ადვანტანი ემულსია 0.1% 20გ

ადვანტანი ემულსია 0.1% 20გ

16.13 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ლეო ფარმა მანუფაქტურინგ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10322
გააზიარე:

ადვანთანი 0,1%-იანი ემულსია
(methylprednisolone aceponate)

ფორმა, შეფუთვა:
-0,1%-იანი თეთრი ან თითქმის თეთრი გაუმჭვირვალე კრემი. 1 გ კრემი შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრიდან მოყვითალომდე ფერის გაუმჭვირვალე, ჰომოგენური მალამო. 1 გ მალამო შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ან 50 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრიდან მოყვითალომდე ფერის ნახევრად გამჭვირვალე ცხიმიანი მალამო. 1 გ მალამო შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრი, გაუმჭვირვალე ემულსია. 1 გ ემულსია შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 20 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.

მოქმედი ნივთიერება:
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი (methylprednisolone aceponate)

მწარმოებელი: 
INTENDIS MANUFACTURING, S. P. A. იტალია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ადვანტანი წარმოადგენს არაჰალოგენიზებულ სინთეტიკურ სტეროიდს. გარეგანი მოხმარების დროს თრგუნავს კანის ანთებით და ალერგიულ რეაქციებს, ასევე - პროლიფერაციის გაძლიერებასთან დაკავშირებულ რეაქციებს, რაც იწვევს ობიექტური სიმპტომების (ერითემა, შეშუპება, ლიქენიფიკაცია) და სუბიექტური შეგრძნებების (ქავილი, გაღიზიანება, ტკივილი) შესუსტებას. გარეგანი მოქმედების მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის გამოყენებისას სისტემური მოქმედება მინიმალურად არის გამოხატული. კანის დიდ ფართობზე (საერთო ზედაპირის 40-60%) მრავალჯერადი გამოყენებისას, ასევე - ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოყენებისას თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა არც ბავშვებსა და არც ზრდასრულებში არ  შეიმჩნევა. სისხლის პლაზმაში კორტიზოლის დონე და მისი ცირკადული რიტმი ნორმის ფარგლებში რჩება, სადღეღამისო შარდში კორტიზოლის დონე არ მცირდება. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი (განსაკუთრებით - მისი ძირითადი მეტაბოლიტი 6 ალფა-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი) უკავშირდება უჯრედშიდა გლუკოკორტიკოსტეროიდულ რეცეპტორებს, სტეროიდულ-რეცეპტორული კომპლექსი, თავის მხრივ, უკავშირდება დნმ-ს განსაზღვრულ ნაწილებს და ამგვარად ხდება ბიოლოგიური ეფექტების სერიის გამოწვევა. კერძოდ, სტეროიდულ-რეცეპტორული კომპლექსის დნმ-სთან კავშირი იწვევს მაკროკაროტინის სინთეზის ინდუცირებას. მაკროკაროტინი აფერხებს არაქნოიდული მჟავების გამოთავისუფლებას და ამის შედეგად პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების ტიპის ანთებითი მედიატორების წარმოქმნას. გლუკოკორტიკოსტეროიდის მიერ ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინის ინჰიბირება და ადრენალინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების პოტენცირება იწვევს ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა:
ადვანტანის კანიდან შეწოვის ინტენსივობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, წამლის ფორმასა და მოხმარების წესზე (კანის ღია უბანზე ისმება თუ ოკლუზიური სახვევის ქვეშ). მალამოს, კრემისა და ცხიმიანი მალამოს გამოყენებისას კანიდან ადსორბცია  ნეიროდერმიტებითა და ფსორიაზით დაავადებულ მოზარდებსა და ზრდასრულებში შეადგენს 2,5%-ს. ემულსიის გამოყენებისას კანიდან ადსორბცია დაავადების შემთხვევაში 0,27%-ია (რაც დაბალი მაჩვენებელია). რქოვანა გარსს მოშორებული კანიდან ადსორბცია გაცილებით მაღალია - 15%-ს უტოლდება. მთელი სხეულის დამუშავების შემთხვევაში (მაგალითად, მზის დამწვრობის დროს) სისტემური დოზა შეადგენს დაახლოებით 4 მკგ/კგ-ს დღეში, რაც სისტემურ ეფექტებს გამორიცხავს. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი ჰიდროლიზდება ეპიდერმასა და დერმაში. მთავარ და ყველაზე აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს 6 ალფა-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი. სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრის შემდეგ 6 ალფა-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი სწრაფად გარდაიქმნება გლუკურონის  მჟავად და ამგვარად ინაქტივაციას განიცდის. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის მეტაბოლიტები (განსაკუთრებით - მისი ძირითადი მეტაბოლიტი  6 ალფა-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი) ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. მისი ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 16 საათს. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატისა და მისი მეტაბოლიტების კუმულაცია ორგანიზმში არ ხდება.

ჩვენება:
მალამო, კრემი, ცხიმიანი მალამო: ზრდასრულებსა და 4 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში კანის დაავადებები (მათ შორის - ქრონიკულიც), რომლებიც ექვემდებარება გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას:

-ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი;
-ჭეშმარიტი ეგზემა;
-კონტაქტური დერმატიტი;
-დისჰიდროზული ეგზემა;
-მიკრობული ეგზემა;
-დეგენერაციული ეგზემა.
-გარეგანი მოხმარების ემულსია: ზრდასრულებსა და 4 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში -
-კანის მწვავე დაავადებები:
-ატოპიური ტერმატიტი, ნეიროდერმატიტი;
-კონტაქტური დერმატიტი;
-ჭეშმარიტი ეგზემა;
-სებორეული ეგზემა;
-დისჰიდროზული ეგზემა;
-დეგენერაციული ეგზემა;
-მზისმიერი დერმატიტი.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
პრეპარატს ისვამენ თხელ ფენად კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ. კრემის, მალამოსა და ცხიმიანი მალამოს ფორმით ადვანტანის ყოველდღიური გამოყენება ზრდასრულებისთვის შესაძლებელია მაქსიმუმ 12 კვირის განმავლობაში, ბავშვებისთვის - 4 კვირის განმავლობაში. ემულსიის ფორმით ადვანტანის მკურნალობის კურსი შეადგენს არა უმეტეს 2 კვირას. ადვანტანის კრემი შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმს და დიდი რაოდენობით წყალს, ამიტომ რეკომენდებულია მწვავე ანთებითი პროცესებისა და ეგზემის სველი სტადიის სამკურნალოდ (ძალიან ცხიმიან კანზე), პროცესის როგორც გლუვ კანზე, ისე თმიან უბნებზე ლოკალიზაციის შემთხვევაში. მალამო ინიშნება კანის ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც არ ახლავს სისველე, მაგრამ იწვევს ინფილტრატების წარმოქმნას, რომელთა დროსაც აუცილებელია ისეთი წამლისმიერი ფორმის დანიშვნა, რომელიც გაასწორებდა ცხიმისა და წყლის თანაფარდობას. მალამოს სახით გამოყენებული ადვანტანი კანს ოდნავ აცხიმიანებს, მაგრამ არ ინარჩუნებს სითბოსა და სინოტივეს. ცხიმიანი მალამოს გამოყენება ნაჩვენებია ძალიან მშრალ კანზე პროცესების არსებობისა და კანის ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა პრეპარატის უწყლო ფორმა. ცხიმიანი მალამოს ოკლუზიური ეფექტი უზრუნველყოფს  მკვეთრად გამოხატულ სამკურნალო ეფექტს. ემულსიას იცხებენ კანზე და მსუბუქად იზელენ. მზისმიერი დამწვრობის შემთხვევაში ის დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ შეიძლება იქნეს გამოყენებული. თუ კანის საფარველი ემულსიის  ან კრემის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში მეტისმეტად გამოშრა, პაციენტი გადაჰყავთ უფრო მეტი ცხიმის შემცველ წამლისმიერ ფორმაზე (მალამოზე ან ცხიმიან მალამოზე).

გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა თავი იჩინოს ქავილმა, წვამ, ერითემამ, პრეპარატის წასმის ადგილას გაჩნდეს ბუშტუკები. იშვიათია დერმატიტი და ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენება:

-კანის ტუბერკულოზი და პრეპარატის წაცხების ადგილას სიფილისის კანისმიერი გამოვლინება;
-პრეპარატის წაცხების ადგილას კანის ვირუსული დაზიანება (მაგალითად, ჩუტყვავილა, სირსველი);
-პრეპარატის წაცხების ადგილას როზაცეა, პერორალური დერმატიტი;
-ვაქცინაციაზე კანისმიერი რეაქცია;
-პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში გულდასმით უნდა აიწონ-დაიწონოს დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა და  ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციური რისკი. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კანის დიდ ფართობზე წასასმელად.
მეძუძურმა დედებმა პრეპარატი არ უნდა წაისვან სარძევე ჯირკვლებზე.

განსაკუთრებული მითითებები:
ბაქტერიული დერმატოზის და/ან დერმატომიკოზის დროს ადვანტანით თერაპიის პარალელურად აუცილებელია სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. არ შეიძლება ემულსიის წასმა ოკლუზიური სახვევის ქვეშ. გასათვალისწინებელია, რომ პამპერსმა შესაძლოა შექმნას ოკლუზიური ეფექტი. არ შეიძლება პრეპარატის თვალში მოხვედრა! როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების, ასევე გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების შემთხვევაში (კერძოდ, დიდი დოზით ან ხანგრძლივად მოხმარებისას, ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას, თვალის ირგვლივ ხმარებისას) შესაძლოა განვითარდეს გლაუკომა.

ჰიპერდოზირება:
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის ერთჯერადი ზედოზირების შემთხვევაში გარეგანი ან შემთხვევითი შინაგანი მოხმარებისას მწვავე ინტოქსიკაცია არ აღრიცხულა. მეტისმეტად ხანგრძლივი ან ინტენსიური ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს კანის ატროფია (კანის გაცრეცა, ტელეანგიოექტაზიები, სტრიები). ამ დროს აუცილებელია, პრეპარატის მოხმარება შეწყდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ადვანტანის სხვა წამლებთან ერთად გამოყენება საშიში არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:
მალამო, კრემი და ემულსია უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია 3 წელი. ცხიმიანი მალამო უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია 5 წელი.

თბილისი (15 აფთიაქი)

რეგიონი (83 აფთიაქი)

ახმეტა
(+995 349) 22-28-83
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2024-10-01
ახმეტა 2
0322 506506 (3456)
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2024-10-01
გურჯაანი 1 (24სთ)
33-71
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2024-07-01
გურჯაანი 2
(+995 353) 22-21-62
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2024-07-01
გურჯაანი 3
2-506-506 (3373)
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2024-07-01
დედოფლისწყარო
2-506-506 (3480)
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2024-07-01
თელავი 2
(+995 350) 27-34-93
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2024-07-01
თელავი 5
2-506-506 (3205)
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2024-07-01
ყარაჯალა-1
0322506506 (3208)
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2024-10-01
ლაგოდეხი 1
(+995 354) 22-11-21
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2024-07-01
საგარეჯო 1
(+995 351) 24-34-78
აღმაშენებლის №14
ვადა: 2024-07-01
საგარეჯო 2
2-506-506 (3392)
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2024-07-01
ახალსოფელი
0322 506 506(3247)
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2024-10-01
წნორი (24სთ)
(+995 355) 24-39-03
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2024-07-01
ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2024-07-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2024-07-01
ზესტაფონი 3
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2024-07-01
ზესტაფონი 4
(+995 492) 24-22-39
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2024-07-01
ზესტაფონი 5
2-506-506 (3215)
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2024-10-01
ზესტაფონი 6
2-506-506 (3216)
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2024-07-01
ზესტაფონი 7
0322 506 506 (3217)
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2024-07-01
თერჯოლა (24სთ)
(+995 491) 22-15-90
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2024-10-01
თერჯოლა-2
0322506506 (3469)
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2024-07-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2024-10-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2024-07-01
საჩხერე 2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2024-07-01
საჩხერე 3
(+995 435) 22-50-15
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2024-07-01
ტყიბული
(+995 497) 22-20-41
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2024-10-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 7 (24სთ)
577006757
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 10
(+995 431) 27-47-91
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 15 (24სთ)
0322 506 506 (3715)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2024-10-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 19 (24სთ)
0322 506 506(3719)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2024-10-01
ქუთაისი 20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2024-10-01
ქუთაისი 23
2-506-506 (3723)
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2024-10-01
ქუთაისი N 24
2-506-506 (3724)
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2024-07-01
ქუთაისი 25
0322506506 (3725)
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2024-10-01
წყალტუბო 2
0322506506 (3269)
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2024-10-01
ჭიათურა 1
(+995 479) 25-52-02
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2024-07-01
ჭიათურა 2 (24სთ)
0322506506 (3262)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2024-07-01
ჭიათურა 3
(+995 479) 25-42-20
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2024-07-01
აბაშა (24სთ)
(+995 412) 29-11-19
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2024-07-01
ბანძა
2-506-506 (3467)
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2024-07-01
ზუგდიდი 2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2024-07-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2024-10-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2024-07-01
მარტვილი 2
2-506-506 (3312)
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2024-07-01
მარტვილი 3
0322 506-506 (3313)
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2024-07-01
სენაკი 2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2024-07-01
სენაკი 3
(+995 413) 27-74-22
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2024-07-01
სენაკი 4
(+995 413) 27-87-23
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2024-07-01
ფოთი 2
(+995 493) 27-55-38
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2024-07-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2024-07-01
ჩხოროწყუ 2
2-506-506 (3356)
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2024-07-01
წალენჯიხა 1
2-506-506 (3521)
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2024-07-01
წალენჯიხა 2
2-506-506 (3522)
სალიას ქუჩა
ვადა: 2024-07-01
ჯვარი
2-506-506 (3359)
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2024-07-01