ავერსის კიდევ ერთი ახალი აფთიაქი გაიხსნა

ავერსის კიდევ ერთი ახალი აფთიაქი გაიხსნა

  • 2016-05-30

ცოტნე დადიანის ქუჩაზე №2-ში "ავერსის" კიდევ ერთი აფთიაქი გაიხსნა და დღეს სააფთიაქო ქსელი თბილისში 107, ხოლო, რეგიონებში 126 ფილიალით არის წარმოდგენილი.
"ავერსის" აფთიაქის უპირატესობა მაღალი ხარისხი და დაბალი ფასებია. აქ ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი მედიკამენტი - ახალ აფთიაქში წარმოდგენილია სრული ასორტიმენტი, ასევე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და სამკურნალო კოსმეტიკა.
ფარმაცევტები თქვენთვის საჭირო მედიკამენტის შესახებ სრულ, კვალიფიციურ ინფორმაციას მოგაწვდიან - მომსახურების მაღალი დონე "ავერსის" კიდევ ერთი უპირატესობაა.
სისუფთავე, ჰიგიენური ნორმები და მედიკამენტების შენახვის ყველა წესი "ავერსის" აფთიაქებში ზედმიწევნით არის დაცული - გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი.
სასიამოვნო ინტერიერი, კეთილგანწყობილი გარემო, კვალიფიციური ფარმაცევტები, ხარისხიანი მედიკამენტები და მოვლის საშუალებები - ამ ყველაფერს დადიანის №2-ში გახსნილი "ავერსის" ახალი აფთიაქი გთავაზობთ.

გააზიარე: