გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

20.11.2017
"ავერსმა" ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ფარმაცევტები გამოავლინა...

მეცეტამი 400მგ #60კაფს

ფასი: 0.00 ლარი
!
საწყისი ფასი.
ისარგებლეთ მტრედი ბარათი და მიიღეთ მაქსიმალური ფასდაკლება.
ყოველ დღე ავერსში ყველაზე დაბალი ფასებია!
Aversi No photo

მედიკამენტი გაყიდვაში არ არის.

Print Page Digg Twitter Google

მეცეტამი
(MECETAM)

სავაჭრო სახელწოდება:
მეცეტამი, Mecetam

საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:
პირაცეტამი, Piracetam

წამლის ფორმა: მყარი ჟელატინის კაფსულები

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პირაცეტამი 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური, პოლიეთილენგლიკოლი 6000.
პრეპარატის ათქ კოდი: N06BX03

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ნოოტროპული საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: თავის ტვინზე უშუალო ზეგავლენით მეცეტამი ახდენს მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას, აღადგენს გონებრივ შრომისუნარიანობას, აძლიერებს შესწავლის უნარს, როგორც ჯანმრთელ, ასევე პათოლოგიური ცვლილებების მქონე პაციენ-ტებში სედაციური და ფსიქომასტიმულირებელი ეფექტის განვითარების გარეშე.
მეცეტამი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ტვინში აგზნების გავრცელების სიჩქარის შეცვლის გზით, ასევე, აუმჯობესებს რა მიკრო-ცირკულაციას, გავლენას ახდენს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.
მეცეტამი ასტიმულირებს თავის ტვინის ენერგეტიკულ პროცესებს, რაც იწვევს ტვინის ქსოვილების მდგრადობის ზრდას ჰიპოქსიისა და ტოქსიური ზემოქმედების დროს.
ფარმაკოკინეტიკა: მეცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და აღწევს სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, მათ შორის, თავის ტვინის ქსოვილებში. პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას დოზით 2 გ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (40-60 მკგ/მლ) განისაზღვრება მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, ხოლო ლიქვორში 2-8 საათის შემდეგ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მეცეტამი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, არ ექვემდებარება ბიოტრანსფორმაციას და ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ფორმით. სისხლიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-5 საათს, ხოლო ლიქვორიდან 6-8 საათს და უფრო ხანგრძლივია თირკმელების უკმარისობის დროს.

ჩვენებები:

- იშემიური ინსულტის შედეგები (გონებრივი და ფიზიკური დარღვევები, მეტყველების მოშლა, აქტივობის შემცირება, ემოციური სფეროს დარღვევები).
- ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის, ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის და საერთო აქტივობის შემცირება, მეტყველების მოშლა, გუნება-განწყობილების შეცვლა, ქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს);
- კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობები გადატანილი თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ, ასევე სარეაბილიტაციო პე-რიოდში (ავადმყოფებში მოძრაობისა და ფსიქიკური აქტივობის ამაღლების მიზნით);
- ნერვული სისტემის დაავადებები, რასაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება და ემოციური სფეროს დაზიანება;
- დამხმარე საშუალების სახით ეპილეფსიის, ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიული დაავადებების, ნეიროლეპტიკებისა და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების აუტანლობის დროს;
- აბსტინენტური, პრე- და დელირიოზული მდგომარეობები ალკოჰოლიზ-მის, ნარკომანიის დროს;
- თანდაყოლილი ინფექციებით გამოწვეული მდგომარეობები, სამშობიარო ტრავმით გამოწვეული ტვინის პერინატალური დაზიანებები ბავშვებში, ოლიგოფრენია, გონებრივი განვითარების შეფერხება, ბავშვთა ცერე-ბრალური დამბლა;
- კორტიკალური მიოკლონია;
- ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის კომპლექსური თერაპია.

უკუჩვენებები:

- პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;
- თირკმელების მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 20მლ/წთ);
- ორსულობა და ლაქტაცია.

გაფრთხილებები:
სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამ პრეპარატის გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მეცეტამის გამოყენებისას ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელ საშუალებებთან ერთად ძლიერდება ამ უკანასკნელთა ეფექტები.
პრეპარატი აძლიერებს ნეიროლეპტიკების, პერორალური ანტიკოაგულანტების ცენტრალურ მოქმედებას (ტრემორი, შფოთვა და სხვა).

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას მეცეტამი ჩვეულებრივ ინიშ-ნება საწყისი სადღეღამისო დოზით 1,2 გ, რომელიც იყოფა სამ მიღებად, ხოლო შემდეგ დოზა იზრდება 2,4 გ-მდე, ზოგჯერ კი 3,2 გ-მდე დღე-ღამეში. თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზა მცირდება 1,2-1,6 გ-მდე დღე-ღამეში 3-4 მიღებად. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა განმეორებით ტარდება.
მწვავე მდგომარეობების მკურნალობისას შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატის დოზის მომატება.

გვერდითი მოვლენები:

მეცეტამის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გაღიზიანება, აგზნება, შფოთვა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი.
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მომატებული სექსუალური აქტივობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა.
დოზის გადაჭარბება:
მეცეტამი წარმოადგენს არატოქსიურ პრეპარატს. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება ან  მათი რაოდენობის გაზრდა.

გამოშვების ფორმა:

მყარი ჟელატინის კაფსულები 400 მგ; ერთ შეფუთვაში მოთავსებულია 60 ცალი.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25ºC ტემპერა-ტურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწრამოებელი:

“იუნიფარმა”. ელებორ სითი  1 ინდუსტრიული ზონა / კაირო. ეგვიპტე.
წარმოებულია “უორლდ მედიცინ” -ისთვის, ინგლისი,  48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England, E-mail:
wm@wmcorp.us, web-site: www.wmcorp.us)”

Print Page Digg Twitter Google
ზემოთ