ჩვენთან საჩუქარი გელოდება - 10 ოქტომბრიდან ავერსის და კანი ესთეტიკის კოლაბორაცია იწყება

ჩვენთან საჩუქარი გელოდება - 10 ოქტომბრიდან ავერსის და კანი ესთეტიკის კოლაბორაცია იწყება

 

შეიძინე შენთვის სასურველი პრემიუმ ბრენდის პროდუქცია X ოქტომბრიდან - X ნოემბრის ჩათვლით და დასაჩუქრდი კანის მოვლის პროფესიონალური პროცედურებით.

 

საჩუქრის მისაღებად:

შეიძინე 300₾ ან მეტი ღირებულების პრემიუმ ბრენდების პროდუქცია და აირჩიე მოვლის სასურველი პროცედურა კანი ესთეტიკში. 

 

პრემიუმ ბრენდები:
აქავა, დექლარი, ქირინესი, აკოჯე, ზეთსოუ, მეზონ რებაჩი, ემა ჰარდი, ნარცისი, საალქო, კომპანი დე პროვანსი, სელაჰატინი

 

პროფესიონალური მოვლის პროცედურები:

 ბიორევიტალიზაცია
 მეზოთერაპია
 კანის წმენდა
 პლაზმოლიფტინგი
 მიკრონიდლინგი
 RF ლიფტინგი


მნიშვნელოვანი დეტალები:

კამპანიაში მონაწილეობს მხოლოდ 10 ავერსის აფთიაქი.



პროცედურით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ კანი ესთეტიკის ფილიალში, თბილისში.  

კანი ესთეტიკის ნომერი: 032 243 40 00

პროცედურების რაოდენობა შეზღუდულია. 

 

 

ბიორევიტალიზაცია: რა უნდა ვიცოდეთ

ბიორევიტალიზაცია არაქირურგიული, ინექციური კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც ატენიანებს და ელასტიურს ხდის კანს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანს უფრო ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. პროცედურა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და აჩქარებს კანის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს.
ბიორევიტალიზაცია ინტენსიურად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს კანის თანაბარ ფერს, ებრძვის წვრილი ნაოჭებისა და ხაზების წარმოქმნას. პროცედურა ასევე ამცირებს მზის მავნე ზემოქმედებით გამოწვეულ პრობლემებს და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.

რა ეფექტი აქვს?

  • ხანგრძლივად ატენიანებს კანს
  • კანს ხდის გლუვს
  • აუმჯობესებს ელასტიურობას
  • კანს აძლევს ჯანსაღ ბზინვარებას

ვისთვის არის რეკომენდებული?

ბიორევიტალიზაცია რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში, კანის მდგომარეობის მიხედვით. პროცედურა იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს დაბერების პირველადი ნიშნები, გამომშრალი კანი ან გარემოსგან, განსაკუთრებით მზისგან, გამოწვეული დაზიანებები. ბიორევიტალიზაციის ჩატარება დაბერების ნაადრევი ნიშნების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია 25 წლამდეც.

პროცედურა რეკომენდირებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის და შეიძლება ჩატარდეს სახეზე, ყელზე, ხელებისა და დეკოლტეს ზონაზე, რაც კანის კომპლექსურ გაახალგაზრდავებას უზრუნველყოფს.

 

პლაზმოლიფტინგი: რა უნდა ვიცოდეთ

პლაზმოლიფტინგი არაქირურგიული, ინექციური კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც კანის გაახალგაზრდავებისთვის ბუნერივ რესურსებს იყენებს. პროცედურა გულისხმობს თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის (PRP) შეყვანას, რომელიც პაციენტის სისხლიდან არის მიღებული და ასტიმულირებს კანის ბუნებრივი რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების პროცესს.

პლაზმოლიფტინგი აღადგენს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს, აძლიერებს კოლაგენის წარმოქმნას და აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას. პროცედურა აუმჯობესებს ტექსტურასა და ტონს, რაც უფრო ახალგაზრდულ და ჯანმრთელ იერს სძენს კანს.

პროცედურა ამცირებს წვრილ ნაოჭებს, პიგმენტაციას და კანის არაერთგვაროვან ტონს. პლაზმოთერაპია ხელს უწყობს ქსოვილის რეაბილიტაციას ამიტომ ეფექტურია ნაწიბურების შესამცირებლად. ასევე, მინიმუმამდე ამცირებს მზის მავნე ზემოქმედების შედეგებს და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.

რა ეფექტი აქვს?

  • აჩქარებს რეგენერაციას 
  • ასტიმულირებს ელასტიურობას
  • კანი ხდება გლუვი და და იღებს თანაბარ ტექსტურას 
  • კანს ანიჭებს ბზინვარებას 

ვისთვის არის რეკომენდებული?

პლაზმოლიფტინგი რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც აწუხებს დაბერების ადრეული ნიშნები და მოშვებული კანი. პროცედურა რეკომენდებულია 25 წლიდან, თუმცა, პრევენციული მიზნით, შესაძლებელია მისი ჩატარება უფრო ადრეც.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კანზე და ტარდება სახეზე და სკალპზე.

 

მეზოთერაპია: რა უნდა ვიცოდეთ

მეზოთერაპია მინიმალურად ინვაზიური კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც გულისხმობს კომპლექსურ, აქტიური ინგრედიენტებით გაჯერებულ ინექციას. პროცედურა რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ, როგორც ტარგეტული  თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი.

მეზოთერაპიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კომპონენტებისა და აქტიური ინგრედიენტების დამატება საჭიროებისამებრ არის შესაძლებელი. პროცედურა ატენიანებს კანს, აუმჯობესებს მის ელასტიურობას და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.

პროცედურა ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, გამოკვეთს კონტურს. მეზოკოქტეილების გამოყენება ფართო სპექტრითაა შესაძლებელი: თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ანტიასაკობრივი მკურნალობის კურსი და ა.შ. პაციენტის საჭიროებისა და სურვილის მიხედვით.

რა ეფექტი აქვს?

  • კანს ანიჭებს ბზინვარებას ინტენსიური დატენიანების ხარჯზე
  • ხელს უწყობს სწრაფ რეგენერაციას და ამცირებს ნაწიბურებს
  • ამცირებს გამონაყარს
  • ხელს უწყობს კანის გამკვრივებას
  • აუმჯობესებს ტექსტურას
  • ამცირებს თმის ცვენას და აჯანსაღებს სკალპს

ვისთვის არის რეკომენდებული?

მეზოთერაპია რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, ნებისმიერ ასაკში.

 

მიკრონიდლინგი: რა უნდა ვიცოდეთ

მიკრონიდლინგი, მინიმალურად ინვაზიური კანის პროცედურაა, რომელიც გულისხმობს პატარა, სტერილური ნემსების საშუალებით  მიკრო-დაზიანებების შექმნას კანის ზედაპირზე. პროცედურა აჩქარებს სხეულის ბუნებრივ რეგენერაციულ რეაქციას, რაც აძლიერებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. ამავდროულად, აღნიშნული პროცესი აძლიერებს სხვადასხვა შრატებისა და კანის მოვლის პროდუქტების უკეთ შეწოვას.

მიკრონიდლინგი ფართოდ გამოიყენება კანის სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა წვრილი ხაზები და კანის ტექსტურის გაუმჯობესება. დადებითად მოქმედებს პიგმენტაციის დროსაც.

რა ეფექტი აქვს?

მიკრონიდლინგის მთავარი ეფექტები გულისხმობს კანის ტექსტურის, ტონისა და ელასტიურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

  • აგლუვებს და ამკვრივებს კანს
  • მატებს ბზინვარებას
  • აქვს ხანგრძლივი შედეგი
  • აძლიერებს მოვლის საშუალებების ეფექტს

ვისთვის არის რეკომენდებული?

მიკრონიდლინგი რეკომენდებულია სხვადასხვა ასაკისა და კანის ტიპის მქონე პირებისთვის. პროცედურა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები, ადრეული დაბერების ნიშნები, ჰიპერპიგმენტაცია და ფორები.

 

კანის წმენდა: რა უნდა ვიცოდეთ

პროფესიონალური სახის წმენდა არის პროცედურა, რომელსაც ატარებს დერმატოლოგი და განსხვავებით ყოველდღიური წმენდის რუტინისგან, კოსმეტიკური კანის წმენდა უფრო ღრმა ფენებზე მოქმედებს. პროცედურა კანს აშორებს მკვად უჯრედებს, ზედმეტ ცხიმს და სხვა მავნე ნივთიერებებს, რომლებიც კანის სხვადასხვა პრობლემას იწვევს.

პროცედურა არამარტო აახალგაზრდავებს კანს, არამედ ამზადებს მას, რომ უფრო ეფექტურად შეიწოვოს კანის მოვლის პროდუქტები.

რა ეფექტი აქვს?

  • შავი და თეთრი წერტილების მოშორებით, სახის პროფესიონალური წმენდა ამცირებს გამონაყარის რისკს და ფორების დახშობას.
  • რეგულარული წმენდა აუმჯობესებს კანის ტექსტურას, რაც კანს უფრო გლუვს და ბზინვარეს ხდის.
  • პროცედურის შემდეგ, კანი უკეთესად იწოვს დამატენიანებლებს, შრატებს და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს.
  • მავნე ნივთიერებების და მკვდარი უჯრედების მოცილება ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას.

ვისთვის არის რეკომენდებული?

სახის პროფესიონალური წმენდა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გამონაყარი, დახშული ფორები და ზედმეტი ცხიმიანობა. პროცედურა ასევე რეკომენდებულია გამომშრალი და არათანაბარი ტექსტურის მქონე კანისთვისაც.

 

RF ლიფტინგი: რა უნდა ვიცოდეთ

RF ლიფტინგი  არაინვაზიური კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც იყენებს რადიოტალღურ ენერგიას კანის ღრმა ფენების გასათბობად, რის შედეგადაც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას.

RF ლიფტინგი ტარდება სხვადასხვა ზონაზე, მათ შორის სახეზე, კისერსა და მუცელზე, რაც კომპლექსურ ეფექტს იძლევა.

რა ეფექტი აქვს?

  • ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას
  • ამცირებს/აქრობს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს
  • ამკვრივებს მოდუნებულ კანს
  • აუმჯობესებს ტექსტურას
  • ახდენს სხეულის ფორმების კორექციას

ვისთვის არის რეკომენდებული?

პროცედურა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს მოშვებული კანი, არათანაბარი ტექსტურა და კანის ფერი, ნაოჭები და დაბერების ნიშნები. RF ლიფტინგი ასევე რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სხეულის პრობლემურ ზონებში ჩამჯდარი ცხიმის მოშორება სურს. პროცედურა ტარდება 20 წლიდან, ყველა ტიპის კანზე.

 

გააზიარე: