ავერსსა და საპატრიარქოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2009 წლის 4 მაისს ავერსსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც მღვდელ-მონაზვნებს და საპატრიარქოს რეკომენდაციით მოსულ პირებს ავერსის კლინიკა გაუწევს უფასო სამედიცინო მომსახურებას და ასევე უფასოდ გადაეცემათ მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი. მემორანდუმის გაფორმებიდან დღემდე 3726 სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა საპატრიარქოს რეკომენდაციით მოსულმა პირებმა და აგრეთვე მათ სამკურნალოდ გაიცა 3898 კოლოფი მედიკამენტი.
”ავერსსა” და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2009 წლის 19 თებერვალს და 11 მარტს ”ავერსის კლინიკაში” კომპანია ”ავერსსა” და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ამ ორი მემორანდუმის თანახმად კომპანია ”ავერსი” იღებს პასუხისმგებლობას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება ავერსის მსოფლიო დონის კლინიკაში და უფასოდ გადასცეს მედიკამენტები. მემორანდუმის გაფორმებიდან დღემდე 7247 სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა და 14734 კოლოფი მედიკამენტი გადაეცათ მათ სამკურნალოდ.
მედიკამენტებზე 10%-იანი ფასდაკლების მუდმივმოქმედი აქცია
2006 წლის 20 ივნისს დაიწყო აქცია, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: პენსიონერები, ექიმები, სკოლის მასწავლებლები, 2008 წლის 10 აპრილიდან მრავალშვილიანი ოჯახები და აგრეთვე 2009 წლის 27 ივლისიდან სამხედრო პირები ავერსის აფთიაქებში, ნებისმიერი ღირებულებისა და ოდენობის შეძენილ მედიკამენტებზე მიიღებენ 10% ფასდაკლებას. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მუდმივმოქმედი აქცია
მრავალშვილიანთა დახმარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხუთ და მეტშვილიანი ოჯახების მატერიალურ თანადგომას ითვალისწინებს, ავერსი უკვე 1500-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა.
უფასო ოპერაციები კატარაქტით დაავადებულებს
2006 წელს "ავერსმა" წამოიწყო საქველმოქმედო პროექტი "1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს". ოპერაცია საქართველოში მცხოვრებ 4000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში ოპერაციები დროებით შეჩერებულია.