გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

20.11.2017
"ავერსმა" ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ფარმაცევტები გამოავლინა...

მტრედი ბარათის გათამაშება

 რა არის ავერსის მტრედი ბარათი?

ავერსის მტრედი ბარათი არის ავერსის ერთგული მომხმარებლისთვის შექმნილი ბარათი
მტრედი ბარათი. 

 როგორ გავხდეთ ავერსის მტრედი ბარათის მფლობელი?
ავერსის აფთიაქში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა და გახდეთ მტრედი ბარათის მფლობელი.

 როგორ მუშაობს ავერსის მტრედი ბარათი?
ავერსის აფთიაქებში პროდუქციის შეძენისას ყოველთვის თან უნდა იქონიოთ მტრედი ბარათი, რათა ანგარიშზე დაგიგროვდეთ შესაბამისი ღირებულების მტრედები. მედიკამენტის, კოსმეტიკის და მოვლის საშუალებების შეძენა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათებით (Visa card, Master card და ა.შ.).
ავერსის მტრედი ბარათი არ არის გადახდის საშუალება, მასზე თანხა არ ირიცხება.
ბარათზე დაგროვილი მტრედების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ავერსის ნებისმიერ აფთიაქში ან ავერსის ვებ-გვერდზე შეამოწმეთ მტრედი ბარათი    

 რას ნიშნავს მტრედების დაგროვებით მიღებული ფასდაკლება?
მტრედები შეგიძლიათ დააგროვოთ  უკვე ფასდაკლებულ მედიკამენტებზე და მიიღოთ დაგროვებული მტრედების შესაბამისი ღირებულების ნებისმიერი პროდუქტი აფთიაქის სრული ასორტიმენტიდან. დაგროვებითი ფასდაკლების სახით სასურველი პროდუქტის შერჩევა და მიღება შეუძლია მხოლოდ მტრედი ბარათის მფლობელს, რომელმაც თან უნდა იქონიოს ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

♥ შეიძლება თუ არა ბარათი ვათხოვოთ სხვას?
თქვენი ბარათი შეგიძლიათ ათხოვოთ თქვენი ოჯახის წევრს ან მეგობარს, რათა უფრო სწრაფად დააგროვოთ სასურველი მტრედების რაოდენობა.

 დაგროვებითი ფასდაკლების სახით შეგიძლიათ მიიღოთ:  
ნებისმიერი პროდუქტი აფთიაქის სრული ასორტიმენტიდან.


“მტრედი ბარათი” წარმოადგენს “ავერსი”-ს საკუთრებას და მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ კომპანიას. ასევე, ჩვენს კომპანიაში მიმდინარე მარკეტინგული აქციების შესახებ შეტყობინების მიღების სურვილის არარსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ “ავერსი”-ს ცხელ ხაზს: 2900-800. მტრედი ბარათის პოვნის შემთხვევაში ბარათი დაუბრუნეთ ავერსს. 
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

 

ზემოთ