"ავერსმა" ერთგული მომხმარებლები დაასაჩუქრა

  • 2017-04-18

"ავერსის" სააფთიაქო ქსელს ყოველთვიურად ორ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. კომპანიის ერთგული მომხმარებლები ხშირად იღებენ საჩუქრებს. 13 აპრილს "ავერსმა" გადაწყვიტა, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ გამოეხატა მადლიერება და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით სასაჩუქრე ბარათები გადასცა.
ლალი ბრეგვაძე, "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
- მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც ასე ერთგულობენ "ავერსს". გპირდებით, ჩვენი კომპანია იზრუნებს, რომ მომხმარებელმა ყოველთვის მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია მიიღოს. მინდა, ყველას მოგილოცოთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული, გისურვოთ სულიერი სიმშვიდე და სიჯანსაღე. უერთგულეთ "ავერსს" და ის მუდამ იდგება თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
"ავერსის" მომხმარებლებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.
დევი ფუტკარაძე, "ავერსის" პეკინის აფთიაქის ერთგული მომხმარებელი:
- "ავერსი" შესანიშნავი ადამიანებითაა სავსე. მინდა, ამ გუნდის თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო მზრუნველობისა და ყურადღებისთვის, რომელსაც ისინი მომხმარებლების მიმართ იჩენენ. წინსვლას და წარმატებას გისურვებთ.
თიკო სირაძე, "ავერსის" პეკინის აფთიაქის ერთგული მომხმარებელი:
- "ავერსი" ჩემი არჩევანია. აქ მუდამ სითბოთი, ყურადღებითა და მზრუნველობით სავსე ატმოსფეროა, პროფესიონალები გულისხმიერად და თავაზიანად გვემსახურებიან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიას მომხმარებელთა დაფასებისთვის და ჯანმრთელობა და წინსვლა ვუსურვო მის გუნდს.
ლალა ჭუმბურიძე, "ავერსის" პეკინის აფთიაქის ერთგული მომხმარებელი:
- დიდად ვაფასებ "ავერსს" და მის კოლექტივს. პეკინის აფთიაქს ჩემთვის ძალზე მძიმე პერიოდში ვსტუმრობდი და აქაური ფარმაცევტების მზრუნველობა და გულისხმიერება ძალიან დამეხმარა. არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო ამ კომპანიის მიმართ. მე მუდამ მის ერთგული ვიქნები.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, "ავერსის" ქართველიშვილის აფთიაქის ერთგული მომხმარებელი:
- მომხმარებლისთვის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ქართველიშვილის აფთიაქი გამოირჩევა მომხმარებლისადმი საქმიანი და, იმავდროულად, ფაქიზი დამოკიდებულებით, ამიტომ სხვა აფთიაქში და, მით უმეტეს, სხვა ქსელის აფთიაქში წასვლის სურვილი არასოდეს გამჩენია. დიდი მადლობა "ავერსს" მომხმარებლის პატივისცემისა და ერთგულების დაფასებისთვის.
ლია იშხნელი, "ავერსის“ ქართველიშვილის აფთიაქის ერთგული მომხმარებელი:
- მინდა, მადლიერება გამოვხატო მთელი "ავერსის" და კერძოდ ჩემი უსაყვარლესი ქართველიშვილის აფთიაქის მიმართ, სადაც მუდამ ხალისიანი, თბილი და ყურადღებიანი ატმოსფეროა. ვუსურვებ კომპანიას წინსვლას, მომხმარებელთა სიმრავლეს და დიდ წარმატებას.
მამია ჯაბუა, "ავერსის" ქართველიშვილის აფთიაქის ერთგული მომხმარებელი:
- ქართველიშვილის აფთიაქის ერთგული მომხმარებელი ვარ და იმდენად ვაფასებ აქ მომუშავე ადამიანებს, რომ ხშირად, როცა არაფრის ყიდვა არ მჭირდება, უბრალოდ შევუვლი ხოლმე, მოვინახულებ და მოვიკითხავ. ყოველ მათგანს და მათთან ერთად მთელ კომპანიას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ.
მანონ ქავთარაძე, "ავერსის" ქართველიშვილის აფთიაქის ერთგული მომხმარებელი:
- ვარ და მომავალშიც აუცილებლად ვიქნები ამ კომპანიის ერთგული მომხმარებელი. მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვოთ ჯანმრთელობა, ხოლო "ავერსის" ერთგულ მომხმარებლებს ვეტყვი: ეს 20 და სხვა 50 000!

"ავერსიც" მადლობას უხდის თითოეულ თქვენგანს ნდობისა და ერთგულებისთვის და გპირდებათ, რომ არასოდეს შეწყვეტს თქვენს ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვას.

გააზიარე: