AVERSI FORUM: შეკითხვა პედიატრს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (102 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

შეკითხვა პედიატრს III ნაწილი

#441 მომხმარებელი გასულია   nanuki ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 90
  • შემოგვიერთდა: 29-March 10

დაწერილია 20 June 2012 - 09:55 AM

გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ჩემს 2 კვირის შვილს ბილირუბინი აქვს 200 მდე,როგორია ნორმა ამ ასაკში? ვმკურნალობთ ხოფიტოლით (8 წვეთი ორჯერ დღეში) თუ არის შედეგიანი მედიკამენტი და თქვენის აზრით გადასხმა აუცილებელია თუ არა ამ მაჩვენებელზე
0

#442 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 20 June 2012 - 10:05 AM

გამოხმაურების ნახვაnanuki, on 20 June 2012 - 01:55 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ჩემს 2 კვირის შვილს ბილირუბინი აქვს 200 მდე,როგორია ნორმა ამ ასაკში? ვმკურნალობთ ხოფიტოლით (8 წვეთი ორჯერ დღეში) თუ არის შედეგიანი მედიკამენტი და თქვენის აზრით გადასხმა აუცილებელია თუ არა ამ მაჩვენებელზე

გამარჯობა. საერთო ბილირუბინის დონე არის 17,1 მკმოლ/ლ. ბილირუბინის დონის მატება შეიძლება მოხდეს როგორც ფიზიოლოგიური სიყვითლის, ისე ახალშობილთა ჰემოლიზური სიყვითლის, ასევე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების დროს. მკურნალობაც ინიშნება იმის მიხედვით, თუ რასთან გვაქვს საქმე.ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, ვიზიტის დროს განისაზღვრება.
0

#443 მომხმარებელი გასულია   teaaaa ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,025
  • შემოგვიერთდა: 26-June 10

დაწერილია 20 June 2012 - 11:05 AM

გამარჯობა ექიმო.თქვენ გაიხარეთ რომ ასე დროულად და დაუზარებლად გვპასუხობთ.
მაქვს კითხვა და მაინტერესებს თქვენი რჩევები:როგორ გავაკაჟო ბავშვი?
პატარა 4თვის ხდება და ალბათ უკვე 4ჯერ გამიცივდა,ხველებით და სურდოთი.სიცხის მიუხედავად ჩავაცმევ უმკლაოს და უტოტოს და ეგრევე უცივდება ხელ-ფეხი,და თუ გრძელ მკლავიანს ჩავაცმევ იოფლება,უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.-უღრმესი მადლობა პასუხისთვის.
0

#444 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 20 June 2012 - 11:21 AM

გამოხმაურების ნახვაteako, on 20 June 2012 - 03:05 PM, said:

გამარჯობა ექიმო.თქვენ გაიხარეთ რომ ასე დროულად და დაუზარებლად გვპასუხობთ.
მაქვს კითხვა და მაინტერესებს თქვენი რჩევები:როგორ გავაკაჟო ბავშვი?
პატარა 4თვის ხდება და ალბათ უკვე 4ჯერ გამიცივდა,ხველებით და სურდოთი.სიცხის მიუხედავად ჩავაცმევ უმკლაოს და უტოტოს და ეგრევე უცივდება ხელ-ფეხი,და თუ გრძელ მკლავიანს ჩავაცმევ იოფლება,უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.-უღრმესი მადლობა პასუხისთვის.

გამარჯობა. ზაფხული საუკეთესო დროა გაკაჟებისათვის. რა თქმა უნდა, ამ დროს თბილად ჩაცმა არ არის საჭირო, გამოიყენეთ აბაზანისათვის მზეზე გამთბარი წყალი, ასეირნეთ სუფთა ჰაერზე,თუმცა მოარიდეთ მიზის პირდაპირ სხივებს. და რა თქმა უნდა, თავი აარიდეთ სხვადასხვა ინფექციით დაავადებულ პირებთან კონტაქტს.
0

#445 მომხმარებელი გასულია   გვანცა1989 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 22
  • შემოგვიერთდა: 11-April 12

დაწერილია 20 June 2012 - 01:15 PM

ქ.თამარ ჩემი შვილი 2წლის ხდება და სულ უმადობა აქვს.ამ ზამთარს ტრიმეტაბოლს ვასმევდი და ჭამდა ეხლა რა ვქნა არ ვიცი ძალიან უჭმელია რისი ბრალია :(
0

#446 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 20 June 2012 - 01:31 PM

გამოხმაურების ნახვაგვანცა1989, on 20 June 2012 - 05:15 PM, said:

ქ.თამარ ჩემი შვილი 2წლის ხდება და სულ უმადობა აქვს.ამ ზამთარს ტრიმეტაბოლს ვასმევდი და ჭამდა ეხლა რა ვქნა არ ვიცი ძალიან უჭმელია რისი ბრალია :(

გამარჯობა.უმადობა შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც კვებაზე ნევროზული უარის თქმა, თუ პატარა სხვა მხრივ ჯანმრთელია და უმადობა რაიმე პათოლოგიით არაა გამოწვეული. შეეცადეთ, შეიმუშავოთ ქცევის მოდელი, რითაც გაადვილებთ ბავშVის კვებას. უპირველესად, საკვებად ერთიდაიგივე დრო ააღციეთ, თუ პატარა ბოლომდე არ ამთავარებს კუთვნილ ულუფას, მისი კვება ხშირად, მიცრე ულუფებით მოგიწევთ, რათა მან საკვების საჭირო რაოდენობა მიიღოს.
0

#447 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 21 June 2012 - 06:11 AM

ქალბატონო თამარ ბავშვი 10 თვისაა, იკვებება 4 ჯერადად, ხანდახან ისე ხდება რომ მეოთხე კვებას ტოვებს, რადგან 10-ისთვის უწევს ჭამა და 9 ზე რომ დაიძინებს ხანდახან გადააბამს ხოლმე დილამდე ძილს
რა ვქნა გავაღვიძო ხოლმე??
0

#448 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 21 June 2012 - 06:20 AM

გამოხმაურების ნახვაtikusha, on 21 June 2012 - 10:11 AM, said:

ქალბატონო თამარ ბავშვი 10 თვისაა, იკვებება 4 ჯერადად, ხანდახან ისე ხდება რომ მეოთხე კვებას ტოვებს, რადგან 10-ისთვის უწევს ჭამა და 9 ზე რომ დაიძინებს ხანდახან გადააბამს ხოლმე დილამდე ძილს
რა ვქნა გავაღვიძო ხოლმე??

გამარჯობა. ამ ასაკის ჩვილს კვება ეკუთვნის არა 4-ჯერადი, არამედ 5-ჯერადად 4 საათიანი ინტერვალით, ასე, რომ შეეცადეთ კვებოთ ასე.
0

#449 მომხმარებელი გასულია   გვანცა1989 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 22
  • შემოგვიერთდა: 11-April 12

დაწერილია 21 June 2012 - 12:08 PM

დიდი მადლობა პასუხისთვის.რა მაინტერესებს მეორე შვილი 2თვის სალომე ძუძუზე მყავს,ეს ორი დღეა ძუძუს რო მიუტან პირთან საშინლად ტირის.გამოვიწველე და ისე მივეცი,კარგად ჯამა თითო ჯერზე 60მლს ჭამს.ეს ნორმაა? და რისი ბრალია მისი ესეთი რეაქცია ძუძუზე?მადლობთ.
0

#450 მომხმარებელი გასულია   magdana ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 09-November 11

დაწერილია 21 June 2012 - 12:16 PM

გამარჯობა, ქალბატონო თამარ!
ჩემი ბიჭი 1 წლის და 3 თვისაა. ამ ბოლო დროს კუჭის მოქმედება აქვს გახშირებული, ხან 5ჯერადად დღეში, თუმცა არის დღეები, 2ჯერადად აქვს. რომ ვთქვა, არც ძალიან თხლად არის, ჩვეულებრივი მასაა, ნორმალური. სუნიც გამძაფრებული მეჩვენება ხანდახან. შიგადაშიგ თითქოს ცოტა თხლადაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს და თუ შეიძლება მედიკამენტოზური მიხმარება? გმადლობთ
0

#451 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 21 June 2012 - 12:58 PM

გამოხმაურების ნახვაგვანცა1989, on 21 June 2012 - 04:08 PM, said:

დიდი მადლობა პასუხისთვის.რა მაინტერესებს მეორე შვილი 2თვის სალომე ძუძუზე მყავს,ეს ორი დღეა ძუძუს რო მიუტან პირთან საშინლად ტირის.გამოვიწველე და ისე მივეცი,კარგად ჯამა თითო ჯერზე 60მლს ჭამს.ეს ნორმაა? და რისი ბრალია მისი ესეთი რეაქცია ძუძუზე?მადლობთ.

ხომ არ ისმევთ რაიმეს ძუძუს თავზე და სუნი არ მოწონს, დაიბანეთ კვების წინ სარძევე ჯირკვალი და ისე სცადეთ.რაც შეეხება საკვების მოცულობას, ბავშვი თავად განსაზღვრავს რძის რაოდენობას ბუნებრივი კვების დროს.
0

#452 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 21 June 2012 - 01:18 PM

გამოხმაურების ნახვაmagdana, on 21 June 2012 - 04:16 PM, said:

გამარჯობა, ქალბატონო თამარ!
ჩემი ბიჭი 1 წლის და 3 თვისაა. ამ ბოლო დროს კუჭის მოქმედება აქვს გახშირებული, ხან 5ჯერადად დღეში, თუმცა არის დღეები, 2ჯერადად აქვს. რომ ვთქვა, არც ძალიან თხლად არის, ჩვეულებრივი მასაა, ნორმალური. სუნიც გამძაფრებული მეჩვენება ხანდახან. შიგადაშიგ თითქოს ცოტა თხლადაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს და თუ შეიძლება მედიკამენტოზური მიხმარება? გმადლობთ

შესაძლებელია ეს ნორმაა.
0

#453 მომხმარებელი გასულია   ქეთუსია ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 07-May 10

დაწერილია 21 June 2012 - 05:40 PM

გამარჯობათ,ჩემს 3 წლის ბიჭს აღმოაჩნდა ლამბლია ჭიები,მებენდაზოლის გარდა თუ არსებობს რაიმე სხვა საშუალება ამ ჭიების წინააღმდეგ.როგორც ვიცი მებენდაზოლი ძალიან ძლიერი პრეპარატია , რომელიც ცუდად მოქმედებს ზოგადად ბავშვის ჯანმრთელობაზე.
0

#454 მომხმარებელი გასულია   ქეთუსია ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 07-May 10

დაწერილია 21 June 2012 - 05:49 PM

გამარჯობათ!მყავს 3 პატარა: 3 წლის, 1.6 წლის, 5 თვის, გვინდა ზღვაზე წაასვლა,მაინტერესებს თქვენი აზრი,რამდენად მიზანშეწონილია ამ ასაკის ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება,თუკი პლიაჟზე მხოლო დილის 6 დან 10 საათამდე გავალთ.და მთაში მინიმუმ რამდენი ხანი უნდა დავასვენო რომ ჰაერის გამოცვლად ჩაეთვალოთ.
0

#455 მომხმარებელი გასულია   გვანცა1989 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 22
  • შემოგვიერთდა: 11-April 12

დაწერილია 21 June 2012 - 09:05 PM

ყოველ ჭამის წინ ვიბან თავებს მაგრამ მაინც უარს ამბობს ჭამაზე.შეიძლება რომ თავები არ მოსწონდეს?პირველი შვილი მხოლოდ ერთ ძუძუს ჯამდა,მეორეს პირს არ აკარებდა,რამე საშვალება არ არის რო მივაჩვიო რამენაირად ძუძუს პატარა?
0

#456 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 22 June 2012 - 05:37 AM

გამოხმაურების ნახვაქეთუსია, on 21 June 2012 - 09:40 PM, said:

გამარჯობათ,ჩემს 3 წლის ბიჭს აღმოაჩნდა ლამბლია ჭიები,მებენდაზოლის გარდა თუ არსებობს რაიმე სხვა საშუალება ამ ჭიების წინააღმდეგ.როგორც ვიცი მებენდაზოლი ძალიან ძლიერი პრეპარატია , რომელიც ცუდად მოქმედებს ზოგადად ბავშვის ჯანმრთელობაზე.

გამარჯობა. მკურნალობა ექიმს მიანდეთ. ასეთი საკითხები ფორუმზე, სამწუხაროდ, შეუძლებელია გადაწყდეს.
0

#457 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 22 June 2012 - 05:38 AM

გამოხმაურების ნახვაგვანცა1989, on 22 June 2012 - 01:05 AM, said:

ყოველ ჭამის წინ ვიბან თავებს მაგრამ მაინც უარს ამბობს ჭამაზე.შეიძლება რომ თავები არ მოსწონდეს?პირველი შვილი მხოლოდ ერთ ძუძუს ჯამდა,მეორეს პირს არ აკარებდა,რამე საშვალება არ არის რო მივაჩვიო რამენაირად ძუძუს პატარა?

შესაძელებელია არ მოწონს ძუძუს თავი, შეეცადეთ მისცეთ ძუძუ ხშირად, დანარჩენი გამოიწველეთ და მიეცით კოვზით.
0

#458 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 22 June 2012 - 05:42 AM

გამოხმაურების ნახვაქეთუსია, on 21 June 2012 - 09:49 PM, said:

გამარჯობათ!მყავს 3 პატარა: 3 წლის, 1.6 წლის, 5 თვის, გვინდა ზღვაზე წაასვლა,მაინტერესებს თქვენი აზრი,რამდენად მიზანშეწონილია ამ ასაკის ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება,თუკი პლიაჟზე მხოლო დილის 6 დან 10 საათამდე გავალთ.და მთაში მინიმუმ რამდენი ხანი უნდა დავასვენო რომ ჰაერის გამოცვლად ჩაეთვალოთ.

გამარჯობა. ადრეული ასაკის პატარების მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დიდი ხნით მოხვედრა არ არის სასურველი. მათი კანი ნაზია და ის ადვილად ზიანდება, რაც შემდგომში, სამწუხაროდ, ხშირად ხდება სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის მელანომების განვითარების მიზეზი. ზოგადად, კურორტული თერაპიისათვის 3 კვირა მაინც უნდა დაყოვდეთ დასასვენებლ ადგილას.
0

#459 მომხმარებელი გასულია   teona26 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 10-June 12

დაწერილია 23 June 2012 - 02:44 PM

ქალბატონო თამარ მოგესალმებით.ერთი შეკითხვა მაქვს ცოტა ხნის წინ შევამჩნიე ბავშვს მხრების ასიმეტრიულობა ანუ ცალი ცოტა მაგალია ცალი დაბალი , მაშინვე წავიყვანე ორთოპედთან ხერხემლის რენდგენი გადავუგე და ყველაფერი მწყობრში აქვს,მასაჟები დაგვინიშნა და უკვე ვამთავრებთ 1 კურსს. და თქვენი აზრი მაინტერესებს რისგან შეიძLება ეს გამოწვეული იყოოოს?ბავშვს სხვა მხრივ არაფერი არ აწუხებს
0

#460 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 25 June 2012 - 05:26 AM

გამოხმაურების ნახვაteona26, on 23 June 2012 - 06:44 PM, said:

ქალბატონო თამარ მოგესალმებით.ერთი შეკითხვა მაქვს ცოტა ხნის წინ შევამჩნიე ბავშვს მხრების ასიმეტრიულობა ანუ ცალი ცოტა მაგალია ცალი დაბალი , მაშინვე წავიყვანე ორთოპედთან ხერხემლის რენდგენი გადავუგე და ყველაფერი მწყობრში აქვს,მასაჟები დაგვინიშნა და უკვე ვამთავრებთ 1 კურსს. და თქვენი აზრი მაინტერესებს რისგან შეიძLება ეს გამოწვეული იყოოოს?ბავშვს სხვა მხრივ არაფერი არ აწუხებს

გამარჯობა. ასეთი ასიმეტრია დამახასიათებელია სქოლიოზისათვის, მაგრამ თუ კვლევით ეს პრობლემა გამორიცხულია, საშიში არაფერია.
0

  • (102 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი