გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

15.11.2017
ავერსის განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია გაიმართა...

სახელი:

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს - უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

 

სლოგანი:

„ავერსის“ მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, რასაც საუკეთესოდ გამოხატავს კომპანიის სლოგანი: „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“

 

სიმბოლო, ლოგო:

სლოგანს ეხმიანება „ავერსის“ ლოგოტიპიც - წითელი გული, რომელზეც გამოსახულია თეთრი მტრედი ზეთისხილის რტოთი.
წითლისა და თეთრის სიმბოლიკას ისტორიული ფესვები აქვს. ამ ფერებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ჯვაროსნული ომების ეპოქაში, იყენებდნენ ტამპლიერებისა და ჰოსპიტალიერების რაინდული ორდენები, რომლებიც ზრუნავდნენ ავადმყოფებზე, უსახლკაროებსა და ობლებზე, იცავდნენ წმინდა ადგილების მოსალოცად მიმავალ მორწმუნეთა უსაფრთხოებას. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიომ სწორედ თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრით გაიცნო. დროთა განმავლობაში ამ ემბლემის შინაარსი გაფართოვდა და განსაცდელში ჩავარდნილთა უანგარო დახმარების სიმბოლოდ იქცა.
უძველეს კულტურებში წითელი სიბრძნესა და სასიცოცხლო ენერგიას განასახიერებდა, თეთრი კი სიწმინდესა და კეთილშობილებას.
გულიც, როგორც ადამიანის მთავარი ორგანო, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გამოხატავს. მტრედი ჯერ კიდევ ბიბლიური ეპოქიდან მიიჩნევა მშვიდობის სიმბოლოდ, ხოლო ზეთისხილის რტო, რომელიც ასევე ბიბლიური ეპოქიდან იღებს სათავეს, სიცოცხლისა და ღმერთთან შერიგების გამომხატველია.
ყველა ამ მნიშვნელობას სრულყოფილად იტევს „ავერსის“ ემბლემა - მასაც ხომ, როგორც ბიბლიურ მტრედს, თავისი საქმიანობით სიმშვიდე და ჯანმრთელობა მოაქვს ადამიანებისთვის.

 PNG   EPS    AI    CDR

 

მისია:

გაუადვილოს ადამიანებს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ასეთი მისია დაუსახა „ავერსმა“ საკუთარ თავს. სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული მისი მრავალმხრივი საქმიანობის სპექტრი, მათ შორის - უწყვეტი რეგიონული გაფართოება და საქართველოს ყველა ქალაქში ახალი ტიპის აფთიაქების გახსნა. ამ მიზნის რეალიზებას ხელს უწყობს ისიც, რომ „ავერსის“ პროდუქცია და სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია და უმთავრესად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

 

ხედვა:

დღიდან დაარსებისა, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია ფარმაცევტების პროფესიული ზრდა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება როგორც მომსახურების, ისე მომხმარებლის ინფორმირების კუთხით.
მომხმარებლის მეტ კომფორტს ისახავს მიზნად Online სერვისების დანერგვა და გაფართოება.
ყოველივე ამასთან ერთად, „ავერსი“ ცდილობს, აღადგინოს მივიწყებული ტრადიცია და ფარმაციის სფეროში დააბრუნოს მამაკაცები. ამის დასტურია ის, რომ კომპანიის ყველა აფთიაქში თითო ფარმაცევტი მამაკაცი მაინც არის დასაქმებული.

 

ღირებულებები:

ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება ავერსის ძირითადი ღირებულებებია.


"ავერსი" – სტაბილურობისა და ხარისხის გარანტი

ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” 1994 წელს დაარსდა. მან საქართველოში 9000 სამუშაო ადგილი შექმნა და ხარისხიანი მომსახურების მტკიცე სტანდარტი დაამკვიდრა.


პროდუქცია
“ავერსმა” დაარსებისთანავე დაიწყო საქართველოში მედიკამენტების პირდაპირი კონტაქტებით შემოტანა, შესაბამისად, მედიკამენტების ხარისხიც მაქსიმალურად გარანტირებულია და ფასიც – შედარებით დაბალი.
"ავერსის" პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები არიან:


იხილეთ პარტნიორების სრული სია


მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, “ავერსში” მედიკამენტების სხვადასხვა ფასით წარმოდგენილი ანალოგების – ე.წ. “ჯენერიკების” ფართო არჩევანია, რომლებიც უცხოურ ანალოგებისგან მხოლოდ ფასით განსხვავდება და არა ხარისხით.


პრიორიტეტები
“ავერსში” უმთავრესი პრიორიტეტი მომსახურების მაღალი ხარისხი გახლავთ. აფთიაქებში ფარმაცევტების მუშაობის ხარისხს და მათ პროფესიულ ზრდას დიდი ყურადღება ექცევა.
ფირმაში არსებობს უწყვეტი სწავლების პროცესი – ყოველკვირეული სემინარებისა და ტესტირებების დამსახურებით ფარმაცევტები კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებენ. ამ შეხვედრებზე ფარმაცევტები ისმენენ ინფორმაციას სხვადასხვა ბრენდის მედიკამენტების შესახებ. ფარმაცევტებს უტარდებათ სემინარები და ტრენინგები მომსახურების საკითხებზეც.
ფირმას ჰყავს რეგიონალური მენეჯერების გუნდი, რომელიც სისტემატურად ამოწმებს აფთიაქებში სანიტარულ-ფარმაცევტულ წესრიგს. ასევე ფირმას აქვს “ფარული მომხმარებლის” სამსახური, რომლის საშუალებითაც სისტემატურად ხორციელდება აფთიაქების სამუშაო პროცესის და მომსახურების დონის მონიტორინგი.


საკადრო პოლიტიკა
საკადრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომელთა მოტივაცია და ამისათვის არსებული მუდმივი შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელიც ითვლისწინებს ცოდნისა და პროფესიონალიზმის გამოვლენის უმნიშვნელოვანეს დეტალსაც კი.

კომპანიაში წარმატებულ თანამშრომლებს ფიქსირებულ ხელფასთან ერთად ყოველთვიური და კვარტალური პრემიებიც გადაეცემათ. თანამშრომლებს ფირმა წამახალისებელ პრემიებს აძლევს ტესტირებებში მიღწეული წარმატებული შედეგისათვისაც.
თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულია ხელფასის მატება სტაჟთან ერთად. სხვადასხვა რგოლის თანამშრომელთათვის ზრდის % განსხვავებულია.
"ავერსის" თანამშრომლები არა მარტო პროფესიულ საქმიანობისთვის არიან მოტივირებულნი, არამედ პირადი ცხოვრების შექმნისათვისაც – ახლადდაოჯახებულებისათვის გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება, თანამშრომლის დაქორწინების შემთხვევაში მთელი მისი განყოფილება წამახალისებელ ფულად ჯილდოს იღებს. ასევე ფულად ჯილდოს იღებენ თანამშრომლები, რომლებსაც შვილი შეეძინებათ.
კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივით წარმატებული “ავერსელები”, რომლებმაც ფირმის განვითარებასა და წინსვლაში გამორჩეული როლი შეასრულეს, ყოველწლიურად სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით საჩუქრდებიან და საზღვარგარეთ შემოქმედებითი მივლინებით მიემგზავრებიან. “ავერსელებმა” ამგვარად მოინახულეს უკრაინა, თურქეთი, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები, ისრაელი...
მოკლედ | ვრცლად


პროექტები და წარმატებები

  • “ავერსის” სააფთიაქო ქსელი თბილისში – 103, ხოლო რეგიონებში 125 აფთიაქით არის წარმოდგენილი. ქსელის უპირატესობაა ხარისხიანი მედიკამენტები, დაბალი ფასები და კვალიფიციური ფარმაცევტული მომსახურება. 
  • 2002 წელს “ავერსმა” შექმნა ამიერკავკასიაში უდიდესი ფარმაცევტული საწარმო – “ავერსი-რაციონალი”. კომპანიაში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტები ISO 9001 (Quality management systems- Requirements) და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union).
  • “ავერსის” კლინიკათა ქსელი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. 2013 წელს “ავერსის კლინიკას” ხარისხის მაკონტროლებელმა გერმანულმა ორგანიზაციამ TÜV SÜD-მა ISO სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
  • 2004 წელს დაარსდა ჟურნალი “ავერსი”, რომელიც კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდებით ჯანმრთელობისა და მედიცინის საკითხების შესახებ მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაზე ზრუნავს.
  • 2009 წელს “ავერსმა” საზღვევო კომპანია “ალფა” დააარსა. 
  • 2010 წელს ოფიციალურად დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი “ავერსი”.
  • 2011 წელს კომპანია “ავერსმა” შეიძინა კონსტანტინე ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი და სულ მალე ის უახლესი ინვენტარით აღჭურვილ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებად გარდაქმნა. 
  • 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა ჰოსპიტალური ქსელი “მედალფა”. ქსელის ყველა კლინიკა და სამედიცინო ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.
  • 2014 წლიდან კომპანია “ავერსის” მფლობელობაში გადავიდა ყოფილი სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. განხორციელდა 15–მილიონიანი ინვესტიცია, მოხდა ცენტრის სრული რეაბილიტაცია და განახლდა მისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი მრავალპროფილური კლინიკა გახდა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელი ეწოდა.
  • 2014 წელს “ავერსის კლინიკამ” თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბირთვული მედიცინის ცენტრი გახსნა. ცენტრი სრულყოფილად მარაგდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებელი რადიაქტიური ნივთიერებებით, რითაც რეგიონში არსებული ამ ტიპის სხვა დაწესებულებებისგან გამოირჩევა.
  • 2016 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი დაწესებულება – მონოპროფილური სამშობიარო სახლი “ახალი სოცოცხლე” შეემატა, რომელსაც კ. ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი მართავს.

 

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია

“ავერსი” არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომელთა უმრავლესობა ეროვნული მნიშვნელობისაა.
კომპანია დაარსების დღიდან ზრუნავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებზე და განუწყვეტლივ ამარაგებს მათ საჭირო მედიკამენტებით.

2005 წლიდან მოქმედებს მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე 4000-მდე ოჯახმა მიიღო დახმარება.

2005 წლიდან მოყოლებული, კომპანია “ავერსი” მუდმივად ეხმარება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ “კათარზისს”.

2006 წელს განხორციელდა პროექტი “1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულთათვის”, რომლის ფარგლებშიც 1700-ზე მეტ ადამიანს დაუბრუნდა მხედველობა.

2007 წლიდან 2011 წლის ივლისამდე მოქმედებდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც პენსიონერებმა, პედაგოგებმა, ექიმებმა, ძალოვანი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა მედიკამენტებზე 10 897 347 ლარის შეღავათი მიიღეს.

2007-დან 2011 წლის ჩათვლით “ავერსი” მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ასაჩუქრებდა “ავერსი-რაციონალის” პირველადი მოხმარების მედიკამენტებით. 5 წლის განმავლობაში სულ 1 119 896 ლარი ღირებულების მედიკამენტი გაიცა.

2009-დან 2013 წლამდე “ავერსსა” და საქართველოს საპატრიარქოს შორის მოქმედებდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, მღვდელ-მონაზვნები და სასულიერო პირები უფასოდ იღებდნენ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს და სარგებლობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სერვისით.

2009 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, უფასოდ მიიღონ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები და ყოველგვარი სამედიცინო მომსახურება. მემორანდუმი დღემდე ძალაშია.

2010 წლიდან დღემდე “ავერსი” და “ავერსის კლინიკა” ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას უტარდება უფასო დიაგნოსტიკური მომსახურება და უფასოდ გადაეცემა პირველადი დახმარების მედიკამენტები. ასეთი აქციები უკვე გაიმართა ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, თიანეთში, ხაშურსა და ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ კოდაში, სადაც 2008 წელს სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასახლებულნი.

2011 წლიდან დღემდე “ავერსი” ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ბავშვთა საჩოგბურთო ტურნირს - “ავერსის თასს”.

2012 წლიდან კომპანია “ავერსის” თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ დონორთა საერთაშორისო კვირეულში და უფასოდ გასცემენ სისხლს.

2013 წელს საქართველოს პენსიონერთა რესპუბლიკურ კომიტეტთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” პენსიონერებს ყოველთვიურ დახმარებას უწევს.

2013 წლის ივლისში დაარსდა ფონდი “ავერსელები ავერსელებისთვის”, რომელიც ავერსელების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ემსახურება.

2016 წლიდან კომპანია “ავერსი”პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად. პროექტის ფარგლებში ვეტერანებს გადაეცემათ სასაჩუქრე ბარათები, რომლებითაც “ავერსის” სააფთიაქო ქსელში 140 ლარი ღირებულების პროდუქციის მიღება შეუძლიათ.

2016 წლიდან კომპანია “ავერსი” ფონდ “ნატვრის ხის” მხარდამჭერია.

2017 წელს საქართველო პირველად შეუერთდა საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას - “წითელი ცხვირის დღეს”, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადარჩენას ემსახურება. “ავერსმა” ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა მხარდაჭერა ამ კამპანიის მიმართ.

2017 წლის მაისში “ავერსი” აქტიურად ჩაება ბიზნესინფორმაციის სააგენტოსა და სტარტაპ “თრიფექსის” პროექტში, რომელიც 2008 წელს ბორჯომის ტყის განადგურებული მასივების აღდგენას ისახავს მიზნად. ბორჯომის ტყის აღსადგენად “ავერსმა” 500 ძირი ხე დარგო.

2017 წლის 26 ივლისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ავერსი-ფარმასა” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის, რომლის თანახმად, კომპანიის თანამშრომლები ხელფასიდან ყოველთვიურად განსაზღვრულ თანხას ჩარიცხავენ ფონდის ანგარიშზე.

“ავერსი” მუდმივად ეხმარება უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა საზოგადოებებს, დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო კონფერენციებში და თავადაც უწევს ორგანიზებას კონფერენციებსა და სემინარებს. დღეს “ავერსი” საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეაქვს და რეგულარულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

მოკლედ | ვრცლად


ჯილდოები

“ავერსი” როგორც ქველმოქმედი, წარმატებული და ცნობადი ბრენდი არაერთი მადლობის ფურცლის, სიგელისა და სერტიფიკატის მფლობელია.
2001 წელს “ავერსის” დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს პაატა კურტანიძეს დედაქალაქის წარჩინებული ბიზნესმენის და საქართველოს წარჩინებული ბიზნესმენის წოდება მიენიჭა.
2003-2008 წლებში, “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნესრეიტინგის მიხედვით, “ავერსმა” ზედიზედ დაიმსახურა წლის საუკეთესო კომპანიის წოდება როგორც ქველმოქმედმა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და საუკეთესო მენეჯმენტის განმახორციელებელმა კომპანიამ.
2004 წლის 27 იანვარს მადრიდში ასოციაცია BID-მა “ავერსი-ფარმას” ოქროს ვარსკვლავის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მიანიჭა.
2004 წლის 17 დეკემბერს ქართული ხარისხის ნიშანი მიენიჭა შპს “ავერსს”, შპს “ავერსი-ფარმას” და შპს “ავერსი გეოფარმს”.
2005 წელს “ავერსმა” მიიღო ალმანახ "სახე(ლ)ების" ჯილდო ნომინაციაში “მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია”.

2006-2007 წლებში შპს “ავერსი-ფარმამ” ორჯერ მიიღო ქართული ხარისხის ნიშნის სერტიფიკატი.
2006 წელს რაეო-ს კვლევაზე დაყრდნობით “ავერსის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე წლის ადამიანად აღიარეს.
2007 წლის 14 დეკემბერს ახალი ამბების სააგენტო GHN–ისა და საკონსულტაციო ჯგუფ GSG–ის კვლევის შედეგად “ავერსი-ფარმამ” გაიმარჯვა ნომინაციაში “წლის ბრენდი” და ჯილდო – “ოქროს პერგამენტი” გადაეცა.
2008 წელს სააგენტო GHN-ისა და საკონსულტაციო ჯგუფ GSG-ის მიერ წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ნომინაციაში “წლის საუკეთესო კომპანია” გამარჯვებული კვლავ “ავერსი-ფარმა” გახდა და მეორე “ოქროს პერგამენტი” მოიპოვა.
2007 წელს კომპანიის დამფუძნებელს ობოლ ბავშვთა დახმარების ფონდმა მადლობის სიგელი გადასცა. ამავე წელს პაატა კურტანიძემ ბავშვთა საკრებულოს მეოხის და საქართველოს რაგბის კავშირის მადლობის სიგელები მიიღო.
2008 წელს “ავერსმა” გაიმარჯვა GORBI-ს (საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის) მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ნომინაციით “ქველმოქმედება, უახლესი ტექნოლოგიები, ეფექტური მენეჯმენტი, სოციალური პასუხისმგებლობა”, და ბიზნესის ნაციონალური ჯილდო მოიპოვა.
2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია "ავერსს" გადასცა საპატიო დიპლომი პროექტში “გახდი ქველმოქმედი” აქტიური მონაწილეობისთვის.
2008 წლის 18 მაისს “ავერსმა” ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მადლობის სიგელი მიიღო.
2009 წლის 11 იანვარს მედიაჰოლდინგმა GBH-მ კომპანია “ავერსს” და მის დამფუძნებელს გადასცა სიგელი როგორც მედიაპროექტების მხარდამჭერ კომპანიას.
2006, 2007 და 2011 წლებში “ავერსმა” მიიღო “სოფლის მაშენებელის” საპატიო წოდება ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, სოციალური პროექტების განხორციელებისთვის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების მხარდაჭერისთვის.
2012 წლის იანვარში ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პაატა კურტანიძეს წლის საუკეთესო მეცენატისა და სპორტის ქომაგის სიგელი გადაეცა.
ამავე წელს 5th Clinical Hospital-მა “ავერსს" გადასცა სიგელი როგორც გამარჯვებულს ნომინაციაში “ყველაზე კომფორტული ფარმაცევტული კომპანია”.
2014 წელს “ჯორჯიან თაიმსმა” და “ GORBI-მ” წლის საუკეთესო ქართული კომპანიები, ბრენდები და ბიზნესმენები დაასახელეს. “ავერსი” ბიზნესრეიტინგში, ტრადიციულად, ერთ-ერთ პირველ ადგილზე აღმოჩნდა და გაიმარჯვა ნომინაციაში “ქველმოქმედება, უახლესი ტექნოლოგიები, ეფექტური მენეჯმენტი, სოციალური პასუხისმგებლობა”.
2014 წელს ჟურნალმა “თბილისელებმა” “ოქროს კატალოგში” მოხვედრილი კომპანიები და ბიზნესმენები დააჯილდოვა. წლის ქველმოქმედად “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე დაასახელეს.
2015 წლის 2 თებერვალს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დაარსების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბალოვმა პაატა კურტანიძეს ოფიციალურ ვითარებაში გადასცა სპეციალური სიგელი და მედალი სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
2016 წლის დეკემბერში “ავერსმა” საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისგან მადლობის სიგელი მიიღო 31-ე ოლიმპიურ თამაშებში ქართველ სპორტსმენთა წარმატებით გამოსვლისთვის გაწეული დახმარებისთვის.
ამავე წელს საერთაშორისო ორგანიზაცია “მწვანე ჯვარმა” სპეციალური დიპლომი გადასცა “ავერსი-ფარმას” როგორც საუკეთესო სააფთიაქო ქსელს.
2016 წლის 12 დეკემბერს “ავერსმა” სპეციალური ჯილდო მიიღო IFC-ისგან (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) საქართველოში ჯანდაცვის სერვისების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის.
2017 წლის 14 ივნისს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა “ავერსი” ადგილობრივი სასაქონლო ნიშნის მფლობელის დიპლომით დააჯილდოვა.
2017 წლის 26 აპრილს ორგანიზაციამ “ბორჯომი - ბუნების გულშემატკივარი” “ავერსს” სერტიფიკატი გადასცა დედამიწის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის.
ამავე წელს “ავერსს“ გადაეცა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია GDBA-ს სპეციალური სერტიფიკატი.
2017 წელსვე “ავერსმა” მიიღო საქართველოს ბანკის მადლობის სიგელი ფონდ “სიცოცხლის ხის” თანადგომისთვის.
ამავე წელს “დინამო თბილისის” პრეზიდენტმა “ავერსის” დამფუძნებელს მადლობის სერტიფიკატი გადასცა გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.

მოკლედ | ვრცლად

ავერსი-რაციონალი უმაღლესი სტანდარტის გარანტია
ფარმაცევტული წარმოების, “ავერსი-რაციონალის” მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მთლიანად ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელდა.
“ავერსი-რაციონალი” მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას...
2005 წლის მაისში“ავერსი-რაციონალმა” მოსახლეობას პირველი მედიკამენტი შესთავაზა. ამჟამად ”ავერსი-რაციონალი” დაახლოებით 144 დასახელება მედიკამენტის 244-მდე პოზიციას აწარმოებს. 2006 წლიდან ექსპორტი ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.

ხარისხის სერტიფიკატები
“ავერსი-რაციონალის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კომპანიაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებია - ISO 9001 (Quality management systems- Requirements და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union). დანერგვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ხარისხის მართვის აღნიშნული სისტემის შექმნა და დანერგვა გერმანულ ჰოლდინგთან ერთად - ,,TŰV SŰD” წარმოებდა.
2006 წლის დეკემბერში “ავერსი-რაციონალმა” მიიღო "ISO 9001" სერთიფიკატი, 2008 წლის ნოემბერში ორწლიანი აქტიური მუშაობის და შესაბამისი აუდიტების წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მოიპოვა GMP EU-ს შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც, რომელიც მიუთითებს, რომ ავერსის წარმოება სრულად შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებს წამლის წარმოებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით.
ISO და GMP-ის შესაბამისობის დამადასტურებელი საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტები მუდმივი პროცესია და განსაზღვრული პერიოდულობით ტარდება, რასაც ”ავერსი-რაციონალი” დღემდე წარმატებით გადის.

წარმოება

წარმოებას დაახლოებით 1800 კვადრატული მეტრი უკავია, იგი მოიცავს სუფთა და კონტროლირებად არეებს, რომელთა სისუფთავის კლასი მკაცრად არის განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. უდიდესი ყურადღება მიექცა თავად შენობის კონსტრუქციას, მასალების ტიპს, საინჟინრო სისტემების შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს წარმოებაში მიმდინარე პროცესების იდეალურ სიზუსტესა და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარმოებაში შემავალი ატმოსფერული ჰაერის რამოდენიმე ეტაპიან ფილტრაციას, რაც წარმოებული პროდუქციის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
საწარმოში დამონტაჟებულია გერმანული წარმოების ავტომატური სავენტილაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ჰაერი საწარმოო ზონაში შეღწევამდე პირველად იწმინდება, შემდეგ მეორად ფილტრში იფილტრება, საბოლოოდ კი საწარმოო ზონებში დამონტაჟებულ აბსოლუტურ ფილტრს გაივლის. იფილტრება საწარმოდან გამოსული ჰაერიც, რაც ატმოსფეროს დაბინძურებისგან იცავს.
აღჭურვილობა
,,ავერსი-რაციონალი” აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, აშშ, ინგლისი და იტალია. ფუნქციონირებს როგორც ნახევრად ავტომატური, ასევე ავტომატური საწარმოო ხაზები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შესაძლო ხარვეზებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს არსებული პროცესებისა და აქ დამზადებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. აღნიშნული დანადგარები და ხელსაწყოები გადის როგორც პირველად, ასევე პერიოდულ ვალიდაციას, რაც დოკუმენტურად ადასტურებს მათ გამართულ ფუნქციონირებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ შენობა-ნაგებობს და დანადგარებს, არამედ აქ არსებულ გარემო პირობებს, მასალების სწორ მოძრაობას და პერსონალის სათანადო კვალიფიკაციას, სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვას, რაც ასევე მნიშვნელოვანი პირობაა ფარმაცევტულ წარმოებაში.
ლაბორატორია
საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა წარმოების გაფართოვებაც. აუცილებელი გახდა ახალი ლაბორატორიის მშენებლობაც, რომელიც გაზრდილი მოთხოვნების და ფუნქციების სრულად დაკმაყოფილებას შეძლებდა.
“ავერსი-რაციონალში” ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია 2012 წლიდან ფუნქციონირებს. მას საწარმოს ტერიტორიაზე 750 კვადრატული მეტრი უკავია და აქ ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება.
“ავერსი-რაციონალის” ლაბორატორია პასუხობს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ საწარმოს მოეთხოვება. აქ ტარდება ყველა ანალიზი, რომელიც ამ დონის საწარმოსთვის გახლავთ აუცილებელი.
ნედლეულს “ავერსი-რაციონალი” მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული ბრენდებისგან იძენს. ამასთან კომპანიაში დანერგილია მომწოდებელთა შერჩევის და მონიტორინგის მრავალეტაპიანი, საკმაოდ მკაცრი სისტემა, მიღებული ნედლეულის ხარისხს კი ლაბორატორია კიდევ ერთხელ ამოწმებს.
ახალი ლაბორატორიაც აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. დამონტაჟებული აპარატურის ღირებულება ასი ათასობით ლარია.
ლაბორატორიაში მხოლოდ უახლესი აპარატურაა:
‒ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფები (AG Technologies, aSS),
‒ გაზური ქრომატოგრაფი (AG Technologies, aSS);
‒ ინფრაწითელი სპექტრომეტრი (AG Technologies, aSS);
‒ ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრი (Shimadzu, იაპონია).
‒ ტიტრატორები (Scott instruments, გერმანია, Crison Instrument S.A, ესპანეთი,)
‒ ხსნარებში მექანიკური ჩანართების მთვლელი (Particle measure systems, aSS)
‒ სხვდასხვა სახის სასწორები, ტესტერები და სხვა მრავალი საანალიზო მოწყობილობა, რომელიც ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად გამოიყენება.
ისევე როგორც წარმოებაში, ლაბორატორიაშიც ყველა ხელსაწყო ვალიდირებულია, პერსონალს გავლილი აქვს სათანადო სწავლება, რაც ჩატარებული ანალიზების სანდოობას ადასტურებს.
პროდუქციის რეალიზაციამდე, მისი ხარისხი მოწმდება ყველა ეტაპზე. საჭიროების მიხედვით კი იგი დამატებით იგზავნება ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორიაშიც. ასევე წარმოებს ყველა პროდუქტის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა, ტარდება წყლის, ჰაერის და პერსონალის მიკრობიოლოგიური მონიტორინგიც. რეალიზაციის შემდეგ, დადგენილი წესის მიხედვით მიმდინარეობს პრეპარატების სტაბილუობის კვლევა ვარგისობის ვადის განმავლობაში.
,,ავერსი-რაციონალის” ლაბორატორია 2014 წლის იანვრიდან აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მიხედვით სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის” მიერ. გარდა ამისა, ლაბორატორია წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის ლაბორატორიათაშორის პროფესიულ ტესტირებებში, როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე ევროპის მასშტაბით.
კადრები
“ავერსი-რაციონალი” მთლიანად მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც უმაღლესი ფარმაცევტული, სამედიცინო, ქიმიური განათლება აქვთ. 8 მეცნიერებათა დოქტორი შესაბამის სფეროებში მოღვაწეობს. კომპანიაში დანერგილია პერსონალის შერჩევის კომპლექსური, მრავალეტაპიანი სისტემა, ხოლო ახალი და უკვე არსებული კადრებისთვის ფუნქციონირებს სწავლების კომპლექსური სისტემა, რომელიც მოცავს როგორც შიდა, ასევე გარე სწავლებებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე კორპორატიულ სწავლებებს – როდესაც უცხოელ ექსპერტებს კომპანია იწვევს უშუალოდ წარმოებაში, რათა მათი გამოცდილება და ცოდნა უფრო მეტი თანამშრომლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ინოვაციები
,,ავერსი-რაციონალი” გამოირჩევა ინოვაციებითაც: საწარმოში სულ ახლახანს დაინერგა უნიკალური, ერთიანი კომპიუტერიზებული ფარმაცევტული სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს კომპანიის ყველა პროცესის ოპერატიულ და ეფექტურ პროგრამულ მართვას. მსგავსი ელექტრონული სისტემების ქონა, მისი მასშტაბების, სირთულისა და მაღალი ფინანსური ღირებულების გამო ჯერ კიდევ მიუწვდომელია არათუ პოსტ საბჭოთა და ამიერკავკასიის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის ევროპის წამყვანი კომპანიებისთვისაც კი.
საწარმო მომხმარებლის ინტერესებს იცავს
,,ავერსი-რაციონალი” მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, ამ მიზნით როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ქვეყნებში კომპანია სისტემატიურად ატარებს მომხმარებელთა გამოკითხვას, რომლის შედეგებსაც კომპანიის მენეჯმენტი ითვალისწინებს სამომავლო სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავებისას, რათა მომხმარებელთა კმაყოფილების დონე ყველა მიმართულებით შეძლებისდაგვარად მაღალი იყოს. სწორად ასეთი მიდგომა განაპირობებს, რომ “ავერსი-რაციონალის” მიერ წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საზღვარგარეთის ბაზარზეც, რაც მისი მაღალი ხარისხისა და სადნოობის დამსახურება გახლავთ.
“ავერსი-რაციონალი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

მოკლედ | ვრცლად

"ავერსის კლინიკა"

“ავერსის კლინიკა” 2007 წლიდან ემსახურება პაციენტებს. მას ყოველდღე საშუალოდ 1000–მდე პაციენტი მიმართავს.
“ავერსის კლინიკა” სერტიფიცირებულია ISO 9001 ხარისხის ნიშნით. სტანდარტის თანახმად, მან სამ წელიწადში ერთხელ რესერტიფიცირება უნდა გაიაროს, რაც ხარისხის მუდმივი ამაღლების გარანტია.
“ავერსის კლინიკის” ლაბორატორიამ საქართველოში პირველმა გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტით ISO 15189.
ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მხოლოდ პრესტიჟის საკითხი არ არის – ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ქართულ სამედიცინო რეალობაში, საწინდარია იმისა, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღებს ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.
“ავერსის კლინიკის” მიზნებია:
• მოსახლეობისთვის ეფექტური, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
• კლინიკის პერსონალის მომზადება-გადამზადებისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების თანამედროვე სისტემის შექმნა;
• მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა;
“ავერსის კლინიკის” უპირატესობებია:
• ადვილად მისასვლელი მდებარეობა ქალაქის ცენტრში;
• ფართო, უფასო ავტოსადგომი კლინიკის ეზოში;
• პაციენტებზე მორგებული სამუშაო საათები (ყოველდღე - 9.00-21.00, შაბათ-კვირას - 10.00-19.00);
• ყველა ტიპის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები და პასუხების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შესაძლებლობა;
• მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურა;
• მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი;
• სასიამოვნო გარემო;
• პაციენტთა ისტორიების ელექტრონული არქივაცია.
“ავერსის” კიდევ ერთი წარმატებული პროექტია გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია. ცენტრი 2016 წლის ნოემბერში გაიხსნა “ავერსის კლინიკის” ცენტრალურ ფილიალში. მის შემადგენლობაშია ინტენსიური თერაპიის განყოფილება, რეანიმაცია, პოსტოპერაციული პალატები და ჰიბრიდული საოპერაციო. ცენტრი საყოველთაო პროგრამითა და კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტებს ემსახურება.
“ავერსის კლინიკამ” შეიძინა “ფილიპსის” ფირმის უახლესი, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რამაც შესაძლებელი გახადა მთელი სხეულის კვლევა და ორგანოთა სიმსივნური დაზიანების სკრინინგი.
2017 წლის მაისში “ავერსის კლინიკის” მარნეულის ფილიალს მრავალპროფილური 100-საწოლიანი სამედიცინო ცენტრი შეემატა, რომელიც ხუთ სართულზეა განლაგებული და სამედიცინო სერვისების სრულ სპექტრს გთავაზობთ. ცენტრში ფუნქციონირებს: ER - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი; რეანიმაცია; მოზრდილთა და ბავშვთა სტაციონარი; სამეანო-გინეკოლოგიური, ქირურგიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტები.
2017 წლის 27 ივნისს თელავში გაიხსნა “ავერსის“ კლინიკათა ქსელის ფილიალი, რომელიც კახეთის რეგიონის მოსახლეობას დიაგნოსტიკურ მომსახურებას გაუწევს. ცენტრი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ბოლო თაობის აპარატურით აღიჭურვა, მათ შორის – “ჰიტაჩის” მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის უახლესი მოდელით, რომელიც პირველია ამიერკავკასიის რეგიონში, და მსოფლიო ლიდერის, “ფილიპსის“, კომპიუტერული ტომოგრაფით. პაციენტებს ასევე მოემსახურება “ჯენერალ ელექტრიკის” ულტრასონოგრაფიის აპარატის ერთ-ერთი ბოლო მოდელი. ამავე ხარისხის აპარატურითაა აღჭურვილი ლაბორატორიაც, სადაც შესაძლებელია ფაქტობრივად ყოველგვარი ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება, რომელიც კი საქართველოშია დანერგილი.



აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

2017 წლის 6 ივნისს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა, რომელიც 1979 წლიდან დამკვიდრებულ ტრადიციებს განაგრძობს და კვალიფიციურ, გამოცდილ გუნდთან ერთად უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.

კლინიკა აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურით, მათ შორის - “ფილიპსის” უახლესი მოდელის კომპიუტერული ტომოგრაფით, “შიმაძუს” ციფრული რენტგენით, “ჯენერალ ელექტრიკის” ექოსკოპიის აპარატით, მთლიანად განახლდა პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური, რეანიმაციული განყოფილებები, დაემატა ორი საოპერაციო ოთახი და სასწრაფო დახმარების სამსახური. კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის ყველა პროგრამაში.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ფუნქციონირებს:

  • ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;
  • მოზრდილთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;
  • პედიატრიული დეპარტამენტი;
  • თერაპიული დეპარტამენტი;
  • ქირურგიული დეპარტამენტი;
  • გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
  • ბავშვთა რეანიმაცია;
  • მოზრდილთა რეანიმაცია;
  • კლინიკური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია;
  • რადიოლოგიური დეპარტამენტი.

