ცენტრალ B #45კაფს

ცენტრალ B #45კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პასიფლორა+კატაბალახა+კუნელი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 30949
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ცენტრალ-ბ
CENTRAL-B


სავაჭრო დასახელება
ცენტრალ-ბ, Central-B

სამკურნალწამლო ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: ყავისფერი ფხვნილით სავსე კაფსულები თეთრი ფერის ჩანართებით, ზომით №0, ვარდისფერი კორპუსით, მწვანე სახურავით.

შემადგენლობა
1 კაფსულის შემადგენლობაშია:
აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი   25 მგ
კუნელის მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი       25 მგ
კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი  100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის კარბონატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ინდიგოტინდისულფონატი, ერითროზინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.    

პრეპარატის ათქ კოდი  N05СM

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ცენტრალ-ბ _ სედაციური მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატია. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი _ პასიფლორას, კუნელის და კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტები.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდს _ ვიტექსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს შფოთვას, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, გააჩნია სედაციური ეფექტი.
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინს და სხვა.; ფლავონოიდების შემცველობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების შერჩევით გაფართოებას; ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ფუნქციას; გააჩნია მსუბუქი სედაციური მოქმედება.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, რომელთა ძირითად კომპონენტებს შეადგენს ბორნეოლის და იზოვალერიანმჟავას რთული ეთერი, ასევე თავისუფალი ვალერიანმჟავა და ბორნეოლი, ორგანული მჟავები (მათ შორის ვალერიანმჟავა, რომელიც ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას), ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ახასიათებს სედაციური მოქმედება, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური გადაღლილობისა და ნევრასთენიისთვის.
     
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინირებული მოქმედებით, ამდენად კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება არ არის შესაძლებელი.

გამოყენების ჩვენებები

-    მომატებული ნერვული აგზნებადობა;
-    ნერვული დაძაბულობა;
-    გაღიზიანებადობა;
-    შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება;
-    ძილის დარღვევა, უძილობა.

უკუჩვენებები

-    პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
-    ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ცენტრალ-ბ ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

დოზირება და გამოყენების წესი
ცენტრალ-ბ მიიღება შიგნით, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 6 კაფსულა.
ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: თავბრუსხვევა, მუცლის სპაზმური ტკივილი, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა.  

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მოხსნისას აბსტინენციის სიდრომი არ ვითარდება.
პრეპარატი უკუნაჩვენებია რაიმე სერიოზული დაავადების გადატანის შემდეგ.
ცენტრალ-ბ მიიღება ძილის დარღვევის და ნერვული აგზნებადობის მსუბუქი ფორმების დროს.
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება

პრეპარატის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებებისგან,  რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლოა ძილიანობის განვითარება დღის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის გაცილებით აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ცენტრალ-ბ აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის მქონე პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.

გამოშვების ფორმა
ცენტრალ-ბ #15
ფირფიტაზე 15 ჟელატინის კაფსულა.  
1 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
ცენტრალ-ბ #45
ფირფიტაზე 15 ჟელატინის კაფსულა.  
3 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25ºС ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

მწარმოებელი
ცენტრალ-ბ არის კომპანია “როტაფარმი"-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).    

წარმოებულია

“ლაბორატორია კალიფარ ნ.ვ./ს.ა.”, რიიკსვეგი 9, B-2880 ბორნემი, ბელგია).
(“LABORATORIA QUALIPHAR N.V./S.A.”, Rijksweg 9, B-2880 Bornem, Belgium)

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)