"ავერსი-რაციონალს" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

  • 2017-02-24

23 თებერვალს "ავერსი-რაციონალს" ქ. თბილისის შპს №8 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის და "სამგორი მედის" სამედიცინო პერსონალი სტუმრობდა. 
პროექტის – "ავერსი–რაციონალი – ფართო მასებისთვის" - ფარგლებში საწარმოს უკვე არაერთი ექსკურსიის მასპინძლობა ხვდა წილად. პროგრამის შესახებ "ავერსის" მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელს ნინო ნებიერიძეს ვესაუბრეთ, რომელიც ამ ვიზიტების ორგანიზატორია:
- ერთგვარი WOM (WORD OF MOUTH)  ტიპის ღონისძიებას ჩავუყარეთ საფუძველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავზარდოთ "ავერსი-რაციონალის" ცნობადობა. ასევე, შეგახსენებთ სოციალურ ქსელში – "facebook" ქართული წარმოების მხარდამჭერი აქციის შესახებ, რომელიც გამოწვევად იყო დაანონსებული სლოგანით – "იყიდე ქართული". ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეხმაურებით ამ შესანიშნავ წამოწყებას და, რადგან, "გაგონილს ნანახი ჯობია", მსურველებს ამის საშუალებას სიამოვნებით ვაძლევთ.
– რა შთაბეჭდილებებით ტოვებენ სტუმრები საწარმოს?
– აღფრთოვანებას არასოდეს მალავენ – განსაკუთრებულად მიყვარს საწარმოში შესვლამდე და ვიზიტის შემდგომ სტუმრების ემოციების ფოტოზე აღბეჭდვა. 
"ავერსი-რაციონალში" გიდობას წარმოების დირექტორის თანაშემწე მარიამ ონანაშვილი გვიწევდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მისი საოცარი ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი. მარიამმა სტუმრებს საწარმოს ისტორია, მისი მიღწევები და წარმატებები გააცნო, დეტალურად ესაუბრა ლაბორატორიის, დანადგარებისა და წარმოების შესახებ.
– კიდევ თუ იგეგმება მსგავსი აქცია?
– ვიზიტები გაგრძელდება, მსურველები გვყავს და, თუ სხვებიც გამოთქვამენ სურვილს, შეუძლიათ ფეისბუქით შეგვეხმიანონ.
ვესაუბრეთ "ავერსი-რაციონალის" სტუმრებს და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:
შპს №8 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორმა ხათუნა ჭყოიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნანახმა მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა:
- "ავერსი-რაციონალი" გამორჩეულია მაღალი ტექნოლოგიებით. სიამაყით ვარ სავსე, რომ ასეთი დონის საწარმო ჩვენს ქვეყანაში ფუნქციობს და ეს ყველაფერი ქართველი ადამიანის შექმნილია და არა უცხოელი ინვესტორის... "ავერსი" ყველაფრით გამორჩეული კომპანიაა: პროფესიონალი, კარგად აღზრდილი, ყურადღებიანი, მოწესრიგებული კადრებით, მაღალი ტექნოლოგიებით და, უნდა აღვნიშნო, რომ "ავერსი-რაციონალშიც" სწორედ ასეთი, თბილი და ძალიან შინაურული გარემო დაგვხვდა".
პედიატრმა ნინო ჩახუნაშვილმა კი გვითხრა, რომ ფარმაცევტულ საწარმოში პირველად გახლდათ:
– "უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ტექნიკურმა აღჭურვილობამ, ისე პერსონალის დამოკიდებულებამ საქმისადმი. ალბათ, ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ "ავერსი-რაციონალის" მედიკამენტები მომხმარებელთა შორის ასეთი პოპულარობით სარგებლობენ. საწარმო ეფექტურ და სანდო პროდუქციას გვთავაზობს".
აქციის ფარგლებში უკვე მეოთხე ექსკურსია ჩატარდა, თუმცა ზოგადად, საწარმოს დაარსებიდან წელიწადში რამდენიმე ვიზიტი იგეგმება როგორც სტაჟიორი პერსონალისთვის, ისე სამედიცინო სფეროს, მედიისა და კულტურის წარმომადგენლებისთვის, ასევე, სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი. "ავერსი-რაციონალმა" რამდენიმე ასეულ სტუმარს გაუწია მასპინძლობა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ფარმაცევტული საწარმოს "ავერსი-რაციონალის" მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მთლიანად ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელდა. პირველი პროდუქტი 2005 წელს გამოუშვა. დღეს საწარმო 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.
"ავერსი-რაციონალში" 400-მდე თანამშრომელია დასაქმებული. 
საწარმოში ფუნქციობს ეფექტური ხარისხის მართვის სისტემა, რომლის შექმნა და დანერგვა ISO 9001 და GMP EU-ს მოთხოვნების მიხედვით მიმდინარეობდა გერმანულ ჰოლდინგ - ,,TŰV SŰD”- თან ერთად.
ISO და GMP-ის სტანდარტებთან შესაბამისობა ყოველწლიურად მოწმდება საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტების ფარგლებში.
ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025-ის მიხედვით.
"ავერსი-რაციონალი" მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას.

გააზიარე: