ავერსის კლინიკამ ისნის რაიონში მოდერნიზებული ფილიალი გახსნა

ავერსის კლინიკამ ისნის რაიონში მოდერნიზებული ფილიალი გახსნა

  • 2016-05-05

5 მაისს ნავთლუღის ქუჩაზე 11/13-ში "ავერსის კლინიკის" ისნის ფილიალის პრეზენტაცია შედგა. ისანში "ავერსის" კლინიკა 2011 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, თუმცა პაციენტების მზარდმა რაოდენობამ კლინიკის გაფართოება და განახლება განაპირობა.
ვისაც "ავერსის" მომსახურებით ერთხელ მაინც უსარგებლია, კარგად იცის, რომ ამ ბრენდისთვის მაღალი ხარისხი, კვალიფიციური კადრები და თანამედროვე აპარატურა ყოველთვის პრიორიტეტად რჩება. ამ მხრივ, არც კლინიკის ისნის ფილიალია გამონაკლისი და ის აღჭურვილია მსოფლიო დონის ევროპული, ამერიკული და იაპონური სამედიცინო აპარატურით. ამასთან, დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით. კლინიკაში მართლაც სასიამოვნო გარემო და შესანიშნავი ინტერიერია. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია იმისათვის, რომ პაციენტმა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს.
ფილიალის პრეზენტაციას "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე დაესწრო. ლენტის საზეიმო გაჭრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ფილიალის გაფართოება პაციენტების მზარდმა რაოდენობამ განაპირობა:
- შევეცადეთ, კლინიკაში ყველა საერთაშორისო სტანდარტი ყოფილიყო გათვალისწინებული. ექიმ-სპეციალისტების რაოდენობა გაიზარდა. აქ შესაძლებელია ყოველგვარი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. ჩვენი მიზანი გახლდათ, რომ პაციენტებისთვის სასიამოვნო გარემო შეგვექმნა და მათთვის სრული ამბულატორიული სერვისი შეგვეთავაზებინა.
მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. მან კლინიკის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარებაა და, შესაბამისად, ყოველთვის სასიხარულოა მსგავსი ტიპის მაღალი დონის კლინიკის გახსნა:
- ბუნებრივია, ამ სექტორის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია და, შესაბამისად, მსგავსი ტიპის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის ამ რაინში "ავერსის" კლინიკა ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გახლავთ, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი ინვენტარით. აქ სამედიცინო მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია საყოველთაო დაზღვევის პაკეტით მოსარგებლეთათვის. ბენეფიციარების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე დაკავშირებულია ამ კლინიკასთან და ვფიქრობ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრები იქნებიან ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ფლაგმანები და შემადგენელი ნაწილები, რადგან ამ სისტემის განვითარებას სწორედ ასეთი ობიექტები სჭირდება.
"ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლინიკის მოდერნიზებულ ფილიალს დღის განმავლობაში უკვე ორასამდე პაციენტის მიღება შეუძლია:
- ისნის ფილიალის გაფართოება მოსახლეობის მზარდმა მოთხოვნილებებმა განაპირობა. ამჟამად ექიმ-სპეციალისტების უფრო ფართო სპექტრია წარმოდგენილი. განახლდა აპარატურა. აქ დარეგისტრირება შეუძლიათ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მოსარგებლეებს. შევეცადეთ, პაციენტებისთვის მიმზიდველი გარემო შეგვექმნა. ისნის ფილიალში მოსული ნებისმიერი ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.
"ავერსის" კლინიკის ისნის ფილიალის მენეჯერმა მარიამ ქავთარაძემ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის სერვისებსა და მომსახურების ხარისხზე უფრო დეტალურად ისაუბრა:
- ისანში "ავერსის კლინიკა" უკვე ხუთი წელია ფუნქციონირებს. პერიოდულად ვატარებთ მოსახლეობის გამოკითხვას იმის დასადგენად, თუ რა მოთხოვნები აქვთ პაციენტებს. სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე ცენტრის გაფართოება და მოდერნიზება მოხდა. ჩვენი ახლანდელი ფართობი არსებულზე თითქმის ორჯერ მეტია. აქ ხორციელდება ყოველგვარი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული კვლევები. ულტრასონოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული, ნეიროსკოპიული და რენტგენოლოგიურ გამოკვლევები უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიისა და მასაჟის კაბინეტები.
აქ მოგემსახურებათ ოჯახის ექიმი. შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია გინეკოლოგთან, ნევროლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ფუნქციონირებს ბავშვთა ნევროლოგის და პედიატრიის კაბინეტები... მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა იყო ოფთალმოლოგიაზე, რენტგენზე და კოსმეტოლოგიურ კაბინეტებზე... ასევე დაემატა ქირურგია, სადაც მცირე მასშტაბის ქირურგიული მანიპულაციები ტარდება.
გრძელდება საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეთა მიღება, ჩვენს ფილიალში რეგისტრირებულია 4300 ბენეფიციარი. განახლებულ პირობებში გაორმაგებულ რაოდენობას ველოდებით, რადგან მათთვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისების შეთავაზება შეგვიძლია.
"ავერსის" კლინიკის ისნის ფილიალი პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სხვა კლინიკებთან შედარებით დაბალ ფასად სთავაზობს. ჩვენთან მოსულ პაციენტს ძალიან თბილი გარემო, პროფესიონალი ექიმები და მაღალტექნოლოგიური აპარატურა ხვდება.
გვაქვს გამორჩეულად ლამაზი ინტერიერიც, რადგან პაციენტმა თავი უნდა იგრძნოს მყუდროდ და მშვიდად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მათგანს ოჯახური გარემო შევუქმნათ.
კლინიკა ყველა საერთაშორისო სტანდარტის განთვალისწინებით აღიჭურვა. აქ ეტლით მოსარგებლეთათვის სრული ინფრასტრუქტურაა შექმნილი. შევიძინეთ `სკალამობილი~, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ამ ჯგუფის პაციენტები კიბეზე ადვილად გადაადგილდებოდნენ, მათთვის სპეციალური საპირფარეშოებიც გაკეთდა. ასე რომ ჩვენს კლინიკაში პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი.
მადლიერი პაციენტების მზარდი რიცხვი კლინიკის თანამშრომლებისთვის შრომის ყველაზე ძვირფასი საზღაურია.
კლინიკაში მოსულ პაციენტს ქალბატონ ლია ხუციშვილს ვესაუბრეთ:
- უბნის მოსახლეობისთვის ასეთი მაღალი დონის კლინიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეტყობა კიდეც, ემოციებს რომ ვერ ვმალავ. მე "ავერსის" კლინიკის პაციენტი ჯერ კიდევ ძველი კლინიკიდან ვარ და მოუთმენლად ველოდი ახალი, მოდერნიზებული ფილიალის გახსნას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ავერსის" დამფუძნებელს, რომელმაც უბანში ასეთი ლამაზი კლინიკა გაგვიხსნა. სილამაზე ერთია და მომსახურება - მეორე. მინდა აღვნიშნო მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობაც. ყოველ დილას სამსახურში წასვლამდე, ჯერ აქ შემოვდივარ და დადებითი ემოციებით ვიმუხტები. სანიტრიდან მოყოლებული, ყველა ღიმილით მხვდება. ახალგაზრდა კოლექტივია და გაოცებული ვარ მათი პროფესიონალიზმით. ლაბორატორიიდან მოყოლებული, ყველა ექიმის მადლობელი ვარ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ავერსს" არა მარტო ამ კლინიკისთვის - აქვე გვაქვს აფთიაქი და, შესაბამისად, რაიმე შეფერხება არც წამლების, არც კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით არ გვაქვს.
ავერსის კლინიკების ქსელი მართლაც წარმატებით ფუნქციონირებს, მას საქართველოს მასშტაბით უკვე 12 ფილიალი აქვს. კმაყოფილი პაციენტების რიცხვი კი დღითიდღე იზრდება.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.

გააზიარე: