„ავერსი-ფარმასა“ და „ავერსის კლინიკის“ ორგანიზებით ასპინძის  რაიონში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

„ავერსი-ფარმასა“ და „ავერსის კლინიკის“ ორგანიზებით ასპინძის რაიონში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

  • 2016-09-26

„ავერსის კლინიკისა“ და „ავერსი-ფარმას“ ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება. 25 სექტემბერს „ავერსის კლინიკის“ ექიმებისა და „ავერსი-ფარმას“ ორგანიზებით გაიმართა უფასო გამოკვლევა-გასინჯვა ასპინძის რაიონის მოსახლეობისთვის.
„ავერსის კლინიკის“ ექიმებმა ასპინძის რაიონის სოფლების: ხიზაბავრის, საროს, თოკისა და ვარგავის მოსახლეობას ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური კვლევები სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარეს.
აქციის თითოეულ მონაწილეს „ავერსი-ფარმამ“, ტრადიციისამებრ, პირველადი დახმარების 18 დასახელების მედიკამენტი საჩუქრად გადასცა.
უფასო სამედიცინო გასინჯვების ტრადიცია "ავერსის კლინიკამ" 2008 წელში დანერგა. ამ ტიპის აქციები უკვე გაიმართა ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის, მარნეულის, ბოლნისისსა და ადიგენის რაიონში, ზემო აჭარაში, თინეთში. აქციების სერიის ფარგლებში 60 000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი გაიცა.
"ავერსი" უმეტესწილად მაღალმთიან სოფლებს სტუმრობს, სადაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს.
როგორც "ავერსის" კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა ბატონმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის სრულიად უსასყიდლოდ შეთავაზება მნიშვნელოვანია სოფლებსა და რეგიონებში, სადაც სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის;
- "ტრადიციად ქცეული გასინჯვების აქცია უკვე რამოდენიმე სოფელსა და რეგიონში ჩავატარეთ. ამჯერად ასპინძას ვესტუმრეთ, ჩავიტანეთ სამედიცინო აპარატურა, წავიყვანეთ ექიმების გუნდი, რომლებიც ასეთ აქციებში მუდმივად იღებენ მონაწილეობას.
აქციის ფარგლებში ასზე მეტი ადამიანი გავსინჯეთ. უმეტესობას არა თუ ექიმთან ვიზიტის, მედიკამენტის შეძენის სახსრებიც არ ჰქონდა.
„ავერსი“ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ასპინძის რაიონის მოსახლეობას განსაკუთრებით სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა და თანადგომა. ასეთ აქციებს „ავერსი“ მომავალშიც გამართავს.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!.

გააზიარე: