კუკა 20% 100მლ სიროფი *

კუკა 20% 100მლ სიროფი *

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლეღვი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 77320
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კუკა  20%  სიროფი

(Ficus Carica -  ლეღვი)

შემადგენლობა: ყოველი 5 მლ შეიცავს 1000 მგ ლეღვის  ნაყოფის ექსტრაქტს.

შაქარი, დეიონიზირებული წყალი ლეღვის  ნაყოფის  (Ficus Carica)  თხევადი ექსტრაქტი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, შემასქელებელი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით.

კუკა 20% სიროფი -  არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისპაზმური ეფექტი.

კუკა 20% სიროფი უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ლეღვის ექსტრაქტი არის მდიდარი ვიტამინებით ,  მინერალებით  და უჯრედისით.  ლეღვის ნაყოფი  ხსნადი და უხსნადი უჯრედისის შემცველობის გამო  გამოიყენება როგორც  ყაბზობის  საწინააღმდეგო საშუალება. ხსნადი უჯრედისი უკავშირდება ცხიმოვან მჟავეებს, წარმოქმნის გელს და არბილებს განავალს, ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას, უხსნადი უჯრედისი  იწვევს  განავლოვანი მასის სწრაფ  გადაადგილებას და ყაბზობისგან გათავისუფლებას.

ჩვენება:

  • ყაბზობა (შეკრულობა )
  • ნაწლავთა მოქმედების რეგულაცია

მიღების წესი და დოზა:  6 თვიდან 1 წლამდე  ½  ჩ.კ;   1-5 წლამდე - 1 ჩ.კ.

ბავშვებში 5წლის ზევით და მოზარდებში - 2 ჩ.კ.

მოზრდილებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში -1 ს.კ.

კუკა მიიღება დღეში 1-ჯერ , კვების დროს.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:  5-10  დღე, შესაძლოა ხანგრძლივადაც, რადგან არ იწვევს შეჩვევას.

გამოშვების ფორმა: 100  მლ.  სიროფი მუქი ფერის ბოთლში.

ბიოლოგიურად აქტიური  დანამატი, გაიცემა ურეცეპტოდ.

საავტორო უფლებების მფლობელიBerko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc. 

İstanbul, Turkey

მწარმოებელიr:

Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc.

İstanbul, Turkey 

ექსკლუზიური დისტრიბუტორი  საქართველოში:  შპს ,,ალტა ფარმა“.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)