გენტამიცინი 80მგ/2მლ #10ა(ჰემფ

გენტამიცინი 80მგ/2მლ #10ა(ჰემფ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამინოგლიკოზიდების ჯგუფი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გენტამიცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 8781
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გენტამიცინი
Gentamicin


სინონიმები:
გარამიცინი, გენტამიცინი კ, გენტამიცინი სულფატი

პრეპარატის შემადგენლობა:
2 მლ. ხსნარი შეიცავს:
80 მგ. გენტამიცინი (სულფატის ფორმით).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ა) ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან.

ბ) ფარმაკოლოგიური ეფექტები:
მოქმედებს ბაქტერიციდულად და აქტიურია გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების – Escherchia coli, Shigella spp Salmonela spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Serratia spp., Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp. და გრამდადებითი აერობული ბაქტერიების – Staph. spp.-სა და Strep. spp–ს ზოგიერთი შტამების მიმართ.

გ) ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუნთში შეყვანისას. თერაპიული დოზის ინიექციის შემდეგ სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ მიიღწევა და შენარჩუნებულია 8 საათის მანძილზე. ცილებთან დაკავშირებული პლაზმები – 0-11%. პარენტერალური შეყვანის შემდეგ, ნივთიერება აღწევს ქსოვილებში, პლევრალურ, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში და პლაცენტარულ ბარიერში. გენტამიცინი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზირდება ორგანიზმში. მიღებული დოზის 70%-მდე გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით 24 საათის განმავლობაში, უცვლელი ფორმით. ნახევრად გამოყოფის პერიოდი – 2-3 საათი.

მიღების ჩვენება
ბაქტერიული ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, პნევმონია, პლევრის ეპიემა, პერიტონიტი, სეპსისი, მენინგიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები, ჭრილობითა და დამწვრობით გამოწვეული ინფექციები და პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციები.

უკუჩვენება:
- ანტიბიოტიკებისა და ამინოგლიკოზიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- თირკმლის ფუნქციის მოშლის გამოხატული ფორმა;
- სმენითი ნერვის ნეფრიტი;
- ფეხმძიმობა;
- ურემია.

დოზირება:
უფროსებისთვის ი/კ შესაყვანი საშუალო დღე-ღამის დოზა სხეულის წონის 3 მგ/კგ-ს შეადგენს. შეყვანის ჯერადობა – 2-ჯერ დღეში. ინფექციის რთული ფორმის დროს შესაძლებელია დოზის მომატება დღე-ღამეში 5 მგ/კგ-მდე. შეყვანის ჯერადობა – 3-4-ჯერ დღეში. შარდსადენის ინფექციის დროს პრეპარატის დღე-ღამის დოზა შეადგენს 2 მგ/კგ-ს, 2 მიღებად.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 დღეს.

გვერდითი მოვლენები:
სისხლის შრატში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის მომატება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ცხელება, იშვიათად – კვინკეს შეშუპება); პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება (ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ტრომბოციტოპენია); გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა.
თირკმელების მხრივ: მარტივი სიმფტომებიდან (ოლიგურია, პროტეინურია, მიკროგემატურია) მძიმე გამოვლინებამდე (თირკმლის უკმარისობა).
სმენის ორგანოს მხრივ: მარტივი გამოვლინებიდან (სმენის დაქვეითება, ვესტიბულარული დარღვევები) მძიმე დარღვევამდე (არაუკუქცევადი სიყრუე).
იშვიათად ვლინდება ნერვულ-კუნთოვანი გამტარიანობის მოშლა.

განსაკუთრებული მითითებები:
გენტამიცინით მკურნალობის დროს ან კურსის დასრულების შემდეგ დაუშვებელია ანტიმიკრობული, ოტო- და ნეფრიტული ეფექტების გამომწვევი პრეპარატების დანიშვნა.
გენტამიცინისა და “მარყუჟის” დიურეტიკების (ფუროსემიდი, ურეგიტი) ერთდროული დანიშვნის შედეგად, სისხლში იმატებს გენტამიცინის კონცენტრაცია, რაც ტოქსიკური გვერდითი მოვლენების რისკს ზრდის. დაუშვებელია შპრიცში გენტამიცინისა და სხვა პრეპარატის შერევა.
ფეხმძიმეთათვის პრეპარატის დანიშვნა დაშვებულია მხოლოდ მკაცრი სასიცოცხლო ჩვენებების დორს.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს 15-დან 20º-მდე ტემპერატურაში, ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას.

სტანდარტული შეფუთვა:
2 მლ ამპულები, შეფუთვაში – 10 ამპულა.

აფთიაქიდან გაცემა:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
HEMOFARM DD, იუგოსლავია
26300, ქ. ვრაშცი, ბელგრადის გზატკეცილი ბბ, იუგოსლავია
ტელ: 13/812345, ტელ./ფაქსი: 13/81862

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)