ავერსის მარკეტინგულმა სამსახურმა თერთმეტი წლის იუბილე აღნიშნა

ავერსის მარკეტინგულმა სამსახურმა თერთმეტი წლის იუბილე აღნიშნა

  • 2012-12-17

 “ავერსის” მარკეტინგული სამსახური 2001 წელს შეიქმნა. სექტემბრის თვეში ჯგუფში სამუშაოდ 10 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა, რომლებიც კომუნიკაბელურობით, პროფესიონალიზმით, ურთიერთობის დახვეწილი უნარ-ჩვევებით გამოირჩეოდნენ და დაიწყო სწავლების პროცესი _ ტესტირებები, გამოცდები... 
სამ დეკემბერს ჯგუფი სამუშაოდ გავიდა. გუნდის წევრების მიზანი გახლდათ სამედიცინო საზოგადოებისთვის იმ ახალი მედიკამენტების გაცნობა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდებოდნენ. ეს “ავერსის” ისტორიაში ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო არა მხოლოდ მედიკამენტების პოპულარიზაციის მხრივ, არამედ ქართულ საზოგადოებაში კომპანიის იმიჯის კიდევ უფრო გამტკიცების თვალსაზრისით. 
წლეულს, ამ სამსახურის 11 წლის იუბილე კომპანია “ავერსმა” გამორჩეულად აღნიშნა. “ავერსის” დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძეს თქმით, სამედიცინო წარმომადგენლების სამსახურის შექმნას და მის გამართულ, ორგანიზებულ მუშაობას კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა:
_ “თავდაპირველად ჯგუფი 10 ადამიანისგან შედგებოდა. მათი საერთო თვისება კომუნიკაბელურობა გახლდათ. სპეციალური სწავლებისა და ტრენინგების გავლის შემდეგ თითოეული მათგანი უკვე კარგად მომზადებულ, პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბდა, რომლებსაც ყოველი პრეპარატის შესახებ სრული, ამომწურავი და სანდო ინფორმაცია ჰქონდათ. ყოველ კითხვაზე, რომელიც კი ექიმებსა და ფარმაცევტებს უჩნდებოდათ, მარკეტინგის წარმომადგენლები კომპეტენტურ პასუხს სცემდნენ. პროფესიონალიზმმა კი განაპირობა ამ სამსახურის მიმართ მაღალი ნდობა და, შესაბამისად, “ავერსის” მარკეტინგული ჯგუფების წარმატებაც.  საქმიანობის დასაწყისში თბილისი რეგიონებად დავყავით, გუნდის  ყოველმა წევრმა თითო რეგიონზე აიღო პასუხისმგებლობა და იქ მდებარე ყველა სამედიცინო დაწესებულება, აფთიაქი, ყველა ექიმი აღწერა და კატეგორიების მიხედვით დაახარისხა. ამ მიდგომამ სამსახურის მუშაობა ერთიორად გააადვილა. მონაცემთა ბაზის შექმნის შემდეგ კი, გაკვალულ გზაზე მოქმედება მომდევნო მარკეტინგულ ჯგუფებსაც გაუადვილდათ. დღესდღეობით, მარკეტინგის სამსახურში 5 ჯგუფი მუშაობს და ვფიქრობთ, საკმაოდ წარმატებულადაც”.
თუმცა, ამ სამსახურის პირველი ნაბიჯები მართლაც რთული იყო _ ქართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უმეტესობა თავდაპირველად საკმაოდ ცივად ხვდებოდა კომპანია „ავერსის“ ახალ ინიციატივას. უნდოდ უყურებდნენ, რადგან სამედიცინო წარმომადგენლები მათთვის უცხო ხილი გახლდათ. მაგრამ, ყოველდღიურმა ურთიერთობამ, მარკეტინგული სამსახურის თითოეული წევრის დაუღალავმა შრომამ, მონდომებამ და პროფესიონალიზმმა ექიმების განწყობა რადიკალურად შეც

ვალა. თავად ექიმების თქმით, „ავერსის” სამედიცინო წარმომადგენლები ყოველთვის ყოველმხრივ გამორჩეულები იყვნენ: განათლებით, გადმოცემის უნარით, პრეზენტაბელურობით, ურთიერთობის უნარ-ჩვევებით. რაც, ალბათ, იმის დამსახურებაც არის, რომ დაგეგმილ ვიზიტზე ყოველი მათგანი უმაღლეს დონეზე მომზადებული, ყველა სავარაუდო კითხვაზე დამაჯერებელი პასუხებით შეიარაღებული, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი მიდის. შედეგად, სამედიცინო საზოგადოება კომპანია „ავერსის“ წარმო
მადგენლებით ყოველთვის კმაყოფილი რჩება _ დღეს სამედიცინო წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მუშაობენ.
ბესო ჩუბინიძე უკვე 13 წელიწადია „ავერსის” თანამშრომელია და მარკეტინგული ჯგუფის ჩამოყალიბებისთანავე ამ სამსახურის ხელმძღვანელი გახლავთ. მისი თქმით, მარკეტინგული ჯგუფის მუშაობა თავდაპირველად რთულიც იყო და მარტივიც:
_ რთული _ იმიტომ, რომ მაშინ ასეთი გუნდის მუშაობის გამოცდილება არ არსებობდა, არ გვქონდა ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების, აფთიაქების მონაცემთა ბაზა, რაც ასე აუცილებელი იყო სამედიცინო წარმომადგენელთა ორგანიზებული მუშაობისთვის. მარკეტინგული სამსახურის პირველ წარმომადგენლებს უნდა ვუმადლოდეთ ამ ბაზის შექმნასა და იმ რთული გზის გაკვალვას, რომელსაც ახლა ვადგავართ. თუმცა იმ დროს მუშაობა ადვილიც იყო იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენტები არ გვყავდნენ, არც მედიკამენტების სია გახლდათ ისეთი მრავალფეროვანი, როგორც დღეს. ახლანდელი გადასახედიდან, მარკეტინგული ჯგუფის მუშაობა კიდევ უფრო რთულია კონკურენციის გამო _ პროდუქტები ბევრია, ბაზარი _ გაჭირვებული. სამაგიეროდ, უკვე არსებობს დაგროვილი გამოცდილება, სწავლების სისტემა, ზოგადად, მუშაობის პრინციპები და ახალი თანამშრომლები, ვინც  ჩვენს რიგებს უერთდება, აწყობილ მექანიზმში ხვდება და არც მუშაობა უჭირს, ასე რომ ყველა დროს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. მარკეტინგული სამსახურის 11 წლის იუბილე „ავერსმა”, მართლაც, გამორჩეულად აღნიშნა. ისე, როგორც ამ კომპანიას სჩვევია ხოლმე _ სასიამოვნო გარემოში. ბევრი ისტორია გავიხსენეთ, რაც ჩვენი სამსახურის პირველ ნაბიჯებს უკავშირდებოდა, ასე რომ ძალიან თბილი და დაუვიწყარი საღამო ვაჩუქეთ ერთმანეთს“ ავერსელებისთვის კომპანია მხოლოდ ყოველდღიური რუტინული სამუშაო არ გახლავთ. ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც წარმატებასა და სიხარულს ყველა ერთად იზიარებს და თითოეულ ავერსელს თავისი წვლილი შეაქვს კომპანიის წინსვლაში.
„ავერსი“ გისურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

გააზიარე: