გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

26.04.2017
ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშომლები უერთდებიან დედამიწის დღესთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებს...

სახელი:

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს - უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

 

სლოგანი:

„ავერსის“ მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, რასაც საუკეთესოდ გამოხატავს კომპანიის სლოგანი: „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“

 

სიმბოლო, ლოგო:

სლოგანს ეხმიანება „ავერსის“ ლოგოტიპიც - წითელი გული, რომელზეც გამოსახულია თეთრი მტრედი ზეთისხილის რტოთი.
წითლისა და თეთრის სიმბოლიკას ისტორიული ფესვები აქვს. ამ ფერებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ჯვაროსნული ომების ეპოქაში, იყენებდნენ ტამპლიერებისა და ჰოსპიტალიერების რაინდული ორდენები, რომლებიც ზრუნავდნენ ავადმყოფებზე, უსახლკაროებსა და ობლებზე, იცავდნენ წმინდა ადგილების მოსალოცად მიმავალ მორწმუნეთა უსაფრთხოებას. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიომ სწორედ თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრით გაიცნო. დროთა განმავლობაში ამ ემბლემის შინაარსი გაფართოვდა და განსაცდელში ჩავარდნილთა უანგარო დახმარების სიმბოლოდ იქცა.
უძველეს კულტურებში წითელი სიბრძნესა და სასიცოცხლო ენერგიას განასახიერებდა, თეთრი კი სიწმინდესა და კეთილშობილებას.
გულიც, როგორც ადამიანის მთავარი ორგანო, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გამოხატავს. მტრედი ჯერ კიდევ ბიბლიური ეპოქიდან მიიჩნევა მშვიდობის სიმბოლოდ, ხოლო ზეთისხილის რტო, რომელიც ასევე ბიბლიური ეპოქიდან იღებს სათავეს, სიცოცხლისა და ღმერთთან შერიგების გამომხატველია.
ყველა ამ მნიშვნელობას სრულყოფილად იტევს „ავერსის“ ემბლემა - მასაც ხომ, როგორც ბიბლიურ მტრედს, თავისი საქმიანობით სიმშვიდე და ჯანმრთელობა მოაქვს ადამიანებისთვის.

 PNG   EPS    AI    CDR

 

მისია:

გაუადვილოს ადამიანებს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ასეთი მისია დაუსახა „ავერსმა“ საკუთარ თავს. სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული მისი მრავალმხრივი საქმიანობის სპექტრი, მათ შორის - უწყვეტი რეგიონული გაფართოება და საქართველოს ყველა ქალაქში ახალი ტიპის აფთიაქების გახსნა. ამ მიზნის რეალიზებას ხელს უწყობს ისიც, რომ „ავერსის“ პროდუქცია და სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია და უმთავრესად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

 

ხედვა:

დღიდან დაარსებისა, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია ფარმაცევტების პროფესიული ზრდა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება როგორც მომსახურების, ისე მომხმარებლის ინფორმირების კუთხით.
მომხმარებლის მეტ კომფორტს ისახავს მიზნად Online სერვისების დანერგვა და გაფართოება.
ყოველივე ამასთან ერთად, „ავერსი“ ცდილობს, აღადგინოს მივიწყებული ტრადიცია და ფარმაციის სფეროში დააბრუნოს მამაკაცები. ამის დასტურია ის, რომ კომპანიის ყველა აფთიაქში თითო ფარმაცევტი მამაკაცი მაინც არის დასაქმებული.

 

ღირებულებები:

ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება ავერსის ძირითადი ღირებულებებია.


"ავერსი" – სტაბილურობისა და ხარისხის გარანტი

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" 1994 წელს დაარსდა.
დამფუძნებელი გახლავთ პროფესიით ექიმი პაატა კურტანიძე.
"ავერსის" სააფთიაქო ქსელი თბილისში წარმოდგენილია 107, ხოლო სხვადასხვა რეგიონში – 126 აფთიაქით. ქსელის უპირატესობა გახლავთ ტემპერატურული რეჟიმსა და სისუფთავის ზედმიწევნით დაცვა, რაც მედიკამენტების საიმედოდ შენახვას უზრუნველყოფს.


პროდუქცია
“ავერსმა” დაარსებისთანავე დაიწყო საქართველოში მედიკამენტების პირდაპირი კონტაქტებით შემოტანა, შესაბამისად, მედიკამენტების ხარისხიც მაქსიმალურად გარანტირებულია და ფასიც – შედარებით დაბალი.
"ავერსის" პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები არიან:


იხილეთ პარტნიორების სრული სია


მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, “ავერსში” მედიკამენტების სხვადასხვა ფასით წარმოდგენილი ანალოგების – ე.წ. “ჯენერიკების” ფართო არჩევანია, რომლებიც უცხოურ ანალოგებისგან მხოლოდ ფასით განსხვავდება და არა ხარისხით.


პრიორიტეტები
“ავერსში” უმთავრესი პრიორიტეტი მომსახურების მაღალი ხარისხი გახლავთ. აფთიაქებში ფარმაცევტების მუშაობის ხარისხს და მათ პროფესიულ ზრდას დიდი ყურადღება ექცევა.
ფირმაში არსებობს უწყვეტი სწავლების პროცესი – ყოველკვირეული სემინარებისა და ტესტირებების დამსახურებით ფარმაცევტები კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებენ. ამ შეხვედრებზე ფარმაცევტები ისმენენ ინფორმაციას სხვადასხვა ბრენდის მედიკამენტების შესახებ. ფარმაცევტებს უტარდებათ სემინარები და ტრენინგები მომსახურების საკითხებზეც.
ფირმას ჰყავს რეგიონალური მენეჯერების გუნდი, რომელიც სისტემატურად ამოწმებს აფთიაქებში სანიტარულ-ფარმაცევტულ წესრიგს. ასევე ფირმას აქვს “ფარული მომხმარებლის” სამსახური, რომლის საშუალებითაც სისტემატურად ხორციელდება აფთიაქების სამუშაო პროცესის და მომსახურების დონის მონიტორინგი.


საკადრო პოლიტიკა
საკადრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომელთა მოტივაცია და ამისათვის არსებული მუდმივი შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელიც ითვლისწინებს ცოდნისა და პროფესიონალიზმის გამოვლენის უმნიშვნელოვანეს დეტალსაც კი.

კომპანიაში წარმატებულ თანამშრომლებს ფიქსირებულ ხელფასთან ერთად ყოველთვიური და კვარტალური პრემიებიც გადაეცემათ. თანამშრომლებს ფირმა წამახალისებელ პრემიებს აძლევს ტესტირებებში მიღწეული წარმატებული შედეგისათვისაც.
თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულია ხელფასის მატება სტაჟთან ერთად. სხვადასხვა რგოლის თანამშრომელთათვის ზრდის % განსხვავებულია.
"ავერსის" თანამშრომლები არა მარტო პროფესიულ საქმიანობისთვის არიან მოტივირებულნი, არამედ პირადი ცხოვრების შექმნისათვისაც – ახლადდაოჯახებულებისათვის გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება, თანამშრომლის დაქორწინების შემთხვევაში მთელი მისი განყოფილება წამახალისებელ ფულად ჯილდოს იღებს. ასევე ფულად ჯილდოს იღებენ თანამშრომლები, რომლებსაც შვილი შეეძინებათ.
კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივით წარმატებული “ავერსელები”, რომლებმაც ფირმის განვითარებასა და წინსვლაში გამორჩეული როლი შეასრულეს, ყოველწლიურად სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით საჩუქრდებიან და საზღვარგარეთ შემოქმედებითი მივლინებით მიემგზავრებიან. “ავერსელებმა” ამგვარად მოინახულეს უკრაინა, თურქეთი, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები, ისრაელი...
მოკლედ | ვრცლად


"ავერსის" პროექტები და წარმატებები

  • "ავერსმა" შექმნა ამიერკავკასიაში უმსხვილესი ფარმაცევტული წარმოება "ავერსი-რაციონალი". მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კომპანიაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებია - ISO 9001 (Quality management systems- Requirements და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union).
  • "ავერსის" კლინიკათა ქსელი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. 2013 წლის 5 ივნისს გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD – ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა “ავერსის კლინიკას” ISO სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცა.
  • 2009 წელს – პაატა კურტანიძემ სადაზღვევო კომპანია “ალფა” დააარსა. 
  • 2010 წელს – კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა საქველმოქმედო ორგანიზაცია – საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი” დააარსა.
  • 2011 წელს "ავერსმა" შეიძინა ქირურგიის ინსტიტუტი და სულ მალე ის უახლესი ინვენტარით აღჭურვილ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებად გარდაქმნა. 
  • 2012 წელს ბაზარზე “მედკაპიტალი” გამოჩნდა, ქსელში ქალაქის ხუთი პოლიკლინიკა გააერთიანა და მოსახლეობას სრულიად ახლებური, თანამედროვე სტანდარტების სერვისი შესთავაზა. 

ამჟამად “მედკაპიტალის” ქსელში ოთხი ფილიალია: “მედკაპიტალი-გლდანი”, “მედკაპიტალი-დიდუბე”, “მედკაპიტალი-საბურთალო” და “მედკაპიტალი-სამგორი”. ქსელში დაახლოებით 460 კაცია დასაქმებული. ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლევა, მოსახლეობას სრული ამბულატორიული სერვისი შესთავაზონ. აპარატურა, რომელიც “მედკაპიტალის” კლინიკებშია დამონტაჟებული, ულტრათანამედროვე და უმაღლესი ხარისხისაა. “მედკაპიტალი” ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. 2014 წლის 23 ოქტომბერს შპს “მედკაპიტალმა” გლდანში, ვეკუას ქუჩაზე, ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა. ახალი დაწესებულება 22 მელოგინეზეა გათვლილი.

მოკლედ | ვრცლად

"ავერსი" – მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია
“ავერსის” საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქველმოქმედებაა.
”ავერსი” წლების განმავლობაში ზრუნავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებზე. (გლდანის ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი და რუსთავის მოხუცებულთა პანსიონატი) მათ განუწყვეტლივ ამარაგებს საჭირო მედიკამენტებით.

2005 წლიდან – მოქმედებს მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების მუდმივმოქმედი პროექტი. 2010 წლიდან ამ პროექტს წარმატებით ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი "ავერსი". დღემდე დახმარება 2 923 ოჯახმა მიიღო. პროექტის ფარგლებში გაცემულია სულ 1 625 605,74 ლარი.
2009-2013 წლამდე – “ავერსსა” და საქართველოს საპატრიარქოს შორის მოქმედებდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, მღვდელ-მონაზვნები და სასულიერო პირები, უფასოდ იღებედნენ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს და სარგებლობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სერვისით.
2009 წელს – ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებს საშუალება მიეცათ უფასოდ მიიღონ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები და ჩაიტარონ ყოველგვარი სამედიცინო მომსახურეობა უფასოდ. პროექტი კვლავ მიმდინარებს.
2013 წელს – გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს პენსიონერთა რესპუბლიკურ კომიტეტთან, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" პენსიონერებს ყოველთვიურ დახმარებას გაუწევს.
2015 წლის 6 იანვარს, თბილისის იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე კომპანია „ავერსმა“ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებს – ყოფილ პატიმრებს მედიკამენტების შესაძენად 150 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათები გადასცა.
კომპანია მხოლოდ მსხვილ საქველმოქმედო პროექტებს არ ახორციელებს. ”ავერსის” ოფისში დახმარების იმედით მოსული არცერთი მოქალაქე არ რჩება უყურადღებოდ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2014 წლის განმავლობაში 674 302,5 ლარის მედიკამენტი ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაიცა.
კომპანია დღეს საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეაქვს. ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

მოკლედ | ვრცლად


ჯილდოები და სიგელები:
ფარმაცევტულმა კომპანიამ დაარსების დღიდან უამრავი მადლობის ფურცელი, სიგელი და სერტიფიკატი მიიღო, როგორც ქველმოქმედმა, წარმატებულმა და ცნობადმა ბრენდმა:
2001 წელს "ავერსის" დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ბატონ პაატა კურტანიძეს დედაქალაქის წარჩინებული ბიზნესმენის და ამავე წელს საქართველოს წარჩინებული ბიზნესმენის წოდება მიენიჭა.
2003-2008 წლებში ჯორჯიან თაიმსის ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საუკეთესო კომპანიის წოდება დაიმსახურა, როგორც ქველმოქმედმა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და საუკეთესო მენეჯმენტის განმახორციელებელმა კომპანიამ.
2004 წლის 27 იანვარს "ავერსი-ფარმას" საერთაშორისო ოქროს ვარსკვლავის ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა ასოციაცია B.I.D-სგან ქ. მადრიდში.
2004 წლის 17 დეკემბერს ქართული ხარისხის ნიშანი მიენიჭა შ.პ.ს. "ავერსს", შ.პ.ს. "ავერსი-ფარმას" და შ.პ.ს. "ავერსი გეოფარმს".
2005 წელს "ავერსი" ალმანახი "სახე(ლ)ების" გამარჯვებული გახდა ნომინაციაში "მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია".

2006-2007 წლებში ქართული ხარისხის ნიშნის სერტიფიკატი შ.პ.ს "ავერსი-ფარმამ" ორჯერ მიიღო.
2006 წელს "ავერსის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბატონი პაატა კურტანიძე წლის ადამიანად აღიარეს რაეო-ს კვლევებზე დაყრდნობით.
2007 წლის 14 დეკემბერს ახალი ამბების სააგენტო GHN და საკონსულტაციო ჯგუფი GSG _ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად "ავერსი-ფარმა" გახდა გამარჯვებული ნომინაციაში "წლის ბრენდი" და გადაეცა ოქროს პერგამენტი.
2008 წელს იმავე ახალი ამბების სააგენტო GHN და საკონსულტაციო ჯგუფ GSG –ის მიერ წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ნომინაციაში "წლის საუკეთესო კომპანია" გამარჯვებული კვლავ "ავერსი-ფარმა" გახდა და მას ჯილდოდ "ოქროს პერგამენტი" ერგო.
2007 წელს ბატონ პაატა კურტანიძეს ობოლ ბავშვთა დახმარების ფონდმა მადლობის სიგელი გადასცა.
2007 წლის 22 ივნისს მას ბავშვთა საკრებულოს მეოხის სიგელიც გადაეცა...
ბატონმა პაატამ საქართველოს რაგბის კავშირისგანაც მიიღო მადლობის სიგელი.
2008 წელს GORBI-მ ბიზნეს ნაციონალური ჯილდო გადასცა ავერსს და ბატონ პაატა კურტანიძეს, როგორც გამარჯვებულს ნომინაციაში "ქველმოქმედება, უახლესი ტექნოლოგიები, ეფექტური მენეჯმენტი, სოციალური პასუხისმგებლობა"
2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია "ავერსს" გადასცა საპატიო დიპლომი პროექტში "გახდი ქველმოქმედი" აქტიური მონაწილეობისათვის.
2008 წლის 18 მაისს "ავერსმა" მადლობის სიგელი მიიღო ჭადრაკის ფედერაციისგან ჭადრაკის ევროპის ქალთა ჩემპიონატში შეტანილი წვლილისთვის.
2009 წლის 11 იანვარს მედია ჰოლდინგმა GBH-მ კომპანია "ავერსს და მის დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს გადასცა სიგელი, როგორც "მედია პროექტების მხარდამჭერ კომპანიას".
"ავერსს" "სოფლის მაშენებელის" საპატიო წოდება და სიგელი პირველად 2006 წელს გადაეცა, შემდეგ 2007 წელს.
2011 წელს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, სოციალური პროექტების განხორციელებისათვის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების მხარდაჭერისთვის მეცენატი სოფლის მაშენებელის სერტიფიკატი მიენიჭა.
2012 წლის იანვარში ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ბატონ პაატას წლის საუკეთესო მეცენატისა და სპორტის ქომაგის სიგელი გადაეცა.
2012 წლის 3 იანვარს 5 clinical hospital-მა "ავერსს" გადასცა სიგელი, როგორც გამარჯვებულს ნომინაციაში "ყველაზე კომფორტული ფარმაცევტული კომპანია".
2014 წელს “ჯორჯიან თაიმსისა” და “გორბის” ხელმძღვანელებმა, მალხაზ გულაშვილმა და მერაბ ფაჩულიამ, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ მიჩნეული კომპანიები, ბრენდები და ბიზნესმენები დაასახელეს.
კომპანია “ავერსი” “ჯორჯიან თაიმსისა” და “გორბის” ბიზნესრეიტინგში, ტრადიციულად, ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. “ავერსს” – გამარჯვებულს ნომინაციაში “ქველმოქმედება, უახლესი ტექნოლოგიები, ეფექტური მენეჯმენტი, სოციალური პასუხისმგებლობა”.
2014 წელს ჟურნალმა “თბილისელებმა” “ოქროს კატალოგში” მოხვედრილი კომპანიებისა და ბიზნესმენების დაჯილდოება კლუბ “ანდერვილში” გამართა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. წლის ქველმოქმედად “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე დაასახელეს.
2015 წლის 2 თებერვალს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დაარსების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბალოვმა ბატონ პაატას სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელი და მედალი ოფიციალურად გადასცა.
მოკლედ | ვრცლად

ავერსი-რაციონალი უმაღლესი სტანდარტის გარანტია
ფარმაცევტული წარმოების, “ავერსი-რაციონალის” მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მთლიანად ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელდა.
“ავერსი-რაციონალი” მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას...
2005 წლის მაისში“ავერსი-რაციონალმა” მოსახლეობას პირველი მედიკამენტი შესთავაზა. ამჟამად ”ავერსი-რაციონალი” დაახლოებით 144 დასახელება მედიკამენტის 244-მდე პოზიციას აწარმოებს. 2006 წლიდან ექსპორტი ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.

ხარისხის სერტიფიკატები
“ავერსი-რაციონალის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კომპანიაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებია - ISO 9001 (Quality management systems- Requirements და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union). დანერგვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ხარისხის მართვის აღნიშნული სისტემის შექმნა და დანერგვა გერმანულ ჰოლდინგთან ერთად - ,,TŰV SŰD” წარმოებდა.
2006 წლის დეკემბერში “ავერსი-რაციონალმა” მიიღო "ISO 9001" სერთიფიკატი, 2008 წლის ნოემბერში ორწლიანი აქტიური მუშაობის და შესაბამისი აუდიტების წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მოიპოვა GMP EU-ს შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც, რომელიც მიუთითებს, რომ ავერსის წარმოება სრულად შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებს წამლის წარმოებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით.
ISO და GMP-ის შესაბამისობის დამადასტურებელი საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტები მუდმივი პროცესია და განსაზღვრული პერიოდულობით ტარდება, რასაც ”ავერსი-რაციონალი” დღემდე წარმატებით გადის.

წარმოება

წარმოებას დაახლოებით 1800 კვადრატული მეტრი უკავია, იგი მოიცავს სუფთა და კონტროლირებად არეებს, რომელთა სისუფთავის კლასი მკაცრად არის განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. უდიდესი ყურადღება მიექცა თავად შენობის კონსტრუქციას, მასალების ტიპს, საინჟინრო სისტემების შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს წარმოებაში მიმდინარე პროცესების იდეალურ სიზუსტესა და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარმოებაში შემავალი ატმოსფერული ჰაერის რამოდენიმე ეტაპიან ფილტრაციას, რაც წარმოებული პროდუქციის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
საწარმოში დამონტაჟებულია გერმანული წარმოების ავტომატური სავენტილაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ჰაერი საწარმოო ზონაში შეღწევამდე პირველად იწმინდება, შემდეგ მეორად ფილტრში იფილტრება, საბოლოოდ კი საწარმოო ზონებში დამონტაჟებულ აბსოლუტურ ფილტრს გაივლის. იფილტრება საწარმოდან გამოსული ჰაერიც, რაც ატმოსფეროს დაბინძურებისგან იცავს.
აღჭურვილობა
,,ავერსი-რაციონალი” აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, აშშ, ინგლისი და იტალია. ფუნქციონირებს როგორც ნახევრად ავტომატური, ასევე ავტომატური საწარმოო ხაზები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შესაძლო ხარვეზებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს არსებული პროცესებისა და აქ დამზადებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. აღნიშნული დანადგარები და ხელსაწყოები გადის როგორც პირველად, ასევე პერიოდულ ვალიდაციას, რაც დოკუმენტურად ადასტურებს მათ გამართულ ფუნქციონირებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ შენობა-ნაგებობს და დანადგარებს, არამედ აქ არსებულ გარემო პირობებს, მასალების სწორ მოძრაობას და პერსონალის სათანადო კვალიფიკაციას, სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვას, რაც ასევე მნიშვნელოვანი პირობაა ფარმაცევტულ წარმოებაში.
ლაბორატორია
საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა წარმოების გაფართოვებაც. აუცილებელი გახდა ახალი ლაბორატორიის მშენებლობაც, რომელიც გაზრდილი მოთხოვნების და ფუნქციების სრულად დაკმაყოფილებას შეძლებდა.
“ავერსი-რაციონალში” ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია 2012 წლიდან ფუნქციონირებს. მას საწარმოს ტერიტორიაზე 750 კვადრატული მეტრი უკავია და აქ ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება.
“ავერსი-რაციონალის” ლაბორატორია პასუხობს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ საწარმოს მოეთხოვება. აქ ტარდება ყველა ანალიზი, რომელიც ამ დონის საწარმოსთვის გახლავთ აუცილებელი.
ნედლეულს “ავერსი-რაციონალი” მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული ბრენდებისგან იძენს. ამასთან კომპანიაში დანერგილია მომწოდებელთა შერჩევის და მონიტორინგის მრავალეტაპიანი, საკმაოდ მკაცრი სისტემა, მიღებული ნედლეულის ხარისხს კი ლაბორატორია კიდევ ერთხელ ამოწმებს.
ახალი ლაბორატორიაც აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. დამონტაჟებული აპარატურის ღირებულება ასი ათასობით ლარია.
ლაბორატორიაში მხოლოდ უახლესი აპარატურაა:
‒ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფები (AG Technologies, aSS),
‒ გაზური ქრომატოგრაფი (AG Technologies, aSS);
‒ ინფრაწითელი სპექტრომეტრი (AG Technologies, aSS);
‒ ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრი (Shimadzu, იაპონია).
‒ ტიტრატორები (Scott instruments, გერმანია, Crison Instrument S.A, ესპანეთი,)
