ავერსის და სადაზღვევო კომპანია ალფას განსაკუთრებული შემოთავაზება 2 ივნისს ავერსის კლინიკაში გაიმართა "ავერსის" და "სადაზღვევო კომპანია ალფას" ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის განსაკუთრებული პაკეტების პრეზენტაცია. ავერსისთვის, როგორც ფარმაცევტული კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ადვილად შეძლოს მედიკამენტების შეძენა. განვითარებულ ქვეყნებში ამის მიღწევის ერთადერთი გზა არის დაზღვევა. ამიტომ, "ავერსი" და "ალფა" ერთობლივად გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას და თვეში 10 ლარად ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიმართოს ოჯახის ექიმს უფასოდ და ულიმიტოდ და მის მიერ გამოწერილი ყველა ძირითადი მედიკამენტი შეიძინოს 80%-იანი ფასდაკლებით, ასევე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე მიიღებს 15-დან 50%-მდე ფასდაკლებას.
ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტები
|
| 10 ლარი | 15 ლარი | 25 ლარი |
| მომსახურება | დაფარვა | დაფარვა | დაფარვა | | 24 საათიანი საინფორმაციო სამსახური | 100%ულიმიტოდ | 100%ულიმიტოდ | 100%ულიმიტოდ | | ოჯახის პირადი ექიმი | 100%ულიმიტოდ | 100%ულიმიტოდ | 100%ულიმიტოდ | გეგმიური ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის ექიმის მიმართვით)
| 25%ულიმიტოდ | 25%ულიმიტოდ | 25%ულიმიტოდ | დიაგნოსტიკური მომსახურება
| 25%ულიმიტოდ
| 25%ულიმიტოდ
| 25%ულიმიტოდ | ლაბორატორიული მომსახურება
| 20%ულიმიტოდ
| 20%ულიმიტოდ
| 20%ულიმიტოდ
| გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (უბედური შემთხვევის გამო)
| | 80%ულიმიტოდ | 100%ულიმიტოდ
| გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება (უბედური შემთხვევის გამო)
|
| 100% 2000 ლარი
| 100% 5000 ლარი
| | გეგმიური ქირურგიული მომსახურება | 15%ულიმიტოდ
| 15%ულიმიტოდ | 15%ულიმიტოდ
| გადაუდებელი სტომატოლოგია
| 50%ულიმიტოდ
| 50%ულიმიტოდ | 100%ულიმიტოდ
| გეგმიური სტომატოლოგია
| 20%ულიმიტოდ
| 20%ულიმიტოდ | 50% 1000 ლარი | ძირითადი მედიკამენტები ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილი (ამბულატორიული მკურნალობისას)
| 80%ულიმიტოდ
| 80%ულიმიტოდ | 80%ულიმიტოდ
| ფიზიოთერაპია, ჰიდროთერაპია, მასაჟი, ფიტნესი (ავერსის კლინიკა)
| 25%ულიმიტოდ | 25%ულიმიტოდ | 25%ულიმიტოდ
|
ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პრეზენტაციას დაესწრნენ: თბილისის მერი __ გიგი უგულავა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე __ კოკა ფრუიძე; თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი __ მამუკა ქაცარავა; ავერსის დამფუძნებელი __ პაატა კურტანიძე; სადაზღვევო კომპანია ალფას გენერალური დირექტორი __ ედუარდ ცხოვრებაძე |