ცერეკი – ლამაზი კბილების საიდუმლო

გააზიარე:

ვუყურებთ ცნობილი ადამიანების ულამაზეს, ჩაწიკწიკებულ კბილებს და გვიკვირს: რა არის მათი ღიმილის საიდუმლო? როგორ ახერხებენ, რომ მათი ღიმილი ყველას ატყვევებს?! საიდუმლო ამოხსნილია! მეტიც – ლამაზი ღიმილი უკვე ჩვენთვისაც ხელმისაწვდომია. როგორ? “ავერსის კლინიკაში” კბილების მკურნალობის უახლესი ტექნოლოგია – ცერეკი დაინერგა. კბილებს აქ უახლესი გერმანული რობოტექნიკისა და კომპიუტერების გამოყენებით მკურნალობენ – რა გასაკვირია, რომ კომპიუტერების ეპოქაში ლამაზი ღიმილიც კომპიუტერული პროდუქტი იყოს.
აღნიშნული სერვისის შესახებ “ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გოგი ყიფიანი გვესაუბრება. 
– ბატონო გოგი, რა არის ცერეკი, როგორ ხდება ამ მეთოდით კბილების მკურნალობა?
– ცერეკი ახალი სიტყვაა ევროპულ სტომატოლოგიაში. იგი გულისხმობს კბილის აღდგენა-რესტავრაციას ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების, აპარატებისა და მასალების გამოყენებით. დღეისათვის 50-ზე მეტ ქვეყანაში 25 000-ზე მეტი კლინიკა იყენებს ცერეკის სისტემას. დაახლოებით 6 თვეა, რაც ამ უზარმაზარ ქსელში “ავერსის კლინიკაც” ჩაერთო. კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ცერეკი რესტავრაციის ყველაზე სანდო და მისაღები მეთოდია სტომატოლოგიაში, ვინაიდან ამ გზით კბილების რესტავრაციისას ადამიანური ფაქტორის როლი მინიმალურია. ძირითად სამუშაოს აპარატი ასრულებს. სპეციალურ პროგრამას შეცდომის ალბათობა ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია “ავერსის კლინიკაში”. ჩვენი სტომატოლოგიური კაბინეტი აღიჭურვა ძვირად ღირებული თანამედროვე ტექნიკით და, როგორც უკვე გითხარით, ჩვენც ჩავერთეთ ცერეკის საერთაშორისო სისტემაში, რაც საშუალებას გვაძლევს, 20 000 გერმანელი ექიმის ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ, მათ მიერ შემოთავაზებული ნოვაციები ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობაში დავნერგოთ.
 – როგორ მუშაობს ცერეკი, როგორ ხდება კბილის რეკონსტრუქცია?
– ცერეკის აპარატურულ კომპლექსში შედის ორალური სკანერი “ბლუკამი”, რომლის მეშვეობით სტომატოლოგიურ სავარძელშივე ხდება პაციენტის კბილების ფოტოსკანირება. ეს ფოტოაპარატის პრინციპით მომუშავე ხელსაწყოა, რომელიც უდიდესი სიზუსტით ასკანერებს პაციენტის პირის ღრუს. სკანირების შედეგად მიღებული მონაცემები გადადის კომპიუტერში, რის შედეგადაც ექიმი სტომატოლოგი იღებს კბილების ზედმიწევნით ზუსტ სამგანზომილებიან გამოსახულებას. მიღებული ციფრული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალური კომპიუტერული პროგრამით მუშავდება მონაცემები, იწყობა მომავალი რესტავრაციის ვირტუალური სახე. პროგრამა უმცირეს დეტალებსაც ითვალისწინებს, რისი წყალობითაც დამზადებული კბილი იდეალურად ერგება პირის ღრუს. მომდევნო ეტაპზე, ისევ კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, დამუშავებული ციფრული ინფორმაცია სპეციალურ პრეციზიულ ჩარხს გადაეცემა, რომელიც რამდენიმე წუთში 25 მიკრომეტრის სიზუსტით გამოჩარხავს ხელოვნურ გვირგ
ვინს, ჩანართს თუ ვინირს. ჩარხი იძლევა საშუალებას, სხვადასხვა მასალისგან უმოკლეს ხანში დამზადდეს კბილის აღსადგენად საჭირო სტრუქტურები. მაგალითად, პრემოლარის კერამიკული გვირგვინის დასამზადებლად ჩარხს 12 წუთი სჭირდება. მას შემდეგ, რაც ხელოვნური კბილი კრისტალიზაციას გაივლის, იგი იღებს ზედმიწევნით ბუნებრივ ფერს. ნამდვილი კბილისგან მისი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
– რა უპირატესობა აქვს ცერეკს კბილის რესტავრაციის აქამდე არსებულ მეთოდებთან შედარებით?
– პირველი და უმთავრესია სისწრაფე. მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში დრო ძვირად ფასობს. თუ აქამდე ერთი კბილის რესტავრაცია რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც კი გრძელდებოდა, ამ უახლესი ტექნოლოგიის წყალობით პაციენტებს ძალიან მალე, უმეტესად – იმავე დღეს, ახალი კბილით ვუშვებთ სახლში. კერამიკული გვირგვინის დამზადებას ცერეკის ტექნოლოგიის გარეშე წინათ ორი ადამიანის – ექიმისა და კბილის ტექნიკოსის – შრომა სჭირდებოდა. ეს იყო ძალზე შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ხშირად 2-3 კვირას გასტანდა ხოლმე. დღეს ამ მოწყობილობის წყალობით რამდენიმე წუთში შეგვიძლია გვირგვინისა თუ სხვა სტრუქტურების დამზადდება. პაციენტი სულ რამდენიმე საათში ირგებს ახალ კბილს. შედარებით მეტ ხანს მოითხოვს კბილების საყრდენ კონსტრუქციასთან ერთად დამზადება.
მნიშვნელოვანია ხარისხიც. ცერეკის სისტემაში კბილისა თუ სხვა სტრუქტურების დასამზადებლად ძირითადად ფაიფურისა და ცირკონის ბლოკებს ვიყენებთ. ეს უმაღლესი ხარისხის, საიმედო და უსაფრთხო ევროპული ნაწარმია. კერამიკულ კონტრუქციას უპირატესობათა მთელი წყება აქვს: ის ზედმიწევნით ბიოთავსებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესოდ ერწყმის პირის ღრუს გარემოს, არ აღიზიანებს მას; მის ზედაპირზე ვერ მრავლდება მიკროორგანიზმები; რესტავრაცია სრულდება უდიდესი –25 მიკრომეტრის  სიზუსტით, რაც ხელით მუშაობისას პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველვე ეს უზრუნველყოფს კონსტრუქციის იდეალურ შერწყმას პირის ღრუსთან და ყოველგვარ დისკომფორტს გამორიცხავს.
ორთოპედიული კონსტრუქციები: ხიდები, ერთეული გვირგვინები, – მზადდება ადამიანის ორგანიზმისთვის ტოქსიკური და მავნე მეტალის გარეშე, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ალერგიული რეაქციების ალბათობა.

მაქსიმალურად ვზოგავთ და ვინარჩუნებთ კბილის ქსოვილს. კონსტრუქციის დამზადება შესაძლებელია ცოცხალ კბილზეც, დეპულპაციის გარეშე. ეს ტექნოლოგია განიხილება როგორც ატრავმული, მცირეინვაზიური. თუ ლითონ-კერამიკის კონსტრუქციების გამოყენების დროს კბილი 2 მმ-ზე მუშავდებოდა, აქ მცირედი დამუშავებაც საკმარისია. ეს ცერეკის სისტემის ერთ-ერთი უდიდესი ღირსებაა სხვა უპირატესობებთან ერთად.
კიდევ ერთი უპირატესობა გამძლეობაა. მზა კონსტრუქცია სტაბილური ფერითა და სიმტკიცით გამოირჩევა. აშშ-სა და გერმანიაში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ცერეკის მეთოდით რესტავრირებული კბილი ასიდან 92-97 შემთხვევაში ათი წლის შემდეგაც უნაკლოდ გამოიყურება.
ცერეკის სისტემით რესტავრაცია ფინანსურადაც ხელსაყრელია. წარმოიდგინეთ, ორი ადამიანის მაგივრად კერამიკულ გვირგვინს ერთი აპარატი ამზადებს, თანაც რამდენიმე წუთში. ცხადია, ეს მის თვითღირებულება ამცირებს. 
– გარდა კბილის რესტავრაციისა, რას გვთავაზობს ცერეკი?
– ცერეკის ტექნოლოგიას გამოყენების ძალზე ფართო დიაპაზონი აქვს. მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ გვირგვინების, ნახევარგვირგვინებისა თუ ვინირების, არამედ ცალკეული კერამიკული ჩანართების დამზადებაც, რომლებიც საბჟენ მასალად გამოიყენება. ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია კომპოზიტებისგან დამზადებულ ბჟენებს, თუმცა ისიც იციან, რომ რაც უნდა ხარისხიანი იყოს ბჟენი, ის იშვიათად ძლებს ხუთ წელიწადზე მეტხანს. აქამდე გამოყენებულ ბჟენებს პოლიმერული კუმშვადობა ახასიათებდა. ნებისმიე
რი ბჟენის მიკროსკოპში გადიდებისას დავინახავთ, რომ მას ფორები აქვს, რომლებშიც დროთა განმავლობაში პიგმენტები აღწევს, ამიტომ ბჟენი იცვლის ფერს და არ არის სტაბილური. ფაიფურის გამოწვა კი, მოგეხსენებათ, 900 გრადუსზე ხდება, ის ძალზე სტაბილურია, დღეს სტომატოლოგიაში საუკეთესო მასალად მიიჩნევა და ესთეტიკურადაც სავსებით მისაღებია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვეულებრივი ბჟენის გამოცვლა ხუთ წელიწადში ერთხელ გვიხდება, ხოლო ფაიფურისგან დამზადებული ჩანართმა შესაძლოა მთელი ცხოვრება გაძლოს, საბოლოო ჯამში ეს ფინანსურადაც ხელსაყრელი გამოდის. არ არის გამორიცხული, ცერეკმა რამდენიმე წელიწადში სავსებით ჩაანაცვლოს დაბჟენის ტრადიციული ტექნოლოგიები.
გარდა ამისა, ცერეკის სისტემა საუკეთესოა იმპლანტაციის შემდგომ კბილების აღსადგენად. ჩვენ გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატი და შეგვიძლია პროგრამული კავშირის განხორციელება ამ ორ მოწყობილობას შორის, რის შედეგადაც მომხმარებელს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ. ამ გზით დამზადებული იმპლანტიც და ხელოვნური გვირგვინიც საგრძნობლად განსხვავდება ხელით შექმნილი პროდუქტისგან. ცერეკის სისტემით შესაძლებელია ისეთი კონსტრუქციის შექმნა, რომელიც გამძლეობით აქამდე არსებულ ყველაზე მყარ მასალას – ლითონ-კერამიკას უტოლდება და აღემატება კიდეც. ამიტომ არის, რომ ცერეკის ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ ევროპაში ლითონკერამიკული სამუშოები საგრძნობლად გაიშვიათდა. მსოფლიოში უკვე 20 მილიონზე მეტი რესტავრაციაა შესრულებული ცერეკის ტექნოლოგიით, მათ შორის – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.
– ქართველმა მომხმარებელმა როგორ მიიღო ცერეკი და რამდენად ხელმისაწვდომია მომსახურების ფასი?
– ჩვენ აპრილიდან მოყოლებული ვიყენებთ ცერეკის ტექნოლოგიას. ამ ექვსი თვის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება დავაგროვეთ და საკმაოდ გავიწაფეთ. “ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიური სამსახური ცდილობს აითვისოს ევროპული სტანდარტი და ამ გზაზე ცერეკი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი არ არის – ჩვენ კიდევ მრავალ სიახლეს ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს. პაციენტებიც კმაყოფილები არიან – ვიზუალური ეფექტი თვალში საცემია, დროთა განმავლობაში კი უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ ფაიფური ძალიან გამძლე მასალაა. 
რაც შეეხება ფასებს, ჩვენი რეალობისთვის ის სავსებით მისაღებია. თქვენ იცით, რომ დღეს სტომატოლოგია ევროპაში ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ესთეტიკური სტომატოლოგია – მით უმეტეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, მომსახურების ღირებულება ხელმისაწვდომი ყოფილიყო და, ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც. იგივე სამუშაოები ევროპაში გაცილებით ძვირია.
“ავერსის” მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ ნოვაციური პროდუქტით, ამიტომ მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე დავნერგეთ: ავამოქმედეთ განვადების სისტემა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ძალზე დაბალპროცენტიანი განვადებით მიიღოს სტომატოლოგიური მომსახურება.
– მოდი, შევაჯამოთ: რატომ უნდა ავირჩიოთ ცერეკი?
– პასუხი მარტივია – როდესაც ვირჩევთ ცერეკს, ჩვენ
* ვზოგავთ დროს,
* ვზოგავთ თანხას,
* ვიღებთ უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და ლამაზ პროდუქტს.

თამარ არქანია 

გააზიარე: