გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

20.02.2017
ჩოხატაურში “მედალფას” განახლებული კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა...

ავერსის პრინციპები და მიზნები

 

1. ავერსელებს გვწამს ღმერთი, ამიტომ ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მართალი უნდა ვიყოთ ღმერთის წინაშე.

2. ავერსელებს გვიყვარს ადამიანები, ამიტომ ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მართალი უნდა ვიყოთ ადამიანების წინაშე.

3. ავერსელებს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მართალი უნდა ვიყოთ სახელმწიფოს ანუ კანონის წინაშე.

4. ავერსელები ვართ ჩვენი კომპანიის და ქვეყნის პატრიოტები, ამიტომ ჩვენი შემოსავლიდან ვიხდით ყველა გადასახადს სახელმწიფოს ბიუჯეტში. 

5. ავერსელები ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ კომპანიაში, რომელიც 1994 წლიდან დაუღალავად იღვწის, რათა უდიდესი სიყვარულითა და სიამოვნებით ემსახუროს ხალხის ჯანმრთელობასა და სულიერ  სიმშვიდეს.

6. ავერსელების მიზანია, უპირველესად მომხმარებელი, პაციენტი და დაზღვეული გვყავდეს კმაყოფილი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყოთ კმაყოფილნი ჩვენ. ამისთვის კი აუცილებელია მუდმივი სწავლა, პროფესიული თვითსრულყოფა, სითბოს, იმედისა და ამაღლებული განწყობის გადაცემის უნარის გამომუშავება.

7. ავერსელების სურვილია, მოსახლეობამ ავერსის აფთიაქებს და კლინიკებს მიმართოს არა ავადმყოფობისგან განსაკურნებლად, არამედ იმისთვის, რომ არ გახდეს ავად.

8. ავერსელების მიზანია, საქართველოში დავამკვიდროთ ცხოვრების ჯანსაღი წესი.

9. თითოეული ავერსელის შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ ავერსი, როგორც ძლიერი ადამიანების ერთიანი გუნდი, ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის, ვინაიდან ძალა ერთობაშია.

10. ავერსელები უნდა ვიყოთ პიროვნული და ორგანიზაციული წარმატების საუკეთესო მაგალითი და ლეგენდა არა მარტო ჩვენს სფეროსა და ჩვენს  ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამ წარმატებამ საუკუნეებს უნდა გაუძლოს.

ზემოთ