გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

20.11.2017
"ავერსმა" ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ფარმაცევტები გამოავლინა...

ბენზილ-ბენზოატი(ბე-ბო)100მლ

ფასი: 0.00 ლარი
!
საწყისი ფასი.
ისარგებლეთ მტრედი ბარათი და მიიღეთ მაქსიმალური ფასდაკლება.
ყოველ დღე ავერსში ყველაზე დაბალი ფასებია!
Aversi No photo

მედიკამენტი გაყიდვაში არ არის.

Print Page Digg Twitter Google

                             ბენზილბენზოატი
                                                                   
 


მოქმედი ნივთიერება. ბენზილბენზოატი
პრეპარატის შემადგენლობა:
ერთი ფლაკონი შეიცავს:
ბენზილბენზოატი  20%

ფარმაკოლოგიური ჯგუფი.  მუნის საწინააღმდეგო საშუალება
ჩვენება.  მუნი.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისის მიმართ.

სიფრთხილის ზომები. არ არის  რეკომენდებული ხსნარის  მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.     

სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ნივთიერებებთან ურთიერთქმედება.  არ არის დადგენილი.            

ორსულობა  და ლაქტაციის პერიოდი. არ მოიპოვება ორსულობის დროს ბენზილბენზოატი-ს გამოყენების მონაცემები. საჭიროა მკურნალობის შესაძლებელი სარგებელისა და შესაძლებელი საფრთხის შეფასება. მკურნალობისას, ლაქტაციის პერიოდში, საჭიროა კვების შეწყვეტა.
ტრანსპორტის საშუალებებით და პოტენციურად საშიში მექანიზმებით მართვა. პრეპარატი არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე და ტექნიკური საშუალებებით მუშაობაზე.

დოზირება. მუნის მკურნალობა ტარდება 4 დღის განმავლობაში. I დღე – კანის დამუშავება  ძილის წინ. II და III დღეს _ შესვენება. პრეპარატის ნარჩენები არ ჩამოიბანება. IV დღე _ ავადმყოფი ბანაობს საპნის გამოყენებით და შეიზელს დარჩენილ ემულსიას.

ჭარბი დოზირება. ჭარბი დოზირების ნიშნების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის კოლოფი.

გვერდითი ეფექტები. ხსნარის კანზე შეზელვისას, შეიძლება აღმოჩნდეს წვის შეგრძნება და კანის გაღიზიანების ნიშნები. გვერდითი მოვლენების  შენარჩუნებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და კანის გასუფთავება.
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კანზე მალამოს მცირე ოდენობის წინასწარი დატანება.

შენახვის პირობები.  ოთახის (15ºC-25ºC) ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა. 4 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემა. რეცეპტის გარეშე

გამოშვების ფორმა. 100მლ ფლაკონი.


მწარმოებელი. : `ESCULAP`  სომხეთი

Print Page Digg Twitter Google
ზემოთ