ქ. 110B

20097 ჰამბურგი / გერმანია

ტელ: (040) 236996-0

ფაქსი: (040) 236996-33

ელ-ფოსტა: info@walterrittor. com

თანადისტრიბუტორი

SANAVITA Pharmaceuticals GmbH

შპალდინგის ქ. 110 ბ

20097 ჰამბურგი

გერმანია

მწარმოებელი:

WALTER RITTER GmbH + Co/KG

ძმები გრიმების ქ. 121

36396 შტაინაუ ან დერ შტრასსე

გერმანია