კლინიკაში დასაქმებულია 325 ადამიანი.

 

“ალფა” - თქვენი სიმშვიდის გარანტი

სადაზღვევო კომპანია “ალფა” 2009 წლის 2 ივნისს დაარსდა. მისი დამფუძნებელია “ავერსი-ფარმა”, რაც ძლიერი ფინანსური საყრდენია ინოვაციური პროექტებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების განსახორციელებლად.

არსებობის რვა წლის განმავლობაში “ალფამ” შექმნა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა ძლიერი გუნდი. კომპანია განუწყვეტლივ ადევნებს თვალყურს სადაზღვევო ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს. თუ განვითარების პირველ პერიოდში მისი მთავარი პრიორიტეტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელწიფო პროექტები იყო, დღეს მისი სადაზღვევო პროდუქტების ჩამონათვალი საგრძნობლად გაფართოვდა. “ალფა” მომხმარებელს სთავაზობს ჯანმრთელობის, ავტომობილების, სამოგზაურო, ტვირთების, ქონების, სტომატოლოგიური, სიცოცხლის, პასუხისმგებლობის და უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

სადაზღვევო პროდუქტების საიმედოობის გარანტები არიან ძლიერი გადამზღვევი კომპანიები: SCOR, MUNICH და საერთაშორისო ოპერატორი “ევროპა ასისტანსი”.

“ალფა” მუდმივად ქმნის ინდივიდუალურ სადაზღვევო პროდუქტებს ყოველი კლიენტისათვის, აფართოებს საქმიან კონტრაქტებს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო და გადამზღვევ კომპანიებსა და ბროკერებთან.

უახლოეს მომავალში “ალფა” გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის შემუშავებას, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებს და კონკურენციას გაუწევს ბაზარზე არსებულ პროდუქტებს.

დღეს “ალფაში” 200 000-მდე ადამიანია დაზღვეული. კომპანიას მომსახურების ოფისები აქვს ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, თბილისში...

“ალფა“ ემსახურება ისეთ დიდ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან: კომპანია “ავერსი”, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პროკურატურა, აღსრულების ეროვნული ბიურო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეროვნული ბიბლიოთეკა, მანდატურის სამსახური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო და მრავალი სხვა.

“ალფას” განვითარება ყოველთვის მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით იგეგმება, რაც მისი წარმატების საფუძველია.

მოკლედ | ვრცლად



ჰოსპიტალური ქსელი მედალფა

ჰოსპიტალური ქსელი “მედალფა” 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა. ქსელის ყველა კლინიკა და სამედიცინო ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

ამჟამად “მედალფა” აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას. ესენია: ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურის კლინიკა და თბილისის კლინიკა. რეკონსტრუქციის პროცესშია და უახლოეს მომავალში გაიხსნება ბონის სამედიცინო ცენტრი ბათუმში.

ჩოხატაურში “მედალფას” კლინიკა 2013 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. მიმართვიანობა აქ დღიდან დღემდე იმატებდა, ამიტომ კლინიკის გაფართოების საკითხი მალე დადგა დღის წესრიგში. განახლებული კლინიკის პრეზენტაცია 2017 წლის 10 თებერვალს გაიმართა. შეიცვალა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, გაფართოვდა სერვისების ჩამონათვალი, გაიხსნა სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება, რომელიც რეგიონში მანამდე არ ყოფილა, სტაციონარული და პედიატრიული განყოფილებები თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. სტაციონარი 20 საწოლზეა გათვლილი.

“მედალფას” მიზანია პაციენტებისთვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით სამედიცინო ცენტრებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

“მედალფას” ყველა დაწესებულება მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მოსახლეობას შეუძლია, უფასოდ მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები.

 

 

კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან 

კ. ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტიკა უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ცენტრის ექიმები კვირაში 7 დღე, დღე–ღამეში 24 საათი ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

კ. ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სრულ სპექტრს საუკეთესო პირობებით. მისი უპირატესობებია:

  • უახლესი სამედიცინო აპარატურა;
  • უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი;
  • ინოვაციური მენეჯმენტი;
  • კომფორტული გარემო;
  • მუშაობის 24-საათიანი რეჟიმი.

კ. ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია ქირურგიის შემდეგი მიმართულებები:

  • ზოგადი ქირურგია;
  • სისხლძარღვთა ქირურგია;
  • რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია;
  • ნეიროქირურგია;
  • გულმკერდის ქირურგია;
  • უროლოგია;
  • გინეკოლოგია;
  • ორთოპედია-ტრავმატოლოგია;
  • ენდოკრინული ქირურგია;
  • ოტორინოლარინგოლოგია;
  • ყბა-სახის ქირურგია;
  • ოფთალმოლოგია;
  • ონკოქირურგია;
  • ჩირქოვანი ქირურგია;
  • პროქტოლოგია.
მოკლედ | ვრცლად
ზემოთ