‒ ხსნარებში მექანიკური ჩანართების მთვლელი (Particle measure systems, aSS)
‒ სხვდასხვა სახის სასწორები, ტესტერები და სხვა მრავალი საანალიზო მოწყობილობა, რომელიც ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად გამოიყენება.
ისევე როგორც წარმოებაში, ლაბორატორიაშიც ყველა ხელსაწყო ვალიდირებულია, პერსონალს გავლილი აქვს სათანადო სწავლება, რაც ჩატარებული ანალიზების სანდოობას ადასტურებს.
პროდუქციის რეალიზაციამდე, მისი ხარისხი მოწმდება ყველა ეტაპზე. საჭიროების მიხედვით კი იგი დამატებით იგზავნება ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორიაშიც. ასევე წარმოებს ყველა პროდუქტის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა, ტარდება წყლის, ჰაერის და პერსონალის მიკრობიოლოგიური მონიტორინგიც. რეალიზაციის შემდეგ, დადგენილი წესის მიხედვით მიმდინარეობს პრეპარატების სტაბილუობის კვლევა ვარგისობის ვადის განმავლობაში.
,,ავერსი-რაციონალის” ლაბორატორია 2014 წლის იანვრიდან აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მიხედვით სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის” მიერ. გარდა ამისა, ლაბორატორია წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის ლაბორატორიათაშორის პროფესიულ ტესტირებებში, როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე ევროპის მასშტაბით.
კადრები
“ავერსი-რაციონალი” მთლიანად მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც უმაღლესი ფარმაცევტული, სამედიცინო, ქიმიური განათლება აქვთ. 8 მეცნიერებათა დოქტორი შესაბამის სფეროებში მოღვაწეობს. კომპანიაში დანერგილია პერსონალის შერჩევის კომპლექსური, მრავალეტაპიანი სისტემა, ხოლო ახალი და უკვე არსებული კადრებისთვის ფუნქციონირებს სწავლების კომპლექსური სისტემა, რომელიც მოცავს როგორც შიდა, ასევე გარე სწავლებებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე კორპორატიულ სწავლებებს – როდესაც უცხოელ ექსპერტებს კომპანია იწვევს უშუალოდ წარმოებაში, რათა მათი გამოცდილება და ცოდნა უფრო მეტი თანამშრომლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ინოვაციები
,,ავერსი-რაციონალი” გამოირჩევა ინოვაციებითაც: საწარმოში სულ ახლახანს დაინერგა უნიკალური, ერთიანი კომპიუტერიზებული ფარმაცევტული სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს კომპანიის ყველა პროცესის ოპერატიულ და ეფექტურ პროგრამულ მართვას. მსგავსი ელექტრონული სისტემების ქონა, მისი მასშტაბების, სირთულისა და მაღალი ფინანსური ღირებულების გამო ჯერ კიდევ მიუწვდომელია არათუ პოსტ საბჭოთა და ამიერკავკასიის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის ევროპის წამყვანი კომპანიებისთვისაც კი.
საწარმო მომხმარებლის ინტერესებს იცავს
,,ავერსი-რაციონალი” მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, ამ მიზნით როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ქვეყნებში კომპანია სისტემატიურად ატარებს მომხმარებელთა გამოკითხვას, რომლის შედეგებსაც კომპანიის მენეჯმენტი ითვალისწინებს სამომავლო სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავებისას, რათა მომხმარებელთა კმაყოფილების დონე ყველა მიმართულებით შეძლებისდაგვარად მაღალი იყოს. სწორად ასეთი მიდგომა განაპირობებს, რომ “ავერსი-რაციონალის” მიერ წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საზღვარგარეთის ბაზარზეც, რაც მისი მაღალი ხარისხისა და სადნოობის დამსახურება გახლავთ.
“ავერსი-რაციონალი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

მოკლედ | ვრცლად

"ავერსის კლინიკა" - ოცნება, რომელიც ასრულდა

,,ავერსის კლინიკა'' მსოფლიო დონის ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა.

• ადვილად მისასვლელი მდებარეობა ქალაქის ცენტრში
• ფართო, უფასო ავტოსადგომი კლინიკის ეზოში
• პაციენტზე მორგებული სამუშაო საათები (ყოველდღე -900-2100, შაბათ-კვირას –1000-1900)
• ყველა ტიპის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
• მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურა
• მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი
• სასიამოვნო გარემო
• პაციენტთა ისტორიების ელექტრონული არქივაცია 
• ლაბორატორიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის პასუხების ელექტრონული და წერილობითი სახით გადაცემის საშუალება

,,ავერსის კლინიკა’’ ფუნქციონირებს 2008 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტების რაოდენობის მკვეთრმა ზრადამ განაპირობა, რომ გახსნილიყო რამდენიმე ფილიალი არამარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებში. ამ ნაბიჯმა უფრო ხელმისაწვდომი გახადა სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახელობისათვის.

  ,,ავერსის კლინიკა'' სერტიფიცირებულია ISO 9001 სტანდარტით. 



დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად
სადაზღვევო კომპანია "ალფა" 2009 წლის 2 ივნისს დაარსდა. დამფუძნებელი არის ,,ავერსი-ფარმა’’, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ფინანსურ საყრდენს ინოვაციური პროექტების და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების დასაფინანსებლად.
"ალფა" განვითარების 5 წლიან პერიოდს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მან შეძლო მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლეთა ძლიერი გუნდის შექმნა.
კადრების გადამზადება და მოტივაციაზე ზრუნვა კომპანიაში მიმდინარე უწყვეტი პროცესია.
"ალფა" მუდმივად თვალყურს ადევნებს სადაზღვევო ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებს. თუ განვითარების პირველ პერიოდში კომპანიის ძირითად პრიორიტეტს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელწიფო პროექტები წარმოადგენდა, დღეს მის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პროდუქტების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. "ალფა" მომხმარებელს სთავაზობს ავტო, ქონების, ტვირთების, სამოგზაურო და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას.

აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტების საიმედობას განაპირობებს ისეთი ძლიერი გადამზღვევი კომპანიები, როგორიცაა SCOR , MUNICH და საერთაშორისო ოპერატორი ევროპა ასისტანსი.
ალფას შვილობილ კომპანიას წარმოადგენს ,,მედალფა’’, რომელიც ოზურგეთის, კასპის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. პროფესიონალთა გუნდი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი ამ სამედიცინო დაწესებულებების ძირითადი უპირატესობაა აღნიშნულ რეგიონებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს "ალფას" სტაბილურობას.
სადაზღვევო კომპანია "ალფას" მიერ დაზღვეულია ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა: "ვისოლი", პარლამენტი, "კვირი სპალიტრა", პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდი "იავნანა", აღსრულების ეროვნული ბიურო, "ახალი მზერა", მანდატურის სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სსიპ "გიორგი მიქელაძის თოჯინების თეატრი", უზენაესი სასამართლო, შემოსავლების სამსახური, შპს "ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა", შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია", შპს "ჯორჯიან ეარვეისი" და სხვა.
"ალფა" მუდმივად ქმნის ინდივიდუალურ სადაზღვევო პროდუქტებს ყოველი კლიენტისათვის, აფართოებს საქმიან კონტრაქტებს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო, გადამზღვევ კომპანიებთან და ბროკერებთან.
უახლოეს პერიოდში "ალფა" კვლავ გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის შემუშავებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნებზე და კონკურენციას გაუწევს ბაზარზე არსებულ პროდუქტებს.
"ალფას" ძლიერი გუნდი მუდმივად ფიქრობს და ზრუნავს თქვენი სურვილების ასრულებაზე.
მოკლედ | ვრცლად



კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან 
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სრულ სპექტრს შემდეგი პირობებით:
• უახლესი სამედიცინო აპარატურა
• უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი
• ინოვაციური მენეჯმენტი
• კომფორტული გარემო
• მუშაობის 24 საათიანი რეჟიმი

კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია ქირურგიული დარგის შემდეგი სპეციალობები:
• ზოგადი ქირურგია
• სისხლძარღვთა ქირურგია
• რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია
• ნეიროქირურგია
• გულმკერდის ქირურგია
• უროლოგია
• გინეკოლოგია
• ორთოპედია-ტრავმატოლოგია
• ენდოკრინული ქირურგია
• ოტო-რინო-ლარინგოლოგია
• ყბა-სახის ქირურგია
• ოფთალმოლოგია
• ონკოქირურგია
• ჩირქოვანი ქირურგია
• პროქტოლოგია
მოკლედ | ვრცლად
ზემოთ