კვანძოვანი ქირურგია

 

კლინიკის არქივი
September 2014
SuM T W ThF Sa
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16
17
18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30

 
 

<<< ავერსის კლინიკის ვირტუალური ტური >>>


10-11 ოქტომბერს ,,ავერსის კლინიკაში’’ ოპერაციებს ხორვატი ორთოპედი პროფ. იანკოვიჩი ჩაატარებს

  ხორვატი პროფესორი იანკოვიჩი ,,ავერსის კლინიკას’’ მორიგი ვიზიტით 2014 წლის 10 -11 ოქტომბერს ეწვევა.  პროფ.იანკოვიჩი ჩაატარებს რეკონსტრუქციულ ოპერაციებს მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრებზე. ოპერაციები ჩატარდება თანამედროვე ევროპული მეთოდების გამოყენებით. პროფ.იანკოვიჩმა ,,ავერსის კლინიკაში’’ წარმატებით ჩაატარა 20-მდე რეკონსტრუქციული ოპერაცია (მენისკების აღდგენა-გაკერვა, ჯვარედინა იოგების რეკონსტრუქცია, პოსტ-ტრავმული კონტრაქტურები). პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ აღნიშნული ოპერაციები ,,ავერსის კლინიკა’’ შესაძლებლობას აძლევს ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჩაიტარონ რეაბილიტაციის სრული კურსი. პაციენტების რაოდენობა  შეზღუდულია.
კონსულტაციებსა და წინასაოპერაციო კვლევებს ჩაატარებს ,,ავერსის კლინიკის’’ ორთოპედ-ტრავმატოლოგი – პაატა ღუდუშაური.
ოპერაციის მსურველი პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს 10 სექტემბრიდან  8 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:
თბილისი, 0160 ვაჟა-ფშაველას 27ბ.
ტელ: (+995 32) 239 98 88 -  ,,ავერსის კლინიკის’’ საინფორმაციო სამსახური.
599 77 53 97  - პაატა ღუდუშაური



 


 
ავერსის კლინიკა ლაპაროსკოპიულ გინეკოლოგიაში რეგიონალურ სემინარს მასპინძლობს


  22, 23 და 24 მაისს "ავერსის კლინიკაში" ჩატარდა რეგიონალური მასშტაბის საერთაშორისო სემინარი ლაპაროსკოპიულ გინეკოლოგიაში. მასტერკლასი კომპანია "შტორზ"-ის ორგანიზებით შედგა. მოწვეულნი იყვნენ მსოფლიო დონის ქირურგი-გინეკოლოგები, რომლებმაც ათამდე სასწავლო-საჩვენებელი ოპერაცია ონლაინ რეჟიმში ჩაატარეს და წაიკითხეს ლექციები თემებზე: "თანამედროვე ლაპაროსკოპია", "თანამედროვე მიდგომა ენდომეტრიოზის მკურნალობისას", "პროლაფსის ლაპაროსკოპიული მკურნალობა", "გართულებები ლაპაროსკოპიული ოპერაციისას", "ლაპაროსკოპიული რეკონსტრუქციული ოპერაციები საშვილოსნოზე", "ლაპაროსკოპიული ოპერაციები სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიებზე" და "ლაპაროსკოპიული მიდგომები ტკივილის მკურნალობისას".

სემინარს უძღვებოდა კლერმონ-ფერანის ლაპაროსკოპიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის დირექტორი რევაზ ბოჭორიშვილი. ის საფრანგეთში უკვე 21 წელია მოღვაწეობს. მისი ორგანიზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო სემინარები ტარდება, სადაც დამსწრეებს ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიის დარგში თანამედროვე მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
ბატონი რევაზი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი მისი ვიზიტი ემოციური და მნიშვნელოვანია:
_ ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწავლება და გამოცდილების გაზიარებაა. ხშირად ვმოგზაურობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოშიც პერიოდულად ჩამოვდივარ, ოპერაციებსაც ვაკეთებ. თუმცა, აქ, ასეთი მასშტაბის სემინარი პირველად გაიმართა. მინდა მადლობა ვუთხრა "ავერსის კლინიკის" ხელმძღვანელობას და უნდა აღვნიშნო, რომ ოპრაციები მართლაც უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვედ აღჭურვილი საოპერაციოს და იმ შესანიშნავი პირობების დამსახურებაა, რაც "ავერსის კლინიკაში" დაგვხვდა.

სემინარს უძღვებოდა ასევე ოტის სახელობის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი ვიტალი ბერეჟინი. მისი თქმით, ეს სემინარი ორი რამის გამოა აღსანიშნავი:
_ პირველყოვლისა იმით, რომ ერთად შეიკრიბა სხვადასხვა ქვეყნისა და კლინიკის წარმომადგენელი, შეხვედრა უმაღლეს დონეზე გახლდათ ორგანიზებული და დარწმუნებული ვარ, ეს სემინარი მათ პროფესიულ საქმიანობაში ძალიან გამოად
გებათ. მეორეს მხრივ, საინტერესოა იმითაც, რომ სემინარს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, ის სისტემატური გახდება და ორგანიზატორი კომპანიების ხელშეწყობით ყოველწლიურად გაიმართება. იმედი მაქვს, რომ თითოეული დამსწრესთვის ეს საკმაოდ პროდუქტიული და სანტერესო სასწავლო კურსი იქნება.
კონფერენციაზე დასწრების სურვილი 100-ზე მეტმა ექიმმა გამოთქვა. მას ესწრებოდნენ გინეკოლოგები მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე სტუმრები აზრებაიჯანიდან, რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.
ავერსის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში სამედიცინო სფერო მაღალ დონეზეა განვითარებული. ამიტომ კომპანია "შტორცმა" რეგიონალური სემინარისთვის არჩევანი სწორედ ჩვენს ქვეყანაზე შეაჩერა. ამასთან, "ავერსის კლინიკა" უმაღლესი დონის აპარატურით გახლავთ აღჭურვილი, რაც სემინარის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად ჩატარების საშაულებას იძლევა.
_ კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია... მასშტაბურია და უდაოდ პროდუქტიულიც. სემინარი მიზნად ისახავს როგორც თეორიული კურსის გავლას, ასევე პრაქტიკულ სწავლებასაც _ დამსწრეები პირდაპირ ეთერში უნიკალური ოპერაციის მიმდინარეობას ადევნებენ თვალყურს, ისმენენ ქირურგის კომენტარებს _ ის უხსნის აუდიტორიას რა კეთდება, როგორ, რა მიზნით... ეს თანამედროვე მიდგომებია ლაპაროსკოპიულ გინეკოლოგიაში. უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი რევაზ ბოჭორიშვილის როლი ამ სემინარის ორგანიზებასა და საზოგადოდ, ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიის განვითარებაში დიდია. სასიამოვნოა, რომ ამ რანგის სპეციალისტი თავის გამოცდილებას, ცოდნას ჩვენი რეგიონისა და სხვა ქვეყნების სპეციალისტებსაც უზიარებს.
ავერსის კლინიკის ექიმმა გინეკოლოგმა მარიკა ჯაფარიძემ აღიშნა, რომ სამდღიანი სემინარისთვის სპეციალურად შეირჩა ათამდე პაციენტი, რომლებსაც სხვადასხვა დიაგნოზით ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებოდათ:
_ ლაპაროსკოპიული მეთოდით ურთულესი და უნიკალური მანიპულაციების მიმდინარეობას ვაკვირდებოდით. მათ შორის წარმატებით ჩატარდა ისეთი იშვიათი ოპერაცია, როგორიც გახლავთ საშვილოსნოს ტანის კიბოს დროს მცირე მენჯის ლიმფოდისექცია. სემინარი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენს კლინიკაში გასული წლის ნოემბერშიც საინტერესო სემინარი შედგა _ ჰისტეროსკოპიაში. მომავალში ამ თე
მაზეც კიდევ უფრო მასშტაბური სემინარები გაიმართება. 
სემინარი კავკასიის რეგიონისთვის იყო გათვლილი, თუმცა მას სტუმრები სხვა ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ. ყაზახეთიდან 8 ექიმი ჩამოვიდა. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მცირე მასშტაბის მასტერ
კლასები მათთან უკვე წლებია ტარდება და სწავლებამ ყაზახეთის ექიმების ცოდნის დონე საგრძნობლად გაზარდა. კიდევ უფრო სერიოზულ შედეგს უნდა ველოდეთ საქართველოშიც.
ვესაუბრეთ აზერბაიჯანის მედიცინის მეცნიერებათა დოცენტს, გინეკოლოგ
ისლამ მაგალოვსაც:
_ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, საოცრად დადებითი ემოციით ვარ დატვირთული. ამასთან პროფესიონალური თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მოგვეცა. ხშირად ვსტუმრობთ ევროპას და მსგავს სემინარებს ვესწრებით. უნდა აღვნიშნო, რომ ავერსის კლინიკის ბაზა მათ სტანდარტებს უდაოდ ესადაგება. სემინარი მართლაც უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული _ საკმაოდ რთული ოპერაციების მიმდინარეობას ვაკვირდებოდით და თანამედროვე ჩარევების მთელი კურსი გავიარეთ. ისეთი პროფესიონალებისგან, როგორებიც ბატონი ბოჭორიშვილი, ვიტალი ბერეჟინი და სხვანი არიან, ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
ავერსის კლინიკამ სემინარს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. ამ რანგის კონფერენციები კლინიკაში ტრადიციად იქცა.
"ავერსის კლინიკა" გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

მოკლედ | ვრცლად

ავერსის კლინიკის გორის ფილიალმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა


„ავერსის კლინიკის“ გორის მეორე ფილიალმა 11 მაისს  სოფელ კარალეთის და გარეჯვრის მკვიდრთათვის საქველმოქმედო აქცია მოაწყო, რომლის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა იყო. სოფელ კარალეთის ამბულატორიაში უფასოდ გაისინჯა 300 პაციენტი. აქციის მონაწილეებმა კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ალერგოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის კვალიფიციური კონსულტაცია მიიღეს.

ჩატარდა ექოსკოპიური კვლევებიც. პაციენტებს ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტები  საჩუქრად გადაეცათ.
_ გორის მეორე კლინიკა უკვე 6 თვეა ფუნქციონირებს და გახსნის დღიდან რეგისტრაცია 2 000-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა. ამასთანავე, შიდა ქართლის სოფლებში უფასო გასინჯვების უკვე მეორე აქცია ჩავატარეთ _ აღნიშნა "ავერსის" კლინიკის გორის მეორე ფილიალის მენეჯერმა მაია თომაშვილმა.
მსგავსი ტიპის აქციები "ავერსისათვის" ტრადიციაა. 
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

 


მოკლედ | ვრცლად

გორში ავერსის კლინიკათა ქსელის მეორე ფილიალი გაიხსნა

   2013 წლის 19 ნოემბერს ქ. გორში "ავერსის" კლინიკური ქსელის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. ის აღჭურვილია იაპონური, ამერიკული და ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით. თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც კლინიკაში დაინერგა პაციენტებს საშუალებას აძლევს თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. ჯანმრთელობა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია, სწორედ ამიტომ ის მხოლოდ პროფესიონალ ექიმებს უნდა ანდოთ. გორის მორიგ ფილიალში თქვენ უმაღლესი დონის მაღალკვალიფიციური მედპერსონალი მოგემსახურებათ, რადგან კადრების შერჩევისა და მომზადების პროცესს აქ იმთავითვე დიდი ყურადღება დაეთმო. "ავერსის კლინიკის" თითოეული თანამშრომელი დასაქმებამდე მრავალეტაპიან  გამოცდებს აბარებს, შემდეგ კი ჩართულია მუდმივი სწავლების პროცესში, რაც თანამედროვე სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის უალტერნატივო პირობაა.
ასე რომ, გორის ახალ ფილიალში თქვენ მოგემსახურებიან თანამედროვე გაიდლაინებითა და ტექნოლოგიებით მომუშავე ოჯახის ექიმი, პედიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, უროლოგი, კარდიოლოგი... აქ ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, ულტრაბგერითი კვლევისა და რენტგენის კაბინეტები. "ავერსის" კლინიკა მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ.  
"ავერსის" პირველი კლინიკა 2007 წლის ივნისში გაიხსნა და დღეს ქსელი უკვე 10 ფილიალს აერთიანებს. კლინიკური ქსელის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია "ავერსის" ისტორიაში. რაც მოსახლეობას დაბალანსებულ ფასად უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.
"ავერსის კლინიკა" პირველი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი ISO- 9001 სერტიფიკატი მიენიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკაში ყველა მიმდინარე პროცესი აღწერილი და დოკუმენტირებულია, ყოველი ქმედება შესაბამისად არის გაწერილი: კადრების შერჩევა, მათი მუდმივი გადამზადება _ უწყვეტი სწავლების პროცესი, აპარატურის შერჩევა, პერიოდული შემოწმება და კონტროლი...
“ავერსის კლინიკის” კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი თქვენს ჯანმრთელობაზე სათანადოდ იზრუნებს.

 

“ავერსის“  კლინიკა – პირველი მრავალპროფილური კლინიკაა  საქართველოში,რომელსაც  ISO სერტიფიკატი მიენიჭა.კლინიკა გთავაზობთ ;კიდევ ერთ სიახლეს: სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს, რომელიც  გაგიწევთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასებში. პაციენტთა კომფორტული ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობით,მოგემსახურებათ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რეანიმობილი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

“ავერსის“ კლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გთავაზობთ :
1. პაციენტთა ტრანსპორტირებას როგორც ქალაქის ტერიტორიაზე,ისე რაიონებიდან და საზღვარგარეთიდან, შეღავათიან ფასებში.
2. ბინაზე თერაპიული და  კარდიოლოგიური პროფილის პაციენტთა მომსახურებას, კარდიოგრამის გადაღებას, საჭიროების შემთხვევაში შრომის უუნარობის ფურცლის (ბიულეტენი) გაცემას   კლინიკაში გამოცხადების გარეშე;
3. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მიერ დანიშნული ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის ბიოლოგიური ნიმუშების აღება და მათი ტრანსპორტირება ავერსის  კლინიკაში.
დაგვიკავშირდით:
2 39 98 88
2 39 83 67
2 39 48 53
2 60 12 12
2 39 15 01
2 39 93 70
5 77 27 47 13
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!


ავერსის კლინიკა კიდევ ერთ სიახლეს გთავაზობთ

  "ავერსი" უკვე წლებია თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ამჯერად, "ავერსის კლინიკა" გთავაზობთ სიახლეს, რაც თქვენს სილამაზესა და კარგ განწყობაზეც აისახება. კლინიკის ბოგდან ხმელნიცკის ფილიალში ლაზერული ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც საუკეთესო სპეციალისტები მოგემსახურებიან. კომფორტული გარემო და, რაც მთავარია, დაბალი ფასები კი თქვენს განწყობას ერთიორად აამაღლებს. ჭარბთმიანობისგან საბოლოოდ განკურნება დღეს უკვე უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი იმ ახალი ტექნოლოგიებისა და აპარატურის დამსახურებით რასაც "ავერსის კლინიკა" გთავაზობთ. "ავერსისთვის" ხარისხი მუდამ პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე კლინიკების თუ საწარმოს აღჭურვას ეხება, მხოლოდ საუკეთესო აპარატურას ანიჭებს უპირატესობას. გამონაკლისი არც ლაზერული ეპილაციის კაბინეტი გახლავთ _ ალექსანდრიტის ლაზერი არასასურველი თმის მოსაცილებლად ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. უფრო კონკრეტულად, რა მომსახურებას გთავაზობთ ეს კაბინეტი, რა აპარატურით არის აღჭურვილი და როგორი კადრებით გახლავთ განყოფილება დაკომპლექტებული გვესაუბრება ბოგდან ხმელნიცკის ფილიალის მენეჯერი ქალბატონი მარინა ოსეფაიშვილი: _  ეპილაციის კაბინეტი აღჭურვილია ამერიკული წარმოების "კანდელა"-ს ტიპის ალექსანდრიტის ლაზერით.
ის შედარებით უმტკივნეულო და სწრაფი პროცესია, აღწევს თმის ფოლიკულამდე და ანადგურებს მას. ამასთან, აპარატი მუშაობის პროცესში დინამიურად აგრილებს კანს და მის დამწვრობას და კანის გაღიზიანებას არ იწვევს. პროცედურა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რადგან იმპულსი დასამუშავებელი ზედაპირის საკმაოდ დიდ მონაკვეთს _ 18 მმ-ს მოიცავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოქმედების დიამეტრი დიდია და ერთდროულად თმის რამოდენიმე ღერი ნადგურდება. ლაზერული ეპილაციის შედეგად კანი გლუვი, ღია ფერის, ელასტიური ხდება და ახალგაზრდულ იერს იძენს. თმა იშვიათდება და დიდხანს არ ამოდის.
თუ რაიმე სერიოზული ჰორმონალური დარღვევა არ არსებობს არ აღინიშნება ანდროგენების სიჭარბე ან ჰიპერტრიქოზი, 6-10 პროცედურა საკმარისია საბოლოო შედეგისთვის. "ავერსის კლინიკა" გთავაზობთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას, გვყავს პროფესიონალი კადრები: დერმატოლოგი მაია კიკნაძე, ალერგოლოგი მაია ხეჩოშვილი და ფიზიოთერაპევტი მარინა გაჩეჩილაძე. ასევე, გთავაზობთ კომფორტულ გარემოს და სხეულის სხვადასხვა უბანზე სტანდარტულ, ყველაზე დაბალ ფასებს იმპულსების დათვლის გარეშე. ყოველ შემდგომ პროცედურაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ყოველი მეშვიდე ვიზიტი ჩვენთან უფასოა!
როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს ჭარბი თმისგან სამუდამოდ გათავისუფლების შესანიშნავ პირობებს "ავერსის კლინიკის" ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი გთავაზობთ.
ანდეთ თქვენი სილამაზე მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!




„ავერსის კლინიკის“ ისნის ფილიალის ექიმებმა ტრადიციული აქცია მოაწყვეს უჯარმის მოსახლეობობისთვის 

16 ივნისს „ავერსის კლინიკის“ ისნის ფილიალმა  საქველმოქმედო აქცია ჩაატარა კახეთში, სოფელ უჯარმაში. აქციის მიზანი იყო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და იმ სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელიც  მიუწვდომელია უჯარმის მოსახლეობისათვის. აღნიშნული აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა შემდეგი სახის მომსახურებები: ექოსკოპია, კარდიოლოგის კონსულტაცია და ელექტროკარდიოგრამის გადაღება,თერაპევტის კონსულტაცია,რევმატოლოგის კონსულტაცია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია და სათვალის შერჩევა, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა გლუკომეტრით,  ნევროლოგის კონსულტაცია.

   აქციის ფარგლებში გაისინჯა 115 პაციენტი და ჩატარდა 346 კვლევა. პაციენტებს გადაეცათ პირველადი დახმარების 20 დასახელების მედიკამენტი. უჯარმის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა საქველმოქმედო აქციით. „ავერსის კლინიკა“ კვლავაც გააგრძელებს მსგავსი აქციების ჩატარებას.  ავერსის კლინიკა გისურვებთ ჯანმრთელობას და საულიერ სიმშვიდეს!


მოკლედ | ვრცლად

ავერსის კლინიკა  პირველი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სერთიფიკატი ISO-9001 მიენიჭა.
 
   “ავერსის” კლინიკა პირველი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი ISO სერტიფიკატი მიენიჭა.
5 ივნისს გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD –ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ლეონიდ გარშკოვმა “ავერსის” კლინიკას ISO სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცა. როგორც კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არა მხოლოდ “ავერსის” კლინიკის გამარჯვებაა, არამედ თითოეული პაციენტის წინსვლა და სარგებელია, რადგან მათ ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გარანტირებულად შეუძლიათ მიიღონ “ავერსის” კლინიკაში:

_ “ჩემთვის, როგორც “ავერსის” კლინიკის დამფუძნებლისთვის მთავარია, მომხმარებელს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ “ავერსის” კლინიკაში მომსახურება მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. კლინიკამ სერტიფიცირების პროცესი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს რთული და შრომატევადი პროცესი გახლდათ. თითოეული თანამშრომ
ლის უდიდესი ძალისხმევის შედეგად, მიზანი მიღწეულია და დღეს, “ავერსის” კლინიკა ISO სერტიფიკატს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ყველა პროცესი _ როგორც სამედიცინო, ასევე მენეჯმენტის თვალსაზრისით _ სტანდარტიზებული, საერთაშორისო ნორმების შესაბამისი გახლავთ.  რა თქმა უნდა, საერთაშორისო აუდიტების მოწვევა თავად ორგანიზაციის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, სერტიფიკატის აღება სავალდებულო არ გახლავთ, თუმცა “ავერსის” კლინიკამ ამ სტანდარტების დანერგვა გადაწყვიტა, რადგან ეს ჩვენთვის მხოლოდ პრესტიჟის საკითხი არ არის, ეს არის გარანტი იმისა, რომ ხარისხის გაუმჯობესების ტენდენცია მუდმივად გაგრძელდება.
ISO არის არა წარსულის შეფასება ან ჯილდო დამსახურებისთვის,  არამედ სამომავლოდ გაცემული სერტიფიკატი. ის მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ ამ დაწესებულებაში მოსული პაციენტი მიიღებს მხოლოდ მსოფლიო დონის შესატყვის სამედიცინო მომსახურებას. ISO სერტიფიკატი არის, ერთის მხრივ, დიდი დაფასება და, მეორეს მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ხარისხის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს _ ყოველწლიურად ხორციელდება როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმება _ აუდიტორები პერიოდულად სტუმრობენ კლინიკას და ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება კლინიკის მუშაობა დადგენილ სტანდარტებს. ამასთანავე, კლინიკამ სამ წელიწადში ერთხელ რესერტიფიცირება უნდა გაიაროს _ შესაბამისად, კლინიკის თანამშრომლებს არ აქვთ ხარვეზის დაშვების უფლება, პირიქით ხარისხი მუდმივად უნდა გაუმჯობესდეს”. კომპანია “ავერსისთვის” ISO სტანდარტები სიახლე არ გახლავთ. “ავერსის” შვილობილ კომპანიას “ავერსი-რაციონალს” შესაბამისობის სერტიფიკატი გახსნიდან ერთ წელიწადში 2006 წელს მიენიჭა და დღემდე ამ ნიშას წარმატებით ინარჩუნებს, “ავერსისთვის” მიღებული გამოცდილება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან კლინიკაში ISO სტანდარტების დანერგვა ისეთივე მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, როგორიც თავის დროზე “ავერსი-რაციონალში”. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “ავერსისთვის” ეს ორი განსხვავებული რგოლია, ორსავე სეგმენტში ISO- სერტიფიკატის ფლობა ბრენდის პრესტიჟსა და სანდოობაზე მეტყველებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ISO-სერტიფიკატი ევროპული ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი გახლავთ, თუმცა რას წამოადგენს თავად კომპანია TÜV SÜD, რას გულისხმობს ISO სერტიფიკატის ფლობა, რამდენად პრესტიჟული და სანდოა ეს ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე ხარისხის მაკონტროლებელ კომპანიად არის აღიარებული, ამ საკითხების შესახებ დაწვრილებით გერმანული ორგანიზაცია TÜV SÜD –ის რეგიონალური ოფისის  ხელმძღვანელი ლეონიდ გარშკოვი გვესაუბრება:_ ევროპის ხარისხის კონტროლის სისტემა განსხვავდება იმ მოდელისგან, რომელიც თქვენს ქვეყანაში საბჭოთა პერიოდში არსებობდა. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი პრინციპი ის არის, რომ ევროპაში აუდიტი, სერტიფიცირება და ხარისხის კონტროლი არა სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოხელეების, არამედ მხოლოდ კერძო კომპანიის მიერ ხორციელდება. ამ სტრუქტურის შექმნა და ამუშავება ბანალურმა აუცილებლობამ გამოიწვია _ დაცული უნდა ყოფილიყო ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესები, საზოგადოებისთვის კი თვალსაჩინო უნდა ყოფილიყო ხარისხის ნიშანი. დღეს მსოფლიოში შვიდი უმსხვილესი კომპანიაა რომელსაც ხარისხის კონტროლის და სერტიფიცირების უფლება აქვთ და ამ სფეროში ასწლოვან და მეტი ხნის გამოცდილებას ეფუძნებიან. ერთ-ერთი პირველი გახლავთ TÜV SÜD-ი, რომელიც გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი კომპანიაა და მისი ისტორია 150 წელს ითვლის. ეს სამსახური ბიზნესის და მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის შეიქმნა. 180-ზე მეტ ქვეყანაში ვმუშაობთ. სერტიფიკატები, რომელიც კი გაგვიცია ნახევარ მილიონზე მეტია. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ფირმები, რომლებიც ევროპის ბაზარზე აპირებენ შემოსვლას, თავად გვთხოვენ აუდიტსა და სერტიფიცირებას, რადგან ამ ეტაპის გავლის გარეშე მათთვის ევროპაში გზა ხსნილი არ იქნება. უნდა აღვნიშნო, რომ კონტროლი საკმაოდ მკაცრია და მოთხოვნებიც ადეკვატური, თუმცა კომპანიები, რომლებსაც ჩვენი სერტიფიკატი აქვთ მინიჭებული უმეტეს შემთხვევაში წარმატებით ინარჩუნებენ ნიშას. ISO სერტიფიკატი ხარისხის გარანტია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ყველაფერი, რაც კი გერმანიაში იწარმოება, სერტიფიცირებული უნდა იყოს ISO სერტიფიკატით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მომხმარებელი ნაკლებად ენდობა.  გერმანული ხარისხის კონტროლის ორგანიზაცია კი მათთვის ნდობის საწინდარია. TÜV SÜD გერმანულ წარმოებას აკონტროლებს, ამიტომ გერმანული ხარისხი, მთელს მსოფლიოში ცნობილი და სანდოა. რაც შეეხება “ავერსის” კლინიკის სერტიფიცირებას, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტანდარტები აქაც არის ბაზისური: კადრები, აღჭურვილობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ეკოლოგიური პრინციპების გათვალისწინებაც კი...  5 წლის განმავლობაში “ავერსის” კლინიკა ეკლიან გზას თითქმის უშეცდომოდ გადიოდა. ჩვენ ლაფსუსები ვერ ვიპოვეთ _ “ავერსის” მოქმედება იყო ზუსტი, გამართული, სინქრონიზებული. “ავერსს” ჰქონდა მიზანი და დასახული მიზნისკენ მთელი კლინიკის გუნდი ერთიანად მიისწრაფოდა. საზოგადოდ, ევროპას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე კვლავაც არც თუ სახარბიელო შთაბეჭდილება აქვს. უმეტესობის აზრით, აქ აქტუალურია პოლიტიკური თამაშები, ფულის გათეთრება, კორუფცია და არ გახლავთ პრიორიტეტული ბიზნესის ჯანსაღი განვითარება. თუმცა მე, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ერთ-ერთი პირველია შვიდ საერთაშორისო ხარისხის მაკონტროლებელ ორგანიზაციას შორის, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანია “ავერსი” ევროპულ პრინციპებს სრულად იზიარებს. ვთვლი, რომ ამ კომპანიას აქვს დიდი პოტენცია იყოს საერთაშორისო სტანდარტების მატარებელი. ასე ვიტყოდი: გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს ასეთ წარმატებულ და მიზანსწრაფულ ფირმებს, როგორიც ხართ თქვენ, გისურვებთ წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს”. “ავერსის” კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველგვარი სერტიფიკატი თუ ჯილდო წარსულის შეფასება და დამსახურების აღნიშვნაა, ISO სერტიფიკატი კი “ავერსის” კლინიკისთვის არა მხოლოდ მაღალი შეფასება და დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც გახლავთ:_ რამდენიმე დღის წინ დასრულდა აუდიტირების პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და უნდა აღვნიშნო, რომ ამ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი. დღეს შეგვიძლია კიდევ ერთხელ, დასაბუთებულად დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ყველა პროცესი, რაც ხორციელდება ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტების, გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისია. კლინიკამ ISO- 9001 ხარისხის სერტიფიკატი სამედიცინო და ლაბორატორიული სერვისებისთვის მიიღო. სერტიფიცირების პროცესი 2009 წელს დავიწყეთ, საკმაოდ შრომატევადი და რთული გზა განვვლეთ. თუმცა როცა ISO სერტიფიკატით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს მოირგებ და ამ ყოველივეს იმისთვის კი არ აკეთებ, რომ მხოლოდ სერტიფიკატი მიიღო, არამედ იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდე, ყველაფერი უფრო გიადვილდება. სერტიფიკატის მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, უნდა ხდებოდეს ხარისხის მუდმივი განვითარება-გაუმჯობესება და სწორედ ამ ამოცანაზე ვართ ორიენტირებულები. მიუხედავად იმისა, რომ კრიტერიუმები, მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად, მუდმივად იცვლება, “ავერსის” კლინიკის მიზანია შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს კიდეც ხარისხი. 2014 წლის ივნისში კვლავ გვესტუმრებიან აუდიტები და კვლავ შეაფასებენ კლინიკის მუშაობას. როგორც ცნობილია, რთულია რესერტიფიცირებაც, ამიტომ ამ პროცესისთვისაც სრული პასუხისმგებლობით უნდა მოვემზადოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კლინიკაში ყველა მიმდინარე პროცესი აღწერილი და დოკუმენტირებულია, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ქმედება შესაბამისად არის გაწერილი: კადრების შერჩევა, მათი მუდმივი გადამზადება _ უწყვეტი სწავლების პროცესი, აპარატურის შერჩევა, პერიოდული შემოწმება და კონტროლი...  მთავარი ჩვენთვის კვლავაც მომხმარებლის ინტერესებია და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, რადგან თუ პაციენტი არ გახლავთ კმაყოფილი, ISO სერტიფიკატზე საუბარიც ზედმეტია. ჩვენი მიზანია პაციენტს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. “ავერსის” კლინიკა გახსნის დღიდან პოპულარული და რეიტინგულია, რადგან აქ პროფესიონალიზმი და მაღალი ხარისხი პრიორიტეტი გახლავთ. ამ დამოკიდებულებისა და პრინციპების ერთგულება კი, კიდევ ერთხელ, ამჯერად საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეფასდა და კლინიკა დღეს ყველაზე პრესტიჟული ევროპული ხარისხის კონტროლის ორგანიზაციის სერტიფიკატის მფლობელია. ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალ ექიმებს.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!
მოკლედ | ვრცლად


ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალმა 5 წლის იუბილე აღნიშნა
  კლინიკათა ქსელის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი გახლავთ კომპანია “ავერსის” ისტორიაში. პირველი კლინიკა მარნეულში 2007 წელს გაიხსნა და, დღეს უკვე, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას “ავერსის კლინიკის” 9 უმაღლესი დონის სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. ეს პროექტი არა მხოლოდ თითოეული პაციენტისთვის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას ითვალისწინებს, არამედ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსაც ემსახურება _ იქმნება სტაბილური სამუშაო ადგილები, ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად სოლიდური თანხით ივსება... ამასთანავე, “ავერსის” სახელი პროფესიონალიზმთან, სტაბილურობასთან, მაღალ ხარისხთან და უამრავ სასიკეთო საქმიანობასთან ასოცირდება.
ხუთი წლის წინ, 2008 წლის 27 მაისს ქ. რუსთავში, ავერსის კლინიკის რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა. ის მსოფლიო დონის მრავალპროფილური ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაა, სადაც პაციენტთა განკარგულებაშია თანამედროვე გაიდლაინებითა და სამედიცინო ტექნოლოგიებით მომუშავე სპეციალისები: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ბავშვთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგი,  ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი,  ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი, რევმატოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგები (თერაპევტი, ქირურგი, ორთოპედი).
რუსთავის კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება 142 სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ებოტის, როშეს, სისმექსის, ვიდასის და სხვა მსოფლიო ლიდერი კომპანიების კომპიუტერიზებულ სადიაგნოსტიკო ანალიზატორებზე. კლინიკაში მოსულ პაციენტს პროფესიონალთა გუნდი, კომფორტული გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი ხვდება, რაც პაციენტების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.
“ავერსის” რუსთავის კლინიკაში გახსნის დღიდან რეგისტრირებულია 25000-ზე მეტი ისტორია, რაც რუსთავის მოსახლეობის - 21 % შეადგენს (რუსთავში 117000-მდე ადამიანი ცხოვრობს); ჩატარებულია 144896  ამბულატორიული მომსახურება; დღეში საშუალოდ კლინიკას 68 პაციენტი მომართავს და მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.
კლინიკა რუსთავის მოსახლეობაში იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მისი გაფართოება და ფართის დამატება, ასევე ახალი კადრების მიღებაც გახდა აუცილებელი.

25 მაისს რუსთავის ავერსის კლინიკის 5 წლის იუბილე რუსთავში რესტორან “ლაზიკა”-ში გაიმართა. საღამო სიურპრიზებით და მოულოდნელობებით იყო სავსე. გაიმართა ვიქტორინა, რომლის კითხვებზეც ყველაზე მეტი სწორი პასუხი  ექიმმი-კარდიოლოგმი დავით მაისურაძემ გასცა. ასევე დასახელდნენ კლინიკის ყველაზე წარმატებული ექიმები, გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებულნიც, ვინც სიგელით, ფულადი პრიზებით და კოსმეტიკური საშუალებებით დასაჩუქრდნენ:
ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ ბანკეტის პირველი ნაწილი ლამაზმა ფეიერვერკმა დაასრულა, რის შემდეგაც გაგრძელდა საღამო ტრადიციულად თამადის ხელმძღვანელობით და მუსიკის თანხლებით.
5 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთავის ავერსის კლინიკამ პაციენტებს კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა - 27 მაისიდან 1 ივნისამდე - 50%-მდე ფასდაკლების აქცია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე:
1.  გინეკოლოგიური კაბინეტი – 50%;
2.  ექოსკოპიური კაბინეტი – 40%
3.  ლაბორატორია – 20%;
4.  რენტგენი – 20%
5.  ოპტიკა – 20-50% და სხვა.
ავერსის კლინიკა მუდამ თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!


მოკლედ | ვრცლად





ავერსის კლინიკის ფილიალი ბოგდან ხმელნიცკზე გაიხსნა

  ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე 153 ა ნომერში გასულ წლამდე ბავშვთა მე-7 პოლიკლინიკა ფუნქციონირებდა. ეს სამედიცინო დაწესებულება უბნის მოსახლეობას ემსახურებოდა _ პოლიკლინიკის ექიმების ხელში თაობები გაიზარდნენ, თუმცა ის უკვე თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა. უფრო ზუსტად კი, აქ ელემენტარული სანიტარული პირობები და ტექნიკური აღჭურვილობაც აღარ არსებობდა.
2012 წლის ივნისში გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შპს “ავერსის კლინიკამ” პოლიკლინიკა შეისყიდა და სულ რამოდენიმე თვეში რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარა.

ჩამოყალიბდა უახლესი აპარატურით აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებული ამბულატორიული ტიპის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი _ “ავერსის კლინიკის” ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი, რომელიც 7 მარტს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, “ავერსის” დამფუძნებელი და “ავერსის კლინიკის” გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს კლინიკა, ვიზიტის დასასრულ კი ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თეა გიორგაძემ შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა: _ ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ასეთი დონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა. მოგეხსენებათ, პირველი მარტიდან ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელშიც “ავერსის კლინიკა” აქტიურად არის ჩართული და სასიხარულოა, რომ პროგრამის ფარგლებში, ჩვენს დაზღვეულ მოსახლეობას საშუალება მიეცემა ასეთი მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს სხვადასხვა სამედიცინო სერვისი. კლინიკას დეტალურად გავეცანი და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს საუკეთესო ჯანდაცვას.“ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ამავე ქუჩაზე 155 ნომერში მანამდეც ფუნქციონირებდა “ავერსის კლინიკის” სამკაბინეტიანი მცირე ამბულატორია, დღეიდან კი მოსახლეობას 22 კაბინეტიანი პირველადი სამედიცინო სერვისის დაწესებულება სპეციალისტთა სრული სპექტრით მოემსახურება:
_ დღეს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე “ავერსის კლინიკის” კიდევ ერთი ფილიალი გავხსენით. წინათ, აქ პოლიკლინიკა იყო, რომელიც სახელმწიფოსგან შევიძინეთ. შენობის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში დაახლოვებით ერთი მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ და  მივიღეთ მართლაც ულტრათანამედროვე ამბულატორიული კლინიკა, სადაც აბსოლუტურად ახალი აპარატურა და სამედიცინო დანადგარებია.

“ავერსის კლინიკა” და, მათ შორის, ეს ფილიალიც აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში და მოსახლეობას, საშუალება ექნება, რომ სამედიცინო მომსახურება ასეთი მაღალი დონის კლინიკაში მიიღოს. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკა საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდა. ახალ კლინიკაში  ბავშვთა #7 პოლიკლინიკის 25 თანამშრომელია დასაქმებული, შევქმენით ახალი სამუშაო ადგილებიც. მოხდა კადრების შესაბამისი მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სათანადო ტესტირებისა და გამოცდების საფუძველზე შევარჩიეთ საუკეთესო გუნდი. ამჟამად კლინიკაში 60 ადამიანია დასაქმებული და დღეს აქ არა მარტო აპარატურა, არამედ კადრებიც მხოლოდ უმაღლესი დონის შესატყვისია”. “ავერსის კლინიკის” ბოგდან ხმელნიცკის ფილიალში ხორციელდება ყოველგვარი ტიპის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული გამოკვლევა. ექოსკოპიური, ექოკარდიოგრაფიული, ნეიროსკოპიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს დღის სტაციონარი მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, ასევე, ფიზიოთერაპიისა და მასაჟის კაბინეტებიც. “ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ აუქციონზე შეძენილ შენობაში უმძიმესი სანიტარული მდგომარეობა იყო: _ იმ პირობებში პაციენტის მიღება შეუძლებელი გახლდათ. მოხდა კლინიკის სრული რეკონსტრუქცია, პრაქტიკულად მხოლოდ კარკასი დავტოვეთ და ნულიდან დავიწყეთ მშენებლობა. საბოლოოდ, კლინიკა აღიჭურვა უახლესი აპარატურით, დღეს ტარდება ყველა სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტს ყველა ამბულატორიული სერვისი მიეწოდება. უმაღლესი სამედიცინო მომსახურებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს, თუმცა კლინიკა, ამავდროულად, სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამაშიც გახლავთ ჩართული. უნდა აღვნიშნო, რომ შესაბამისი დაზღვევის მქონე ადამიანებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იმ სერვისებით, რაც სადაზღვევო პაკეტშია გათვალისწინებული, ხოლო იმ პაციენტებს, ვინც ჩვენს კლინიკაში აღრიცხვაზე დადგებიან, სერვისებზე, რასაც დაზღვევა არ აფინანსებს, მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და შეღავათებს ვთავაზობთ.
მარინა ოსეფაიშვილი “ავერსის კლინიკის” ბოგდან ხმელნიცკის ფილიალის მენეჯერია. როგორც ქალბატონმა მარინამ აღნიშნა, კლინიკა მართლაც საამაყოა და მოსახლეობაც უდიდესი სიხარულით შეხვდა უბანში ასეთი მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულების
გახსნას: _ პირველი, რაც დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნო, ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის რენტგენის აპარატი. იაპონური კომპანია “შიმაძუს” რენტგენოგრაფი მაქსიმალური გამჭვირვალობითა და მინიმალური გამოსხივებით ხასიათდება, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მიმზიდველი გახლავთ. რენტგენის სურათი უმაღლეს დონეზე ინფორმაციულია. ამ კაბინეტში შესანიშნავი კადრები მუშაობენ. გვაქვს თანამედროვე აპარატით აღჭურვილი სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც  სტერილიზაციის ნორმები მაქსიმალურად არის დაცული. სტომატოლოგიური ხელსაწყოების და იარაღების სტერილიზაცია ცენტრალურ კლინიკაში ტარდება და ჩვენთან ერთჯერადად შეფუთული მოდის. თითოეული ნაკრები პაციენტის თვალწინ იხსნება. ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ალერგოლოგიური კაბინეტი, სადაც ალერგიული სინჯები კეთდება, გთავაზობთ ნებულაიზერულ თერაპიასაც დამონტაჟებულია სპირომეტრიის აპარატიც. ასე რომ, უმაღლეს დონეზე ხდება ალერგიული დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობაც.
ულტრასონოგრაფიის კაბინეტი აღჭურვილია ფილიპსის თანამედროვე აპარატით, ექოსკოპისტიც არაჩვეულებრივი სპეციალისტია _ ამ უბანში 15 წელიწადზე მეტია მუშაობს და აქაური მოსახლეობისთვის საკმაოდ ცნობადი სახეა. ამასთან, გამოცდილი და მცოდნე კადრია. გინეკოლოგიური კაბინეტიც ციფრული კოლპოსკოპით გახლავთ აღჭურვილი. აქ ტარდება ყველანაირი გინეკოლოგიური გამოკვლევა _ ყელის დათვალიერება, პაპ-ტესტი.
გვაქვს არაჩვეულებრივი ლაბორატორია, სადაც სამი ულტრათანამედროვე აპარატი დგას. ადგილზე ტარდება კლინიკო-ჰემატოლოგიური კვლევები. ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდა უბნის მოსახლეობა, რადგან ანალიზს იღებენ თუ არა, მაქსიმუმ, ერთ საათში პასუხსაც იგებენ. ბიო-ქიმიური და სხვა კვლევებისთვის ანალიზები ცენტრალურ ლაბორატორიაში იგზავნება.
გვაქვს ახალი მცირე ქირურგიული საოპერაციო, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნიკით გახლავთ აღჭურვილი, დაცულია სტერილიზაციის ნორმები.
გვყავს ბავშვთა და მოზრდილთა ქირურგები. აქვეა ყელ-ყურის განყოფილება, სადაც ამბულატორიული ოტორინოლარინგოლოგიური მანიპულაციები ტარდება.
კლინიკაში განთავსებულია, ასევე, დღის სტაციონარი ორ საწოლზე  _ ბავშვთა და მოზრდილთა (დამხმარე სათავსოებით და ყველა სტანდარტის გათვალისწინებით).
ფუნქციონირებს იმუნიზაციის კაბინეტიც...  ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა სამი _ გინეკოლოგიური, ოჯახის ექიმის და ულტრადიაგნოსტიკის კაბინეტით ბოგდან ხმელნიცკის # 155-ში უკვე წლებია არსებობდა. უზომოდ კმაყოფილი პაციენტების ჯარიც გვყავდა. ასე რომ, იმ პატარა კლინიკიდან 5 ექიმი გადმოვიყვანეთ. მართლაც ძალიან წარმატებული და კვალიფიციური კადრები არიან. ბავშვთა #7 პოლიკლინიკაში დასაქმებული 9 პედიატრიდანაც 6 ახალ კლინიკაში დავასაქმეთ. გადავამზადეთ და შესაბამისი ტესტირებების საფუძველზე მივიღეთ ამ პოლიკლინიკის ალერგოლოგი, სტომატოლოგი, კლინიკური ლაბორანტი, ბავშვთა ქირურგი _ შევეცადეთ კარგი კადრები ძველი პოლიკლინიკიდანაც გვყოლოდა, რადგან ამ უბნის მოსახლეობისთვის ისინი ცნობადი სახეებიც გახლდნენ და, უკვე, ახლობელნიც. ახალი კადრებიც მივიღეთ _ ნევროპათოლოგები, ენდოკრინოლოგი, უროლოგი... ასე რომ, ძველი და ახალი კადრების კარგი სინთეზი გამოგვივიდა. არაჩვეულებრივი კოლექტივი მყავს რეგისტრატორების ჩათვლით და ხელმძღვანელობაც ყველანაირად ხელს გვიწყობს, რომ ჩვენი მუშაობა მაქსიმალურად ხარისხიანი და შედეგიანი იყოს. დიდი მადლობა “ავერსის” ხელმძღვანელობას, რომ ასეთი ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა გვაჩუქა ჩვენც და ამ უბნის მოსახლეობასაც. დარწმუნებული ვარ, ასეთი აღჭურვილობის, ასეთი მონდომებული და კვალიფიციური კადრების წყალობით, ჩვენი კლინიკიდან არც ერთი პაციენტი უკმაყოფილო არ წავა. ჩვენს არაჩვეულებრივ კოლექტივს გვაქვს ამბიცია, რომ ამ რეგიონში პირველები და საუკეთესონი ვიქნებით. რადგან “ავერსი” ყველგან ლიდერია. პირადად ჩემთვის კი, ეს კომპანია საკუთარი ოჯახივით არის. “ავერსის კლინიკა” და ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი გთავაზობთ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას, კვალიფიციურ, გულისხმიერ კადრებს და საუკეთესო გარემოს.
“ავერსის კლინიკა” გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

მოკლედ | ვრცლად

3D ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი და ანგიოგრაფი
 
   “ავერსის კლინიკის” ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში კიდევ ერთი თანამედროვე აპარატი 3D ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი და ანგიოგრაფი (Topcon, იაპონია) დამონტაჟდა. ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია  (Optical Coherence Thomography – OCT) – კვლევის არაკონტაქტური, არაინვაზიური მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ და შევაფასოთ თვალის წინა სეგმენტის, ბადურისა და მიმდებარე მინისებური სხეულის ცვლილებები. გამოკვლევის პრინციპი ჰგავს ექოსკოპიას. თუმცა, OCT - ის შემთხვევაში ულტრაბგერის ნაცვლად გამოიყენება სინათლის წყარო. შესაბამისად მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. გამოსახულება რომელიც მიიღება ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიული კვლევით პრაქტიკულად ჰისტოლოგიური ჭრილის შესაბამისია.
  OCT – გამოიყენება რქოვანის სისქის გასაზომად (პაქიმეტრია), კორნეალური ტოპოგრაფიული რუკის მისაღებად (მნიშვნელოვანია რეფრაქციული მანკების, კერატოკონუსის, რეფრაქციული ოპერაციების დროს), ასევე საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ და გავზომოთ წინა საკნის სიღრმე, წინა საკნის კუთხის პროფილი, სიფართე და ა.შ. კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბადურისა და  მხედველობის ნერვის დისკოს დაავადებების  დიაგნოსტირებისა და დიფერენცირებისათვის.
დიაბეტით დაავადებულ პაციაენტებში ტომოგრამების მეშვეობით შეგვიძლია გამოვავლინოთ და ზუსტად განსაზღვროთ  ბადურის დიაბეტური ცვლილებები. აღნიშნული კვლევა მნიშვნელიოვანია მაკულოდისტროფიების, მაკულარული იდიოპათიური ხვრელების,  პათოლოგიური მიოპიის, ბადურის შრეების დაზიანებით მიმდინარე სხვა მრავალი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის, რაც მკურნალობის სწორად დაგეგმის საფუძველია. თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია გამოიყენება გლაუკომის საწყის სტადიაზე დიაგნოზის დასასმელად, ასევე დაავადების პროგრესირების შესაფასებლად.  გლაუკომის დროს კი დაავადების დროულად გამოვლენა იძლევა მხედველობის შენარჩუნების საშუალეაბას. ფლუორესცენტული ანგიოგრაფია ასევე მიეკუთვნება ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის უახლეს მეთოდებს. კვლევისას ფლუორესცნტული ნივთიერება შეყავთ ვენაში, მცირე დროის შემდეგ იგი სისხლის მიმოქცევის გზით ვრცელდება ქორიოიდეაში და ბადურა გარსის სისხლძარღვებში, რაც საშუალებას გვაძლევს გამომავლინოთ ბადურა გარსში სისხლის მომიქცევის დარღვევით მიმდინრე პათოლოგიური პროცესები, შევაფასოთ მათი სიმძიმე და დავგეგმოთ შესაბამისი მკურნალობა. ფლუორესცენტული ანგიოგრაფია მნიშვნელოვანია აგრეთვე თვალის სიმსივნური პროცესების დიფერენცირებისათვის, ასაკოვბრივი მაკულოდეგენერაციებისა და მისი გართულებების და მრავალი სხვა დაავადებების გამოსავლენად.


სიახლე ავერსის კლინიკაში !!!
 
    ფიბროსკანირება (ფიბროელასტოგრაფია) ბოლო თაობის ფრანგული წარმოების აპარატით  FIBROSCAN  502 TOUCH, რომელიც იძლევა საშუალებას შეფასდეს ღვიძლის პარენქიმის ფიბროზი (ელასტიურობა). მეთოდი გამოიყენება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს (როგორიცაა B და C ვირუსული ჰეპატიტები, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური ჰეპატიტები, ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზი და სხვა), რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს ღვიძლის ციროზულ დაზიანებამდეც კი. გამოკვლევა ხანმოკლე, მარტივი და მაღალინფორმატიულია.  კვლევისთვის საჭიროა სულ 15-20 წუთი. არ საჭიროებს პაციენტის სპეციფიურ მომზადებას. არ გააჩნია გართულებები.  მისი გამოყენებით შესაძლებელია ისეთი ინვაზიური მეთოდის თავიდან აცილებაც, როგორიცაა ღვიძლის ბიოფსია. აპარატი Metavir–ის შკალის გამოყენებით ავტომატურად ახდენს გამოკვლევის შედეგების შეჯამებას და საზღვრავს ღვიძლის ქსოვილის სიმკვრივეს და ელასტიურობას კილოპასკალებში. ავერსის კლინიკაში აპარატი ფლობს უპირატესობას ამავდროულად შეფასდეს ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხიც ცხივანი ჰეპატოზების დროს – ინოვაციური ფუნქცია სტეატოზის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის. ფიბროზისა და სტეატოზის სტადიის ადრეული შეფასებით ექიმს საშუალება ეძლევა დროულად  დაიწყოს თერაპია, რომელიც მიმართული იქნება პროცესის პროგრესირების შეჩერებისკენ და მოახდინოს ჩატარებული მკურნალობის   ეფექტურობის დინამიური კონტროლიც.


ვარიკოზული ვენების უსისხლო და უმტკივნეულო მკურნალობა
 

ავერსი შატილს უკვე მეორედ სტუმრობდა

  ორი წლის წინ, 2010 წლის სექტემბერში „ავერსის“ და „ავერსის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ხევსურეთის მოსახლეობისთვის ჩატარდა. მას შემდეგ საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ ტრადიციას _ კომპანია „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ ერთად ზრუნავენ  იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვისთვისაც სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება

ხელმისაწვდომი არ არის _ კომპანიის წარმომადგენლები კვალიფიციურ ექიმებთან ერთად სტუმრობენ საზღვრისპირა სოფლებს და ადგილობრივ მოსახლეობას, სრულიად უსასყიდლოდ, სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უტარებენ. საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში გასინჯვები ჩატარდა ხევსურეთში, თუშეთში, სამცხე – ჯავახეთში და ყაზბეგში.
6-7 ივლისს "ავერსის კლინიკის" და "ავერსის" ორგანიზებით კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა _ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით კომპანიის წარმომადგენლები შატილის (მუცო, არდოტი, ხონისჭალა) და უკანა ფშავის (შუაფხო, თხილიანა, უძილაურთა, საბაურთა, გოგოლაურთა, მუქო, ჭიჩო, მათურა, ხოშარა, ახადი, უკანა ფშავი) თემის სოფლებს ესტუმრნენ და მოსახლეობას ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარეს. აქციის ყოველ მონაწილეს  "ავერსმა" პირველადი დახმარების 20 დასახელების მედიკამენტი გადასცა საჩუქრად. ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ „ავერსის“ საქველმოქმედო აქცია, რადგან სოფლებში მოსახლეობა თანდათან მცირდება, რთული საცხოვრებელი პირობების გამო ოჯახების უმეტესობა ბარში სახლდება _ საზღვრისპირა ტერიტორიები კი ცარიელდება. თითო-ოროლა მოსახლეს, რომლებიც საკუთარ სახლ-კარს არ თმობენ და მამაპაპისეულ ტრადიციებს აგრძელებენ მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ.  „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ლალი ბრეგვაძის თქმით, ამ აქციებს არა მხოლოდ საქართველოს თითოეულ მოსახლეზე ზრუნვა უდევს საფუძვლად, არამედ პატრიოტული მოტივიც: „შატილში მართლაც რთული საცხოვრებელი პირობებია და მოსახლეობას ძალიან უჭირს წლიდან წლამდე თავის გატანა, მითუფრო, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე. აქ რამოდენიმე სოფელს ერთი ექთანი ემსახურება. მაღალი დონის ლაბორატორიულ თუ აპარატულ სამედიცინო კვლევებზე, ხომ, საუბარიც წარმოუდგენელია. მოსახლეობისთვის არც მედიკამენტები გახლავთ ხელმისაწვდომი, ამიტომ ჩვენი აქციების სერიას ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენი სტუმრობით ადგილობრივ მოსახლეობის დახმარებას ვუწევთ, საშუალება გვეძლევა დავათვალიეროთ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი რეგიონები, ვისიამოვნოთ შესანიშნავი  ბუნებით და რაც მთავარია,  ვაკეთოთ სასიამოვნო და სასარგებლო საქმე _ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ  საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობას ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება“.
პირიქითა ხევსურეთის სოფლები ჩეჩნეთის საზღვართან, მდინარე არღუნისა და შატილისწყლის შესართავთან არიან განლაგებულნი. თავად შატილი კი _ კლდეზე შეფენილი სოფელი _ საუკუნეების მანძილზე ერთდროულად
საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, სწორედ ის დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლი  2007 წლის ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მართლაც, აქ მოხვედრისთანავე ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს საქართველოს შორეულ წარსულში მოგზაურობთ: სოფლის კიდეებს ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი მიუყვება, რომელიც ერთიან, მიუვალ დამცველ კედელს ქმნის. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. სოფელს, შენობებს შორის, მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად. საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც გახლავთ, სწორედ ისინი არიან ჩვენი საზღვრების სიმტკიცის გარანტი. ამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე “ავერსის კლინიკა” და “ავერსი” ერთობლივად ზრუნავენ. „ავერსის კლინიკის“ გენერალური დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, ერთობლივი საქველმოქმედო აქციები ძალზედ მნიშვნელოვანია ამ სოფლების მოსახლეობისთვის: _ ხევსურეთში და ფშავში უფასო გასინჯვები ჩავატარეთ _ ეს გახლავთ ჩვენი პროგრამის გაგრძელება, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში უკვე ხუთი ასეთი აქცია ჩატარდა.  აქციების სერია სწორედ შატილიდან დაიწყო და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ამ რეგიონს კვლავაც ვესტუმრეთ. გვყავდა თითქმის ყველა დარგის სპეციალისტი, ულტრათანამედროვე აპარატურა: კარდიოგრაფი, ულტრასონოგრაფიული კვლევის აპარატი,  ტესტები ლაბორატორიული ანალიზებისათვის და, რაც მთავარია, მედიკამენტები. ამ აქციით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან ჩვენი სამედიცინო სერვისით მრავლად ისარგებლა ისეთმა ადამიანმა, ვისაც წლების განმავლობაში ექიმის კონსულტაცია არ მიუღია. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო კლინიკური შემთხვევებიც იყო, ბევრი მათგანისთვის ჩვენი კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი იყო, იმდენად, რამდენადაც პრობლემის დროული აღმოჩენის წყალობით გართულებების თავიდან აცილებას შეძლებდნენ”. ეკა ლაფაჩიშვილი „ავერსის კლინიკის“ ულტრასონოგრაფიის სპეციალისტია, ის უფასო გასინჯვების პროგრამაში აქტიურად არის ჩართული:
_ „ავერსის“ და „ავერსის კლინიკის“ ერთობლივ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობის მიღება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან ამ პროგრამის წყალობით ვეხმარები ადამიანებს, ვისთვისაც სამედიცინო სერვისის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი ისეთი პაციენტი გავსინჯეთ, ვისაც წლების განმავლობაში ექიმის კონსულტაცია არ გაუვლია და, მითუფრო, ასეთი მაღალი დონის აპარატული გამოკვლევები არ გაუკეთებია. სასიამოვნოა, რომ ამ მხარეში, რთული საცხოვრებელი პირობების მიუხედავად კიდევ შემორჩენილია მოსახლეობა. ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის საზღვრების ერთგული მცველები არიან“.
"ავერსი" საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. შატილსა და უკანა ფშავში ჩატარებული აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. საქველმოქმედო გასინჯვების სერია ტრადიციად იქცა და მომავალშიც გაგრძელდება.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.


მოკლედ | ვრცლად

 ვანძოვანი ჩიყვის უოპერაციო (მცირეინვაზიური) მკურნალობა
 
 კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში. ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ყველა კვანძი, მართალია სხვადასხვა ინტენსიობით, მაგრამ მაინც იზრდება. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების სკლეროდესტრუქციის მეთოდი შემოთავაზებული იქნა XX საუკუნის 80-იანი წლეების დასაწყისში იტალიელი ენდოკრინოლოგების მიერ. მკურნალობის არსს წარმოადგენს მასკლეროზირებელი პრეპარატის გამოყენება, რომელთა შეყვანა შლის კვანძს და საბოლოოდ იწვევს მის სკლეროზს. პროცედური საერთაშორისო კოდი - BAXT 4K

 XX საუკუნის 90-იანი წლეების მიწურულს შემუშუშავდა ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მკურნალობის ახალი მეთოდი. მისი არსი მდგომარეობს ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ქსოვილის დაშლაში ლაზერის გამოსხივებით, რომელიც კვანძამდე წვრილი ნემსის გავლით მიიტანება. მკურნალობის დასრულებიდან 3-6 თვის შემდეგ კვანძი ან მთლიანად ქრება, ან ფერხდება მისი შემდგომი ზრდა. პროცედური საერთაშორისო კოდი - BASA 70 მკურნალობა წარმოებს ნარკოზის გარეშე ამბულატორიულად. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ კისერზე ნაწიბური არ რჩება. მისი გამოყენების 15-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დადებითი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია შემთხვევათა 90%-ში. ამბულატორიული ოპერაციის დროული ჩატარება იძლევა შემდგომი „ღია“ ოპერაციის თავიდან აცილების საშუალებას. პროცედურებს ატარებს ქირურგი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი: ე.სიხარულიძე
მოკლედ | ვრცლად

ავერსის კლინიკაში თავის ტკივილის ცენტრის მორიგი ფილიალი გაიხსნა
 
  2012 წლის იანვარში „ავერსის კლინიკაში“ ამოქმედდა თავის ტკივილის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამა, რომელსაც საქართველოში ახორციელებენ ორგანიზაციები: „გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ“, თავის ტკივილის საერთაშორისო ასოციაცია 
და თავის ტკივილის ევროპის საზოგადოება. ცენტრის ფილიალი უკვე გაიხსნა ავერსის გორის კლინიკაშიც. ამ ცენტრის მუშაობით საზოგადოება დაარსების დღიდან ძალიან დაინტერესდა _ პაციენტების სიმრავლე მისი რეიტინგის მაჩვენებელია.ცენტრის მუშაობას ხელმძღვანელობენ თავის ტკივილის ევროპის ფედერაციის გენერალური მდივანი, გერმანიის ქალაქ ესსენის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ქაცარავა და ლონდონის იმპერიალ კოლეჯის პროფესორი ტიმოთი შტეინერი. პაციენტთა მიღებას კი “ავერსის კლინიკის“ ექიმები გვანცა გიორგაძე და მაკა მანია აწარმოებენ, პროექტში აქტიურად მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ნევროლოგიის კათედრის თანამშრომლები მაია კუკავა და ანა ძაგნიძე. ცენტრის მუშაობას კი აფინანსებენ ფარმაკოლოგიური ფირმები „ავერსი ფარმა”, „აქტავისი“ და “ბაიერი“.
პროგრამის უმთავრესი მიზანია სამედიცინო დახმარება გაუწიოს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აწუხებს თავის ტკივილი.
ამასთანავე პროექტი საქველმოქმედოა და პირველი 3 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება და საჭირო მედიკამენტები სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ მიიღოთ. ავერსის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ თავის ტკივილის ცენტრმა საზოგადოებაში უკვე მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია:_ თავის ტკივილის ცენტრი თავდაპირველად ავერსის კლინიკის ცენტრალურ ფილიალში, 2012 წლის იანვარში გაიხსნა. მის პრეზენტაციაზევე გაცხადდა, რომ თავის ტკივილის ცენტრი გაფართოვდებოდა და ფილიალები რეგიონებშიც ექნებოდა. სწორედ ასეთი პირველი რეგიონალური ფილიალი გაიხსნა 2012 წლის 10 ივნისს ქ. გორში. როგორც აღმოჩნდა, თავის ტკივილის გამო ადამიანები მიმართავენ არასწორ მკურნალობას, ძვირადღირებულ გამოკვლევებს და, ასევე ძვირადღირებულ მედიკამენტებს. ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში, ცენტრის გახსნის დღიდან ათასზე მეტ პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება, 250 პაციენტს ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა და ისინი ცენტრის მუშაობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მათი დახმარების გარდა, ცენტრის მიზანია ადამიანებს ვასწავლოთ სწორად ცხოვრება და ტკივილის სწორი მართვა.
ავერსის კლინიკის ნევროლოგმა გვანცა გიორგაძემ ამ პროექტის მნიშვნელობასა და სწორი მკურნალობის ეფექტურობაზე გაამახვილა ყურადღება:
_ ცენტრის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტების უმეტესობა თავის ტკივილის გამო არასწორ მკურნალობას იტარებდა _ ხშირ შემთხვევებში, პირველადი თავის ტკივილის დიაგნოსტიკა არასწორად ხდებოდა და პაციენტებს შაკიკის და დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის გამო მკურნალობა ~სისხლძარღვოვანი სპაზმის~, ოსტეოქონდროზის და ა. შ. დიაგნოზებით ენიშნებოდათ. ბუნებრივია ასეთი მკურნალობა წარუმატებელია. განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა გამაყუჩებელი მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის პრობლემაც, რაც საკმაოდ გავრცელებულია მოსახლეობაში. ამდენად, ცენტრის მუშაობის უმთავრესი მიზანია დაინერგოს საქართველოში თავის ტკივილის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უახლესი და სწორი მეთოდები”. თავის ტკივილის ევროპის ფედერაციის გენერალური მდივანი, გერმანიის ქალაქ ესსენის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ქაცარავა თავის ტკივილის ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე გვესაუბრა:
_ თავის ტკივილი მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მისი სხვადასხვა ფორმები _ შაკიკი იქნება ეს თუ, თავის ქრონიკული ტკივილი, ძალიან გავრცელებული დაავადებებია. მაგალითად, შაკიკით მსოფლიოში ქალთა 20%, ხოლო მამაკაცთა 10% არის დაავადებული. ქრონიკული თავის ტკივილით კი (ეს გახლავთ თავის ტკივილი, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად აწუხებს), დაავადებულია მოსახლეობის 3-4 %, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ადამიანიდან 3-4- მუდმივად იტანჯება ამ პრობლემით. შესაბამისად, ეს არის სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური პრობლემაც ერთდროულად. გვაიმედებს ის ფაქტი, რომ თავის ტკივილის ამ ფორმების მკურნალობა და მათი მართვა შესაძლებელია და ამასთანავე საკმაოდ ეფექტურადაც. სამწუხაროდ, ამის ტრადიცია და ამის ცოდნა საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა. ათი წელიწადი განუწყვეტლივ ვმუშაობდი იმ მიზნით, რომ ამ ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში დანერგვა მომხდარიყო. უნდა ისიც აღვნიშნო, რომ ამ იდეაზე მუშაობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ჩემმა მასწავლებელმა ბატონმა ცოტნე ჩხიკვიშვილმა დაიწყო. მაგრამ ამ პროექტის განხორციელება მაშინ ვერ მოხერხდა. მას შემდეგ 2004 წელს საკმაოდ დიდი სიმპოზიუმის ორგანიზება შევძელი საქართველოში, სადაც მსოფლიო მასშტაბის მკვლევარები და მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას. შესაბამისად, პრობლემის აქტუალობა კიდევ ერთხელ წარმოვაჩინეთ _ გაკეთდა პირველი აქცენტი და გაჟღერდა აზრი, რომ თავის ტკივილის ცენტრის საქართველოში დაარსება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმე იქნებოდა. შემდეგი ნაბიჯი საქართველოში ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება გახლდათ: დადგინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია _ თავის ქრონიკული ტკივილის სიხშირე საქართველოში 8%-ია (2-ჯერ მეტი, ვიდრე ევროპაში). და ამ დაავადებების გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, სწორედ იმით გახლავთ გამოწვეული, რომ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, უკვე დაიგეგმა საქველმოქმედო მასშტაბური პროექტის განხორციელება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფარმაცევტული კომპანიების დახმარებით, ამ პროექტის პირველი ნაბიჯი გადაიდგა _ თავის ტკივილის ცენტრი შეიქმნა. ეს პროგრამა ავერსის კლინიკაში ამოქმედდა. სიმართლე რომ გითხრათ, წარმატება “ავერსის” ხელმძღვანელობის გამჭრიახობის, შორსმჭვრეტელობის და საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვის შედეგია. “ავერსის” ხელმძღვანელობამ გამოიჩინა ინტერესი და მოხერხდა ამ ცენტრის შექმნა. ორგანიზაციული საკითხები მთლიანად “ავერსი-ფარმამ” ითავა. ეს პროგრამა ამოქმედდა იანვარში, სხვათა შორის, ამაში ჯანდაცვის სამინისტრომაც დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. ცენტრის მუშაობა ბევრ ჩვენს მოქალაქეს შეუმსუბუქებს მდგომარეობას”.
თავის ტკივილის ცენტრის გორის ფილიალი უკვე ემსახურება პაციენტებს და როგორც ამ პროექტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მოსახლეობას საშუალება აქვს სამი თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტარონ კვლევები და მიიღონ საჭირო მედიკამენტები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუუმჯობესებთ.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.




მოკლედ | ვრცლად

ავერსის კლინიკაში “კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრი” შეიქმნა
 
   ავერსის კლინიკამ ნოვატორის სახელი უკვე რა ხანია დაიმკვიდრა. მედიცინის სფეროს მრავალი სიახლე, პირველად საქართველოში, სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგა. კლინიკა კიდევ ერთი ინიციატივის ავტორი გახდა _ შეიქმნა “კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრი”
რომლის პრეზენტაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის 5 ივნისს ავერსის კლინიკაში გაიმართა. კონფერენციაზე, სადაც მოწვეულები გახლდნენ ჩვენი ქვეყნის ცნობილი ანგიოლოგები, ფიზიოთერაპევტები, ქირურგები და სხვა სფეროს წარმომადგენლები, ავერსის კლინიკის ექიმებმა თავისი გამოცდილება და ცოდნა კოლეგებს გაუზიარეს, განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: გლიკემიისა და დისლიპიდემიის მნიშვნელობა დიაბეტური ტერფის პროფილაქტიკაში, ამპუტაციის თავიდან აცილების მიზნით წვივის არტერიული ბალონირება, ასევე კონფერენციაზე წარმოადგინეს უნიკალური ოპერაციების ამსახველი კადრები. თავად ცენტრის შექმნის აუცილებლობა იმ სტატისტიკურმა მონაცემებმა წარმოაჩინა, რაც 2011 წლის შედეგების მიხედვით დადგინდა: მიუხედავად იმ სიახლეებისა და მიღწევებისა, რაც სამედიცინო სფეროში ინერგება, ამპუტაციების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში მაინც შემაშფოთებლად დიდია _ წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი ამპუტაცია ჩატარდა. ავერსის კლინიკაში შექმნილი “კიდურების შემანარჩუნებელი ცენტრის” მიზანი ქირურგიული და თერაპიული პროფილის ექიმების კოორდინირებული მუშაობის შედეგად პრობლემის დროული გამოვლენა, მკურნალობა და შესაბამისად, კიდურების ამპუტაციის თავიდან აცილება გახლავთ. ცენტრის პრეზენტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაესწრო. მან გულდასმით დაათვალიერა კლინიკა, გაესაუბრა მედპერსონალს და პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს, ასევე შეკრებილ აუდიტორიას ის პრიორიტეტები გააცნო, რაც სამინისტროსთვის სამოქმედო გეგმად იქცა: _ პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კომპანია “ავერსს” და მის დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს მოწვევისთვის, და იმ შესანიშნავი ინიციატივისთვის, რომლის წყალობით მრავალ ჩვენს მოქალაქეს კიდურის ამპუტაციისგან ვიხსნით. ამასთანავე, ვისარგებლებ აუდიტორიით და გაგაცნობთ იმ სამ პრიორიტეტს, რომელიც ჩვენი სამინისტროსთვის სამოქმედო გეგმად იქცა. ეს გახლავთ: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება, პროტოკოლებისა და გაიდლაინების სისტემის დანერგვა და ელექტრონული ჯანდაცვა. ჯანდაცვის სექტორში მართლაც უპრეცედენტო წინსვლა მოხდა _ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა ახალი კლინიკების სახით, თუმცა მე მოვინახულე ძველი საავადმყოფოებიც ვანში, ქარელში, ჩოხატაურში... ნანახმა ჩემზე საოცრად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. მხოლოდ ასეთი საავადმყოფოები რომ გვქონდეს, პროტოკოლებსა და ელექტრონულ ჯანდაცვაზე საუბარი არალოგიკური იქნებოდა, თუმცა ახალმა ინფრასტრუქტურამ პრაქტიკული საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ მომდევნო, ლოგიკურ საფეხურზე გადავიდეთ. ჩვენი ინიციატივით, უკვე შენდება ტრენინგ-ცენტრი, ამასთანავე ყველა ქსელური კლინიკა რაიონებში საკუთარი მედპერსონალისთვის ტრენინგებს ატარებს _ კომპანიებს ურჩევნიათ კვალიფიკაციის ამაღლებაში დააბანდონ თანხა, ვიდრე ჯარიმები იხადონ არაკვალიფიციური მედპერსონალის შეცდომების გამო. კვალიფიკაციასთან პირდაპირ კავშირშია პროტოკოლები _ დარგობრივ ასოციაციებს ევალებათ პროტოკოლის შექმნა და სულ მალე მოხდება მათი კლინიკებში დანერგვაც. სოლიდური თანხის დახარჯვის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე დღემდე მხოლოდ 120_140 პროტოკოლია. გაიდლაინებს სჭირდებათ ქართულ რეალობასთან ადაპტაცია იმ აპარატურისა და რესურსის გათვალისწინებით, რაც საქართველოს კლინიკებშია. პროტოკოლი ორი რამით არის მნიშვნელოვანი: პაციენტის მხრიდან საჩივრის შეტანის შემთხვევაში, ის ექიმისთვის საუკეთესო თავდაცვაა _ თუ ექიმმა მკურნალობა სამედიცინო აუცილებლობის ფარგლებში განახორციელა, მის მიმართ პრეტენზიები გაქარწყლდება. მეორეს მხრივ, პროტოკოლი აუცილებელია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვისაც. სადაზღვევოს სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გაწიოს, კლინიკას კი უნდა, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს, შესაბამისად, ხშირია უთანხმოება კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. პროტოკოლების არსებობის შემთხვევაში მკაცრად იქნება გაწერილი გაიდლაინი, ეკონომიკური სტანდარტი და შესაბამისად სატარიფო სისტემაც. მესამე პრიორიტეტული მიმართულება კი ელექტრონული ჯანდაცვა გახლავთ. მისი დადებითი შედეგი გახლავთ არა მხოლოდ ის, რომ თბილისში გაკეთებული სისხლის ანალიზის პასუხები ხელმისაწვდომი ზესტაფონის კლინიკაშიც იქნება და ექიმებს შეეძლებათ ამ მონაცემთა ბაზით სარგებლობა. არამედ ისიც, რომ მთელი სისტემის ფინანსური გამჭვირვალობა მიიღწევა. ამ მთავარი მიმართულებების გარდა სამედიცინო სფეროსთვის პოზიტიური იმიჯის შექმნაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ამ თემაზეც სრული დატვირთვით ვმუშაობთ. სახელმწიფო ყველა ინოვაციას და ნოვატორულ ნაბიჯს მხარს უბამს და ავერსის კლინიკაში დღევანდელი ჩემი ვიზიტიც ამის მკაფიო სიგნალია” _ აღნიშნა მინისტრმა. ავერსის კლინიკაში ელექტრონული სისტემის დანერგვა გახსნის დღიდანვე პრიორიტეტული გახლდათ. მონაცემთა ელექტრონული ბაზა კლინიკათა ქსელში არსებობს და ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. ავერსის კლინიკა პაციენტების სრულ კომფორტზეა ორიენტირებული და ახალი ცენტრის შექმნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ავერსის დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ კიდურის ამპუტაცია არის უდიდესი პრობლემა რომელიც ექიმთან დაგვიანებული მიმართვის გამო ხშირად გარდაუვალი ხდება: _ “ავერსის კლინიკის ბაზაზე დაარსებული ცენტრი დაავადების დროულ აღმოჩენას და პრევენციას შეუწყობს ხელს _ კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრის დამსახურებით, სადაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმი კოორდინირებულად იმუშავებს, კიდურების ამპუტაციის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ჯანდაცვის მინისტრი დღეს პირადად ესწრებოდა ცენტრის დაარსებას, ასევე მან გულდასმით დაათვალიერა ავერსის კლინიკა, მოინახულა ყველა განყოფილება, დაინტერესდა აპარატურის მუშაობით, გაესაუბრა ექიმებს... სასიამოვნოა, რომ მინისტრი ცდილობს, რაც შეიძლება ღრმად გაეცნოს სამედიცინო დაწესებულების პრობლემებს და ვთვლი რომ ასეთი პოლიტიკა მას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, რაც ჯანდაცვის სფეროს წინსვლას შეუწყობს ხელს. მინისტრმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა. ხაზგასმით აღნიშნა ელექტრონული ჯანდაცვის აუცილებლობაც. საქართველო რამოდენიმე სფეროს წარმატებული მუშაობით მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი გახდა _ მაგალითისთვის კმარა იუსტიციის სამინისტრო და მისი ე.წ. იუსტიციის სახლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღწევები. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სფეროა, რადგან არ არის მოწესრიგებული ელექტრონული ისტორიები, პაციენტების აღრიცხვის სისტემა, სტატისტიკა, ამიტომ ვთვლი, რომ მინისტრის ინიციატივა აუცილებელი და მნიშვნელოვანია”. ავერსის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში 1000 ამპუტაცია სავალალო მაჩვენებელია ქვეყნისთვის რომლის მოსახლეობაც 4 მლნ ორასი ათასია: _ “ცენტრის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ დღეს ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას. ცენტრი გახლავთ დაგვირგვინება იმ გამოცდილებისა, რაც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. ავერსის კლინიკაში ამ მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ექიმები დამოუკიდებლად მუშაობდნენ: ანგიოლოგები, დერმატოლოგები, ენდოკრინოლოგები თუ პლასტიკური ქირურგები... თითოეულ ამ სამსახურში დაგროვილმა ცოდნამ და შრომის შედეგებმა მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა ამბიციური განცხადება და დაგვეფუძნებინა კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრი. ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ხშირად აღნიშნავს, რომ არ გახლავთ ამ დარგის სპეციალისტი, პირველივე დღიდან დაინახა სამედიცინო სფეროს პრობლემატიკა. მან მოხსენებაში სამი ძირითადი მიმართულება გამოყო, ერთ-ერთი იყო ელექტრონული ჯანდაცვა. მინისტრი დაინტერესდა ელექტრონული ჯანდაცვის სისტემით, რომელიც ავერსის კლინიკაშია დანერგილი. პაციენტის რეგისტრაცია, ბილინგი, ინფორმაციის შენახვა და ელექტრონული ჯანდაცვის წარმოება _ ეს ყველაფერი ჩვენს კლინიკაში სიახლე ნამდვილად არ არის”. საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის გურამ გვასალიას თქმით, ნებისმიერი დაავადება პრობლემურია, თუმცა დიაბეტური ტერფი არა მხოლოდ პაციენტის, არამედ მთელი სოციუმის და ჯანდაცვის სისტემის პრობლემაც არის: _ “ჩვენს ქვეყანაში დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია. სამწუხაროდ დიაბეტის გამო კიდურის დაკარგვის შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი არც ერთ მსოფლიო სტანდარტში არ ჯდება. ეს კი მძიმე ტვირთად ჩვენი ქვეყნის ისედაც დაძაბულ ფინანსურ სისტემას აწვება. ცნობილია, რომ კიდურის ამპუტაციის პრევენცია ბევრად უფრო იაფი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე უკვე დამდგარი რეზულტატის არაპროგნოზირებადი და არაპროდუქტიული მკურნალობა. ქართველ მედიკოსებს მაღალი პოტენციალი გააჩნიათ, რაშიც დღევანდელ კონფერენციაზეც დავრწმუნდით, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა კარგი ორგანიზება და მენეჯმენტი, დღეს პირველი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამ მნიშვნელოვანი საქმის ორგანიზებას დაუდო საფუძველი”. ავერსის კლინიკის ანგიოლოგი კახა ქუნთელია პრეზენტაციაზე საინტერესო მოხსენებით წარსდგა და იმ უნიკალურ ოპერაციებზე ისაუბრა, რაც ავერსის კლინიკაში ტარდება: _ ავერსის კლინიკაში შევქმენით გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა დარგის _ როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული პროფილის სპეციალისტები, რადიოლოგები და ფიზიოთერაპევტები. ამასთანავე, ვფიქრობ, უცხოეთში წასვლას და იქ მკურნალობას აღარ აქვს საფუძველი. ჩვენს კლინიკაში ყველა ის უახლესი აპარატურა და თანამედროვე მეთოდებია დანერგილი, რითაც უცხოური კლინიკები ამაყობენ. ავერსის კლინიკა აღჭურვილია სპეციალური ციფრული აპარატით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ძალიან წვრილ სისხლძარღვებშიც კი ჩავატაროთ ბალონირება და სტენტირება. ამ მეთოდით კიდურების შენარჩუნებას ვაღწევთ _ დახურულ სისხლძარღვში, აღდგება სისხლის მიმოქცევა, რაც ეხმარება წყლულს შეხორცებაში, შესაბამისად კი ვიცავთ კიდურს ამპუტაციისგან”. ავერსის კლინიკის ბაზაზე შექმნილი “კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრის” დამსახურებით კიდურის ამპუტაციების სტატისტიკური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!
მოკლედ | ვრცლად

 ლაპაროსკოპული კუჭის ვერტიკალური (გრძივი) რეზექცია ანუ სლივ გასტრექტომია ჭარბი წონა, როგორც ცნობილია, წარმოადგენს თანამედროვე და ურბანიზებული მსოფლიოს მოსახლეობის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წონის კორექციის მსურველებს ,,ავერსის კლინიკა” სიახლეს სთავაზობს: 2011 წლიდან კლინიკაში ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება ბარიატრიული ოპერაცია –კერძოთ: კუჭის ვერტიკალური (გრძივი) რეზექცია. ე.წ. Sleeve Gastrectomy
ოპერაციის ჩვენება:ქირურგიული ჩარევა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც სიმსუქნე გადადის მორბიდულ (პათოლოგიურ) სიმსუქნეში ,სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად, იმატებს სხვადასვა თანმხლები დაავადებების გამოვლენის შემთხვევებიც,რომლებიც აზიანებს ჯანმრთელობას, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ამცირებს სიცოცხლის
ხანგრძლივობას. როდესაც სხეულის მასის ინდექსი ნორმას (18.5-დან 24.9-მდე) საგრძნობლად აღემატება. თუ ეს მაჩვენებელი 35-დან 45-მდე მერყეობს, მკურნალობის საუკეთესო გზა კუჭის ვერტიკალური რეზექციაა. 2000 წლიდან როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია კუჭის ვერტიკალური რეზექცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ოპერაციულ მეთოდად მიიჩნევა. ქირურგიული ჩარევის შედეგად კუჭის მოცულობა მცირდება, პაციენტს მცირე ოდენის საკვების მიღების შემდეგ მალე უჩნდება დანაყრების შეგრძნება. გარდა ამისა, ხდება კუჭის იმ ნაწილის მოკვეთა სადაც გამომუშავდება შიმშილის ჰორმონი - გრილინი. აქედან გამომდინარე ადამიანი სწრაფად ნაყრდება, ნაკლებს მიირთმევს და ზედმეტ კილოგრამებსაც იოლად იკლებს – კუჭის ვერტიკალური რეზექციის უპირატესობა სხვა ბარიატრიულ ოპერაციებთან შედარებით ის გახლავთ, რომ ადამიანის ორგანიზმში უცხო სხეული არ ინერგება, არც პერიოდული რეგულირება სჭირდება შედეგს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაკლებად საჭიროებენ ვიტამინების , კალციუმის და რკინის შემცველი პრეპარატების დანიშვნას. კუჭის ვერტიკალური რეზექციის შემდეგ პაციენტი მეორე დღიდანვე იწყებს წონის კლებას და რამდენიმე თვეში 30-დან 60 კილოგრამამდე იკლებს. კიდევ ერთი პლუსი, რაზეც ყურადღების გამახვილებაა აუცილებელი, გახლავთ ის, რომ ჭარბწონიან პაციენტებს ხშირად აქვთ დიაბეტი, 80–90% ში კუჭის ვერტიკალური რეზექციის შემდეგ წონაში კლებასთან ერთად სისხლში გლუკოზის მაჩვენებელიც რეგულირდება. ოპერაცია კეთდება ლაპაროსკოპიული მეთოდით, ზოგად დაბალანსებული ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 90–120წთ. პაციენტი ამ ოპერაციის შემდეგ სტაციონარში მხოლოდ 3-4 დღე რჩება. ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციები, გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით ღია წესით შესრულებულ ოპერაციებთან შედარებით. კერძოდ: ნაკლებ ინვაზიურობა და ტრავმულობა, დაბალი პოსტოპერაციული გართულებები, ჰოსპიტალიზაციის ვადების შემცირება. სწრაფი რეკონვალესცენცია, ცხოვრების ხარისხის სწრაფი გაუმჯობესება, კოსმეტიკური ეფექტი.

მოკლედ | ვრცლად

პირველად საქართველოში, მხოლოდ “ავერსის” კლინიკაში _ ქვემო კიდურების გაგანიერებული ვენების მკურნალობა უახლესი აპარატით

   ქვედა კიდურების ვარიკოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით _ ქალებში. “ავერსის კლინიკაში” ამ დაავადების სამკურნალოდ უახლეს მეთოდსა და აპარატურას იყენებენ.

კლინიკა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე და, შესაბამისად, ტექნიკურ აღჭურვილობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. აპარატმა “VNUS”-მა (რადიოტალღოვანი აბლაცია) კი, რომელიც ვარიკოზის სამკურნალოდ გამოიყენება, მსოფლიო მედიცინაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი საშუალებით ვარიკოზის მკურნალობა მხოლოდ საქართველოში, “ავერსის კლინიკაშია” შესაძლებელი. ვარიკოზის მიზეზებსა და მისი მკურნალობის უახლეს მეთოდებზე ვესაუბრეთ “ავერსის კლინიკის” სისხლძარღვთა ქირურგს, ბატონ კახა ქუნთელიას:
_ დაავადების უშუალო მიზეზები უცნობია, თუმცა მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი მრავლად არის. მაგალითად, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს ვენის კედლის გათხელებას. ამას ერთვის ნაყოფის ზრდა, მენჯის ვენებზე ზეწოლა, რის გამოც ქვედა კიდურებიდან სისხლის მიმოქცევა ფერხდება, ქვედა კიდურების ვენები იძაბება და მათი თხელი კედლები ზოგან იბერება, რასაც სამედიცინო ენაზე ვარიკოზს ვუწოდებთ. _ დიაგნოსტიკის საშუალებებზე გვესაუბრეთ. _ უმეტესად ვარიკოზი თვალითაც კარგად ჩანს, თუმცა არსებობს უხილავი ვენებიც და მათი აღმოჩენა ხდება მაშინ, როცა პაციენტი ჩივილებით მოდის. “ავერსის კლინიკაში” გვაქვს აპარატი “ფერადი დუპლექსი”, რომელიც დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა. ის გახლავთ დოპლეროგრაფიისა და ექოსკოპიის სინთეზი, მისი საშუალებით ვარკვევთ, რა ადგილას არის ვენა და რა სიჩქარით მოძრაობს მასში სისხლი. _ ვარიკოზული ვენების მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? _ სანამ პაციენტს გაგანიერებული ვენები ძალიან არ შეაწუხებს, მას ქირურგიული მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ როცა უკვე სიმპტომები იჩენს თავს, ყურადღება აუცილებელია. თავდაპირველად თავს იჩენს ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, განსაკუთრებით _ ჯდომისა და დგომის დროს; შემდგომ იწყება კოჭისა და წვივის შეშუპება; შორს წასული შემთხვევების დროს პაციენტს უჭირს სიარული და უჩივის მუდმივ დისკომფორტს. ტკივილი კი უკვე დაავადების უმძიმეს ფორმაზე მიგვანიშნებს. თუ პაციენტმა დროულად არ იმკურნალა, წვივის არეში გაჩნდება გამაგრებული ადგილები, რომლებიც ჰიპერპიგმენტაციით გამოირჩევა, წვივები გამუქდება, გამკვრივდება და გაუხეშდება, რასაც მედიცინის ენაზე ლიპოდერმატოსკლეროზი ჰქვია. ამ სტადიამდე საქმე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიდეს. როგორც კი პაციენტი წვივის ქვედა მესამედში, მედიალურ კოჭთან, ფერის შეცვლას შეამჩნევს, უნდა მივიდეს სისხლძარღვთა ქირურგთან და დაიწყოს მკურნალობა. მეთოდი ორია. პირველია კონსერვატიული, რომელიც მედიკამენტების მიღებით შემოიფარგლება. უმეტესად ვენოტონიკები და ელასტიური წინდები ინიშნება. თუ დაავადება მედიკამენტებით მკურნალობას აღარ ექვემდებარება, ქირურგიულ ჩარევას მივმართავთ. თვით ქირურგიული ჩარევაც სხვადასხვა სახისაა. წარმატებით გამოიყენება რამდენიმე მეთოდი: * სკლეროთერაპია _ ინსულინის წვრილი ნემსით ვენაში სპეციალური ნივთიერება შეგვყავს, რომელიც ვენის სკლეროზირებას იწვევს _ დაზიანებულ ვენას ადგილობრივად წვავს. წინათ ეს მეთოდი უმეტესად წვრილი ყალიბის ვენებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა ბოლო ხანს მსხვილი ვენების სამკურნალოდაც მიმართავენ. * პოპულარული მეთოდია ვენის ამოკვეთაც. სამედიცინო ენაზე ამას ფლებექტომია ეწოდება. ამ ოპერაციის დროს მცირე განაკვეთებით ხდება ვარიკოზული _ გაგანიერებული _ ვენების ამოკვეთა. ოპერაცია საკმაოდ ეფექტურია და მის შემდეგ პაციენტები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ჩვენს კლინიკაში ეს ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად, ნარკოზის გარეშე და პაციენტები მხოლოდ რამდენიმე საათს რჩებიან კლინიკაში, ოპერაციის შემდეგ არიან სავსებით მობილურები და შეუძლიათ, ნებისმიერი საქმე აკეთონ. * ბოლო დროს მედიცინაში დამკვიდრდა ვარიკოზული დაავადების მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი _ ლაზერითა და რადიოტალღებით აბლაცია, ანუ ვენის გაუქმება. ამ მეთოდმა მედიცინაში რევოლუცია მოახდინა. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში, “ავერსის კლინიკაში”, გვაქვს აპარატი, რომელიც რადიოტალღების საშუალებით, უსისხლო მეთოდით, ვენების გაუქმების საშუალებას გვაძლევს. ეს მართლაც უნიკალური მეთოდია და საუკეთესოა აქამდე მსოფლიოში დანერგილ ყველა მეთოდს შორის. არამხოლოდ იმიტომ, რომ სავსებით უმტკივნეულოა და არც ოპერაციის შემდგომი ჩაქცევები თუ ტკივილი ახასიათებს, _ მას კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს: იმდენად მოკლე ხანში და უმტკივნეულოდ კეთდება, რომ პაციენტს შეუძლია, ოპერაცია სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულმაც კი გაიკეთოს და შემდეგ მშვიდად განაგრძოს თავისი საქმიანობა. ეს მეთოდი იმითაც არის საუკეთესო, რომ რადიოტალღების გამოყენებით გაუქმებულ ვენაზე ვარიკოზის ხელახალი განვითარების ალბათობას ფაქტობრივად გამორიცხავს, ხოლო ქირურგიული ჩარევის შემდეგ არსებობს რისკი, რომ ვარიკოზი კვლავ განვითარდეს.
რადიოტალღური აპარატი ღირსშესანიშნავია კოსმეტიკური თვალსაზრისითაც. პრობლემურ ადგილას მცირე ზომის ნაჩხვლეტი კეთდება, საიდანაც ვენაში კათეტერი შედის, რომელიც რადიოტალღებს ასხივებს და აუქმებს ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენას.
კოსმეტიკური ეფექტი მართლაც საუკეთესოა. პოსტსაბჭოთა სივრცეში მსგავსი აპარატი მხოლოდ საქართველოში, “ავერსის კლინიკაში” დგას. კახა ქუნთელიამ “ავერსის კლინიკაში” წარმატებით ჩაატარა აორტის სტენტირების უნიკალური, საქართველოში პირველი ოპერაციაც. ბატონ კახას აორტის ანევრიზმის მკურნალობის ამ უახლეს მეთოდზეც ვესაუბრეთ:
_ მუცლის აორტის ანევრიზმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. ის აწვება სხვა ორგანოებს და იწვევს ძლიერ ტკივილს, ხოლო გასკდომის შემთხვევაში სისხლი იმდენად სწრაფად იღვრება მუცლის ღრუში, რომ შესაძლოა, პაციენტის საავადმყოფომდე მიყვანაც კი ვერ მოესწროს _ რამდენიმე წამში დაიღუპოს.
დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი დიაგნოსტირების საშუალება ულტრაბგერითი კვლევაა. თუ ანევრიზმა 5 სმ-ს აღწევს, პაციენტს უნდა გაუკეთდეს ოპერაცია, რადგან ამ ზომის ანევრიზმის გასკდომის ალაბთობა დიდია.
_ მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული ჩარევიოთ შეიძლება?
_ დიახ, თუმცა საქართველოში ოპერაცია უმეტესად ღია წესით ტარდება. მუცელს კვეთენ, აორტას კეტავენ და მასში სისხლძარღვის პროთეზს დგამენ. სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის _ “ავერსის კლინიკაშიც”, ეს ოპერაცია სერიულად ტარდება, თუმცა ჩვენს კლინიკაში დაინერგა სტენტირების ახალი, უნიკალური მეთოდიც, რომლის უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ღია წესით ჩატარებულ ოპერაციას ვერც შევადარებ:
* ოპერაცია მცირე განაკვეთებით კეთდება, რომელთა საშუალებით პროთეზი შედის აორტაში და ამავდროულად ხდება ვიზუალური კონტროლი კომპიუტერის საშუალებით;
* არ სჭირდება ღრმა ნარკოზი, უმეტესად ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება;
* ჩვეულებრივი, ღია წესით ჩატარებული ოპერაციისგან განსხვავებით, სტენტირების შემდეგ პაციენტს რამდენიმედღიანი რეანიმაციული დახმარება არ სჭირდება _ ის 48-72 საათში ეწერება ბინაზე;
* ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვანი პაციენტების სამკურნალოდ, რადგან ღია წესით ჩატარებული ოპერაცია მათთვის მძიმე გადასატანია;
* ჩვეულებრივი ოპერაციის დროს მინიმუმ 1 ლ სისხლი იკარგება, ოპერაცია სამი-ოთხი საათი გრძელდება, ნარკოზიდან გამოსვლის პროცესიც საკმაოდ უსიამოვნოა, პოსტოპერაციული პერიოდიც _ მძიმე გადასალახავი: პაციენტს აწუხებს ტკივილი, უჭირს მოძრაობა. საბოლოო ჯამში 10 დღე ან ორი კვირა მაინც უწევს საავადმყოფოში ყოფნა. ხოლო უახლესი მეთოდი, რომელიც ჩვენს კლინიკაში დაინერგა, და საქართველოში, ქართველი ქირურგების მიერ პირველად სწორედ “ავერსის კლინიკაში” იქნა გამოყენებული, ამ უსიამოვნებების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს:
შეიძლება ითქვას, რომ აორტის სტენტირება მედიცინაში წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც პაციენტის სწრაფი და უმტკივნეულო გამოჯანმრთელებისთვის არის საჭირო.
“ავერსის კლინიკა” არამხოლოდ საუკეთესო აპარატურით არის აღჭურვილი, _ მისი უმთავრესი ღირსება სწორედ პროფესიონალი, მცოდნე და მედიცინის ნოვაციებში კარგად გარკვეული კადრები  გახლავთ. “ავერსის კლინიკაში” მხოლოდ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას გთავაზობენ და, რაც მთავარია, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
“ავერსის კლინიკა”  მუდამ თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია.
ავერსის კლინიკა მუშაობს ყოველდღე 9:00-21:00სთ. შაბათ-კვირას 10:00-19:00სთ.
მისამართი: თბილისი 0160, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27ბ
ტელ.: 2399-888; 2391-501; 2394-853; 2967-227
ფაქსი: 2399-370; ელ-ფოსტა: clinic@aversi.ge
ვებ-გვერდის მისამართი: www.aversi.ge

მოკლედ | ვრცლად

ვერსის და ავერსის კლინიკის  ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყაზბეგის რაიონში გაიმართა
 
  იმისათვის, რომ სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის რეგიონები, სადაც მაღალი დონის სამედიცინო სერვისი ფუფუნებად ითვლება.
ექიმები და მედიკამენტები უმეტესად საზღვრისპირა რეგიონებს უჭირთ. ასე მაგალითად, ყაზბეგის რაიონს, სადაც უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებია შექმნილი. აქ სოფლები თანდათან ცარიელდება.
გარდა იმისა, რომ საზღვრისპირა მოსახლეობის შენარჩუნება სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ რაიონში ჩვენთვის, ქართველებისთვის უდიდესი სიწმინდეებია, რომლებსაც გაფრთხილება სჭირდება. მაგალითისთვის გერგეთის სამებაც კმარა. მეთოთხმეტე საუკუნის 30-იან წლებში აგებული ეს ძეგლი ერის ერთიანობის სიმბოლოა. გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეთელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეთელებს მომდევნო საუკუნეებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეთის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია _ წმინდა ნინოს ჯვარი.
ამ სიწმინდეს ქვეყნის სიძლიერის შესანარჩუნებლად და უფლის წყალობის განსამტკიცებლად მლოცველები ყოველთვის უნდა ჰყავდნენ. რაიონის მოსახლეობა კი სულ უფრო და უფრო მცირდება...

საზღვრისპირა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე “ავერსის კლინიკა” და “ავერსი” ერთობლივად ზრუნავენ. მათ ტრადიციად ქცეულ საქველმოქმედო აქციების სიას კიდევ ერთი შეემატა: კლინიკის ექიმების ჯგუფთან ერთად “ავერსი” საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობს, სადაც მოსახლეობას უფასო გამოკვლევებსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობენ. ამ პროგრამის ფარგლებში გასინჯვები ჩატარდა ხევსურეთში, თუშეთში და სამცხე – ჯავახეთში. ამჯერად აქცია ყაზბეგის რაიონში გაიმართა. ჯუთას, კარკუჩას, ახალციხის, სნოს და აჩხოტის მოსახლეობას ჩაუტარდებათ ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური,  ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები.
ავერსმა ყოველ მოსახლეს, ვინც ამ აქციაში მონაწილეობა მიიღო, პირველადი დახმარების 18 დასახელების მედიკამენტისგან შემდგარი ნაკრები გადასცა საჩუქრად.
ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, ყაზბეგის რაიონში გამართული აქცია კიდევ უფრო მასშტაბური გახლდათ, ვიდრე წინამორბედები:
_ 2 და 3 ივნისს “ავერსის კლინიკისა” და “ავერსი-ფარმას” ერთობლივი აქცია ყაზბეგის რაიონში გაიმართა. ექიმების ჯგუფთან ერთად ვესტუმრეთ ყაზბეგის ხეობის 5 სოფელს და იქაურ მოსახლეობას ინსტრუმენტული გამოკვლევები და კონსულტაციები სრულიად უსასყიდლოდ ჩავუტარეთ. თითოეულ პაციენტს კი გადაეცა ნაკრები, სადაც 18 დასახელების მედიკამენტი შედიოდა.

აქცია საკმაოდ მასშტაბური იყო _ 100-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა. შესაბამისად, ჩვენი მორიგი გასვლითი აქცია საკმაოდ შედეგიანიც აღმოჩნდა. შატილში, თუშეთსა და სამხრეთ საქართველოში მსგავსი აქციების ჩატარებისას მხოლოდ ერთ სოფელში ჩავდიოდით და იქ ვაწყობდით ამბულატორიას. მოსახლეობა კი სხვადასხვა სოფლიდან გვაკითხავდა, ამჯერად ჩვენ თავად ჩავდიოდით სოფლებში და იქ მცხოვრებთ კიდევ უფრო გავუადვილეთ ჩვენთან მოსვლა. შესაბამისად, მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო. ამ აქციით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან ჩვენი სამედიცინო სერვისით მრავლად ისარგებლა ისეთმა ადამიანმა, ვისაც წლების განმავლობაში ექიმის კონსულტაცია არ მიუღია. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო კლინიკური შემთხვევებიც იყო, ბევრი მათგანისთვის ჩვენი კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი იყო, იმდენად, რამდენადაც პრობლემის დროული აღმოჩენის წყალობით გართულებების თავიდან აცილებას შეძლებდნენ. აქციაში მონაწილეობას ჩვენი კლინიკიდან სულ 15 სპეციალისტი იღებდა, გვყავდნენ ულტრასონოგრაფიის სპეციალისტები, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათლოგი, პედიატრი, ქირურგი...
გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ _ დახმარება აღმოვუჩინეთ მოსახლეობას, ვისთვისაც არც ექიმი და არც მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, ამ აქციას კიდევ ერთი ძალიან დადებითი მხარეც ჰქონდა: მოვინახულეთ და მოვილოცეთ დარიალის ხეობაში მშენებარე სამონასტრო კომპლექსი, ასევე ვიყავით გერგეთის სამებაში. ავერსი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია.  ყაზბეგის რაიონში დაგეგმილი აქციაც სწორედ ამ მისიას ემსახურებოდა.  მსგავსი ტიპის აქციები ტრადიციაა და მომავალშიც  კვლავ გაგრძელდება.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთე
ლობას და სულიერ სიმშვიდეს!



მოკლედ | ვრცლად

 ავერსის კლინიკაში პირველად საქართველოში ჰიპერჰიდროზის და ერითროფობიის სამკურნალო
ცენტრი გაიხსნა

  შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 წლის წინ პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" ჭარბი ოფლიანობის ანუ ჰიპერჰიდროზის და ერითროფობიის ანუ ბლაშინგ სინდრომის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა და აღნიშნული პათოლოგიით სამშობლოში მკურნალობის საშუალება მიეცა ბევრ პაციენტს, რამდენადაც ზემოთაღნიშნულ პათოლოგიათა მკურნალობა სამკურნალო ცენტრში შეიძლება დღესდღეობით არსებული ყველა თანამედროვე მეთოდით.

აშშ სტატისტიკით ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მოსახლეობის 2–3%, ხოლო ერითროფობიით ბევრად მეტი. საქართველოში მსგავსი სტატისტიკა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩვენს კლინიკაში პაციენტები გარკვეული გამოკვლევების შემდეგ იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს და ენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა, პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ. კერძოდ კონსერვატიული მკურნალობიდან დაწყებული ქირურგიული ჩარევით დამთავრებული. რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას – თორაკოსკოპიული სიმპატექტომიას – ორივე დაავადების შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე რადიკალური მეთოდია, რაც გულისხმობს ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას. იღლიის არეში კეთდება ორი 0.5სმ განაკვეთი. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება და პაციენტი მეორე დღეს ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი მიიღება ოპერაციის დამთავრებისთანავე, სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში.
მოკლედ | ვრცლად

ქ. მარნეულში ავერსის სამშობიარო სახლი გაიხსნა

1 მარტს ქალაქ მარნეულში ავერსის კლინიკის სამშობიარო სახლი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა აქ უკვე ოთხი ჩვილი დაიბადა. სამი ფიზიოლოგიური მშობიარობა და ერთი საკეისრო კვეთა წარმატებულად ჩატარდა.
ოთხივე დედა ახალშობილთან ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს და როგორც თავად აღნიშნეს, ეამაყებათ, რომ მათი პატარები ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში მოევლინნენ ქვეყანას.
მარნეულში ავერსის კლინიკათა ქსელის პირველი ფილიალი 2007 წელს გაიხსნა. კლინიკის რეიტინგი დღითიდღე იზრდება და პაციენტების რაოდენობაც  სულ უფრო და უფრო მატულობს. როგორც "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, გახსნის დღიდან მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა იმისათვის, რომ ხელმძღვანელობამ ზუსტად იცოდეს რამდენად კმაყოფილები ტოვებენ კლინიკას პაციენტები, რა შენიშვნები და წინადადებები აქვთ მათ.
"ქალბატონების უმეტესობა და ორსულები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, მოითხოვდნენ სამშობიაროს გახსნას. ეს საკითხი ჩვენს დამფუძნებელთან შევათანხმეთ და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და მოთხოვნები უნდა გაგვეთვალისწინებინა. დღეს გაიხსნა 12 საწოლიანი სამშობიარო სახლი, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული საუკეთესო, გამოცდილი სპეციალისტებით, რომლებსაც ნებისმიერი სირთულის მშობიარობის მიღება და მისი მართვა შეუძლიათ. სამშობიარო სახლი აღჭურვილია საუკეთესო აპარატურით და, ზოგადად, შექმნილია საკმაოდ მშვიდი და სასიამოვნო გარემო" _ აღნიშნა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა.
ავერსის დამფუძნებელმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ სამშობიაროს გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა სამშობიარო სახლის გახსნა, რადგან აქ ყოველდღიურად ახალი სიცოცხლე იბადება: "ავერსის კლინიკათა ქსელისთვის ეს პირველი სამშობიაროა და იმედი გვაქვს, რომ მარნეულის მოსახლეობა კმაყოფილი იქნება სამშობიაროს მომსახურებით ისევე, როგორც "ავერსის კლინიკის" მუშაობით არის კმაყოფილი. პაციენტები შთაბეჭდილებების წიგნში, როგორც ფილიალებში, ასევე თბილისში, აღნიშნავდნენ, რომ მათი სურვილი იყო სამშობიარო  სახლის გახსნა. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ მოსახლეობას და კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი ადამიანი გვყავდეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სამშობიარო სახლები კიდევ გავხსნათ" _ აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა.
მარნეულის ავერსის კლინიკის მეან-გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი გახლავთ ბატონი ვაჟა ბარამიძე. როგორც მან აღნიშნა, არა მხოლოდ მარნეულის რაიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის საამაყოა ასეთი მაღალი დონის სამშობიარო სახლის გახსნა. "ჩვენი სამშობიარო უმაღლესი კატეგორიის ექიმებით არის დაკომპლექტებული. ავერსის ხელმძღვანელობამ დიდი დრო და ყურადღება დაუთმო კადრების შერჩევას. ჩვენთან კეთდება ნებისმიერი სახის მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია, უმაღლესი დონის ნეონატოლოგიური და ანესთეზიოლოგიური სამსახურები გვაქვს. პაციენტის სურვილის შემთხვევაში, მშობიარობა სპინალური გაუტკივარებით მიმდინარეობს, რაც მშობიარესთვის დიდი კომფორტია. საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვერც ერთი სამშობიარო სახლი კონკურენციას ვერ გაგვიწევს. მითუფრო, მარნეულში" _ გვითხრა ბატონმა ვაჟამ.
სამშობიაროს გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ქვემო ქართლის რაიონის გუბერნატორი ბატონი დავით კირკიტაძე. მან დაათვალიერა "ავერსის კლინიკა" და სამშობიარო სახლის პალატები. შთაბეჭდილება კი, როგორც თავად აღნიშნა წარუშლელი და განუმეორებელი დარჩა: "ავერსის შექმნისა და განვითარების ისტორიას კარგად ვიცნობ, ვიცი, რა ძალისხმევა დასჭირდა კომპანიის დამფუძნებელს  წარმატების მისაღწევად და უნდა ითქვას, რომ მისი კომპანიის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პლუსი სწორედ ადამიანების დასაქმებაა. კომპანიაში დღეს 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.  მათ უკან კიდევ 5 ათასი ოჯახია, რომლებსაც სტაბილური შემოსავალი აქვთ. ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. თუმცა კადრების დასაქმების გარდა კომპანია უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებს, ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კომფორტზე. ამის დასტურია მარნეულში სამშობიარო სახლის გახსნა. აქ  შესანიშნავი გარემოა შექმნილი, არის ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამშობიარო ბლოკი და ლაბორატორია. მაღალკვალიფიციური კადრები, ხელმისაწვდომი ფასები - ეს ყველაფერი "ავერსის კლინიკამ"  მარნეულის მოსახლეობას შესთავაზა. იმედია ბევრ მშობიარეს მიიღებენ და ისინი კმაყოფილები დატოვებენ სამშობიარო სახლს. ჩვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აქ მუშაობს მაღალი დონის სამშობიარო, რომელიც უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ნებისმიერ მშობიარეს" _ აღნიშნა ბატონმა დავითმა.
შესანიშნავი გარემო, კეთილმოწყობილი პალატები, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა, ხელმისაწვდომი ფასები და მაქსიმალური კომფორტი _ ეს ყველაფერი "ავერსის კლინიკის" სამშობიაროს პრეროგატივაა.
"ავერსის კლინიკა" გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას.
მოკლედ | ვრცლად

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად