AVERSI FORUM: შეკითხვა ონკოლოგს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (9 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ონკოლოგს

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 March 2010 - 08:15 AM

დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ექიმი ონკოლოგი __ ვანო კილაძე
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
3

#2 მომხმარებელი გასულია   natalia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 30-April 10

დაწერილია 30 April 2010 - 01:10 PM

გამარჯობათ ექიმო,

თუ შეიძლება მიპასუხეთ, რამდენად მიზანშეწონილია ავადმყოფს (გულის, ფილტვების და თირკმელების გამოკვლევამ დამაკმაყოფილებელი პასუხი მოგვცა, გემოგლობინი კი დაბალია, შესაბამისად დაუნიშნეს მკურნალობა გემოგლობინის ასაწევად) რომელსაც დაუდგინეს მკერდის სიმსივნე მეოთხე სტადია და მეტასტაზები გასული აქვს მენჯის ძვლებზე, გაუკეთდეს მენჯის ძვლის ორთოპედიული ოპერაცია (მოტეხილობის გამო).

წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის.
0

#3 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 April 2010 - 07:45 PM

გამარჯობათ. დედაჩემს აქვს უკანა ტანზე, კუდუსუნის მიდამოში ეგრედწოდებული მეჭეჭი 10 წელია. თავიდან იყო პატარა და ამ პერიოდში გაიზარდა და არის ორი სმ. დიამეტრის იქნება. რა შეიძლება გაკეთდეს? ადგილობრივად ჯობია წაესვას რაიმე თუ ქირურგიული ჩარევა უკეთესია? დედა არის 75 წლის.
0

#4 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 04 May 2010 - 08:05 AM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 30 April 2010 - 11:45 PM, said:

გამარჯობათ. დედაჩემს აქვს უკანა ტანზე, კუდუსუნის მიდამოში ეგრედწოდებული მეჭეჭი 10 წელია. თავიდან იყო პატარა და ამ პერიოდში გაიზარდა და არის ორი სმ. დიამეტრის იქნება. რა შეიძლება გაკეთდეს? ადგილობრივად ჯობია წაესვას რაიმე თუ ქირურგიული ჩარევა უკეთესია? დედა არის 75 წლის.


გამარჯობათ. ამ შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს ექიმის კონსულტაციას, შესაძლო ბიოფსიის ჩატარების თაობაზე. თუკი არსებობს ეჭვი ონკოლოგიურ პათოლოგიაზე საჭიროა წარმონაქმნის ბიოფსია მასალის მორფოლოგიური შესწავლით.
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
0

#5 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 04 May 2010 - 08:09 AM

გამოხმაურების ნახვაnatalia, on 30 April 2010 - 05:10 PM, said:

გამარჯობათ ექიმო,

თუ შეიძლება მიპასუხეთ, რამდენად მიზანშეწონილია ავადმყოფს (გულის, ფილტვების და თირკმელების გამოკვლევამ დამაკმაყოფილებელი პასუხი მოგვცა, გემოგლობინი კი დაბალია, შესაბამისად დაუნიშნეს მკურნალობა გემოგლობინის ასაწევად) რომელსაც დაუდგინეს მკერდის სიმსივნე მეოთხე სტადია და მეტასტაზები გასული აქვს მენჯის ძვლებზე, გაუკეთდეს მენჯის ძვლის ორთოპედიული ოპერაცია (მოტეხილობის გამო).

წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის.

ამ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი გაკეთდეს ოპერაცია, თუკი არ არის სასიცოცხლო ჩვენება. პაციენტს ძვლის მეტასტაზური დაზიანების გამო ესაჭიროება სისტემური მკურნალობა. აუცილებელია ჩატარდეს ძირითადი დაავადების მკურნალობა.
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
0

#6 მომხმარებელი გასულია   natia23n ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 12
  • შემოგვიერთდა: 07-May 10

დაწერილია 12 May 2010 - 03:11 PM

გამარჯობათ.

ვარ 26 წლის გათხოვილი. დამისვეს ფიბროადენომას დიაგნოზი. მაქვს 2 კვანძი რომელიც ზომაში არ იმატებს. მაინტერესებს აუცილებელია თუ არა ოპერაცია და სახიფათოა თუ არა ამ შემთხვევაში ორსულობა. წინასწარ გიხდით მადლობას.
1

#7 მომხმარებელი გასულია   chelo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 05-April 10

დაწერილია 14 May 2010 - 05:21 PM

გამარჯობათ,

დედაჩემს რომელიც არის 62 წლის ტკივა ფეხი. ძირითადად ტკივა მენჯთნ, ხან დადის ტკივილი ფეხის მიდამოებში. სურათის გადაღებისას აღმოჩნდა რომ აქვს დიდი რაოდენობით მარილები. უჭირს სიარული, ჯდომაც, დაწოლოსას ადგილი უნდა მოძებნოს რომ მოისვენოს. 3 თვეა რაც ასეთი ტკივილი დაეწყო. იკეთებდა ნემსებს და წამლებსაც სვამდა. ცოტა შედეგი არის , მაგრამ როე აქვს ისევ მაღალი 55. ამის გამო ექიმმა(ნევროლოგმა)ეჭვი მიიტანა ძვლის სტრუქტურის რღვევასთან (სავარაუდოდ სიმსივნე). მანამდე გაკეთებულ ანალიზებში სისხლში და შარდის ანალიზში არაფერი საეჭვო არ ყოფილა. ყველაფერი ნორმაში იყო. ფილტვების ანთებაც გადაიტანა და იმკურნალა. რამდენად შესაძლოა ეს ეჭვი გამართლდეს?

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას
0

#8 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 May 2010 - 08:34 AM

გამოხმაურების ნახვაchelo, on 14 May 2010 - 09:21 PM, said:

გამარჯობათ,

დედაჩემს რომელიც არის 62 წლის ტკივა ფეხი. ძირითადად ტკივა მენჯთნ, ხან დადის ტკივილი ფეხის მიდამოებში. სურათის გადაღებისას აღმოჩნდა რომ აქვს დიდი რაოდენობით მარილები. უჭირს სიარული, ჯდომაც, დაწოლოსას ადგილი უნდა მოძებნოს რომ მოისვენოს. 3 თვეა რაც ასეთი ტკივილი დაეწყო. იკეთებდა ნემსებს და წამლებსაც სვამდა. ცოტა შედეგი არის , მაგრამ როე აქვს ისევ მაღალი 55. ამის გამო ექიმმა(ნევროლოგმა)ეჭვი მიიტანა ძვლის სტრუქტურის რღვევასთან (სავარაუდოდ სიმსივნე). მანამდე გაკეთებულ ანალიზებში სისხლში და შარდის ანალიზში არაფერი საეჭვო არ ყოფილა. ყველაფერი ნორმაში იყო. ფილტვების ანთებაც გადაიტანა და იმკურნალა. რამდენად შესაძლოა ეს ეჭვი გამართლდეს?

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას


პაციენტი საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას სიმსივნის გამორიცხვის ან დადასტურების მიზნით.
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
1

#9 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 May 2010 - 08:38 AM

გამოხმაურების ნახვაnatia23n, on 12 May 2010 - 07:11 PM, said:

გამარჯობათ.

ვარ 26 წლის გათხოვილი. დამისვეს ფიბროადენომას დიაგნოზი. მაქვს 2 კვანძი რომელიც ზომაში არ იმატებს. მაინტერესებს აუცილებელია თუ არა ოპერაცია და სახიფათოა თუ არა ამ შემთხვევაში ორსულობა. წინასწარ გიხდით მადლობას.


თქვენ გესაჭიროებათ ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა. ოპერაციის აუცილებლობა თქვენს შემთხვევაში არ არის. ორსულობაც არ არის სახიფათო.
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
0

#10 მომხმარებელი გასულია   niku ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 19 May 2010 - 07:55 AM

გამარჯობათ. მყავს დედა 61 წლის, მარჯვენა თირკმლის ფტოზის გამო გავიკეთეთ ექო და ნახეს 46\26 მოცულობითი რაღაც გვითხრეს სასწრაფო ოპერაცია ძალიან დაბნეული ვარ მეშინია, ეს მოცულობითი ავთვისებიანს ნიშნავს? და ამოკვეთის შემთხვევაში აღარ გავრცელდება მეტასტაზი? მადლობთ
0

#11 მომხმარებელი გასულია   sofo22 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 20 May 2010 - 12:05 PM

გამარჯობათ ! გთხოვთ მიპასუხოთ და უყურადღებოდ არ დამტოვოთ ! მაქვს მასტოპათია.ვარ 22 წლის,გაუთხოვარი.ჯერ ცალ მკერდზე მქონდა,ეხლა მეორე მკერდზეც მაქვს. ვსვამდი მასტოდინონს 3 თვე,ოღონდ ისე მოხდა რომ მიყოლებით არ გამომივიდა ამის დალევა.წინა ზაფხულს ვსვამდი ,ტკივილმა გამიარა და მერე ექიმთან აღარ მივსულვარ,მაგრამ ეხლა 1 თვის წინ დავასრულე მისი მიღება,ანუ ჯამში 3-ჯერ გამოდის.ამასთან ექიმმა დამინიშნა ტრიოვიტი. და მითხრა,თუ არ გაქრებოდა ,კვანძს ამომჭრიდნენ. ეხლა სალხინოს ვსვამ,არ მინდა ოპერაციის გაკეთება.კვანძი მგონი კიდევ გაიზარდა,რადგან ხელითაც კარგად ვგრძნობ. ამასთან თმიანობასთან დაკავშირებით გინეკოლოგმა გამომიწერა ანდროკური და იარინა და ეს წამლები მასტოპათიაზე ხომ არ იმოქმედებს საზიანოდ?
დიდი მადლობა წინასწარ! ძალიან გამიხარდება თუ დამეხმარებით! ხომ შეიძლება პირადში რომ შეგეკითხოთ კიდევ რაღაც?
0

#12 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 May 2010 - 07:07 AM

გამოხმაურების ნახვაniku, on 19 May 2010 - 11:55 AM, said:

გამარჯობათ. მყავს დედა 61 წლის, მარჯვენა თირკმლის ფტოზის გამო გავიკეთეთ ექო და ნახეს 46\26 მოცულობითი რაღაც გვითხრეს სასწრაფო ოპერაცია ძალიან დაბნეული ვარ მეშინია, ეს მოცულობითი ავთვისებიანს ნიშნავს? და ამოკვეთის შემთხვევაში აღარ გავრცელდება მეტასტაზი? მადლობთ

რა თქმა უნდა ყველა მოცულობითი წარმონაქმნი არ ნიშნავს ავთვისებიან სიმსივნეს. დიაგნოზი დადგინდება მასალის ჰისტოლოგიური შესწავლის შემდეგ. დედათქვენთან საჭიროა შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება, რომლის შემდგომაც გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა.რაც შეეხება მეტასტაზების გავრცელებას- ავთვისებიანი სიმსივნეების დროს მეტასტაზირება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
0

#13 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 May 2010 - 07:31 AM

გამოხმაურების ნახვაsofo22, on 20 May 2010 - 04:05 PM, said:

გამარჯობათ ! გთხოვთ მიპასუხოთ და უყურადღებოდ არ დამტოვოთ ! მაქვს მასტოპათია.ვარ 22 წლის,გაუთხოვარი.ჯერ ცალ მკერდზე მქონდა,ეხლა მეორე მკერდზეც მაქვს. ვსვამდი მასტოდინონს 3 თვე,ოღონდ ისე მოხდა რომ მიყოლებით არ გამომივიდა ამის დალევა.წინა ზაფხულს ვსვამდი ,ტკივილმა გამიარა და მერე ექიმთან აღარ მივსულვარ,მაგრამ ეხლა 1 თვის წინ დავასრულე მისი მიღება,ანუ ჯამში 3-ჯერ გამოდის.ამასთან ექიმმა დამინიშნა ტრიოვიტი. და მითხრა,თუ არ გაქრებოდა ,კვანძს ამომჭრიდნენ. ეხლა სალხინოს ვსვამ,არ მინდა ოპერაციის გაკეთება.კვანძი მგონი კიდევ გაიზარდა,რადგან ხელითაც კარგად ვგრძნობ. ამასთან თმიანობასთან დაკავშირებით გინეკოლოგმა გამომიწერა ანდროკური და იარინა და ეს წამლები მასტოპათიაზე ხომ არ იმოქმედებს საზიანოდ?
დიდი მადლობა წინასწარ! ძალიან გამიხარდება თუ დამეხმარებით! ხომ შეიძლება პირადში რომ შეგეკითხოთ კიდევ რაღაც?

თქვენ საჭიროებთ კომპლექსურ გამოკვლევებს( სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, ენდოკრინოლოგის,მამოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაცია). ამის შემდგომ დაზუსტდება თქვენი მკურნალობის ტაქტიკა
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
0

#14 მომხმარებელი გასულია   sofo22 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 21 May 2010 - 10:32 AM

გამოხმაურების ნახვაVano Kiladze, on 21 May 2010 - 12:31 PM, said:

თქვენ საჭიროებთ კომპლექსურ გამოკვლევებს( სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, ენდოკრინოლოგის,მამოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაცია). ამის შემდგომ დაზუსტდება თქვენი მკურნალობის ტაქტიკა


ექიმო ენდოკრინოლოგიური და გინეკოლოგიური გამოკვლევა გაკეთებული მაქვს. აბსოლიტურად ყველაფერი რიგზე მაქვს. ყველა ჰორმონალური ანალიზი გაკეთებული მაქვს, ასევე ექოსკოპიაც . მცირედითაც არ მაქვს რაიმე დარღვევები. მამოლოგთანაც ვიყავი . ეხლა ექიმის გარეშე ვსვამ სალხინოს, ზოგი ძალიან კმაყოფილია ამ წამლის და მეც ვცდი, მითუმეტეს რომ მცენარეულია და როგორც მის ინსტრუქციაში წერია გვერდითი მოვლენები არ აქვს. გთხოვთ მითხრათ ,ანდროკური და იარინა მასტოპათიაზე ხომ არანაირ გავლენას არ მოახდენს?
0

#15 მომხმარებელი გასულია   chelo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 05-April 10

დაწერილია 21 May 2010 - 04:57 PM

ანალიზი გაუკეტდა და პასუხები ასეტია : შარდში საერტო ცილა 70გ/ლ (ნ=66-87).ალმუმინი-30გ/ლ (35-87).დ1=4.5 (ნ=3-5) დ2=6.8 (5-7) ბეტა=11.3 (6-12) გამა=13.0 (9-15) .გ=40. ვინც ეს ანალიზი გააკეტა ტქვა რომ ამ ანალიზებიტ ეჭვის აღებაც კი არ სჰეიძლება მეალომურ დაავადებაზეო.ეს უფრო რევმატოლოგის საქმეაო.ეს პასუხები საკმარისია რაიმე დასკვნის გასაკეტებლად?ტუ კიდევ რაიმე ტიპის კვლევები უნდა ჩატარდეს?პაციენტი არის ერტ ერტ რეგიონში და ხსჰირად ვერ ვახერხებტ ჩამოყვანას.ამიტომ მინდა ტქვენი რჩევა რომ ჩამოვიკვან ბარემ გაუკეტო ყველა ტიპის გამოკვლევა.


მადლობტ
1

#16 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 May 2010 - 06:42 AM

გამოხმაურების ნახვაchelo, on 21 May 2010 - 08:57 PM, said:

ანალიზი გაუკეტდა და პასუხები ასეტია : შარდში საერტო ცილა 70გ/ლ (ნ=66-87).ალმუმინი-30გ/ლ (35-87).დ1=4.5 (ნ=3-5) დ2=6.8 (5-7) ბეტა=11.3 (6-12) გამა=13.0 (9-15) .გ=40. ვინც ეს ანალიზი გააკეტა ტქვა რომ ამ ანალიზებიტ ეჭვის აღებაც კი არ სჰეიძლება მეალომურ დაავადებაზეო.ეს უფრო რევმატოლოგის საქმეაო.ეს პასუხები საკმარისია რაიმე დასკვნის გასაკეტებლად?ტუ კიდევ რაიმე ტიპის კვლევები უნდა ჩატარდეს?პაციენტი არის ერტ ერტ რეგიონში და ხსჰირად ვერ ვახერხებტ ჩამოყვანას.ამიტომ მინდა ტქვენი რჩევა რომ ჩამოვიკვან ბარემ გაუკეტო ყველა ტიპის გამოკვლევა.


მადლობტ

პაციენტი საჭიროებს რევმატოლოგის კონსულტაციას, თუკი აღმოჩნდება საეჭვო სიმსივნეზე, მაშინ აუცილებელია დამატებითი გამოკვლევები.
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
0

#17 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 May 2010 - 06:47 AM

გამოხმაურების ნახვაsofo22, on 21 May 2010 - 02:32 PM, said:

ექიმო ენდოკრინოლოგიური და გინეკოლოგიური გამოკვლევა გაკეთებული მაქვს. აბსოლიტურად ყველაფერი რიგზე მაქვს. ყველა ჰორმონალური ანალიზი გაკეთებული მაქვს, ასევე ექოსკოპიაც . მცირედითაც არ მაქვს რაიმე დარღვევები. მამოლოგთანაც ვიყავი . ეხლა ექიმის გარეშე ვსვამ სალხინოს, ზოგი ძალიან კმაყოფილია ამ წამლის და მეც ვცდი, მითუმეტეს რომ მცენარეულია და როგორც მის ინსტრუქციაში წერია გვერდითი მოვლენები არ აქვს. გთხოვთ მითხრათ ,ანდროკური და იარინა მასტოპათიაზე ხომ არანაირ გავლენას არ მოახდენს?

შესაძლებელია ანდროკურმა და იარინამ მოახდინოს გავლენა მასტოპათიაზე. თუ ამ პრეპარატების მიღების ფონზე მდგომარეობა გაუარესდება საჭიროა მათი მიღების შეწყვეტა ან სხვა მედიკამენტებით ჩანაცვლება.
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
0

#18 მომხმარებელი გასულია   naniko-nana ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 11
  • შემოგვიერთდა: 28-April 10

დაწერილია 29 May 2010 - 02:18 PM

მოგესალმებით ექიმო, ეხლა ამ ყველაფერს ძალიან აღელვებული ვწერ და არ ვიცი სწორად გადმოგცემთ თუ არა ჩემს შეკითხვას. 2წლის წინ მამაჩემს ჰქონდა ვირუსული მენინგოენცეფალიტი. რის გამოც 5დგე იყო სასუნთქ აპარატზე, ექიმის თავდაუზოგავი მკურნალობის შედეგად და ღმერთის წყალობით გადარჩა. მის შემდეგ აწუხებდა წნევები. კონტროლზე თითქმის ყოველ თვე დადიოდა ექიმებთან ანალიზებს ყოველთვის იღებდა საკმაოდ ძვირს ვიხდიდით ანალიზებში. ამ ორი თვის წინ დაეწყო ჰაერის უკმარისობა, როცა საავადმყოფოში მივიყვანეთ აღმოაჩნდა ორივე ფილტვის მწვავე პნევმონია,1კვირა იწვა მნჯერსში. ვარაუდობდნენ რომ ქონდა ტუბერკულიოზიც.მაგრამ ტუბზე პასუხი უარყოფიტი აღმოჩნდა, 1კვირის წინ ისევ ავიყვანეთ ტუბში და უტხრეს რომ საგანგაშო არაფერია, ცოტა წყალი არისო და ბრონქები. რენდგენიც გადავუგეთ და ფილტვების ტომოგრაფია. ჰაერის უკმარისობა ცოტა ისევ აქვს, გუშინ გვყავდა ჩაფიძის კლინიკაში გულზე, 1თვის წინ გულის შეშუპება ჰქონდა, ეხლა შეშუპება არ აქვს. მუცლის ღრუ ისევ გადავუღეთ ეხოზე ფილტვებზე უტხრეს საგანგაშო არაფერიაო მაგრამ ტირკმელი არისო საყურადღებო მარჯვენა თირკმელი, თუ სწორად გადმოგცემთ შეჭმუხნულიაო, ასე ეწერა ექიმს. ჩემი შიშის ყველაზე დიდი მიზეზი არის ის რომ ერთმა ჩვენმა ახლობელმა ექიმმა გვითხრა ჰაერის უკმარისობა რომ აქვს Fილტვზე რამე სიმსივნე არ ჰქონდესო.ვინც ეს გვითხრა კარდიოლოგია მაგრამ მაინც ძალიან მეშინია. ნუთუ ამდენი ანალიზების რენდგენის ტომოგრაფიის შემდეგ გამოეპარებოდათ ექიმებს ფილტვის სიმსივნე. გუშინ ავიგეთ ისევ სისხლის ანალიზი და ნორმალური პასუხები აქვს. კახა ვაჭარაძე იყო მამაჩემის ექიმი. მან თქვა რამოდენიმე ხნის წინ რომ სიმსივნე გამორიცხულიაო. მე მაინც ძალიან მეშინია ვაითუ ისევ რამე გამოეპარათ. მამaჩემი არის 56წლის, საკმაოდ ქმედუნარიანად გამოიყურება ამ ყველაფრის მერე. წინასწარ დიდი მადლობა და მაპატიეთ ტუ აბდაუბდად გადმოგეცით მაგრამ ძალიან შეშინებული ვარ.
0

#19 მომხმარებელი გასულია   Vano Kiladze ხატულა

  • ონკოლოგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 54
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 June 2010 - 09:59 AM

გამოხმაურების ნახვაnaniko-nana, on 29 May 2010 - 06:18 PM, said:

მოგესალმებით ექიმო, ეხლა ამ ყველაფერს ძალიან აღელვებული ვწერ და არ ვიცი სწორად გადმოგცემთ თუ არა ჩემს შეკითხვას. 2წლის წინ მამაჩემს ჰქონდა ვირუსული მენინგოენცეფალიტი. რის გამოც 5დგე იყო სასუნთქ აპარატზე, ექიმის თავდაუზოგავი მკურნალობის შედეგად და ღმერთის წყალობით გადარჩა. მის შემდეგ აწუხებდა წნევები. კონტროლზე თითქმის ყოველ თვე დადიოდა ექიმებთან ანალიზებს ყოველთვის იღებდა საკმაოდ ძვირს ვიხდიდით ანალიზებში. ამ ორი თვის წინ დაეწყო ჰაერის უკმარისობა, როცა საავადმყოფოში მივიყვანეთ აღმოაჩნდა ორივე ფილტვის მწვავე პნევმონია,1კვირა იწვა მნჯერსში. ვარაუდობდნენ რომ ქონდა ტუბერკულიოზიც.მაგრამ ტუბზე პასუხი უარყოფიტი აღმოჩნდა, 1კვირის წინ ისევ ავიყვანეთ ტუბში და უტხრეს რომ საგანგაშო არაფერია, ცოტა წყალი არისო და ბრონქები. რენდგენიც გადავუგეთ და ფილტვების ტომოგრაფია. ჰაერის უკმარისობა ცოტა ისევ აქვს, გუშინ გვყავდა ჩაფიძის კლინიკაში გულზე, 1თვის წინ გულის შეშუპება ჰქონდა, ეხლა შეშუპება არ აქვს. მუცლის ღრუ ისევ გადავუღეთ ეხოზე ფილტვებზე უტხრეს საგანგაშო არაფერიაო მაგრამ ტირკმელი არისო საყურადღებო მარჯვენა თირკმელი, თუ სწორად გადმოგცემთ შეჭმუხნულიაო, ასე ეწერა ექიმს. ჩემი შიშის ყველაზე დიდი მიზეზი არის ის რომ ერთმა ჩვენმა ახლობელმა ექიმმა გვითხრა ჰაერის უკმარისობა რომ აქვს Fილტვზე რამე სიმსივნე არ ჰქონდესო.ვინც ეს გვითხრა კარდიოლოგია მაგრამ მაინც ძალიან მეშინია. ნუთუ ამდენი ანალიზების რენდგენის ტომოგრაფიის შემდეგ გამოეპარებოდათ ექიმებს ფილტვის სიმსივნე. გუშინ ავიგეთ ისევ სისხლის ანალიზი და ნორმალური პასუხები აქვს. კახა ვაჭარაძე იყო მამაჩემის ექიმი. მან თქვა რამოდენიმე ხნის წინ რომ სიმსივნე გამორიცხულიაო. მე მაინც ძალიან მეშინია ვაითუ ისევ რამე გამოეპარათ. მამaჩემი არის 56წლის, საკმაოდ ქმედუნარიანად გამოიყურება ამ ყველაფრის მერე. წინასწარ დიდი მადლობა და მაპატიეთ ტუ აბდაუბდად გადმოგეცით მაგრამ ძალიან შეშინებული ვარ.

თუკი გამოკვლევებით დადგინდა რომ არ არის ფილტვის კიბო ესე იგი არ უნდა ინერვიულოთ. გირჩევთ პერიოდულად გამოკვლევებს და მკურნალი ექიმის კონსულტაციებს. არ არის საბაბი ეჭვი გქონდეთ ფილტვის სიმსივნეზე.
ვანო კილაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ონკოლოგი
0

#20 მომხმარებელი გასულია   lalolalo ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 45
  • შემოგვიერთდა: 25-April 10

დაწერილია 09 June 2010 - 05:47 PM

გამარჯობათ, ვარ 61 წლის, ჩავიტარე ვაგინალური გამოკვლევა:
საშვილოსნს ზომა 40X25X43 მმ, მოცულობით 24სმ2. ენდოცერეიკალური არხის სიგრძე 32 მმ, მრავლობითი ნაბოტის ტიპის ცისტები. არხე გაფართოებული, გარეთა პირის დონეზე ფიქსირდება პოლიპი, პოლიპის ფეხი ღრუს წინა კედლის არეშე. მიომეტრიუმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი. ენდომეტრიუმის სისქე 4.5 მმ. ღრუ უმნიშვნელოდ დილატირებული-ჰიპერპლაზიული ნიშნები.
მარჯვენა საკვერცხე 30X24 მმ , მასში მრავლობითი სითხოვანი ჩანართები, მათ შორის ცისტა დიამეტრით 14 მმ. მარცხენა საკვერცხე 27X19 მმ.
რამდენად საშიშია და ვის მივმართო, ონკოლოგს? ოპერაცია აუცილებელია?

გამონადენი და ტკივილები არ მაქვს, არაფერი არ მაწუხებს.
0

  • (9 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი