კურიოზინი 0.2% 10მლ ფლ

კურიოზინი 0.2% 10მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰიალურონატ თუთია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 6371
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კურიოზინი 0.2%
(Curiosin)



კურიოზინი ხსნარის 10 მლ ფლაკონი შეიცავს 20,5 მგ თუთიის ჰიალურონატს.
პრეპარატი გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული ჭრილობების, ნაწოლების, წვივის წყლულების, ფისტულების, ასევე ჭრილობის ნორმალური შეხორცების დასაჩქარებლად.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის!
გაიცემა მხოლოდ აფთიაქებში ექიმის რეცეპტით.

კურიოზინის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

როგორ უნდა გამოვიყენოთ კურიოზინის ხსნარი?
პრეპარატი ეწვეთება სხეულის დაზიანებულ უბანზე ისეთი მოცულობით, რომ სრულად და თანაბრად დაფაროს საჭირო ზედაპირი ან ხსნარი დაეწვეთება შესაბამისი ზომის დოლბანდის საფენზე, რომელიც დაეფინება ჭრილობაზე. ნახვევი საჭიროა გამოიცვალოს 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდებულია ჭრილობის ზედაპირის დამუშავება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.

მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც მკურნალობის პერიოდში თანდათან ქრება.
რაიმე მოულოდნელი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რომელიც პრეპარატის მიღებისას ადრე არ იყო შენიშნული, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-300C ტემპერატურაზე. პრეპარატის გახსნის შემდეგ მისი გამოყენება დასაშვებია 4 კვირის განმავლობაში 15-300C ტემპერატურის პირობებში შენახვისას.
პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან პროვიზორს.
შეფუთვა: 10 მლ.

მწარმოებელი ფირმა:
“გედეონ რიხტერი” (უნგრეთი)

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)